პარასკევი, 2024-12-27, 11:22 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 16 » ანანასი
9:59 PM
ანანასი

ანანასი (Ananas), ტროპიკული ბალახოვან მცენარეთა გვარი ბრომელიისებრთა ოჯახისა. 80 სმ-მდე სიგრძის ხორცოვანი, ფართოხაზური, კიდეეკლებიანი ფოთოლი და ოქროსფერ-ყვითელი, გირჩისებრი მოზრდილი ნაყოფედი აქვს. ტროპიკულ ამერიკაში ანანასის 5-6 სახეობა ხარობს. განსაკუთრებით ფართოდ არის გავრცელებული ნამდვილი ანანასი (Ananas comosus ანუ Ananas sativus). ანანასის კულტურული ჯიშების მომჟავო-ტკბილი არომატული ნაყოფედი 2-იდან 15 კგ-მდე იწონის, უთესლოა, შეიცავს (%-ებით): 86,1 წყალს, 4,5 ინვერსირებულ შაქარს, 6,9 საქაროზას, 0,41 აზოტოვან ნივთიერებას, 0,52 მჟავებს, 0,42 ნაცარს. იჭმევა ნედლიცა და დაკონსერვებულიც. მისგან აკეთებენ მურაბას, კანფეტს. ფილიპინის კუნძულებსა და ტაივანზე Ananas sativus-ის ფოთლებისაგან ამზადებენ სართავ ბოჭკოს.

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 776 | დაამატა: xuco | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz