პარასკევი, 2024-12-27, 11:28 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 16 » ოქროს ბურთი
9:48 PM
ოქროს ბურთი

ოქროს ბურთი (ფრანგ. Ballon d'Or) 1956 - 2009 წლებში იყო საფეხბურთო ჯილდო, რომელიც დააწესა ფრანგულმა საფეხბურთო ჟურნალმა France Football-მა და გადაეცემოდა საუკეთესო ევროპელ ფეხბურთელს, ამის გამო ხშირად ამ დაჯილდოებას ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოებას უწოდებდნენ. იდეა ეკუთვნოდა ჟურნალის რედაქტორს გაბრიელე ანოს, რომელმაც თავის კოლეგებს სთხოვა დაესახელებინათ 1956 წლის საუკეთესო ფეხბურთელი. ჯილდო სერ სტენლი მეთიუზს გადაეცა. ამის შემდეგ დაჯილდოებამ ყოველწლიური სახე მიიღო და არსებობის მანძილზე ყველაზე პოპულარულ ინდივიდუალურ საფეხბურთო ჯილდოდ ითვლებოდა.
როგორც წესი ჟურნალისტები აუცილებლად ასახელებდნენ ევროპელ ფეხბურთელს, რომელიც ევროპულ კლუბში თამაშობდა, ამის გამო ეს ჯილდო მოგებული არ აქვთ ფეხბურთის ისეთ ლეგენდებს, როგორებიც იყვნენ: პელე, გარინჩა, დიეგო მარადონა. 1995 წლიდან ეს წესი შეიცვალა და ჟურნალისტებს უფლება მიეცათ დაესახელებინათ ნებისმიერი ეროვნების ფეხბურთელი თუ ის ევროპულ კლუბში თამაშობდა. პირველივე წელს, ამ წესის შემოღებიდან, ოქროს ბურთის მოგება მოახერხა ლიბერიელმა ჯორჯ ვეამ საფეხბურთო კლუბ მილანიდან.

ყველაზე მეტჯერ, სამჯერ, ოქროს ბურთის ტროფეი მოგებული აქვთ: მიშელ პლატინის, იოჰან კრუიფს და მარკო ვან ბასტენს. მიშელ პლატინი ერთადერთი ფებურთელია ვინც ზედიზედ სამჯერ მოიგო ეს ტიტული 1983 - 85 წლებში.
2009 წელს უკანასკნელი ჯილდოს მფლობელი გახდა ლიონელ მესი, 2010 წლიდან ოქროს ბურთის დაჯილდოებამ შეიცვალა სტატუსი, ფიფას და France Footbal-ის საერთო ინიციატივით, გაერთიანდა ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოებასთან ერთ საერთო დაჯილდოებად - ფიფას ოქროს ბურთი (ფრანგ. FIFA Ballon d'Or). France Football-ის ოქროს ბურთის ტროფეი არის ახალი ფიფას ოქროს ბურთის ტროფეის ანალოგი. (ფრანგ. Ballon d'Or) 1956 - 2009 წლებში იყო საფეხბურთო ჯილდო, რომელიც დააწესა ფრანგულმა საფეხბურთო ჟურნალმა France Football-მა და გადაეცემოდა საუკეთესო ევროპელ ფეხბურთელს, ამის გამო ხშირად ამ დაჯილდოებას ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოებას უწოდებდნენ. იდეა ეკუთვნოდა ჟურნალის რედაქტორს გაბრიელე ანოს, რომელმაც თავის კოლეგებს სთხოვა დაესახელებინათ 1956 წლის საუკეთესო ფეხბურთელი. ჯილდო სერ სტენლი მეთიუზს გადაეცა. ამის შემდეგ დაჯილდოებამ ყოველწლიური სახე მიიღო და არსებობის მანძილზე ყველაზე პოპულარულ ინდივიდუალურ საფეხბურთო ჯილდოდ ითვლებოდა.
როგორც წესი ჟურნალისტები აუცილებლად ასახელებდნენ ევროპელ ფეხბურთელს, რომელიც ევროპულ კლუბში თამაშობდა, ამის გამო ეს ჯილდო მოგებული არ აქვთ ფეხბურთის ისეთ ლეგენდებს, როგორებიც იყვნენ: პელე, გარინჩა, დიეგო მარადონა. 1995 წლიდან ეს წესი შეიცვალა და ჟურნალისტებს უფლება მიეცათ დაესახელებინათ ნებისმიერი ეროვნების ფეხბურთელი თუ ის ევროპულ კლუბში თამაშობდა. პირველივე წელს, ამ წესის შემოღებიდან, ოქროს ბურთის მოგება მოახერხა ლიბერიელმა ჯორჯ ვეამ საფეხბურთო კლუბ მილანიდან.

ყველაზე მეტჯერ, სამჯერ, ოქროს ბურთის ტროფეი მოგებული აქვთ: მიშელ პლატინის, იოჰან კრუიფს და მარკო ვან ბასტენს. მიშელ პლატინი ერთადერთი ფებურთელია ვინც ზედიზედ სამჯერ მოიგო ეს ტიტული 1983 - 85 წლებში.
2009 წელს უკანასკნელი ჯილდოს მფლობელი გახდა ლიონელ მესი, 2010 წლიდან ოქროს ბურთის დაჯილდოებამ შეიცვალა სტატუსი, ფიფას და France Footbal-ის საერთო ინიციატივით, გაერთიანდა ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოებასთან ერთ საერთო დაჯილდოებად - ფიფას ოქროს ბურთი (ფრანგ. FIFA Ballon d'Or). France Football-ის ოქროს ბურთის ტროფეი არის ახალი ფიფას ოქროს ბურთის ტროფეის ანალოგი.

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 812 | დაამატა: xuco | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz