ხუთშაბათი, 2024-12-26, 7:18 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

manchester city


football club manchester city



სრული სახელი:Manchester City Football Club
მეტსახელები:The Citizens, The Blues
მოედანი:City of Manchester Stadium
ტევადობა:47,726
მფლობელი:შეიხ მანსურ ბინ ზაიდ ალ ნაიან
მენეჯერი:ხალდუნ ალ მუბარაკ
მწვრთნელი:რობერტო მანჩინი

ისტორია

ადრეული წლები

"მანჩესტერ სიტი” წმინდა მარკის ეკლესიის მსახურებმა და მრევლმა დააარსეს 1880 წელს, გორტონის დასახლებაში, აღმოსავლეთ მანჩესტერში. კლუბის დაარსების ძირითადი მიზანი იყო ძალადობის და ალოკოჰოლიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. ამისთვის კი ადგილობრივებს იწვევდნენ სპორტულ ღონისძიებებში მიეღოთ მონაწილეობა. გუნდის ჩამოყალიბებაში უშუალო მონაწილეობა მიიღეს ეკლესიის მნათეებმა: უილიამ ბისტოვმა და ტომას გუდბეჰერმა, ასევე რექტორის ქალიშვილიმა ანა კონელმა. სხვათაშორის, ანა ერთადერთი ქალია რომელმაც დიდი წვლილი შეითანა საფეხბურთო კლუბის ჩამოყალიბებაში.

გუნდმა პირველი თამაში ჩაატარა 1880 წლის 13 ნოემბერს, მაკლესფილდის ეკლესიის გუნდის წინააღმდეგ. 1884-ში "სიტი” შეუერთდა სხვა გუნდს, "გორტონ ატლეტიკს” მაგრამ ეს შერწყმა ხანგრძლივი არ აღმოჩნდა. კლუბები კვლავ გამოეყვნენ ერთმანეთს და შეიქმნა ორი ახალი კლუბი – წმინდა მარკის ეკლესიის გუნდს გადაერქვა: "გორტონის ასოციაციის საფეხბურთო კლუბი” (Gorton A.F.C) ხოლო "გორტონ ატლეტიკს” კი – "ჩრდილო გორტონის ატლეტიკი”. 1887 წელს "გორტონის ა.ს.კ” გახდა პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და შესაბამისად გადავიდნენ ახალ მოედანზე, "ჰაიდ როუდზე” ამის შემდეგ კლუბმა კვლავ გადაირქვა სახელი და დაირქვა : "ერდვიკის ასოციაციის საფეხბურთო კლუბი”.

"ერდვიკმა” სახელი გაითქვა 1891 წელს, როდესაც პირველად მოიგო "მანჩესტერის თასი”, ფინალში დაამარაცხა "ნიუტონ ჰითი” 1:0. ეს წარმატება არ გამორჩენიათ "საფეხბურთო ალიანსში” და "სიტი” მიიწვიეს ჩემპიონატში 1891/92 სეზონზე. "საფეხბურთო ალიანსი” შეუერთდა "საფეხბურთო ლიგას” 1892 წელს, შესაბამისად "ერდვიკი” გახდა მეორე დივიზიონის ერთერთი პირველი წევრი. 1993/94 წლებში "ერდვიკის” მთავარი პრობლემა ფინანსური კრიზისი იყო. ამის გამო გუნდში კიდევ ერთხელ შეიცვალა სიტუაცია, "ერდვიკის” ნაცვლად გუნდს "მანჩესტერ სიტი” დაერქვა და ოფიციალურად გახდა საფეხბურთო კლუბი 1894 წლის 16 აპრილს.

1899 წელს "სიტიმ” მეორე დივიზიონში დაიკავა პირველი ადგილი და შესაბამისად გადავიდა უმაღლეს ლიგაში, პირველ დივიზიონში. გუნდის პირველი სერიოზული წარმატება დაფიქსირდა 1904 წლის 23 აპრილს, როცა გუნდმა მოიგო "ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი”, იმავე წელს გუნდი პირველ დივიზიონში მეორე ადგილზე გავიდა. ამ წარმატების შემდეგ კლუბს ცუდი პერიოდი დაეწყო, 1906 წელს ფინანსური მაქინაციების გამო კლუბის 16 ფეხბურთელს აღარ შეეძლოთ "სიტის” მაისურით თამაში, მათ შორის იყო კაპიტანი ბილი მერედითი. ფეხბურთელთა უმრავლესობა "სიტის” ქომაგების თხოვნით გადაბარგდნენ თანაქალაქელ "მანჩესტერ იუნაიტედში”. 1920 წლის ხანძარმა, რომელიც "ჰაიდ როუდზე” მოხდა, მთლიანად დაწვა სტადიონის ძირითადი ნაწილი, ამიტომ 1923 წელს "სიტი” გადავიდა ახალ მოედანზე "მეინ როუდზე”, ქალაქის სამხრეთით.

გუნდი რომელმაც 1904 წლის "FA” თასი მოიგო

1926 წელს სიტი გავიდა "ფეხბურთის ასოციაციის” თასის ფინალში, გუნდმა რამდენიმე ძლიერი მეტოქე დაამარცხა, თუმცა ფინალში ვერ სძლია "ბოლტონ უონდერერს”. ამ წარუმატებლობამ გუნდი ფსიქოლოგიურად გატეხა, სწორედ ამის გამო ისინი გავარდნენ მეორე დივიზიონში. შემდეგ სეზონში კლუბმა დამაჯერებლად იასპარეზა მეორე დივიზიონში, დაიკავა რა პირველი ადგილი. ამას გარდა, უკანასკნელ მატჩში დაამარცხა "ბრედფორდ სიტი” ანგარიშით 8:0. პირველ დივიზიონში დაბრუნებულებმა კარგად ჩაატარეს მომდევნო სეზონი, "სიტი” მერვე ადგილზე გავიდა. ამას გარდა, გუნდის ფორვარდმა ტომი ჯონსონმა დაამყარა გუნდის რეკორდი, მან 38 გოლი გაიტანა 1928/29 წლების სეზოზნე.

მიყოლებული ფინალები…

1930 წელს "სიტიმ” დაიწყო ტიტულებზე ნადირი. ამავე წელს, "სიტიმ” მესამე პოზიცია დაისაკუთრა პირველ დივიზიონში და გავიდა "ასოციაციის თასის” ნახევარფინალში, სადაც "არსენალთან” დამარცხდა, ბოლო წუთზე გაშვებული ბურთით. ამის შემდეგ "სიტი” ორჯერ ზედიზედ გავიდა თასის ფინალში, ჯერ 1933 წელს როდესაც დამარცხდა "ევერტონთან”, შემდეგ 1934 წელს და ამჯერად მან უკვე აღარავის დაუთმო ჩემპიონობა, ფინალში კი "პორტსმუთს’ სძლია. ასევე კლუბი პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი, 1936/37 წლების სეზონზე. თუმცა ეს წარმატებული სერია "სიტიმ” თავად ჩაახშო. 1937/38 წლების სეზონზე გუნდი კვლავ ჩამოქვეითდა მეორე დივიზიონში. ამის შემდეგ ინგლისში ჩემპიონატები დროებით შეჩერდა, მიზეზი ამისა კი იყო მეორე მსოფლიო ომი.

ჩემპიონატები განახლდა 1946 წელს, "სიტი” მეხუთედ გახდა საუკეთესო მეორე დივიზიონში, ამჯერად სემ კოუვანის ხელმძღვანელობით, რომელიც წარსულში კლუბის კაპიტანი იყო. 1949 წელს კლუბმა იყიდა გერმანელი მეკარე, ბერტ ტრაუმანი. მან ჩაანაცვლა ფრან სვიფტი. ამ ტრანსფერმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ქომაგებში, 20 000 კაცი გამოვიდა ქუჩებში და აპროტესტებდნენ ამ ტრასნფერს. მიზეზი კი რა თქმა უდნა მეკარის ეროვნება იყო. 1955 წელს "სიტიმ” მეორე ისტორიაში მოახერხა ორჯერ ზედიზედ გასვლა "ასოციაციის თასის” ფინალში. ამჯერადაც, ზუსტად ისე როგორც 30-იანებში, "სიტიმ” წააგო პირველი და იმარჯვა მეორეში – შესაბამისად 1955 და 56 წლებში. 1956 წლის ფინალი არის ერთერთი ყველაზე ცნობილი ფინალი ამ თასის არსებობის ისტორიაში, თამაშში სადაც "მან. სიტიმ” "ბირმინგემ სიტი” დაამარცხა 3:1, მოხდა ძალიან საინტერესო რამ, კერძოდ: "სიტის” მეკარემ, ბერტ ტრაუმანმა განაგრძო თამაში მას შემდეგ რაც მან კისერი მოიტეხა.

ბერტ ტრაუმანი

დიდების ერა

1963 წელს კლუბი კვლავ მეორე დივიზიონში აღმოჩნდა, გუნდის მწვრთნელი ჯორჯ პოისერი გახდა თუმცა მან ვერაფერი კარგი ვერ გააკეთა გუნდისთვის. "სიტის” და "სვინდონის” დაპირისპირებას, რომელიც "სიტიმ” 1:2 წააგო მხოლოდ 8 015 კაცი დაესწრო, რაც ანტირეკორდია კლუბის. ასევე კლუბი ამ წელს გავიდა 11 ადგილზე, იმის გარდა, რომ მათ ვერ მოახერხეს უმაღლეს ლიგასი დაბრუნება, "სიტიმ” კიდევ ერთი ანტირეკორდი დაამყარა, გავიდა ყველაზე დაბალ პოზიციაზე არსებობის ისტორიაში. პოისერი გააგდეს!

ამის შემდეგ კლუბს სათავეში ჯო მერკერი ჩაუდგა. მას უკვე ქონდა სახელი განთქმული "ასტონ ვილაში” მუშაობით. თუმცა მერკერი უკვე ასაკში იყო, ამის გამო მას სჭირდებოდა ენერგიული დამხმარე, რომელსაც არ დაეზარებოდა ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიში. სწორედ ასეთი აღმოჩნდა მალკოლმ ალისონი, რომელიც "პლიმუთში” მუშაობით იყო ცნობილი. პირველივე სეზონში, მერკერის მეთაურობით გუნდი გავიდა პირველ ადგიზლე მეორე დივიზიონში და შესაბამისად გადავიდა პირველ დივიზიონში. ამის გარდა, "სიტიმ” განახორციელა რამოდენიმე სერიოზული ტრანსფერი, შეიძინა – მაიკ სამერბი და კოლინ ბელი. 1966/67 წლების სეზონი "სიტისთვის” წარუმატებელი აღმოჩნდა, გუნდი მხოლოდ 15 პოზიციას დასჯერდა. თუმცა მერკერის გუნდმა თავისი ძალა ყველას 1967/68 წლების სეზონზე დაანახა, როდესაც "სიტი” არსებობის ისტორიაში მეორედ გახდა ინგლისის საუკეთესო გუნდი. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონობა მანჩესტერელებმა მხოლოდ უკანასკნელ ტურში მოიპოვეს, როდესაც მათ "ნიუკასლი” დაამარაცხეს 4:3. ამავე წელს გუნდმა ჩაატარა რამოდენიმე ბრწყინვალე შეხვედრა: თოვლიან მოედანზე, ურთულეს პირობებში დაამარცხა "ტოტენჰემი” 4:1; სძლია "მანჩესტერ იუნაიტედს” მანჩესტერულ დერბიში 3:1. ამ წარმატებულ სეზონს დაემატა: 1969 წლის "ასოციაციის თასი”, 1970 წლის "ევროპის თასების მფლობელთა თასის” ჩემპიონობა და "ლიგის თასის” ჩემპიონობა. ამის წყალობით, "სიტი” გახდა პირველი ინგლისური კლუბი რომელმაც მოიგო ევროპული ტურნირი და შიდა ტურნირი ერთსა და იმავე წელს. 1971 წელს გუნდში მოხდა ცვლილებები, მერკერი დაინიშნა გენერალურ მენეჯერად, ხოლოდ ალისონი კი მთავარი მწვრთნელი. 1971/72 წლებში "სიტი” კვლავ იბძოდა ჩემპიონობისთვის მაგრამ უკანაკსნელ ტურებში უაზროდ დაკარგული ქულების გამო გუნდი მხოლოდ მეოთხე პოზიციას დასჯერდა. ქომაგები და ექსპერტები ბოლო პერიოდის ჩავარდნას უკავშირებდნენ როდნი მარშის ტრანსფერს. მიუხედავად იმისა, რომ მარში იყო იმ დროის ერთერთი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, მას გუნდისთვის კარგი არაფერი გაუკეთებია. ის იყო ინდივიდუალურ თამაშს შეჩვეული, ამის გამო მანდ ბალანსი დაარღვია გუნდში და "სიტიშიც” ყველაფერი აირ-დაირია. მარშმა შემდგომში განაცხადა:”მე რომ არა "სიტი” ჩემპიონი გახდებოდა, მე მათ დავაკარგინე ჩემპიონობა. თავს დამნაშავედ ვგრძნობ.” შემდეგ სეზონში მერკერმა კლუბი დატოვა, მარტო ალისონმა კი "სიტი” დიდ კლუბად ვერ აქცია, მომდევნო სეზონში ისიც წავიდა კლუბიდან. 1972/74 წლებში კლუბში რამოდენიმე მწვრთნელი მოვიდა და წავიდა, ყველანი უშედეგოდ მუშაობდნენ გუნდში. კლუბი ბიზნესმენმა პიტერ სუეილსმა იყიდა. მან მთავარ მწვრთნელად რონ საუნდერში დანიშნა, რომელიც 1 თვის შემდეგ 1974 წლის "ლიგის თასის” ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ იქნა გაგდებული გუნდიდან. კლუბი "სიტის” ყოფილმა კაპიტანმა ტონი ბუკმა ჩაიბარა, მან გუნდში სტაბილურობა დაამყარა. "სიტის” უკანასკნელი მატჩი 173/74 წლების სეზონზე იყო "მანჩესტერული” დერბი. "იუნაიტედს” მხოლოდ მოგება სჭირდებოდა რათა არ გავარდნილიყო მეორე დივიზიონში, თუმცა მათ "სიტის” ვერ სძლიერ და შესაბამისად გავარდნენ მეორე დივიზიონში. აღსანიშნავია, რომ გოლი "იუნაიტედის” ყოფილმა და "სიტის” იმდროინდელმა ფეხბურთელმა დენის ლომ გაიტანა. ბუკის მეთაურობით "სიტიმ” 1976 წელს მოიგო "ლიგის თასი” და გავიდა მეორე ადგილზე ჩემპიონატში.

მალკოლმ ალისონი და ჯო მერკერი

დაცემა და დაბრუნება (1977-1985)

1960 – 1970 წლებს თუ თამამად დავარქმევთ წარმატებულს "სიტის” ისტორიაში, 80-იან წლებს უკვე ვერაფრით ვერ ვუწოდებთ წარმატებულს. მალკოლმ ალისონი დაბრუნდა კლუბში და კვლავ გახდა მწვრთნელი 1979 წელს, თუმცა მან ვერაფერი კარგი ვერ მოუტანა გუნდს. განახორიელა რამოდენიმე გამოუსადეგარი ტრანსფერი და გაყიდა "სიტის” იმდროინდელი ვარსკვლავები აზ ჰართფორდი, გარი ოუენი და პიტერ ბარნსი. გუნდმა იყიდა სტივ დალეი, ამით მხოლოდ სატრანსფერო რეკორდი დამყარდა, სხვა არაფერი არ მომხდარა. შემდეგი მწვრთნელი ჯონ ბონდი იყო, რომელმაც კლუბი 1981 წლის "ასოციაციის თასის” ფინალში გაიყვანა, თუმცა ფინალში გამარჯვება ვერ შეძლო და დამარცხდა "ტოტენჰემთან”. ბონდი "სიტიში” კიდევ ორი წლით დარჩა, ორი წლის შემდეგ კი ბონდი გააგდეს. ამ დროს "სიტი” იყო დამკვიდრებული ჩემპიონატის შუაში, გუნდი ვერც მედლებისთვის იბრძოდა და გასავარდნ ზონასაც მოშორებული იყო. ბონდის შემდეგ გუნდში ჯონ ბენსონი მოვიდა. ბენსონმა "სიტის” კატასტროფული შედეგი მოუტანა: 11 ქულა 19 თამაშში და "სიტი” გასავარდნ ზონაში შევიდა. ბოლო ტურში მანჩესტერელებს ფრეც ყოფნიდათ "ლუტონთან” იმისთვის, რომ მეორე დივიზიონში არ გავარდნილიყვნენ, თუმცა ისინი დამარცხდნენ. ბენსონი გააგდეს! გუნდი ბილი მაკნეილმა ჩაიბარა, მან "სიტი” პირველ დივიზიონში 1985 წელს დააბრუნა. 1986 წელს მანჩესტერელები გავარდნას გადაურჩნენ. მაკნეილმა გუნდი დატოვა და "ასტონ ვილა” ჩაიბარა. მთავარ მწვრთნელად ჯიმი ფრიზელი დაინიშნა, ვერც მან მოუტანა "სიტის” რაიმე კარგი. 1886/87 წლების სეზონზე "სიტი” კვლავ გავარდა მეორე დივიზიონში "ასტონ ვილასთან” და "ლიცესტერ სიტისთან” ერთად. ფრიზელმა გუნდი დატოვა და "სიტი” მელ მაჩინმა ჩაიბარა.

კარგი პროგრესი (1987-1993)

"სიტი” პირველ დივიზიონში 1989 წელს დაბრუნდა. 1989/90 წლების სეზონი მანჩესტერელთათვის რთული აღმოჩნდა, მაჩინი გააგდეს იმ მიზეზით, რომ კლუბი გავარდნის პირას იდგა. გუნდი "ევერტონის” ყოფილმა მწვრთნელმა ჰოვარდ კენდალმა ჩაიბარა, რომელსაც "ევერტონში” ტიტულები უხვად ქონდა. 1990/91 წლების სეზონი მშვენივრად დაიწყო. მაგრამ კენდალი "ევერტონში” დაბრუნდა და 1990 წლის ნოემბერში მის ნაცვლად პიტერ რიდი დაინიშნა. 34 წლის რიდმა "სიტი” 5 პოზიციაზე გაიყვანა. მანჩესტერელები გავიდნენ 9 ადგილზე "პრემიერ ლიგის” პირველ სეზონზე. რიდმა გუნდი 1993/94 წლების სეზონზე დატოვა

კვლავ ვარდნა (1993-1998)

1993/94 წლებში ნათელი გახდა "სიტის” პრობლემები. გუნდი გადაბერებული იყო, საჭირო იყო ახალი სახეები. პიტერ სუეილსმა მთავარ მწვრთნელად დანიშნა ბრაიან ორტონი, რომელმაც პირველ წელს გუნდი 16 პოზიციაზე გაიყვანა. ამავე წელს კლუბმა გაუშვა ლეგენდარული ფეხბურტელი ფრანცის ლი. 1994/95 წლების სეზონი იყო საშინელი "სიტისთვის”. ისინი 17 ადგილზე გავიდნენ, მხოლოდ 2 პოზიციით მაღლა გასავარდნი ზონიდან. ორტონი გააგდეს და გუნდში "ევერტონის” ლეგენდარული ფეხბურთელი ალან ბოლი მოვიდა. მან გუნდის ხელახლა აშენება დაიწყო. ასაკში მყოფი ფეხბურთელები გაუშვა და გუნდში რამოდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი მოიყვანა. მათ შორის საუკეთესო შენაძენი იყო 22 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი ქინქლაძე ,მაგრამ პირველივე წელს გუნდმა საქმეები ვერ ააწყო და მათ უკვე მერამდენედ დატოვეს პირველი დივიზიონი ანუ "პრემიერ ლიგა”. ბოლი გააგდეს და გუნდი სტივ კოპელმა ჩაიბარა. კოპელმა "სიტი” მეორე დივიზიონის უკანასკნელ საფეხურძე დაამკვიდრა, საახალწლოდ კოპელი გააგდეს და გუნდში ფრენკ კლარკი მოვიდა. კლარკმა "სიტი” მესამე დივიზიონში გავარდნისგან იხსნა და გუნდი 14 პოზიციაზე გაიყვანა, თუმცა ის მაინც გააგდეს. გუნდში "ოლდჰემის” და "ევერტონის” ყოფილი და ძალიან წარმატებული მწვრთნელი ჯო როილი მოვიდა. თუმცა მან "სიტი” მესამე დივიზიონში გავარდნისგან ვერ იხსნა და კლუბი არსებობის ისტორიაში პირველად დაქვეითდა მესამე დივიზიონში.

ფრანცის ლი

გიორგი ქინქლაძე

დაბრუნება (1998-…)

მესამე დივიზიონში გავარდნილმა "სიტიმ” რამოდენიმე რეფორმა გაატარა კლუბში, უპირველეს ყოვლია გუნდი იყიდა დავიდ ბერნშტეინმა. გუნდმა პირველივე წელს მოახერხა მეორე დივიზიონში დაბრუნება. განსაკუთრებით დრამატული აღმოჩნდა ფლეი-ოფი "ჯილინგემის” წინააღმდეგ. რომელიც 11 მეტრიანების სერიით დასრულდა და მასში "სიტიმ” იმარჯვა. როილის მოყვანილი ბიჭების იმედი არავის ქონდა თუმცა 1999/2000 წლების სეზონზე "სიტი” გავიდა მეორე ადგილზე მეორე დივიზიონში და დაბრუნდა "პრემიერ ლიგასი”. იქ კი უკვე ძალიან გაუჭირდათ და 2000/01 წლების სეზონზე მანჩესტერელები კვლავ გავარდნენ მეორე დივიზიონში. როილი გააგდეს და გუნდის მთავარ მწვრთნელად კევინ კიგენი დაინიშნა. კიგენმა ახალი სახეები მოიყვანა "სიტიში”. მათ შორის ეიალ ბერკოვიჩი, ალი ბარნაბია და სწიუარტ პირსი. ამ გუნდმა მოიგო 2001/02 წლების მეორე დივიზიონი და დაამყარა რეკორდი კლუბის მიერ მოპოვებულ ქულებში. ქომაგების საყვარელმა ფეხბურტელმა შონ გოუტერმა გაიტანა 30 გოლი, მისმა მეწყვილემ დარენ ჰაკერბიმ კი – 26. "სიტის” კარგი პერიოდი დაუდგა. "პრემიერ ლიგაში” დაბრუნებულებმა დაიკავეს მეცხრე პოზიცია და მოიპოვეს "უეფას თასზე” თამაშის უფლება, მას შემდეგ რაც მოიგეს "Fair Play Award”-?. 2002/03 წლების სეზონი იყო კლუბის უკანასკნელი სეზონი რომელიც მათ "მაინ როუდზე” ჩაატარეს. ამის შემდეგ კლუბი ახალ სტადიონზე "სითი ოფ მანჩესტერ სტადიონზე” გადავიდა სათამაშოდ, რომელიც 2002 წელს აშენდა. 2003/04 წლების სეზონი მანჩესტერული გუნდისთვის რთული აღმოჩნდა, გუნდი დიდი წვალების შემდეგ გავიდა 16 ადგილზე, ბურთების შეფარდება კი მხოლოდ +1 იყო. კიგანმა გუნდი 2005 წლის მარტში დატოვა და მის ნაცვლად სწიუარტ პირსი მოვიდა. მან გუნდი მერვე პოზიციაზე გაიყვანა და მხოლოდ 1 პოზიცია დააკლდა გუნდის "უეფაზე” გასაყვანად. "სიტიმ” კარგად დაიწყო 2005/06 წლების სეზონი მაგრამ საშინლად დაასრულა იგი, უკანასკნელ 10 თამაშში წააგო 9. "სიტი” გავიდა 15-ზე. შემდეგ სეზონში გუნდი გავიდა 14 პოზიციაზე. პირსმა გუნდი დატოვა და მის ნაცვლად შვედეი სპეციალისტი სვენ გორან ერიქსონი მოვიდა, მან "სიტი” ბრძოლისუნარიან გუნდად ჩამოაყალიბა. თუმცა მან გუნდი მხოლოდ მეცხრე პოზიციაზე გაიყვანა. მან გუნდი დატოვა და მის შემცვლელად მოვიდა მარკ ჰიუზი.

მარკ ჰიუზი

რევოლუცია (2008-…)

ჰიუზის მოსვლიდან რამოდენიმე თვეში გუნდი იყიდა ჯგუფმა – "აბუ დაბი იუნაიტდმა”. ამის შედეგად "სიტი” მსოფლიოს ყველაზე მდიდარი კლუბი გახდა. პირველივე რაც ჯგუფმა გააკეთა იყო ის, რომ "სიტიმ” იყიდა ბრაზილიელი რობინიო 32.5 მილიონ ფუნტად. ჰიუზის პირველი სეზონი არეულ დარეული იყო. ადვილად დაამარცხეს "ვესტ ჰემი”, "სანდერლენდი”, "პორტსმუტი” და "სტოუკ სიტი”. თუმცა იყო დასანანი მარცხები, ძირითადად გასვლებზე. თასებზე კი ცუდად იასპარეზა გუნდმა. "კარლინგის თასს” მეორე ეტაპზე გამოეთიშა, "ასოციაციის თასს” მესამეზე. "უეფას თასზე” კი 1/4 ფინალში ჰამბურგთან დამარცხდა. "სიტიმ” მეათეზე დაასრულა "პრემიერ ლიგა”. ჰიუზმა გუნდის მთლიანი შეცვლა გადაწყვიტა და განახორციელა რამოდენიმე ხმაურიანი შენაძენი. კლუბში მოვიდნენ: როკი სანტა კრუზი, გარეთ ბარი, კარლოს ტევესი, ემანუელ ადებაიორი, ქრეიგ ბელამი, კოლო ტურე და ჯოლეონ ლესკოტი. ახალწვეულები გუნდს კარგად შეეწყვნენ. წინასასეზონო მატჩში მათ "ბარსელონაც” კი დაამარცხეს.

ამ სეზონში გუნდი ჯერჯერობით ცუდად არ ასპარეზობს. "სიტი” 29 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ მეხუთე პოზიციაზეა 53 ქულით. "სიტის” მთავარი მიზანი ამ სეზონში ოთხეულში მოხვედრა და "ჩემპიონთა ლიგაზე” თამაშია. კლუბს ერთი პერიოდი ჩავარდნა ჰქონდა. რის გამოც 17 ტურის მატჩის შემდეგ, სადაც "სიტიმ” "სანდერლენდს” 4:3 სძლია გუნდიდან გაგდებულ იქნა მთავარი მწვრთნელი მარკ ჰიუზი და მის ნაცვლად დაინიშნა ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი რობერტო მანჩინი. მანჩინის მეთაურობით გუნდმა უკვე მიაღწია იმას, რომ დაამარცხა ლონდონის "ჩელსი” და თანაქალაქელი "მანჩესტერ იუნაიტედი”. მანჩინის ჩატარებულ სეზონს ფანები მხოლოდ მაშინ უწოდებენ წარმატებულს თუ გუნდი საწადელს მიაღწევს და მეოთხე პოზიციას დაიკავებს.

რობერტო მანჩინი

სტადიონი

"მანჩესტერ სიტი”-ს ამჟამინდელი საშინაო არენა არის "City of Manchester Stadium”-?. სტადიონი 47 726 ადამიანს იტევს. სტადიონი გუნდს ეკუთვნის 2002/03 წლების სეზონის შემდეგ, მას შემდეგ რაც კლუბმა "მეინ როუდი” მიატოვა.

სტადიონი თავდაპირველად არ იყო აშენებული ფეხბურთისთვის, ამიტომ "სიტის’ მმართველობამ 30 მილიონი ფუნტი დახარჯა მისი რეკონსტრუქციისათვის. პირველი მატჩი რომელიც "სიტიმ” ამ მოედანზე გამართა იყო "ბარსელონას” წინააღმდეგ გამართა. მანჩესტერელებმა 2:1 მოიგეს.

მანამდე კი "სიტიმ” ბევრი მოედანი გამოიცვალა. 1880/87 წლებს შორის გუნდმა 5 მოედანი გამოიცვალა. შემდეგ კი გუნდმა "ჰაიდ როუდი” დაისაკუთრა, სადაც 1920 წლამდე თამაშობდა. ამ წელს კი ხანძარმა სტადიონის ძირითადი ნაწილი დააზიანა, ამის გამო გუნდი სათამაშოდ "მეინ როუდზე” გადავიდა. სადაც 2002/03 წლებამდე თამაშობდა. თავდაპირველად მოედანს "დასავლეთის უემბლი” ეწოდა, რადგან ის 84 000 კაცს იტევდა. ამის შემდეგ სტადიონმა რამოდენიმე რეკონსტრუქცია გადაიტანა. საბოლოოდ კი 1995 წელს მისი ტევადობა 32 000 კაცამდე შემცირდა. ამის გამო გუნდმა ეს სტადიონიც მიატოვა.

გუნდის ტიტულები

ინგლისის უმაღლესი დივიზიონი:
ჩემპიონი:1936/37, 1967/68 (2)
მეორე ადგილი:1903/04, 1920/21, 1976/77 (3)

ინგლისის მეორე დივიზიონი:
პირველი ადგილი:1898/99, 1902/03, 1909/10, 1927/28, 1946/47, 1965/66, 2001/02 (7, ეს მეორე დივიზიონის რეკორდია)
მეორე ადგილი:1895/96, 1950/51, 1936/37, 1999/2000 (4)

ინგლისის ასოციაციის თასი:
ჩემპიონი:1904, 1934, 1956, 1969, 2011 (5)
ფინალისტი:1926, 1933, 1955, 1981 (4)

ლიგის თასი:
ჩემპიონი:1970, 1976 (2)
ფინალისტი:1974 (1)

ინგლისის სუპერ თასი:
ჩემპიონი:1937, 1968, 1972 (3)

ევროპის თასების მფლობელთა თასის ჩემპიონი: 1970 (1)

კლუბის რეკორდები და ანტირეკორდები

ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება ლიგაში:"დარვენთან” 10:0 – 1899 წელს
ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება "FA” თასზე:"სტენლისთან” 12:0 – 1890 წელს
ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება ლიგაში:0:8 "ბოლტონთან” – 1894 წელს; 0:8 "ვულვზთან” – 1933 წელს; 1:9 "ევერტონთან” – 1906 წელს; 2:10 "სმოლ Hითთან” – 1893 წელს
ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება "FA” თასზე: 0:6 "პრესტონთან” – 1897 წელს; 2:8 "ბრედფორდთან” – 1946 წელს
სარეკორდო დასწრება ერთ თამაშზე: 84,569 კაცი "სტოკთან” – 1934 წელს
ყველაზე მეტი შეხვედრა ლიგაში: 561 მატჩი + 3 ჯერ ცვლილებაზე – ალან ოუქსი
ყველაზე მეტი შეხვედრა საერთოდ:676 მატჩი + 4 ჯერ ცვლილებაზე – ალან ოუქსი
გუნდის საუკეთესო ბომბარდირი:: ერიკ ბრუკი – 177 გოლი
ყველაზე მეტი გოლი 1 სეზონში 1 ფეხბურთელის მიერ: ტომი ჯონსონი – 38 გოლი
სარეკორდო სატრანსფერო გადახდილი თანხა:რობინიო – "რეალიდან” "სიტიში” – 32.5 მილიონი ფუნტი
სარეკორდო სატრანსფერო მიღებული თანხა:შონ რაით ფილიფსი – "სიტიდან” "ჩელსიში” – 23 მილიონი ფუნტი
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
არქივი
Block title
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz