ხუთშაბათი, 2024-12-26, 8:01 PM მოგესალმები სტუმარი | RSS
"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 16
2012 წელთან დაკავშირებით იმდენი მითქმა მოთქმა ატყდა რომ გადავწყვიტე ნიღაბი ჩამოვგლიჯო მაიას ტომელებს მოკლედ -…მაიას ცივილიზაციის წარმოშობა და გაქრობა ბურუსით არის მოცული. -…ნიკოლაი გრუბეს(1962 წელს დაბადებული ამერიკანისტი, რომელიც მაიას იეროგლიფური დამწერლობის შესწავლიტ არის დაკავებული.) დამსახურებაა, რომ დღესდღეობით დაახლოებით 400 იეროგლიფის წაკითხვა ხერხდება. -…მაიას ცივილიზაცია თვლის სისტემაში ფიგურირებდა ნოლი, მაშინ როდესაც არაბებმა მსგავსი სისტემა 814 წელს, ხოლო ევროპელებმა მეთორმეტე საუკუნეში გამოიყენეს. - …მათ არ იცოდნენ რა იყო ბორბალი, ხოლო რკინის დამუშავება სხვა ცივილიზაციებზე ბევრად გვიან წამოიწყეს. - …მაიას ქრონოლოგია ჩვ. წ. აღ. – მდე 3114 წელს იწყება.
...
კითხვის გაგრძელება »
|
დედამიწის გარშემო მოძრაობისას მთვარე ხანდახან ჩვენსა და მზეს შორის გაივლის და უჩინარდება, რადგან მზით განათებული მისი ნახევარსფერო ჩვენთვის უხილავ ,,მიღმა” მხარეს ექცევა. ეს ახალმთვარობაა. ერთ კვირაში მთვარე მეოთხედ ორბიტას გაივლის. ამ დროს მზე ჩვენგან ხილული მისი ზედაპირის ნახევარს გაანათებს და მთვარე ნახევარწრედ ჩანს (პირვილი მეოთხედი). კიდევ ერთი კვირის შემდეგ იგი ჩვენგან მზის საპირისპირო მხარეს გადაინაცვლებს და სრულ დისკოდ იქცევა (სავსე მთვარეობა). შემდეგ მთვარე მილევას იწყებს: ერთ კვირაში კვლავ ნახევარ დისკოდ ჩანს (უკანასკნელი მეოთხედი), კიდევ ერთ კვირაში კი ისევ ახალმთვარეობა მეორდება. რამდენიმე ფაქტი: 1. მთვარე ზუსტად ავსებს წყნარ ოკეანეს 2. როდესაც მასზე ზონდი დაეშვა, მომძვრალი დეტალებით გა
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
ილუზია
|
ნანახია:
1532
|
დაამატა:
giorgi07
|
თარიღი:
2011-11-16
|
|
აქ არის მაიას ტომზე თითქმის ყველაფერი მექსიკასა და ბელიზის ტერიტორიაზე მცირე დასახლებებად დღესაც ცხოვრობს ხალხი, რომელთა ენა, რწმენა-წარმოდგენები, წეს-ჩვეულებები და გარეგნობაც კი 2000 წლის მანძილზე არ შეცვლილა. ამ ხალხის წინაპრებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ მექსიკის. ჰონდურასისა და გვატემალას ტერიტორიაზე ამერიკის ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია შექმნეს. ცივილიზაცია, რომელიც თამამად დაუდგება გვერდით ძველბერძნულ, ჩინურ, ბაბილონისა თუ რომის ცივილიზაციებს, თუმცა ამ ხალხს თავიანთი ძველი დიდების ნაშთიც კი არასდროს უნახავს…მას მაიას უწოდებენ. უჩვეულო ცივილიზაცია წარსულის ყველა დიდი ცივილიზაციის წარმოშობა და განვითარება მდინარეს, წყალს უკავშირდება. ჩინელებმა ერთ დიდ სახელმწიფოდ გაერთიანება ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლელიდან ჩინეთის ორი უდიდ
...
კითხვის გაგრძელება »
|
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ილია II (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს ქ. ვლადიკავკაზში. კათოლიკოს-პატრიარქის მშობლები საქართველოდან, ყაზბეგის რაიონიდან იყვნენ: მამა _ გიორგი სიმონის ძე შიოლაშვილი _ სოფელ სნოდან, დედა _ ნატალია იოსების ასული კობაიძე კი _ სოფელ სიონიდან. 1927 წელს მათ სახლი შეიძინეს ქ. ვლადიკავკაზშიც, სადაც შემდეგ დაიბადა საქართველოს მომავალი პატრიარქი. მშობლებმა სამი დღის ახალშობილი ქრისტეშობის დღეს მონათლეს ქართულ ტაძარში და ყრმას ერეკლეს II პატივსაცემად ირაკლი უწოდეს. 1952 წელს ირაკლი შიოლაშვილმა დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშ. სკოლა და ჩააბარა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ კი სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო აკადემიაში. 1957 წელს სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი ირაკლი შიოლა
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
რელიგია
|
ნანახია:
778
|
დაამატა:
giorgi07
|
თარიღი:
2011-11-16
|
|
ქრისტიანობა სამთაგან ერთ-ერთი ძირითადი რელიგიაა (ბუდიზმი,ისლამი,ქრისტიანობა) რომელსაც აქვს სამი ძირითადი მიმართულება:1)მართლმადიდებლობა 2)კათოლიციზმი 3)პროტესტანტიზმი 1054 წელს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქრისტიანული ეკლესია გაიყო ორ მიმდინარეობათ დას.კათოლიციზმი და აღმ.მართლმადიდებლობა. პროტესტანტიზმის დამაარსებლად ითვლება მარტინ ლუთერი(გერმანელი ბერი,პროფესორი,თეოლოგი<მისმა სწავლებამ საფუძველი ჩაუყარა რეფორმაციას და ღრმა კვალი დააცნია პროტესტანტულ ტრადიციებსა და კულტურას).1526 წელს მისმა მომხრე გერმანელმა თავადებმა შეაჩერეს ლუთერის საწინააღმდეგო ედიქტის მოქმედება,თუმა 1529 წელს კვლავ აღსდგა ეს დადგენილება,რაც გააპროტესტეს რამდენიმე გერმანული ქალაქის მოსახლეობამ (სამღვდელოებასთან გამართული დისპუტის დროს) სწორედ აქედან მომდინარეობს ტერმინი პროტესტანტი.ახალმა მიმდინარეობამ სწრაფად მოიცვა ევროპის ჩრდილოეთი ნაწილი და საფ
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
რელიგია
|
ნანახია:
1329
|
დაამატა:
giorgi07
|
თარიღი:
2011-11-16
|
|
ადამიანს უხსოვარი დროიდან აწუხებდა კითხვები დროსთან მიმართებაში. თუ რა არის დრო? რა კანონზომიერებას ექვემდებარება ის? შეიძლება თუ არა მისი გაზომვა? მატერიალურია იგი თუ ირეალური? როდის გაჩნდა ?არის თუ არა სასრული და ა.შ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად იგი აკვირდებოდა დღე-ღამის ,მთვარის ფაზების,წელიწადის დროების ცვალებადობას. ამჩნევდა გარკვეულ კანონზომიერებებს. რის შედეგად მან დროის ხანგრძლივი შუალედის საზომ ერთეულად მზის გარშემო დედამიწის ერთი სრული გარემოქცევის დრო-წელიწადი შემოიღო, რომელთანაც დაკავშირებულია სეზონური ცვალებადობის ციკლი. ადამიანმა შეიმუშავა ერთგვარი უნივერსალური მოდელი. – კალენდარი .სადაც გაწერილი იყო დედამიწის დროითი კანონზომიერებები. სხვადასხვა ცივილიზაციებში ეს მეტ ნაკლები სიზუსტით იქნა მიღწეული. მსოფლიო ცივილიზაციების ისტორიას რამდენიმე ტიპის კალენდარი ახსოვს. მათგან ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ზუ
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
მისტიკა
|
ნანახია:
1012
|
დაამატა:
giorgi07
|
თარიღი:
2011-11-16
|
|
2010 წელი 4 იანვარი – დღევანდელ დღეს დაბადებულმა ყველა ადამიანმა იცის, რომ ამ რიცხვში თითო წელი ემატება, თუმცა გამორიცხული არ არის მსოფლიოს მოსახლეობის წინაშე დღის წესრიგში მათი დაბადების დღის ზუსტი თარიღის განსაზღვრა დადგეს. არსებობს მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც მეთექვსმეტე საუკუნით დათარიღებული გრიგორიანული კალენდრის შეცვლის ინიციატივით გამოდის. წელიწადს, რომელიც კვირით დაიწყება, ერთი ზედმეტი შაბათი დაემატება, ყოველი ახალი თვის პირველი დღე კი, ორშაბათი იქნება. დღეების რაოდენობა თებერვალში, მაისში, აგვისტოსა და ნოემბერში 35-მდე გაიზრდება. სამაგიეროდ ყველა დარჩენილ თვეს მხოლოდ 28 დღე ექნება – ასეთია 2012 წლის კალენდარი, კალენდრის მსოფლიო ასოციაციის გაანგარიშებით. გაამართლებს თუ არა 2012 წლის კალენდარი მეცნიერები ამბობენ, რომ არა. ასტრონომები ფიქრობენ, რომ ძველი და ახალი თარიღების ერთმანეთში აღრევა მსოფლიოში უამრავ პრობლემას
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
ილუზია
|
ნანახია:
864
|
დაამატა:
giorgi07
|
თარიღი:
2011-11-16
|
|
24 იანვარი არის გრიგორიანული კალენდრის 24-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 341 დღე (ნაკიან წელში – 342). დღის მოვლენები 41 : რომის იმპერატორი კალიგულა, ცნობილი საკუთარი ექსცენტრიულობითა და დესპოტიზმით, მოკლულ იქნა მისი განაწყენებული პრეტორიელი მცველების მიერ. რის შემდეგაც ტახტი დაიკავა მისმა ძმისშვილმა კლავდიუსმა. 1679 : მეფე ჩარლზ II (ინგლისი) შლის პარლამენტს. 1742 : ჩარლზ VII ალბერტი ხდება წმინდა რომის იმპერატორი. 1848 : კალიფორნიის ოქროს ცხელება – ჯეიმს მარშალი საკრამენტოში სატერის სახერხ საამქროსთან პოულობს ოქროს. 1888 : ჯეიკობ უორტმანი აპატენტებს საბეჭდი მანქანის ლენტას. 1918 : სახალხო კომისართა საბჭოს ბრძანებულებით რუსეთში 1 თებერვლიდან გრეგორიანული კალენდარი შემოიღეს.
...
კითხვის გაგრძელება »
|
ბოლო დროს წერდნენ, მაიას ტომის ინდიელების გადმოცემით, 2012 წელს კაცობრიობა ამოწყდებაო, მაგრამ თავად ინდიელები მსგავს არაფერს ელიან. ინგლისურმა გაზეთმა “დეილი ტელეგრაფმა” განმარტება მაიას ტომის უხუცეს წევრს, გვატემალელ აპოლონიო პიქსტუნს სთხოვა.: “არავითარი სამყაროს დასასრული არ იქნება, გადმოცემაში ლაპარაკია ე.წ “შექმნის საიუბილეო თარიღზე”. მაიას უძველესი კალენდრის მიხედვით, ეპოქები, სახელწოდებით “ბაქტუნები”. დაახლოებით 394 საზაფულო პერიოდად იყოფა. ბოლო მეცამეტე ბაქტუნი 2012 წლის 21 დეკემბერს უწევს. რიცხვი 13 ამ ტომის ინდიელებისთვის წმინდა რიცხვია. კალენდარი ცხადყოფს, რომ ამ დღეს, 2012 წლის 21 დეკემბერს, “იწურება” დრო, ანუ მაიას ხალხისთვის დროის გარკვეული მნიშვნელოვანი პერიოდი სრულდება”, – განმარტა პიქსუნმა. –ეს შესაქმის თავისებური წლისთავია, – კვერს უკრავს უხუცეს ინდიელს მაიას ეპიგრაფიკის სპეციალისტი დევიდ სტიუარტი – ინდიელებს არასოდ
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
მისტიკა
|
ნანახია:
862
|
დაამატა:
giorgi07
|
თარიღი:
2011-11-16
|
|
დღეს არის შენდობის დღე,დღე როდესაც ყველამ პატიება უნდა ითხოვოს ჩადენილის გამო. მიტევების კვირა განსაკუთრებული დღეა. ის წელიწადში მხოლოდ ერთხელ აღინიშნება. ამ დღეს ყოველი ადამიანი გაახელს თუ არა თვალს უფალს სთხოვს შენდობას,ღრმად იხედება თავის სულში და რაც უფრო ცხადად ხედავს თავის ცოდვებს მით მეტი სინანულით ევედრება უფალს მიტევებას. ამგვარად გამოითხოვს შემოქმედისგან სულიწმინდის მადლს. რომელიც ვითარცა ცეცხლი განწმენდს სულს მანკიერებათაგან. ცნობილია რომ მიტევების კვირა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში დააწესეს ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე მამებმა.ამ დღეს დედა ეკლესია გვასენებს თუ როგორ დავკარგეთ მამის წიაღი.მარადიული ნეტარება,სამოთხე.ცოდვა რომელმაც ადამიანი ღვთის წინააღმდეგ განაწყო არის ამპარტავნება.რომელსაც წმინდა მამები ცოდვათა მშობელს უწოდე
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
რელიგია
|
ნანახია:
917
|
დაამატა:
giorgi07
|
თარიღი:
2011-11-16
|
|
დოლი
— ქართული დასარტყამი საკრავი. დოლი გავრცელებულია საქართველოს ბარის კუთხეებში. დოლი წარმოადგენს ხის პატარა ცილინდრულ კორპუსს, რომლის ორივე მხარეზე გადაკრულია ტყავი. ტყავი დამაგრებულია თასმებით და მასში გაყრილია რკინის რგოლები, რომლებითაც იჭიმება ტყავი. დოლის სიმაღლე ისე შეეფარდება ჟღერადი ზედაპირის დიამეტრს, როგორც 3:1. დოლზე (უფრო მეტად) უკრავენ ხელებით ან ჯოხებით. ზოგჯერ ჯოხს გაგანიერებული ბოლო აქვს. დოლი უჭირავთ მარცხენა იღლიის ქვეშ ან ჩამოკიდებული აქვთ. უკრავენ მჯდომარე მდგომარეობაში. ზოგჯერ მედოლე თვითონა
...
კითხვის გაგრძელება »
|
ნორდკინი
ან კინარუდენი (ნორვ. Nordkyn, Kinnarodden) – ევროპის ყველაზე ჩრდილოეთი წერტილი. მდებარეობს ნორვეგიის ტერიტორიაზე. კონცხი წარმოადგენს კლდეს, რომელიც მთავრდება ნორდკინის ნახევარკუნძულით. მდებარეობს ბარენცის ზღვის დონიდან 240 მეტრ სიმათლეზე.
|
ნილოსი
(არაბ. النيل - ელ-ბაჰრ; ლათ. Nilus, ბერძნ.Neilos), მდინარე აფრიკაში. მიჩნეულია მსოფლიოს უგრძეს მდინარედ. წარმოიქმნება თეთრი ნილოსისა და ცისფერი ნილოსის შეერთებით. მდინარის სიგრძე კაგერას სათავიდან 6671 კილომეტრია. აუზის ფართობი - 2870 ათასი კმ2. ჩაედინება ხმელთაშია ზღვაში, შესართავთან წარმოქმნის საკმაოდ დიდ დელტას.
ნილოსის ჩრდილოეთი ნაწილი, სუდანიდან ეგვიპტეში გადასვლის შემდეგ, მთლიანად უდაბნოში მიედინება. სწორედ ნილოსზე იყო მთლიანად დამოკიდებული ძველი ეგვიპტის ცივილ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ანანასი
(Ananas), ტროპიკული ბალახოვან მცენარეთა გვარი ბრომელიისებრთა ოჯახისა. 80 სმ-მდე სიგრძის ხორცოვანი, ფართოხაზური, კიდეეკლებიანი ფოთოლი და ოქროსფერ-ყვითელი, გირჩისებრი მოზრდილი ნაყოფედი აქვს. ტროპიკულ ამერიკაში ანანასის 5-6 სახეობა ხარობს. განსაკუთრებით ფართოდ არის გავრცელებული ნამდვილი ანანასი (Ananas comosus ანუ Ananas sativus). ანანასის კულტურული ჯიშების მომჟავო-ტკბილი არომატული ნაყოფედი 2-იდან 15 კგ-მდე იწონის, უთესლოა, შეიცავს (%-ებით): 86,1 წყალს, 4,5 ინვერსირებულ შაქარს, 6,9 საქაროზას, 0,41 აზოტოვან ნივთიერე
...
კითხვის გაგრძელება »
|
მდინარე
— წყლის ნაკადი, რომელიც ბუნებრივ კალაპოტში მიედინება და თავისი აუზის ზედაპირული და მიწისქვეშა ჩამონადენით საზრდოობს. მდინარეებს მეცნიერულად შეისწავლის დედამიწის ჰიდროლოგიის ერთ-ერთი დარგი - მდინარეთა ჰიდროლოგია.
მდინარეს აქვს სათავე — ადგილი, საიდანაც იწყება, და შესართავი — ადგილი, სადაც ის ზღვას, ტბას ან სხვა მდინარეს უერთდება. მდინარე, რომელიც უშუალოდ ერთვის ზღვას, ტბას, ჭაობს ან ქვიშებში იკარგება — მთავარი მდინარეა. მდინარეს ერთვის შენაკადები.
მთავარი მდინარე თავის შენაკადებთან ერთად ქმნის მდინარეთა სისტემას. ხმელეთის ზედაპირი, საიდა
...
კითხვის გაგრძელება »
|
ირმის ქვები
- ძველი მონოლითური ტიპის ქვები ირმის გამოსახულებით. გავრცელებულია თანამედროვე მონღოლეთის ტერიტორიაზე. ითვლება, რომ ირმის ქვები შეიქმნენ ბრინჯაოს ხანაში. ნახატები ქვაზე ამოკვეთილია ან დახატულია. ქვები თარიღდება გვიანი ბრინჯაოს ხანით. გვხდება მონღოლეთში, ჩინეთში, ტივში, ალტაიში და სხვა ადგილებში. ზოგან ეს ქვები დაკავშირებულია საფლავებთან. შესაძლოა ისინი რაიმე კულტს, მსხვერპლშეწირვას უკავშირდებოდნენ. ა.პ.ოკლადნიკოვი სამ ძირითად ჯგუფს გამოყოფს ირმის ქვებში: მრგვალს (ცილინდრულს), მართკუთხას და უფრო ფართო, ზოგჯერ დამრეცად გადაჭრილ ქვებს. ნ. დიკოვი გამოსახულებებში, მათი სტილისტიკური თავისებუ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ყინული
— სახელი, რომელიც წყალს ქვია 15 ცნობილ კრისტალიზებულ მყარ ფაზაში. არასამეცნიერო კონტექსტში, ის როგორც წესი აღწერს ყინულ lh-ს, რომელიც ამ ფაზათაგან ყველაზე გავრცელებულია. ის შეიძლება გამჭვირვალე ან მოცისფრო-მოთეთრო ფერის იყოს, მისი სიწმინდის მიხედვით. ყინულ lh-ზე გადასვლა ხდება, როდესაც წყალი ცივდება 0 °C-ზე (273.15 K, 32 °F) სტანდარტული ატმოსფერული წნევისას. ის ასევე შეიძლება წარმოიქმნას ორთქლისგან გარდამავალი თხევადი ფაზის გავლის გარეშე. ყინული გლობალური კლიმატის მნიშვნელოვანი კომპონენტია, განსაკუთრებით წყლის ციკლში.
|
ქამელეონი
სებრთა ოჯახში გაერთიანებულია 4 გვარი და დაახლოებით 90–მდე სახეობა. ქამელეონების დიდი უმრავლესობა ბინადრობს მადაგასკარზე, აფრიკაში, და მეზობელ კუნძულებზე. ქამელეონების უმრავლესობა ხეზე ცხოვრების წესს ეწევა და მხოლოდ გამონაკლისის შემთხვევაში ჩამოდის მიწაზე. ყველაზე დიდი ქამელეონის სხეულის სიგრძე, რომელიც მადაგასკარზეა გავრცელებული 50 სმ–ს აღწევს.
|
ქორდიანები
(Chordata), მეორეულღრუიანი ცხოველების უმაღლესი ტიპი. მათ განეკუთვნებიან გარსიანები, უქალოები, ხერხემლიანები. ქორდიანებისთვის დამახასიათებელია ქორდა, ზურგის ნერვული მილი და ლაყუჩის ნაპრალები. ქორდიანების ერთ ნაწილს ქორდა მთელი სიცოცხლის განმავლობაში აქვს, ზოგს კი — განვითარების ადრეულ პერიოდში. ხერხემლიანების ზურგის ნერვული მილის წინა ნაწილი ქმნის თავის ტვინს, მოზრდილ ასციდიებში კი ნერვულ მილს ნერვული განგლიონი ცვლის. ლაყუჩის ნაპრალები ხმელეთის ქორდიანებს მხოლოდ ლარვის ან განვითარების ადრეულ საფეხურებზე გააჩნიათ, ხოლო წყლის ფორმებს — მთელი სიცოცხლის მანძილზე. ქორდიანებს ახასიათებთ მეტამერია, რაც კარგად აქვთ გამოხატული უქალოებსა და ხერხემლიანებს მათი ჩანასახოვანი განვითარების პერიოდში.
|
პომპეი
(ლათინურად: Pompeii) – ქალაქი ძველ რომში. განადგურდა ქალაქ ჰერკულანუმთან ერთად 79 წ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ოქროს ბურთი
(ფრანგ. Ballon d'Or) 1956 - 2009 წლებში იყო საფეხბურთო ჯილდო, რომელიც დააწესა ფრანგულმა საფეხბურთო ჟურნალმა France Football-მა და გადაეცემოდა საუკეთესო ევროპელ ფეხბურთელს, ამის გამო ხშირად ამ დაჯილდოებას ევროპის წლის საუკეთესო ფ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ბრერა
, ბრერის პინაკოთეკა – იტალიის ერთ–ერთი უდიდესი სურათების გალერეა. დაარსდა 1809 წელს, მდებარეობს მილანში. აქ დაცულია XIV-XIX საუკუნეების იტალიური ფერწერის ნიმუშები
...
კითხვის გაგრძელება »
|
ოქრო
- ქიმიური ელემენტი, რომელიც აღინიშნება სიმბოლოთი Au (ლათ. Aurum, "აურორა" - დილის აისი და მისი ატომური ნომერია 79. იგი რბილი და ძლიერპლასტიკური, მბზინვარე ლითონური
...
კითხვის გაგრძელება »
|
ჯონ ლოკი
(ინგლ. John Locke; დ. 29 აგვისტო, 1632 — გ. 28 ოქტომბერი, 1704), ფართოდ ცნობილი, როგორც „ლიბერალიზმის მამა", იყო ინგლისელი ფილოსოფოსი და ექიმი, რომელიც განმანათლებლობის ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ყაყაჩო
(Papaver), ერთ-, ორ- ან მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ყაყაჩოსებრთა ოჯახისა. 100-მდე სახეობა უმთავრესად გავრცელებულია ჩრდ. ნახევარსფეროში, საქართველოში 13 სახეობა გვხვდება, მ. შ. 1 კავკასიის ენდემია. ყაყაჩოს ზოგიერთი სახეობის თესლი
...
კითხვის გაგრძელება »
|
ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი
, ბრიტანული იმპერიის ორდენის კავალერი (ინგლ. John Ronald Reuel Tolkien [dʒɒn ˈɹɒnld ˈɹuːəl ˈtʰɒlkiːn]; დ. 3 იანვარი, 1892 – გ. 2 სექტემბერი, 1973) იყო სამხრეთ აფრიკაში დაბადებული, ინგლისელი ფილოლოგი, მწერალი და პროფესორი, რომელიც უფრო მეტად ცნობილია, როგორც წიგნების „ჰობიტი" და „ბეჭდების მბრძანებელი" ავტორი. იგი იყო ანგლო-საქსონური ენის (1925-1945 წლებში) მკვლევარი და პრ
...
კითხვის გაგრძელება »
|
კორდილიერები
(ესპ. Cordilleras, ინგლ. American Cordillera) — მსოფლიოს უგრძესი მთათა სისტემა, რომელიც ვრცელდება ორ — ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზე. იგი სიმაღლით მხოლოდ ჰიმალაისა და ცენტრალური აზიის მთიან სისტემებს ჩამოუვარდება. სამხრეთ ამერიკის კორდილიერებს ანდებსაც უწოდებე
...
კითხვის გაგრძელება »
|
ბეჰემოთი
ან ჰიპოპოტამი (ლათინურად: hippopotamos < ბერძნული: ιπποπόταμος , "ჰიპოს" – ცხენი და "პოტამოს" – მდინარე) – დიდი ბალახისმჭამელი აფრიკული ძუძუმწოვარი. ბეჰემოთისებრთა (Hippopotamidae) ოჯახის ორი გადარჩენილი სახეობიდან ერთერთი (მეორე სახეობაა ლიბერიული, ანუ ჯუჯა ბეჰემოთი).
...
კითხვის გაგრძელება »
|
მოაი
— დაპრესილი ვულკანური ფერფლისგან დამზადებული ქვის ქანდაკებები აღდგომის კუნძულზე. მოაის ყველა ქანდაკი მონოლითურია, ანუ ქვის ერთი ნატეხისგან არის დამზადებული და არ არის შეწებებული ან მიმაგრებული ერთმანეთზე. წონა ზოგჯერ 20 ტონასაც აღწევს, სიმაღლე კი 6 მეტრს. კუნძულზე მდებარე რანო-რარაკუს კრატერის ფერდობზე ნაპოვნია 20 მეტრამ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ბურჯ ხალიფა
ან ბურჯ დუბაი(არაბ.:برج خليفة "ხალიფას კოშკი"), სუპერმაღალი ცათამბრჯენი დუბაიში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში. აღიარებულია როგორც ადამიანის ყველაზე მაღალი შექმნილი სტრუქტურული ნაგებობა. ცათამბრჯენის შენება დაიწყო 2004 წლის 21 სექტემბერს და დასრულდა 2010 წლის 4 იანვარს. შენობის მთავარი არქიტექტორი, სტრუქტურული და მექანიკური ინჟინერია ჩიკაგოს კომპან
...
კითხვის გაგრძელება »
|
როკის გვირაბი
— სატრანსპორტო გვირაბი დიდი კავკასიონის მთებში, რომელიც აკავშირებს ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიას (რუსეთის ფედერაცია) ცხინვალის რეგიონთან.
გვირაბი საბჭოთა ხელისუფლებამ ააგო (მშენებლობა დასრულდა 1985 წელს). მისი სიგრძე 3 660 მეტრია და ზღვის დონიდან დაახ. 3000 მეტრზე მდებარეობს. რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელ სხვა გზებს შორისაა ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟოსთან, რომელიც 2006 წლის ივნისში დაიხუ
...
კითხვის გაგრძელება »
|
სოლონი დაიბადა ათენში ძვ. წ. 638 წელს. ის დაიბადა ძველად წარჩინებულ, მაგრამ იმ დროისთვის გაღატაკებულ ოჯახში. ამის გამო ს ეწეოდა საზღვაო ვაჭრობას. ის მომავალში ჩინებული პოეტი, მთავარსარდალი და რეფორმატორი გახდა. მისი ინიციატივითა და სარდლობით ათენმა მეგარას წაართვა კუნძული სალამინი. სოლონი გარდაიცვალა ძვ. წ. 558 წელს. სოლონმა აკრძალა ბერძნის მიერ ვლში მყოფი ბერძნის მონად გაყიდვა და ყველა მონად გაყიდული ბერძენი სამშობლოში დააბრუნა. სოლონმა გააუქმა კანონი, რომლის მიხედვითაც, ღარიბი მოქალაქე შეიძლებოდა მონად გაყიდულიყო სოლონმა გააუქმა მძიმე დასჯები მცირე დანაშაულების დროს. სიკვდილით დასჯა კი მხოლოდ ძალიან მძიმე დანაშაულის დროს ხდებოდა. სახალხო კრებაზე, სოლონის რჩევით, დამტკიცდა წესი, რომ ყველა ათენელს შეეძლო სამართლის ძიება. სოლონმა დააწესა, რომ როდესაც შინაური მღელვარება იქნებოდა და ათენელი, რომელ
...
კითხვის გაგრძელება »
|
სელაპი
— ფარფლფეხიანების ქვერიგის ძუძუმწოვრების ორი ოჯახის – ნამდვილი სელაპების და ყურებიანი სელაპების საერთო სახელწოდება.
ნამდვილ სელაპებს (Phocidae) ყურის ნიჟარები არ გააჩნიათ, მათი ორივე წყვილი კიდური გარდაქმნილია ფარფლებად და ბრჭყალებით ბოლოვდება. უკანა ფარფლები უკნისაკენაა მიმართული და წყალში სამოძრაო აპარატს წარმოადგენს. აერთიანებს 12 გვარის 20-მდე სახეობას. ფართოდ არიან გავრცელებული; განსაკუთრებით ბევრია პოლარული წრის განედებშ
...
კითხვის გაგრძელება »
|
თეთრი დათვი
(ლათ. Ursus maritimus - ზღვის დათვი) — მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი დათვისებრთა ოჯახისა. არქტიკული ფაუნის ტიპობრივი წარმომადგენელი. გავრცელებულია ჩრდილოეთ ყინილოვანი ოკეანის კუნძულებსა და სანაპიროებზე. მამრის სხეულის სიგრძე 2.5-3 მ, ხოლო მდედრის 2-2.5 მ აღწევს. მამრების წონა 400-650 კგ (იშვიათ შემთხვევაში 1000კგ), ხოლო მდედრების 175-300 კგ. სიცოცხლის ხანგრძლივობა 20-30 წელია. სხეული დაფარულია
...
კითხვის გაგრძელება »
|
კრიპტოგრაფიაში შიფრაცია აღნიშნავს კრიპტოგრაფიული შიფრის გამოყენებით ღია ტექსტის შიფროტექსტად გარდაქმნის პროცესს. ამის შედეგად ინფორმაცია სრულიად კარგავს თავის პირვანდელ შინაარსს და მისი უკუაღდგენა შესაძლებელია მხოლოდ დეშიფრაციის პროცესში სპეციალური ინფორმაციის (ე.წ. გასაღების) დახმარებით. შესაბამისად რაიმე გასაღებით დაშიფრული ინფორმაციის გაშიფრვა შეუძლია მხოლოდ მას, ვინც ფლობს ამ კონკრეტულ გასაღებს.
შიფრაცია საუკუნეების მანძილზე გამოიყენებოდა უპირატესად სამხედრო და სამთავრობო სფეროებში, საიდუმლო და დაცული კომუნიკაციის მიზნებისათვის. თუმცა დღეის მდგომარეობით შიფრაცია ასევე ფართოდ გამოიყენება როგორც ბიზნესში, ასევე ყოველდღიურ საქმიანობაში. მაგ. ინფორმაციის დამალვისა და დაკარგვის შემთხვევაში დაცვის მიზნით ფართოდაა გავრცელებული ფლეშ-მეხსიერების, ლეპტოპების და სარეზერვო დისკების შიფრაცია, ელექტრონული ფოსტის შიფრაცია. შიფრაციის ერთერთი მაგალითია
...
კითხვის გაგრძელება »
|
ლიმონი
(Citrus limon), მრავალწლოვანი მარადმწვანე სუბტროპიკული მცენარე ციტრუსოვანთა გვარის ტეგანისებრთა ოჯახისა. ლიმონის ხის სიმაღლე 3—7 მ აღწევს. აქვს ეკლებიანი ტოტები, ღია მწვანე მოგრძო ლანცეტისებრი ან მოგრძო კვერცხისებრი, კიდედაკბილული, ტყავისებრი ფოთლები. ყვავილი ორსქესიანია, თეთრი, არომატული. ნაყოფი მრავალბუდიანი კენჯრაა, სიგრძე 6—7 სმ, დიამეტრი 5—6 სმ (120გ-მდე), ნაყოფის ქერქი 2—5 მმ სისქისაა, ყვითელი, გლუვი ან ამობურცულია. ზეთოვანი ჯირკვლებითაა მოფენილი, მწარე, დამახასიათებ
...
კითხვის გაგრძელება »
|
პილპილი
(Piper), მცენარეთა გვარი პილპილისებრთა ოჯახისა. მცოცავი ბუჩქები (ლიანები), იშვიათად პატარა ხეები და ბალახებია. 700-მდე (სხვა მონაცემებით 2000-მდე) სახეობა გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებში. ყველაზე მნიშვნელოვანი სახეობაა შავი პილპილი (Piper nigrum), რომელიც ბუნებრივად იზრდება ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში. მისი გამხმარი ნაყოფი საუკეთესო სუნელ-სანელებელია (შავი პილპილი); შეიცავს ალკალოიდ პიპერინს და ეთეროვან ზეთებს. საღეჭი პილპილის (Piper betle) ფოთლები
...
კითხვის გაგრძელება »
|
კემბრიჯის უნივერსიტეტი სიძველით მეორე უნივერსიტეტია ინგლისურენოვან მსოფლიოში და ჩარიცხვის კრიტერიუმებით ერთ-ერთი ყველაზე მომთხოვნი გაერთიანებულ სამეფოში.
ადრეული წყაროები აღარ არსებობს, თუმცა მიიჩნევენ, რომ უნივერსიტეტი ქალაქ კემბრიჯში, ინგლისი, არსებულ პროფესორთა ასოციაციისგან წარმოიშვა და სავარაუდოდ შეიქმნა 1209 წელს ოქსფორდიდან გამოქცეულ მეცნიერ-მასწავლებელთა მიერ, რომელთაც ადგილობრივ მოქალაქეებთან კონფლიქტი შეექმნათ.
ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებს (ერთობლივად მოიხსენიებენ ,როგორც ოქსბრიჯს) მას შემდეგ ურთიერთ ჯიბრის დიდი ისტორია აქვთ და მოიხსენიებიან გაერთიანებული სამეფოს ყველაზე ელიტურ და პრესტიჟულ უნივერსიტეტებად. ისტორიულად, მათ გამოშვებას ეკუთვნის ბრიტანეთის გამოჩენილ მეცნიერთა, მწერალთა და პოლიტიკოსთა უდიდესი ნაწილი.
კემბრიჯის უნივერსიტეტიდა
...
კითხვის გაგრძელება »
|
შაქარი
(ბერძ. sákchar, სანსკრ. - sárkara - ქვიშა, შაქრის ფხნილი), ტკბილი გემოს საკვები პროდუქტი. კალორიულობა 100 გ. შაქარში 1.68 მეგაჯოული (დაახლოებით 400 კკალ). აწარმოებენ თეთრ კრისტალურ შაქარს (შაქრის ფხვლნილი) და რაფინირებულ შაქარს (კენჭი შაქარი, რაფინირებული ფხვნილი, პუდრი) პირდაპირი გამოყენების გარდა იხმარება საკონდიტრო, პურის, საკონსერვო, ღვინო და ა.შ წარმოებაში.
|
სუფრის
მარილი
ანუ ზოგადად მარილი არის სიცოცხლისთვის აუცილებელი მინერალი, იგი შედგება ნატრიუმქლორიდისგან. მარილის არომატი განეკუთნება ოთხ ძირითად გემოს. ის არის კარგი შემნახველი და ამიტომ ხშირად გამოიყენება საკვების კონსერვირებაში.
საოჯახო მოხმარებისთვის იწარმოება შემდეგი სახის მარილები: არარაფინირებული (როგორიცაა ზღვის მარილი), რაფინირებული და იოდიზირებული მარილი. მარილი არის თეთრი, ღია ვარდიფერი, ან ღია რუხი კრისტალიზირებული მყარი სხეული, ის ძირითადად მიიღება ზღვის წყლიდან, ან კლდის ნალექიდან. კლდის მარილს, თავის
...
კითხვის გაგრძელება »
|
ფიზიკაში
ტალღა
არის შეშფოთება, რომელიც ვრცელდება სივრცეში და დროში, როგორც წესი ენერგიის გადატანით. მექანიკური ტალღა არის ტალღა, რომელიც მის მიერ გამოწვეული დეფორმაცით გამოწვეული დამაბრუნებელი ძალის არსებობის გამო ვრცელდება გარემოში. მაგალითად, როდესაც ბგერითი ტალღა ვრცელდება ჰაერში, მოლეკულები გადაადგილდებიან და ეჯახებიან თავიანთ მეზობლებს. ეს უკანასკნელები ასევე გადაადგილდებიან და ეჯახებიან ახალ მოლეკულებს და ა. შ. მაგრამ ამ დაჯახებების შედეგად მოლეკულა იწყებს უკან მოძრაობას, რაც ქმნის აღმდგენ ძალას. შედეგად ტალღა ვრცე
...
კითხვის გაგრძელება »
|
მინერალი (ფრანგ. mineral < გვიანდ. ლათ. minera - მადანი), ბუნებრივი წარმონაქმნია, რომელიც ყალიბდება დედამიწის (ან სხვა კოსმოსური სხეულის) ზედაპირზე ან მის წიაღში მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიურ პროცესების შედეგად და ქიმიური შედგენილობათა და ფიზიკური თვისებებით თითქმის ერთგვაროვანია. მინერალები უმთავრესად მყარი სხეულებია (კრისტალური, ზოგჯერ ამორფული). ერთადერთი თხევადი მინერალია თვითნაბადი ვერცხლისწყალი.
ერთნაირი შედგენილობის მარილების მოდიფიკაციები, რომელთაც სხვადასხვა სტრუქტურა აქვს (პოლიზორფოზმი), სხვადასხვა მინერალის სახეობას განეკუთვნება (მაგ., ალმასი და გრაფიტი), ხოლო მინერალის იზომორფული მწკრივების წევრებს (იზომორფოზი) მიაკუთვნებენ ერთ მინერალის სახეობას (მაგ., პლაგიოკლაზმები). მინერალის სახეობის ფარგლებში ხშირად გამოყოფენ სახესხვაობებს, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდება ქიმიური შედგენილო
...
კითხვის გაგრძელება »
|
ჩანჩქერი
- ეწოდება ადგილს, სადაც წყალი სწრაფად ეშვება მდინარეში. მსოფლიოში ყველაზე დიდი ჩანჩქერია ანხელი (979 მ), რომელიც მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში (ვენესუელა). შემდეგ მოდის 774 მეტრის მარდსალსფონები (ნორვეგია) და 739 მეტრის იოსემიტე (აშშ). ყველაზე წყალუხვია ჩანჩქერი ბოიომა მდინარე ზაირზე (17 000 კუბური მ3/წ.).
|
ლიმა
(ესპ. Lima) — პერუს დედაქალაქი და ქვეყნის უმსხვილესი ქალაქი. გაშენებულია მდინარეების — ჩილონის, რიმაკის და ლურინის ველებზე, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, წყნარი ოკეანის უდაბნოს ტიპის სანაპიროზე. საზღვაო ნავსადგურ კალიაოსთან ერთად ქმნის ლიმის მეტროპოლიას. დაახლოებით 9 მილიონი მცხოვრებით, ლიმა ლათინური ამერიკის მეხუთე უდიდესი ქალაქია მეხიკოს, სან-პაულუს, ბუენოს-აირესისა და რიო-დე-ჟანეიროს შემდეგ. ქალაქში განლაგებულია ლათინური ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი საფინანსო კვანძები. გლობალიზაციისა და მსოფლიო ქალაქების კვლევის ქსელის (GaWC) მიერ იგი განისაზღვრება როგორც ბეტა რანგის ქალაქი.
ქალაქი 1535
...
კითხვის გაგრძელება »
|
ვიქტორ-მარი ჰიუგო (ფრანგ. Victor-Marie Hugo, IPA viktɔʁ maʁi yˈɡo; დ. 26 თებერვალი, 1802 ბეზანსონი – გ. 22 მაისი, 1885 პარიზი), ფრანგი რომანტიკოსი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, სახელმწიფო მოღვაწე და ადამიანის უფლებათა აქტივისტი.
საფრანგეტში ჰიუგოს სამწერლო რეპუტაცია პირველ რიგში ეყრდნობა მის პოეტურ და დრამატულ შემოქმედებას და მხოლოდ შემდეგ მის რომანებს. პოეზიის მრავალ ტომთა შორის "განჭვრეტა" და "საუკუნეთა ლეგენდა" განსაკუთრებით გამორჩეულია, რის გამოც ჰიუგოს ხშირად უდიდეს ფრანგ პოეტს უწოდებენ. საფრანგეთს გარეთ, მისი ყველაზე უკეთ ცნობილი ნამუშევრებია რომანები "საბრალონი" და "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი".
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდობაში ჰიუგო ზედმიწევნით კონსერვატიული იყო, ათწლეულების შემდეგ ის პოლიტიკურ მემარცხენეთა პოზიციაზე ინაცვლებს; ის რესპუბლიკანიზმის მგზნებარე მხარდამჭერი ხდება და მისი ნამუშევრები თანამედროვე პოლიტიკი
...
კითხვის გაგრძელება »
|
პური
, საკვები პროდუქტი, რომელსაც ღებულობენ საფუარით ან ხაშით გაფუებული ცომის გამოცხობით. ცომს ამზადებენ ხორბლისა და ჭვავის (იშვიათად სიმინდისა და ქერის) ფქვილისაგან, რომელსაც ზელავენ მარილწყალში. ზოგჯერ უმატებენ შაქარს, ცხიმს, რძესა და სხვა.
პური ყუათიანი პროდუატია, აქვს კარგი საგემოვნო თვისებები, ორგანიზმი მას ადვილად ითვისებს. პური ცილების, ნახშირწყლების, მინერალური ნივთიერებების, ვიტამინების (უმთავრესად B ჯგუფის), ბალასტური ნივთიერებების (უჯრედისი) წყაროა.
|
მწერები (Insecta), უხერხემლო ცხოველების კლასი ფეხსახსრიანთა ტიპისა. მწერების სხეული დაფარულია ქიტოვანი კუტიკულით, რომელიც ქმნის გარეთა ჩონჩხს და დაყოფილია 3 ნაწილად: თავი, მკერდი და მუცელი. თავზე 4 წყვილ კიდურია, რომელთაგან ერთი წყვილი ულვაში ანუ ანტენაა. არსებობს ჯაგრისებრი, ძაფისებრი გურზისებრი, ხერხისებრი, სავარცხლისებრი, ფირფიტისებრი და სხვა ულვაშები.
მწერებს აქვთ მღრღნელი (ახასიათებთ სწორფრთიანებს, ხეშეშფრთიანებს ანუ ხოჭოებს და სხვა) ან მწუწნავი (ახასიათებთ ქერცლფრტიანებს ანუ პეპლებს, ბუზებს) პირის აპარატი. არსებობს აგრეთვე მჩხვლეტ-საწუწნი (მაწუხელები) და სხვა პირის აპარატი. თავზე მოთავსებული აქვთ თვალები — რთული, ფასეტური და მარტივი. მწერების მკერდი შედგება 3
...
კითხვის გაგრძელება »
|
გეოგრაფიული არეალი
თავდაპირველად ამ ენაზე მეტყველებდა აპენინის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში, ლაციუმში (ახლანდელი იტალიის ოლქი ლაციო) მობინადრე ერთ–ერთი უძველესი იტალიკური ტომი, რომელსაც ლატინებს უწოდებდნენ. ლაციუმის მთავარი ქალაქი რომი, გადმოცემის თანახმად, დაარსებულა ძვ. წ. 753 წელს. ლათინურმა ენამ სახელწოდება მიიღო ლატინთა ტომისაგან, ხოლო ამ ენაზე მეტყველ ხალხს რომაელები ქალაქ რომის სახელის მიხედვით ეწოდა.
აპენინის ნახევარკუნძულზე მოსახლეობდნენ სხვა იტალიკური ტომებიც. მათ შორის გამოირჩეოდნენ: ოსკები, უმბრები, საბინები... ლაციუმს ჩრდილო–დასავლეთით ესაზღვრებოდა ეტრუსკებით დასახლებული ეტრურია, უძველესი ცივილიზაციის მხარე, რომელმაც ღრმა კვალი დააჩნია რომაულ ხელოვნებას, რელიგიას, დამწერლობას. აპენინის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილსა და სიცილიაში, ე.წ. "დიდ საბერძნეთში" მოსახლეობდნენ ბერძნები, რომელთა ენამ და კუ
...
კითხვის გაგრძელება »
|
კენგურუები
(Macropodinae) — ჩანთოსნების ქვეოჯახი. მათი სხეულის სიგრძე 30-160 სმ აღწევს, კუდისა — 30-110 სმ, მასა — 2-70 კგ. ცნობილია კენგურუების 40-მდე სახეობა. გავრცელებულნი არიან ავსტრალიაში, ახალ გვინეაში, ტასმანიაზე, ბისმარკის არქიპელაგზე. უმრავლესობა მიწაზე ცხოვრობს, ზოგი მეხეურია. იკვებებიან მცენარეულობით. ზოგი ჭიებსა და მწერებს ჭამს. მრავლდებიან წელიწადში ერთხელ. მაკეობა 30-40 დღე-ღამე გრძელდება. შობენ 1-2 უსუსურ ნაშიერს, რომელთაც დედა 6-8 თვის განმავლობაში ჩანთით ატარებს. პირველ ხანებში ნაშიერი მჭიდროდაა მიმაგრებული დედის ძუძუზე და რძე პერიოდულად ეშხეფება პირში. ტანად დიდი კენგურუები უკვე მოსპეს, პატარები ჯერ კიდევ მრავლად გვხვ
...
კითხვის გაგრძელება »
|
დინოზავრები
(Dinosauria), მეზოზოური ნამარხი ქვეწარმავლების ზერიგი არქოზავრების ქვეკლასისა. იყოფა 2 რიგად: ხვლიკმენჯა დინოზავრებად და ფრინველმენჯა დინოზავრებად. უძველესი დინოზავრები ცნობილია შუა ტრიასული პერიოდიდან. უკანასკნელი წარმომადგენლები კი — ცარცული პერიოდის დამლევიდან. დინოზავრების წინაპრები იყვნენ პრიმიტიული ტრიასული არქოზავრები — თეკოდონტები. თავდაპირველად დინოზავრები ხმელეთზე ცხოვრობდნენ და მტაცებლები იყვნენ, მაგრამ ტრიასული პერიოდის დამლევს მათ გამოეყო პროზავროპოდები, რომლებიც როგორც ჩანს, ყველაფრის მჭამელნი იყვნენ. მათგან წარმოიშვნენ გიგანტური მცენარიჭამია ზავროპიდები, რომლებიც საცხოვრებლად გადავიდნენ დიდ კონტინენტურ წყალსატევებში ან ზღვის სანაპირო ზონაში. ტრიასულ პერიოდში გაჩნდნენ ჰეტეროდონტოზავრე
...
კითხვის გაგრძელება »
|
კორპორაცია ქენონი (ინგლ. Canon Inc., იაპონ. キャノン株式会社, ქიანონ ქაბუსიკი გაისა)- იაპონური საინჟინრო კომპანია. ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში ციფრული ტექნიკის სფეროში. 1937 წელს დაარსების დღიდან Canon-მა დაიკავა მყარე პოზიციები ფოტო, ვიდეო და IT სფეროებში. კომპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ ტოკიოში (იაპონია).
კომპანიის ისტორია იწყება 1933 წელს დაარსებული ოპტიკური ლაბორატორიიდან. ეს ლაბორატორია მდებარეობდა ტაკიკავაიას შენობის მესამე სართულზე. ლაბორატორია გახსნეს ახალგაზრდებმა გორო იოშიდამ და საბურო უშიდამ. თავდაპირველად ლაბორატორიის მიზანი იყო გერმანულ ფოტოაპარატებზე (რომლებიც იმ პერიოდში საუკეთესოდ ითვლებოდნენ) არანაკლები ხარისხის ფოტოკამერის შექმნა. ამ კვლევების სპონსორი გახდა ტაკეში მიტარაი, რომელიც გახდა კომპანიის პირველი პრეზიდენტი. კომპანიამ სახელი ბუდისტური ღვთაების, კანონის პატივსაცემად მიიღო.
...
კითხვის გაგრძელება »
|
კრაკოვი (პოლ. Kraków), სრული სახელი: სამეფო დედაქალაქი კრაკოვი (პოლ. Królewskie Stołeczne Miasto Kraków) ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ქალაქი პოლონეთში, მისი ძველი ნაწილი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობად არის მიჩნელი[1]. იგი მდებარეობს ზემო ვისლას სანაპიროზე მცირე პოლონეთში, დედაქალაქიდან სამხრეთით 250 კმ-ში.
კრაკოვი ისტორიულად იყო ქვეყნის წამყვანი სამეცნიერო, კულტურული და ხელოვნების ცენტრი. 1038 წლიდან 1596 წლამდე იყო პოლონეთის სამეფოს დედაქალაქი და დღესაც მრავალთა მიერ მიიჩნევა ქვეყნის გულად, საკუთარი ათასწლოვანი ისტორიის წყალობით. 1846 წლიდან 1918 წლამდე ეს დასახლება წარმოადგენდა კრაკოვის დიდი საჰერცოგოს ადმინისტრაციულ ცენტრს. ქალაქი ასევე მალოპოლსკას ვოევოდინის დედაქალაქია 1999 წლიდან, მანამდე კრაკოვის ვოევოდინის დედაქალაქი იყო მე-14 საუკუნიდან. კრაკოვი ასევე რეგიონისა
...
კითხვის გაგრძელება »
|
ფუმაროლები (იტალ. fumarola, ვულკანის მბოლავი ნაპრალი) — ვულკანის კრატერში, მის კალთებზე ან ძირთან არსებული მცირე ზომის ხვრელები და ნაპრალები, რომლებიდანაც გამოიყოფა ცხელი აირები (H2O, HCI, HF, SO2, CO2, CO, H2S, H2 და სხვ.). განარჩეენ პირველად (აირები უშუალოდ მაგმიდან გამოიყოფა) და მეორეულ (აირები ნაწილობრივ გაცივებული ვულკანური ნაკადებიდან და პიროკლასტური ნალექებიდან გამოიყოფა) ფუმაროლებს. აირები ხშირად დიდი წნევითა და ხმაურით გამოიყოფა. ფუმაროლებიდან შეიძლება გამოდიოდეს ცხელი წყაროებიც — ფუმაროლური თერმები, რომლებიც წარმოიქმნება წყლის ორთქლის კონდენსაციისა და თანმხლები ვულკანური აირების წყალში გახსნის შედეგად. ფუმაროლებთან ხშირად გროვდება ჰალოგენიდები, სულფატები და თვითნაბადი გოგირდი. დიდი რაოდენობით ფუმაროლები გვხვდე
...
კითხვის გაგრძელება »
|
ჯიხვი — დიდი ზომის თხა. მიეკუთვნება წვრილჩლიქოსნების რიგს. ცნობილია ორი სახეობა: დასავლეთკავკასიური და აღმოსავლეთკავკასიური. ცხოვრობს კავკასიონის მთავარი ქედის აღმოსავლეთ ნაწილში. მისი სხეულის სიგრძე 165 სმ-ია, სიმაღლე 109 სმ, კუდის სიგრძე 10-14სმ, წონა 80- 100კგ. ზამთრობით ტყეში იხიზნებიან. იკვებებიან მცენარეულობით. ადვიალდ შინაურდება. ჯიხვი წითელ წიგნში არის შეტანილი და მასზე ნადირობა აკრძალულია. ჯიხვი ენდემური ცხოველია და ბინადრობს მხოლოდ კავკასიონზე.
| |
|
|
|