ხუთშაბათი, 2024-12-26, 7:11 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » გამოგონება


ორი დანიელი ინსტრუქტორი პირველი „არაპროფესიონალური“ კოსმოსური ხომალდის კოსმოსში გაშვებას აპირებს. მისი სტარტის დღედ 2012 წლის 30 აგვისტოა განსაზღვრული. იგი შავ ზღვიდან, წყალქვეშა ნავის ბორტიდან აფრინდება. თუ ცდა წარმატებით ჩაივლის, ენთუზიასტები ხომალდს კოსმოსს, კოსმონავტის თანხლებით აზიარებენ. მომავლის ხომალდი–კაპსულა ერთ ადამიანს დაიტევს და მას Tycho Brahe ერქმევა. გამომგონებლებმა აღნიშნეს, რომ ხოლმალდის შექმნა მთავრობის ყოველგვარი დახმარების გარეშე განხორციელდა. ამაში მათ სპეციალური ორგანიზაციის Copenhagen Suborbitals-ს შექმნა დაეხმარათ.იგი პროექტის განხორციელებისთვის საჭირო თანხების შეგროვებაში უწყობდათ ხელს.

კოსმოსური ხომალდის სიგრძე 9 მეტრია, ძრავის გაწევა – 40კჰ.

Copenhagen Suborbitals – დანიური ორგანიზაცია.
კატეგორია: გამოგონება | ნანახია: 797 | დაამატა: Capitan | თარიღი: 2012-02-02 | კომენტარი (0)



17 ნოემბერს, ამერიკელებმა სრულიად ახალი ტიპის საბრძოლო იარაღი – “მოწინავე ჰიპერბგერითი ჭურვი” (AHW – ედვანსდ ჰაიპერსონიკ უეპენ) გამოსცადეს.

აპარატმა, რომელსაც ორსაფეხურიანი რაკეტა ემსახურებოდა, სტარტი ჰავაის არქიპელაგზე მდებარე პოლიგონ “პასიფიკ მისლ რეინჯიდან” აიღო და ნახევარი საათის შემდეგ, დაახლოებით 3 700 კილომეტრით დაშორებულ ატოლ კვაჯალეინზე მდებარე პოლიგონ “რეიგან ტესტ რეინჯზე” მდებარე სამიზნე გაანადგურა.

ჭურვი ჰაერში რაკეტამ აიყვანა, რომელმაც მას საჭირო აჩქარება მიანიჭა. საჭირო სიმაღლის აღების შემდეგ, ჭურვი რაკეტას დაშორდა და ჰორიზონტალურად, ჰიპერბგერითი სიჩქარით გააგრძელა ფრენა. ამასთან, მისი ტრაექტორია არ იყო ბალისტიკური – ის ჰორიზონტალური მიმართულებით ფრენდა. ამ ტესტით, ამერიკელებმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს სრულიად ახალი ტიპის იარაღის შექმნისკენ, რომლითაც ისინი მალე ძალიან დაშორებულ სამიზნეებს მაღალი სიზუსტ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: გამოგონება | ნანახია: 814 | დაამატა: Capitan | თარიღი: 2011-12-22 | კომენტარი (0)



სილქნეტი მობილურ ბაზარზე ოპერირებას ახალი პროდუქტით – S1 იწყებს. აბონენტებს მობილური ტელეფონით სარგებლობა შეეძლებათ სილქნეტის უკაბელო ქსელის დაფარვის ზონებში – თბილისი, მცხეთა–მთიანეთი, გურია–სამეგრელო, იმერეთი, კახეთი, ქართლი, ქვემო ქართლი, აჭარა, სამცხე–ჯავახეთი. მობილური მუშაობს CDMA 800 Mhz სიხშირეზე ინდექსით „570“.
ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი 5 ლარითაა განსაზღვრული და ანგარიშის შევსება ხდება წინასწარ. სერვისის უპირატესობა – უფასო შიდა ქსელია: S1–დან S1–ზე აბონენტები უფასოდ საუბრობენ. მობილური ტელეფონით სილქნეტის ნებისმიერ მომხმარებლებთან კავშირი თბილისსა და რეგიონებში უფასოა, ისევე როგორც სილქნეტის სახლის ტელეფონიდან S1–ზე. სხვა ფიქსირებულ ქსელთან კავშირისას მომხმარებლებს დაერიცხებათ ტარიფი – 6 თეთრი; მობილურ ოპერატორებთან ზარის წამოწყების ტარიფი 5 თეთრია, ხოლო წუთი – მაგთიზე და ჯეოსელზე – 0.10 თეთრი, ბილაინი – 0.16 თეთრი; 1 SMS-ის გაგზავნა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: გამოგონება | ნანახია: 853 | დაამატა: Capitan | თარიღი: 2011-12-22 | კომენტარი (0)



ამერიკულმა აეროკოსმოსურმა კომპანია “ლოკჰიდ მარტინმა” უნივერსალური სატვირთო ექსოსკელეტონი HULC (ჰუმან იუნივერსალ ლოუდ ქარიერ) შექმნა, რომელიც ჯარისკაცებს მძიმე ეკიპირების გადატანაში დაეხმარება. კომპანიამ უკვე გააფორმა პენტაგონთან პირველი კნტრაქტი, რომელიც ამერიკის არმიისთვის 1.1 მილიონი დოლარის ღირებულების HULC-ის მიწოდებას ითვალისწინებს.

მართალია, სახელი HULC სიტყვების (ადამიანის უნივერსალური მტვირთავი) აბრევიატურაა, მაგრამ ის ასევე მოგვაგონებს კომიქსების, მხატვრული ფილმისა და მულტსერიალის გმირ ჰალკ-ს, რომელიც ადამიანი-დევის მსგავსი მწვანე მონსტრია, როგორადაც ფიზიკურად განუვითარებელი მეცნიერი, სპეციალური ცდების შემდეგ გარდაიქმნება.

HULC-ი ნახევრად რობოტიზებული მოწყობილობაა. მისი კიდურების მსგავსი სტრუქტურა, ტიტანისგანაა დამზადებული, მათს მოძრაობას კი ჰიდრავლიკური სისტემა უზრუნველყოფს. გარდა ამისა, მოწყობილობას აქვს ელე ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: გამოგონება | ნანახია: 786 | დაამატა: Capitan | თარიღი: 2011-12-22 | კომენტარი (0)



საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა - დაცულია კი მომხმარებელი ამ ტელეფონის მავნე ზემოქმედებისგან? .. გვესაუბრებიან თსუ-ს ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის გამოყენებითი ელექტროდინამიკისა და რადიოტექნიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პროფესორი რევაზ ზარიძე

რევაზ ზარიძე, პროფესორი: - 1996 წლიდან კომპანია "მოტოროლაში" კონტრაქტორად ვმუშაობდი და მობილური ტელეფონების მიმღებ-გადამცემი მოწყობილობის (ანტენების) გამოსხივებას ვსწავლობდით. ისეთი მოწყობილობის შექმნა გვინდოდა, რომელიც მომხმარებელს არ ავნებდა. როდესაც ადამიანი მობილური ტელეფონით ლაპარაკობს, გამოსხივება საკმაოდ ძლიერია; როდესაც უსმენს - მხოლოდ საერთო ფონური გამოსხივების ზონაში იმყოფება. მობილური ტელეფონი საკმაოდ "ჭკვიანია" - ეკონომიურად ხარჯავს ენერგიას. რაც უფრო ახლოს დგას ადამიანი საბაზო სადგურთან, მით ნაკლებ ენერგიას გამოასხივებს მობილური. როცა მობილური ძნელად იჭერს, ის ცდილობს, დ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: გამოგონება | ნანახია: 843 | დაამატა: Capitan | თარიღი: 2011-11-26 | კომენტარი (0)


ოვლენებს წინ ნუ ვუსწრებთ შეიძლება პირიქით ყველაფერი კარგად დამთავრდეს , მაგრამ ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ ნამდვილად დამშვიდდებით . თუმცა როცა 2012 წელი დადგება ვნახავთ ყველაფერს :P :thanks: :thanks: wink რაც აქ წერია ის რომ მოხდეს ჩვენი პლანეტა ისევ ისეთი და უფრო ლამაზი იქნება :):) :thanks: :happy:

დედამიწა 1000 წლიანი ოქროს ხანის მოლოდინშია

ამ ბოლო დროს ინტერნეტ საიტებში უამრავი მასალა ქვეყნდება, სადაც 2012 წლისთვის კაცობრიობის დაღუპვაზეა საუბარი. გამოჩნდა რუსულ ენაზე დაბეჭდილი წიგნებიც, რომლებშიც 3 წელიწადში სამყაროს აღსასრულია ნაწინასწარმეტყველები. ადამიანებს ასეთი პროგნოზების ადვილად დაჯერება სჩვევიათ. ბევრს, მართალია, არ სჯერა, მაგ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: გამოგონება | ნანახია: 765 | დაამატა: giorgi07 | თარიღი: 2011-11-19 | კომენტარი (0)



ტოკიოში მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური რობოტთა გამოფენა გაიხსნა. მისი ექსპონატები მულტიფუნქციური სამგანზომილებიანი ხედვის კიბერნეტიკული ჰუმანოიდები, მოხუცებისა და ავადმყოფობისთვის განკუთვნილი ელექტროძიძები და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ავტომატური დანადგარები არიან. 270 კომპანიის ტექნიკურმა მიღწევებმა ტოკიოს სავაჭრო კომპლექსში 26 000 კვ.მ. ფართობი დაიკავა.

გამოფენის ორგანიზატორთა განცხადებით, რობოტების წარმოება, რომელიც 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა, ამ დროისთვის კვლავ აქტუალურია. მათზე მოთხოვნა ყოველწლიურად მატულობს. რობოტების ყველაზე დიდი დამკვეთები ჩინეთი და სხვა სწარაფადგანვითარებადი ქვეყნებია. რობოტების რეალიზაციის ბრუნვა 7 მლრდ დოლარს აღწევს და კიდევ გაიზრდება.

ექსპოზიციაში ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვიეს სამგანზომილებიანი აღქმის რობოტებმა, რომლებსაც ხელებზე თითებიც კი აქვთ. მა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: გამოგონება | ნანახია: 780 | დაამატა: Capitan | თარიღი: 2011-11-11 | კომენტარი (0)



ელემენტარული რამ შეუძლებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის; ძნელი წარმოსადგენია ადამიანისთვის იმაზე უფრო მნიშვნელოვანი რამ, ვიდრე სხვა ადამიანებთან ურთიერთობაა, თუმცა ხანდახან ესეც შეუძლებელი ხდება. იმისათვის, რომ დამუნჯებულ ადამიანს ხმა დაუბრუნონ, მეცნიერებმა საკმაოდ ეშმაკურ ხერხს მიმართეს, რომლის შესახებ დაწვრილებითმა ცნობებმა უბრალო მოკვდავში შოკი შეიძლება გამოიწვიოს. დიდი ბრიტანეთის ინჟინერთა ჯგუფი სხვა გზით წავიდა, მათ შექმნეს სისტემა, რომელიც სიტყვებს მომხმარებლის არტიკულაციაზე დაყრდნობით გამოთქვავს.

სისტემის მუშაობის პრინციპი შემდეგნაირია: ადამიანის პირის ღრუში მაგნიტების მასივი თავსდება, რომლებიც მოძრაობისას ველის კონფიგურაციას ცვლიან, ხოლო სპეციალური სენსორები ამ სახით გაცემულ ბრძანებებს კითხულობენ და მას ადამიანის საუბრის მსგავს ინტერპრეტაციას აძლევენ, რომელსაც შემდგომში ხმოვანი სინთეზატორი გამოსცემს. ამ მომენტისათვი ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: გამოგონება | ნანახია: 802 | დაამატა: Capitan | თარიღი: 2011-11-09 | კომენტარი (0)



ჩინელები აგრძელებენ ჩვენს გაოცებას. მართალია, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი უკვე წარმატებით ყიდიან ტელეფონებს ჩაყენებული საპარსით, აღარაფერია გასაკვირი იმაში, რომ მათ გამოუშვეს მსოფლიოში პირველი ტელეფონები ჩაყენებული . . . სიგარეტის ასანთებით.

ამ ტელეფონით სიგარეტის ანთება მარტივიცაა – დაახლოებით იმავე პრინციპით მუშაობს, როგორც ავტომობილის. ამისათვის საჭიროა, გადავწიოთ დამცავი შრე და ჩავდოთ სიგარეტი. თუმცა ეს ცოტა სწრაფად უნდა გავაკეთოთ, თორემ ტელეფონის აკუმულატორი დაჯდება. სხვა მხრივ, ტელეფონი გარეგნულად ძალიან ჰგავს ნოკიას, აქვს 1.3 მეგაპიქსელიანი კამერა, 2.4 დიუმიანი ტაჩ-სქრინ ეკრანი, 2 სიმ-ბარათის მხარდაჭერა, Bluetooth, FM რადიო და უკრავს MP3 და MP4 ფორმატებს.
კატეგორია: გამოგონება | ნანახია: 821 | დაამატა: Capitan | თარიღი: 2011-11-09 | კომენტარი (0)



ინტერაქტიული სისტემა TS8000, რომელიც კომპანია TAG systems–მა შექმნა, წარმოადგენს 8×8×5 მეტრიან სივრცეს. მის ცენტრალურ ნაწილში მოთავსებულია პლატფორმა, სადაც დამაგრებულია ავტომობილი ისე, რომ მის საბურავებს შეეძლოს ბრუნვა.
სპეციალური ოთახის კედლებზე განლაგებულია 4 მეტრის სიგანის ეკრანები,რომლებიც მძღოლს 200–გრადუსიანი ხედვის საშუალებას აძლევს. სურათი არ განსხვავდება იმისგან, რასაც ჩვენ შევეჩვიეთ კომპიუტერული სიმულატორებისგან: ქალაქის ქუჩები და სპორტული სტრადები დღისა და ღამის პერიოდში სხვადასხვა ამინდის პირობებში.
მძღოლი ასრულებს იგივე მოქედებასა და მანევრებს, რომლებსაც ის ნამდვილ გზაზე შეასრულებდა, თუმცა გასაგებია, მანქანა დგას ადგილზე. მის მოქმედებას აფიქსირებს სენსორები და ამის შესაბამისად იცვლება გამოსახულება ეკრანებზე: საჭის მოხვევის შესაბამისად ტრიალებს პლატფორმა (თუმცა, ჯერჯერობით ისე სწრაფად არა, როგორ მწარმოებლებს სურთ). გათვა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: გამოგონება | ნანახია: 863 | დაამატა: NuKKeR | თარიღი: 2011-11-02 | კომენტარი (0)

1 2 »
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz