ნილოსი
(არაბ. النيل - ელ-ბაჰრ; ლათ. Nilus, ბერძნ.Neilos), მდინარე აფრიკაში. მიჩნეულია მსოფლიოს უგრძეს მდინარედ. წარმოიქმნება თეთრი ნილოსისა და ცისფერი ნილოსის შეერთებით. მდინარის სიგრძე კაგერას სათავიდან 6671 კილომეტრია. აუზის ფართობი - 2870 ათასი კმ2. ჩაედინება ხმელთაშია ზღვაში, შესართავთან წარმოქმნის საკმაოდ დიდ დელტას.
ნილოსის ჩრდილოეთი ნაწილი, სუდანიდან ეგვიპტეში გადასვლის შემდეგ, მთლიანად უდაბნოში მიედინება. სწორედ ნილოსზე იყო მთლიანად დამოკიდებული ძველი ეგვიპტის ცივილიზაცია. თანამედროვე ეგვიპტის ყველაზე დიდი ქალაქები სწორედ ნილოსის ამ ნაწილში მდებარეობს, ასუანის კაშხლის ჩრდილოეთით, ისტორიული, ძველი ეგვიპტის ძეგლების სიახლოვეს
|