პარასკევი, 2024-12-27, 10:54 AM მოგესალმები სტუმარი | RSS
"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 16 » სოლონი
|
სოლონი დაიბადა ათენში ძვ. წ. 638 წელს. ის დაიბადა ძველად წარჩინებულ, მაგრამ იმ დროისთვის გაღატაკებულ ოჯახში. ამის გამო ს ეწეოდა საზღვაო ვაჭრობას. ის მომავალში ჩინებული პოეტი, მთავარსარდალი და რეფორმატორი გახდა. მისი ინიციატივითა და სარდლობით ათენმა მეგარას წაართვა კუნძული სალამინი. სოლონი გარდაიცვალა ძვ. წ. 558 წელს. სოლონმა აკრძალა ბერძნის მიერ ვლში მყოფი ბერძნის მონად გაყიდვა და ყველა მონად გაყიდული ბერძენი სამშობლოში დააბრუნა. სოლონმა გააუქმა კანონი, რომლის მიხედვითაც, ღარიბი მოქალაქე შეიძლებოდა მონად გაყიდულიყო სოლონმა გააუქმა მძიმე დასჯები მცირე დანაშაულების დროს. სიკვდილით დასჯა კი მხოლოდ ძალიან მძიმე დანაშაულის დროს ხდებოდა. სახალხო კრებაზე, სოლონის რჩევით, დამტკიცდა წესი, რომ ყველა ათენელს შეეძლო სამართლის ძიება. სოლონმა დააწესა, რომ როდესაც შინაური მღელვარება იქნებოდა და ათენელი, რომელიც არც ერთ მხარეს არ მიემხრობოდა, ჩამოერთმებოდა მოქალაქის უფლება. სოლონის წესის მიხედვთ, ყველა მშობელი ვალდებული იყო შვილისათვის რაიმე ხელობა ესწავლებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შვილს შეეძლო უარი ეთქვა მამის რჩენაზე. სოლონის დახარისხების წესი
სოლონმა მოქალაქეების დახარისხება დაიწყო არა მათი წარმოშობის მიხედვით, არამედ მათი ქონების მიხედვით (ტიმოკრატია) და დაყო ოთხ ჯგუფად: I - მსხვილი მონათმფლობელები, მსხვილი ვაჭრები - მათი უფლებები : მაღალი თანამდებობა - მათი მოვალეობები: მაღალი სახელმწიფო გადასახადები II - შეძლებული გლეხობა და ვაჭრები - მათი უფლებები: საშუალო თანამდებობა - მათი მოვალეობები: ცხენოსანი ჯარისკაცი III - ღარიბი გლეხობა, ხელოსნები და მეთევზეები - მათი უფლებები: სახალხო კრებაში მონაწილეობა - მათი მოვალეობები: ფეხოსანი ჯარისკაცი IV - დაქირავებული მუშები - უუფლებოები - მოვალეობები: მეზღვაურები და მსუბუქად აღჭურვილი ჯარისკაცცები
|
კატეგორია: საინტერესო ამბავი |
ნანახია: 849 |
დაამატა: Capitan
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|