2012 წელთან დაკავშირებით იმდენი მითქმა მოთქმა ატყდა რომ გადავწყვიტე ნიღაბი ჩამოვგლიჯო მაიას ტომელებს მოკლედ
-…მაიას ცივილიზაციის წარმოშობა და გაქრობა ბურუსით არის მოცული. -…ნიკოლაი გრუბეს(1962 წელს დაბადებული ამერიკანისტი, რომელიც მაიას იეროგლიფური დამწერლობის შესწავლიტ არის დაკავებული.) დამსახურებაა, რომ დღესდღეობით დაახლოებით 400 იეროგლიფის წაკითხვა ხერხდება. -…მაიას ცივილიზაცია თვლის სისტემაში ფიგურირებდა ნოლი, მაშინ როდესაც არაბებმა მსგავსი სისტემა 814 წელს, ხოლო ევროპელებმა მეთორმეტე საუკუნეში გამოიყენეს. - …მათ არ იცოდნენ რა იყო ბორბალი, ხოლო რკინის დამუშავება სხვა ცივილიზაციებზე ბევრად გვიან წამოიწყეს. - …მაიას ქრონოლოგია ჩვ. წ. აღ. – მდე 3114 წელს იწყება. რადგან ცნობილია, რომ მათი კულტურა ჩვ. წ. აღ. – მდე არც თუ ისე დიდი ხნის წინ აღორძინდა, აღნიშნული თარიღი ძალიან ადრეული ჩანს … ამ ფაქტის ამოხსნა ჯერ ჯერობით არ მოხერხებულა. -…სხვა კალენდარული ციკლების პარალელურად გამოთვლა ვენერას კალენდრითაც ხდებოდა, რომელიც 584 დღეს მოიცავდა… თანამედროვე გამოთვლების მიხედვით კი ვენერას კალენდრის ხანგრძლიობა 583,92 დღეა. -…საკითხავია, ინდიელებმა, რომლებმაც ბორბლის, ასევე მეტალის არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ, როგორ შეძლეს მსგავსი გამოთვლების შესრულება…აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დროის გამომთვლელ არანაირ ზუსტ პრინციპს არ ფლობდნენ. გამორიცხულია, რომ მათ წყლის ან ქვიშის საათით ესარგებლათ…მათი ტექნიკური შესაძლებლობები თვალის ზომით, სამკუთხედით და ჩრდილების ზომვის პრინციპებით შემოიფარგლებოდა.
ეს ის რამოდენიმე სტერეოტიპული ციტატაა, რომელიც მაიას ცხოვრების ამსახველ ნაშრომებში გვხვდება სხვადასხვა წიგნებსა თუ ვებსაიტებზე. პირადად ჩემთვის, მაიას კულტურა, ყველაზე ბურუსით მოცული, მაგრამ ამასთანავე, ყველაზე საინტერესო და გარკვეულ საკითხებში, ყველაზე ადვილად ამოსახსნელი ფენომენია. ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ინდიელის, „თეთრი დათვის“ სიტყვებს მოვიშველიებ – არქეოლოგების ჯგუფს, რომელმაც მას მაიას შესახებ რამოდენიმე კითხვა დაუსვა, უპასუხა – „ჯერ ჩვენი უნდა გაიგოთ (გულისხმობდა ძველ ამერიკულ კულტურებს) და შემდეგ შეძლებთ მაიას ნაქალაქარის საიდუმლოს ამოხსნას.“ მოგვიანებით დავრწმუნდებით, რომ ეს ადამიანი ცამდე მართალი იყო.
ტიკალი
ტიკალი მაიას უძველესი ქალაქია რომელიც ისტორიის თანახმად ჩვ. წ. აღ. -მდე VIII საუკუნეში უკვე არსებობდა. ტიკალში განლაგებულ 16 კვადრატულ კილომეტრზე ნაპოვნია 3000 – მდე საცხოვრებელი სახლი, სასახლე, პლატფორმა ბურთის სათამაშო მოედანი და პირამიდა, რომლებიც ერთამანეთთან ქუჩებით არის დაკავშირებული. ისტორიკოსების აზრით ჩვ. წ. აღ. I საუკუნეში, მოსახლეობა 50 000 – 90 000 ადამიანს აღწევდა. ქალაქი 1840 წელს აღმოაჩინეს. ტიკალი. გუატემელა.
ტიკალი. გუატემელა.
საინტერესოა ის, რომ ტიკალის მიდამოებში არსად მოიძებნება ტბა ან მდინარე, რაც მეტად არახელსაყრელია ამ ტევადობის ქალაქისთვის. ნაპოვნია წყლის გაყვანილობები და კანალიზაციის მსგავსი არხები, მაგრამ მაინც გაურკვეველია თუ რატომ აშენდა ქალაქი ამგვარ მშრალ ადგილას. შემთხვევითობა? ჩვენ მალე დავინახავთ, რომ ამ საოცარ კულტურაში შემთხვევითობას ადგილი არასოდეს ჰქონია. დღემდე გაუგებარია თუ რა დანიშნულება ჰქონდა აურაცხელ პირამიდებს, რომელიც მესოამერიკელმა ხალხმა დაგვიტოვა. ტიკალის ყველაზე მაღალი პირამიდა 70 მეტრია. როგორც მოისაზრება, პირამიდები სამარხების ფუნქციას ასრულებდა, რადგან რამოდემინე მათგანის ზემო ნაწილზე მოთავსებულია კამერები, სადაც სავარაუდოდ შეძლებული და გავლენიანი პირების განისვენებდნენ. სხვა შენობების გვერდით, ყურადღებას ასევე გიგანტური მოედანი იქცევს, რომელიც ორ ტაძარს შორის მდებარეობს, ხოლო ქალაქის აკროპოლისი კი ორმაგ ფართობზეა გადაჭიმული. დღესდღეობით წარმოუდგენელია თუ რა დანიშნულება ჰქონდა ტიკალის გიგანტურ მოედნებს, ქუჩების მსგავს გზებსა და პირამიდებს, მაგრამ ერთი რამ ცხადია – ტიკალი შემთხვევით არ მდებარეობს მსგავს „არაპრაქტიკულ“ ადგილას, რადგან ქალაქის დაარსებიდანვე, ტერიტორია ზუსტად იქნა შერჩეული. მაიას გიგანტური ქალაქი უზუსტესი ასტრონომიული გათვლებით არის აგებული, სადაც ყოველ შენობას გარკვეული დანიშნულება აქვს. პალენკე
მექსიკის ტერიტორიაზე მდებარე პალენკე, რომელიც 1987 წლის შემდეგ იუნესკოს საერთაშორისო მემკვიდრეობის ქალაქად არის აღიარებული, მაიას ცივილიზაციის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ცენრტი იყო. სავარაუდოდ მისი ისტორიული სახელია ბააკალ. პალენკეს ცენტრს წარმოადგენს წარწერებიანი ტაძარი და მის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სასახლე. 100 X 80 მეტრის ფართობზე აშენებული სასახლე არქეოლოგების აზრით, 120 წლის მანძილზე, რამოდენიმე ეტაპად შენდებოდა. პლატფორმებზე აგებული სასახლე, რამოდენიმე ნაგებობიან შედგება და ცენტრში მოთავსებულია კოშკი, რომელიც სავარაუდოდ სათვალთვალო პუნქტის როლს ასრულებდა. შენობაში ნაპოვნია მრავალი წარწერა, რომელიც პალენკეს სამი მეფის ტახტზე ასვლის ფაქტებს ასახავს.
სასახლე. პალენკე.
სასახლის მოპირდაპირე მხარეს, საფეხურებიან პირამიდაზე მდებარეობს წარწერებიანი ტაძარი, რომელიც სავარაუდოდ 690 წელს კინიჩ კან ბალამ მეორემ ააშენა. ტაძარში, ნაპოვნი და გაშიფრულია 187 000, 370 000 და 1 247 653 წლიანი ასტრონიმიული გამოთვლები, რომლებიც, როგორც მოგვიანებით შეიტყობთ მაიას კალენდარული სისტემის საწყის პუნქტს ათასობით წლით სცილდება.
პალენკეს წარწერებიანი ტაძარი
პარიზში დაბადებულმა მექსიკელმა არქეოლოგმა დოქტორ ალბერტო რუს ლულიერმა, 1952 წლის 15 ივლისს, საიდუმლო ჩასასვლელი აღმოაჩინა, რომელმაც მეცნიერი ბარელიეფებით შემკულ ოთახამდე მიიყვანა სადაც მესოამერიკულ ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების უდიდესი სენსაცია დაფიქსირდა. ოთახში, სავარაუდოდ, მოთავსებული იყო კ´ინიჩ კან ბალამის მამის პაკალის 20 ტონიანი სარკოფაგი. როგორც მაიას კალენდრის მუშაობის პრინციპის წაკიტხვისას შეიტყობთ, დატირებები რომელსაც დღევანდელი მეცნიერები მაიას ხელნაწერებიდან პირდაპირი გადმოთვლით გვთავაზობენ, შესაძლებელია არ შეესაბამებოდეს სიმართლეს და აქედან გამომდინარე დაზუსტებით მტკიცება იმისა, რომ სარკოფაგი პაკალს განეკუთვნებოდა, შეუძლებელია. სენსაციური კი ის 5 ტონა სიმძიმის ქვა იყო, რომელიც საკროფაგს ეფარა. დააკვირდით სურათს:
სარკოფაგის თავსაფარი. ორიგინალი.
მეორე სურათი ზუსტი გრაფიკული ასლია, რომელიც ქვის შესახებ გაცილებით მეტ წარმოდგენას შეგიქმნით. ალბათ შეამჩნიეთ რომ მეტად რთულია გრავიურაზე დავინახოთ და წარმოვიდგინოთ ინდიელი ბელადი, რომელიც ერთ დროს პალენკეს მართავდა. აშკარაა, რომ ჩვენს წინ არის უცნობი არსება (თუნდაც პაკალი), რომელიც გაურკვეველ ტექნიკურ ხელსაწყოს მართავს.
სარკოფაგის თავსაფარის გრაფიკული კოპია მეტი წარმოდგენისათვის.
შედარებისათვის გაგაცნობთ ოფიციალურ დასკვნას, რომელიც მეცნიერებმა ქვის შესწავლის შემდეგ გამოაქვეყნეს – მათი აზრით ქვაზე გამოსახულია ინდიელების ბელადი პასალი (რომელიც მაიას ხელნაწერის მიხედვით მოხუცებულ ასაკში დაახლ. 80 წლის გარდაიცვალა). რელიეფზე გამოსახულია მომენტი, როდესაც პასალი ზეციური ხის ქვეშ ზის, რაც სიმბოლურად იმის მაჩვენებელია, რომ ბელადი მიწიერიდან, ციურ სამყაროში გადადის. სარკოფაგის გახსნის შემდეგ ლულიერმა ოფიციალურ კომენტარში განაცხადა, რომ პასალის მუმიას გაურკვეველი მიზეზის გამო არ აღმოაჩნდა მაიას ტომისთვის დამახასიათებელი გაქლიბული კბილები. მას შემდეგ, რაც გაირკვა რომ სარკოფაგის გარეთ მდებარე რამოდენიმე მუმია, მასზე ბევრად უკეთესად იყო შენახული, ლულიერმა მაშინვე შეცვალა ჩვენება. დაინტერესებული პირების თვალის ასახვევად, მეცნიერმა შეცდომა აღიარა და აღნიშნა რომ მუმიას კბილები გაქლიბული აღმოაჩნდა. როგორც არქეოლოგიური დასკვნებიდან ვიცით, პასალის ჩათვლით, საცავში მდებარე რამოდენიმე ცხედარი ერთ პერიოდში იქნდა მუმიფიცირებული. გაურკვეველია თუ რატომ განადგურდა ინდიელების ბელადის ცხედარი იმ ზომაზე, რომ მისი თავის ქალის ფორმაც კი შეეცვალა, ხოლო მისი „მხლებლები“ კი რამოდენიმე მეტრის მოშორებით იდეალურ ფორმაში იმყოფებოდნენ. ამ ყველაფერს კი ის ფაქტი აგვირგვინებს, რომ აღმოჩენიდან დღემდე შეუძლებელია სპეციელური ნებართვის გარეშე იმ ოთახის დათვალიერება, რომელშიც ჩემის აზრით უცხო ცივილიზაციის წარმომადგენელი განისვენებდა. სავარაუდოდ, მასზე ლაბორატორიული სამუშაოები დიდი ხნის ჩატარებული და დავიწყებას მიცემულია, მაგრამ ბოლომდე გაუგებარია თუ რატომ იკრძალება ტაძრის საიდუმლო ჩასასვლელში ჩვეულებრივი ტურისტის ჩასვლა, მაშინ როდესაც პალენკეს ნებისმიერი სხვა ადგილის დაუბრკოლებელი დათვალიერებაა შესაძლებელი? – იქ ხომ მხოლოდ პასალის ჩვეულებრივი მუმია განისვენებდა? დააკვირდით სურათის მარცხენა მხარეს მდებარე სხეულს, რომელიც მეცნიერების აზრით ხეს უნდა წარმოადგენდეს და შეეცადეთ დაიჯეროთ მხატვარი ანდაც მოქანდაკე ინდიელის არსებობა, რომელსაც ხე, მსგავსი უცნაური და რთული კოსტრუქციის წარმოუდგენია. ასევე დაარკვირდით გამოსახული არსების ორივე ხელს, რომლებიც სავარაუდოდ გარკვეულ სამუშაოს ასრულებენ და ბოლოს მარცხენა ფეხი, რომელიც აშკარად ერთ ერთტექნიკურ ნაწილს ებჯინება. ნამდვილად არ ვარ პირველი ადამიანი, რომელმაც გრავიურაზე ერთგვარი ტექნიკური ხელსაწყო ანდაც საფრენი აპარატის კაბინა დაინახა, რადგან 60 – იანი წლებიდან დაწყებული, პრე ასტრონავტიკით დაკავებული ყოველი ადამიანი, პალენკეს ქვის შესახებ, იგივეს აუწყებდა მსოფლიოს. სარკოფაგის დანახვისას, დღემდე ვცდილობ წარმოვიდგინო ადამიანი, რომელიც წმინდა ხის ქვეშ ზის და სიკვდილის შემდეგ სხვა განზომილებაში გადადის, მაგრამ ამაოდ. ჩემთვის სურათი აშკარაა – ქვაზე გამოსახულია მაიას ცივილიზაციის მთავარი „ღმერთი“ კუკულკანი ან რომელიმე სხვა პრეისტორიული ასტრონავტი, რომელიც ერთ დროს, ქუხილით დედამიწაზე დაეშვა. სამწუხაროდ, ალბათ საიდუმლოდ დარჩება ის, თუ რა არსება განისვენებდა პალენკეს ტაძრის საიდუმლო ოთახში. ჩიჩენ იცა
ჩიჩენ იცა, მექსისიკ ნახევარ კუნძულ იუკატანიზე მდებარე უმნიშვნელოვანესი პუნქტია, რომელიც ხელნაწერის მიხედვით 435-455 წლებში დაარსდა, მაგრამ იქვე ნაპოვნია 879 წლით დატირებული მასალა, რომელიც ამ ვარაუდს უარყოფს. ასევე ხელნაწერები გვამცნობენ, რომ ქალაქი ოდესღაც „ღმერთმა“ კუკულკანმა დააარსა (რაც ჩემთვის საკმარისია ვივარაუდო, რომ ქალაქი ბევრად ძველია ვიდრე ამას არქეოლოგები გვამცნობენ). ქალაქის ცენტრში მდებარე 30 მეტრის სიმაღლის კუკულკანის პირამიდა, უმთავრეს შენობას წარმოადგენს. პირამიდას ოთხივე მხრიდან დატანებული აქვს კიბეების რიგი, თითო 91 საფეხურით (4 X 91 = 364). პირამიდის თავზე, ერთ დიდ საფეხურზე მდებარეობს კუკულკანის ტაძარი. შენობის ყველა საფეხური ერთად ჯემში რიცხვ 365 გვაძლევს, რაც წელიწადის დღეებს შეესაბამება. გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიობისას, დატანებული კიბის გასწვრივ ჩანს გველის ფორმის ჩრდილი რომელიც კუკულკანს (ფრთოსან გველს) განასახიერებს. წელიწადის ამ დროს ასევე შეიმჩნევა პირამიდის კედლებზე წარმოქმნილი შუქ-ჩრდილის ეფექტი. ეს ყველაფერი მიუთითებს უზუსტეს ასტრონომიულ და გეომეტრიულ გამოთვლებზე, რომელიც პირამიდის მშენებლებმა ოდესღაც ჩაატარეს.
კუკულკანის პირამიდა. ტლაჩტლი
1528 წელს, კარლ მეხუთეს კარზე, მეტად საინტერესო თამაშის პრემიერა შედგა. ერნანდო კორტესმა იმპერატორს აცტეკების სპორტული სანახაობა უძღვნა საჩუქრად. ამერიკის კონტინენტიდან ჩამოყვანილმა ინდიელებმა გრანადას ერთერთ მოედანზე, სამკვდრო სასიცოცხლო თამაში გამართეს, რომელსაც ტრაჩტლი ეწოდებოდა. თამაში მრგვალი და ელასტიური მასალისგან (რომელიც შემდეგ ევროპამ კაუჩუკის სახელით გაიცნო) დამზადებული ბურთით მიმდინარეობდა და წესები მეტად მარტივი იყო – დაუშვებელი იყო ბურზე ხელით და ფეხის ტერფებით შეხება და ასევე მისი მიწაზე დავარდნა. მოთამაშეები, იდაყვების, მუხლების, თეძოების უსწრაფესი მოძრაობებით ბურთის ჰაერში შენარჩუნებას ცდილობდნენ. მიზანი, მოედნის შუაში მოთავსებული რკინის რგოლი იყო, სადაც ბურთის ჩაგდების შემთხვევაში, გუნდი ქულას მოიპოვებდა. ერთი შეხედვით უწყინარი თამაში, ნამდვილად სამკვდროსასიცოცხლო გამოდგა. დასახიჩრებული მოთამაშეები მოედნიდან გაჰყავდათ. ტლაჩტლი აცტეკებმა მაიას კულტურისგან გადაიღეს, სადაც რეზინის ბურთი პლანეტას განასახიერებდა, რადგან მათი აზრით, „ღმერთები“ სწორედ პლანეტებით თამაშობდნენ, ხოლო სამყარო, მათი სათამაშო ადგილი იყო. დამარცხებული გუნდის კაპიტანი, „ღმერთებს“ ეწირებოდა მსხვერპლად, ხოლო გუნდის სხვა წევრები კი მონის სტატუსს ღებულობდნენ, ხოლო უარეს შემთხვევაში კაპიტნის ბედსაც კი იზიარებდნენ.