ირმის ქვები
- ძველი მონოლითური ტიპის ქვები ირმის გამოსახულებით. გავრცელებულია თანამედროვე მონღოლეთის ტერიტორიაზე. ითვლება, რომ ირმის ქვები შეიქმნენ ბრინჯაოს ხანაში. ნახატები ქვაზე ამოკვეთილია ან დახატულია. ქვები თარიღდება გვიანი ბრინჯაოს ხანით. გვხდება მონღოლეთში, ჩინეთში, ტივში, ალტაიში და სხვა ადგილებში. ზოგან ეს ქვები დაკავშირებულია საფლავებთან. შესაძლოა ისინი რაიმე კულტს, მსხვერპლშეწირვას უკავშირდებოდნენ. ა.პ.ოკლადნიკოვი სამ ძირითად ჯგუფს გამოყოფს ირმის ქვებში: მრგვალს (ცილინდრულს), მართკუთხას და უფრო ფართო, ზოგჯერ დამრეცად გადაჭრილ ქვებს. ნ. დიკოვი გამოსახულებებში, მათი სტილისტიკური თავისებურებების მიხედვით, გამოყოფს ორ ტიპს: რეალისტური გამოსახულებებს და ირმის სურათებს იხვისათვის დამახასიათებელი ნისკარტებით. გარდა ირმებისა, გვხვდება ასევე ცხენების, სხვადასხვაგვარი შეიარაღების, ორნამენტების და სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურების გამოსახულებები. ირმები გამოსახულია ადრეული რკინის ხანისათვის დამახასიათებელი მეთოდით. მათ აქვთ დიდი, დატოტვილი, უკან გადაწეული რქები. მონღოლეთში, უშკიინ-უვერში, აღმოჩენილია ირმის ქვა რომელზეც გამოსახულია ადამიანის სახე.
|