ხუთშაბათი, 2024-12-26, 6:58 PM მოგესალმები სტუმარი | RSS
"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!
მთავარი » პოეზია
მიდიხარ, ჯდები,
კარის კაცივით გელოდება სამყარო გარეთ…
რა იოლია თვალების სახლი
-გაიხადო და მიატოვო, გაექცე სადმე.
თუნდაც ისე შორს, რომ არ ჩანდეს -ნამცეცი მთვარე,
ღრუბლები , მთები, აივნები, სამყარო-ბლიცი,
რომ ეს ზეცაც კი არ გამოჩნდეს,რომ მიკრო წამებს-
-გაასწრო მთელი დედამიწით, ჰაერით, სივრცით…
თან გაიყოლო ერთი მუჭა წარსული მხოლოდ,
ბეგონიების – ფანტელების – სიზმრების დარად,
მერე შენს ადგილს დაუბრუნდე, სადაც კი ბოლოს,
ნაზი თითებით დაასრულებ -ფორტეზე… დაკვრას.
***
აღარაფერია წინ და უკან ახლა სრულებით,
სიჩუმე- გაცვეთილ საყელოზე- ისწორებს ღილებს,
ყოველ დღე, ამ გზიდან, შინისკენ, მოხრილი ვბრუნდები,
ვაკაკუნებ და კარს-
-საკუთარი
აჩრდილი
მიღებს.
@@@
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
პოეზია
|
ნანახია:
799
|
დაამატა:
xuco
|
თარიღი:
2011-12-25
|
|
იოანე-ზოსიმეს "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი”, მეათე საუკუნის ხელნაწერია. "ქართული ენა, უფლის ენაა, მეორედ მოსვლის შემდეგ ღმერთი ქართულად განიკითხავს.” ასე განმარტეს იგი ქართველმა ენათმეცნიერებმა _ მისმა მპოვნელმა ალექსანდრე ცაგარელმა, კორნელი კეკელიძემ და პავლე ინგოროყვამ. ტექსტზე მათ გარდა მუშაობდნენ გრიგოლ რობაქიძე, აკაკი ბაქრაძე, რამაზ პატარიძე და სხვა ენათმეცნიერები. შინაარსიდან გამომდინარე, ხელნაწერი რწმენისა და ქართული ენის საგალობლად ჩაითვალა და რელიგიური მნიშვნელობაც შეიძინა. ამიტომაც, მისდამი არა მხოლოდ მეცნიერთა, არამედ ფართო საზოგადოების ყურადღება დღემდე არ ცხრება.
ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ხელნაწერისადმი მიძღვნილმა მეცნიერულ გამოკვლევათა რაოდენობამ რამოდენიმე ათეულს გადააჭარბა
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
პოეზია
|
ნანახია:
965
|
დაამატა:
giorgi07
|
თარიღი:
2011-11-15

1154
|
დაამატა:
giorgi07
|
თარიღი:
2011-11-15
|
|
10 წამია რაც გაგიცანი 9 წამი არის რაც გავიხარე 8 არის წამი ვიგრძენი ტანი 7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე 6 გავიდა -წამება ექვსი 5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი 4 უაზრო უშენო წამი 3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი 2 წამში ხდება შეტევა გულის 1 წამში სკდება გულის ფიცარი 10 წამია რაც გაგიცანი საუკუნეა რაც შეგიყვარე
კატეგორია:
პოეზია
|
ნანახია:
803
|
დაამატა:
xuco
|
თარიღი:
2011-11-12
|
|
კვლავ ცივი დეკემბერია, კვლავ გაიხადა ტყემ, კვლავ ირგვლივ ნაცრისფერია, მაგრამ… იმატა დღემ.
ისევ მაკივლებს შაკიკი, ისევ წამერთვა ხმა, ისევ არა მაქვს კაპიკი, მაგრამ… არ მცვივა თმა.
თუმცა მებმევა ენა, თუმცა მაკლია თვალს, თუმცა არა მაქვს სმენა… მაინც მოვწონვარ ქალს.
თუმცა მარტო ვარ მუდამ და თუმცა დავუთმე მტერს, თუმცა ცრემლები მგუდავდა, ლექსი ხო მაინც მწერს.
კატეგორია:
პოეზია
|
ნანახია:
829
|
დაამატა:
xuco
|
თარიღი:
2011-11-12
|
|
როგორ აკოცა უფალს ლოყაზე
?! - ცოტათი მაინც მორიდებოდა . . . მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი , მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.
არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . . იცის მოკლავენ , განა შტერია. ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის ?! - თავის სიმცირეს ვერ მოერია . . .
ისტორიაში დარჩა იუდა ! -დღესაც აქ არის არ გაიგუდა . . .
კატეგორია:
პოეზია
|
ნანახია:
752
|
დაამატა:
xuco
|
თარიღი:
2011-11-12
|
|
მე შენში მიყვარს ღმერთი ! შენ , რა იპოვე ჩემში ?! შენ – წმინდა სანთლის ღვენთი. მე – გაფანტული ხრეში.
მე შენში მიყვარს ღმერთი ! შენში ის თავს გრძნობს კარგად. ჩემში კი სველი დენთი - აღარ ღირს დროის კარგვად.
მე შენში მიყვარს ღმერთი ! ტერფებთან გინთებ სანთლებს . . . და თუ ასეა – წვეთი , ნამუსი მაინც მმართებს . .
კატეგორია:
პოეზია
|
ნანახია:
780
|
დაამატა:
xuco
|
თარიღი:
2011-11-12
|
| |
|
|
|