პარასკევი, 2024-12-27, 10:35 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 16 » ლიმა
9:17 PM
ლიმა

ლიმა (ესპ. Lima) — პერუს დედაქალაქი და ქვეყნის უმსხვილესი ქალაქი. გაშენებულია მდინარეების — ჩილონის, რიმაკის და ლურინის ველებზე, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, წყნარი ოკეანის უდაბნოს ტიპის სანაპიროზე. საზღვაო ნავსადგურ კალიაოსთან ერთად ქმნის ლიმის მეტროპოლიას. დაახლოებით 9 მილიონი მცხოვრებით, ლიმა ლათინური ამერიკის მეხუთე უდიდესი ქალაქია მეხიკოს, სან-პაულუს, ბუენოს-აირესისა და რიო-დე-ჟანეიროს შემდეგ. ქალაქში განლაგებულია ლათინური ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი საფინანსო კვანძები. გლობალიზაციისა და მსოფლიო ქალაქების კვლევის ქსელის (GaWC) მიერ იგი განისაზღვრება როგორც ბეტა რანგის ქალაქი.

ქალაქი 1535 წლის 18 იანვარს ესპანელმა კონკისტადორმა ფრანსისკო პისარომ დააარსა და სიუდად-დე-ლოს-რეიესი ანუ „მეფეთა ქალაქი" უწოდა. იგი გახდა ესპანური პერუს ვიცე-სამეფოს დედაქალაქი და ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი. პერუს დამოუკიდებლობისათვის ომის შემდეგ, ლიმა პერუს რესპუბლიკის დედაქალაქი გახდა. დღეისათვის, პერუს მოსახლეობის დაახლოებით 1/3 ლიმის მეტროპოლიურ არეალში ცხოვრობს.

ლიმაში მდებარეობს ახალი სამყაროს უძველესი უმაღლესი სასწავლებელი, სან-მარკოსის ეროვნული უნივერსიტეტი, რომელიც ესპანეთის კოლონიური რეჟიმის პერიოდში, 1551 წლის 12 მაისს დაარსდა და უძველესი, დღემდე უწყვეტად ფუნქციონირებადი უნივერსიტეტია ამერიკის კონტინენტზე.

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 808 | დაამატა: xuco | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz