პარასკევი, 2024-12-27, 11:32 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 16 » შემინდეთ
10:23 PM
შემინდეთ


დღეს არის შენდობის დღე,დღე როდესაც ყველამ პატიება უნდა ითხოვოს ჩადენილის გამო. მიტევების კვირა განსაკუთრებული დღეა. ის წელიწადში მხოლოდ ერთხელ აღინიშნება. ამ დღეს ყოველი ადამიანი გაახელს თუ არა თვალს უფალს სთხოვს შენდობას,ღრმად იხედება თავის სულში და რაც უფრო ცხადად ხედავს თავის ცოდვებს მით მეტი სინანულით ევედრება უფალს მიტევებას. ამგვარად გამოითხოვს შემოქმედისგან სულიწმინდის მადლს. რომელიც ვითარცა ცეცხლი განწმენდს სულს მანკიერებათაგან.
ცნობილია რომ მიტევების კვირა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში დააწესეს ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე მამებმა.ამ დღეს დედა ეკლესია გვასენებს თუ როგორ დავკარგეთ მამის წიაღი.მარადიული ნეტარება,სამოთხე.ცოდვა რომელმაც ადამიანი ღვთის წინააღმდეგ განაწყო არის ამპარტავნება.რომელსაც წმინდა მამები ცოდვათა მშობელს უწოდებენ.თუ კარგად დავაკვირდებით ჩვენ მიერ ჩადენილ ცოდვებს მივხვდებით რომ ყველაფრისსათავე სწორედ ამპარტავნებაა.
შენდობის კვირას სწორედ ცოდვათა მშობელთან-ამპარტავნებასთან-გვიწევს შერკინება.ამ დღეს თავი უნდა დავიმდაბლოთ და ყველა ადამიანს უნდა ვსთხოვოთ მოგვიტეოს ჩადენილი საქციელი,რომლითაც გული ვატკინეთ. ასე ვამხელთ ჩვენში ამპარტავნებას და სიმდაბლით აღჭურვილნი დავამარცხებთ კიდეც.მთავარია სულ მცირედი გასაქანიც კი არ მივცეთ მას. ხოლო თუ გულით არ განვიცდით დანაშაულს და სხვების თვალის ასახვევად წარმოვთქვამთ: “შემინდე რაც გაწყენინე” გვახსოვდეს რომ ამით უფრო დიდ ცოდვაში ვვარდებით.ამიტომ გვირჩევენ წმინდა მამები,თუკი ვერ მივაღწიეთ იმ სულიერ მდგმარეობას,რომ ნათლად ვხედავდეთ ჩვენს ცოდვებს და სინანულით ვითხოვდეთ შენდობას,უმჯობესია საერთოდ არ წარმოთქვან ჩვენმა ბაგეებმა : “მაპატიე”

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ქართველ ერს შენდობისკენ მოუწოდებს.

როგორც პატრიარქმა დღეს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგემისას ბრძანა, ყველა ადამიანმა საკუთარ გულში უნდა ჩაიხედოს და მიერ ჩადენილი ცოდვები დაინახოს, რათა უფლისგან შენდობა მიიღოს.

“დღეს არის დიდი დღესასწაული – მირქმა უფლისა. ყველა ადამიანმა უნდა ჩაიხედოს თავის გულში, გონებაში, სულში და დაინახოს საკუთარი ცოდვები. ადამიანი, რომელიც განიკითხავს სხვის ცოდვებს, თვითონ ვარდება იმ ცოდვაში და ღმერთი უშვებს ამას იმიტომ, რომ ის განკითხვისგან განიწმინდოს. დღეს ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ შევურიგდეთ ერთმანეთს”, – განაცხადა უწმინდესმა.

ამასთან, კათოლიკოს-პატრიარქმა სრულიად საქართველო, ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ მცხოვრები ყველა ქართველი დალოცა და უფალს სთხოვა, “თითოეულ ჩვენგანს სულიერი ძალა მოგვანიჭოს, რათა სხვები არ განვიკი
კატეგორია: რელიგია | ნანახია: 918 | დაამატა: giorgi07 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz