ბრერა
, ბრერის პინაკოთეკა – იტალიის ერთ–ერთი უდიდესი სურათების გალერეა. დაარსდა 1809 წელს, მდებარეობს მილანში. აქ დაცულია XIV-XIX საუკუნეების იტალიური ფერწერის ნიმუშები(ამბროჯო ლორენცეტის, მანტენიას, პიერო დელა ფრანჩესკას, ფრანჩესკო დელ კოსას, ბრამანტეს, ლეონარდო და ვინჩის სკოლის ოსტატთა, რაფაელის, ვერონეზეს, ტინტორეტოს, კარავაჯოს, ჯ.ბ. ტიეპოლოს სურათები, ლომბარდიის XV-XVI საუკუნეების ფრესკების გალერეა). აგრეთვე XV-XVII საუკუნეების ევროპის ფერმწერთა ნამუშევრების კოლექცია.
|