პარასკევი, 2024-12-27, 11:32 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 16 » 24 იანვარი
10:26 PM
24 იანვარი


24 იანვარი არის გრიგორიანული კალენდრის 24-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 341 დღე (ნაკიან წელში – 342).

დღის მოვლენები

41 : რომის იმპერატორი კალიგულა, ცნობილი საკუთარი ექსცენტრიულობითა და დესპოტიზმით, მოკლულ იქნა მისი განაწყენებული პრეტორიელი მცველების მიერ. რის შემდეგაც ტახტი დაიკავა მისმა ძმისშვილმა კლავდიუსმა.
1679 : მეფე ჩარლზ II (ინგლისი) შლის პარლამენტს.
1742 : ჩარლზ VII ალბერტი ხდება წმინდა რომის იმპერატორი.
1848 : კალიფორნიის ოქროს ცხელება – ჯეიმს მარშალი საკრამენტოში სატერის სახერხ საამქროსთან პოულობს ოქროს.
1888 : ჯეიკობ უორტმანი აპატენტებს საბეჭდი მანქანის ლენტას.
1918 : სახალხო კომისართა საბჭოს ბრძანებულებით რუსეთში 1 თებერვლიდან გრეგორიანული კალენდარი შემოიღეს.
1922 : ქრისტიან ნელსონი აპატენტებს ესკიმოს ნაყინს.
1924 : საფრანგეთის ქალაქ შამონიში დაიწყო ზამთრის პირველი ოლიმპიური თამაშები.
1924 : სანქტ-პეტერბურგს დაერქვა ლენინგრადი.
1927 : რეჟისორი ალფრედ ჰიჩკოკი უშვებს თავის პირველ ფილმს, “ამაოებათა ბაღი”, ინგლისში.
1945 : საბჭოთა ჯარები ანთავისუფლებენ აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკს პოლონეთში.
1984 : პირველი ეპლ მაკინტოში გამოდის გასაყიდად.
2008 :
ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი სოსიეტე ჟენერალის განცხადებით ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაუშვებელი გარიგებებით ბანკს €4,9 მილიარდი დააკარგვინა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი რომანო პროდი გადადგა სენატში ხმათა უმრავლესობის დაკარგვის გამო.
ბორის ტადიჩი სერბიის პრეზიდენტად აირჩიეს მეორე ვადით.
საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე ახალი მთავრობის ხუთწლიანი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძის მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დამტკიცდა.
ამ დღეს დაბადებულნი

76 : ადრიანე – რომის იმპერატორი.
1732 : ბომარშე, პიერ – ფრანგი დრამატურგი.
1888 : ჰაინკელი, ერნსტ – გერმანელი ავიაკონსტრუქტორი.
1889 : რამკე, ჰერმან-ბერნჰარდ – გერმანელი სამხედრო მოღვაწე.
1961 : კინსკი, ნასტასია – ფრანგი კინიმსახიობი.
ამ დღეს გარდაცვლილნი

1125 : დავით აღმაშენებელი – საქართველოს მეფე (დ.1073)
1336 : ალფონსო IV – არაგონიs მეფე
1857 : გულისაშვილი, ზაქარია – ქართველი მწერალი და პუბლიცისტი
1900 : წერეთელი გიორგი – ქართველი მწერალი
1911 : კოტოკუ დენძირო – იაპონიის სოციალისტური მოძრაობის მოღვაწე, პუბლიცისტი (დ.1871)
დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
თეოდოსი დიდი
თეოდოსი ანტიოქიელი
მიხეილ კლოპელი
თეოდოსი ტრაპიზონელი
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 749 | დაამატა: giorgi07 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz