პარასკევი, 2024-12-27, 10:43 AM მოგესალმები სტუმარი | RSS
"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 16 » დროის საიდუმლოება
10:31 PM დროის საიდუმლოება |
ადამიანს უხსოვარი დროიდან აწუხებდა კითხვები დროსთან მიმართებაში. თუ რა არის დრო? რა კანონზომიერებას ექვემდებარება ის? შეიძლება თუ არა მისი გაზომვა? მატერიალურია იგი თუ ირეალური? როდის გაჩნდა ?არის თუ არა სასრული და ა.შ
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად იგი აკვირდებოდა დღე-ღამის ,მთვარის ფაზების,წელიწადის დროების ცვალებადობას. ამჩნევდა გარკვეულ კანონზომიერებებს. რის შედეგად მან დროის ხანგრძლივი შუალედის საზომ ერთეულად მზის გარშემო დედამიწის ერთი სრული გარემოქცევის დრო-წელიწადი შემოიღო, რომელთანაც დაკავშირებულია სეზონური ცვალებადობის ციკლი. ადამიანმა შეიმუშავა ერთგვარი უნივერსალური მოდელი. – კალენდარი .სადაც გაწერილი იყო დედამიწის დროითი კანონზომიერებები. სხვადასხვა ცივილიზაციებში ეს მეტ ნაკლები სიზუსტით იქნა მიღწეული.
მსოფლიო ცივილიზაციების ისტორიას რამდენიმე ტიპის კალენდარი ახსოვს. მათგან ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ზუსტად გაწერილი მაიას ტომის კალენდარი გახლავთ.
მაიას ტომს ორი ტიპის კალენდარი ქონდა რიტუალური ეგრედ წოდებული Tzdkin და ყოველდღიური Haab. რიტუალური კალენდარის წელიწადი 260 ხოლო ჩვეულებრივი კალენდარის 365 დღისგან შედგებოდა . რომელშიც თავის მხრივ 18 თვე იყო მოქცეული თითეულ თვე კი 20 სრული დღის და 5 ნაკიანი დღისგან შედგებოდა. რომელიც ღმერთებისთვის იყო განკუთვნილი. და მათი რიტუალები სწორედ ამ ”დღეების” განმავლობაში ტარდებოდა.
ამ კალენდარს გარკვეული ციკლური ხასიათი ქონდა. ანუ ყოველი 18980 წლის შემდეგ მისი ათვლა თავიდან იწყებოდა. რაც რიტუალური კალენდრის შემთხვევაში წელიწადის 260 დღისა და 73 წლის ნამრავლი გახლდათ ხოლო ჩვეულებრივ კალენდარში 365 დღის და 52 წლის.
ციკლური ხასიათი ქონდა ასევე ძველქართულ კალენდარული ათვლის სისტემა ქორონიკონს . ქართველები თარიღის აღსანიშნავად ციფრების ნაცვლად ანბანის ასოებს იყენებდნენ რომლებსაც რიცხვითი დანიშნულებაც გააჩნდათ. ქორონიკონის ციკლი(მოქცევა)532 წლისგან შედგებოდა. შუა საუკუნის ქართველი ასტრონომები ქვეყნიერების შექმნიდან ქსისტეს შობამდე პერიოდს ათ მოქცევას და 284 წელს ათარიღებდნენ. რაც გრეგორიანული კალენდარული სისტემით 5604 წელს უდრის. ძველი ქართული კალენდრის მიხედვით 2009 წელი მე15 მოქცევის 165-ე ქორონიკონი იქნებოდა. ხოლო თუ გრიგორიანული კალენდრით გადავთვლით მას სამყაროს დასაბამიდან (კალენდარული სისტემის შემოღებიდან) 7613 წელი გამოდის აფრიკის და აღმოსავლეთის ქვეყნებში (ერაყი , ლიბია, სირია, ალჟირი, მაროკო, ტუნისი …) ხმარობენ მთვარის ფაზებზე დაყრდნობილ კალენდარს ჰიჯრას. რომლის მიხედვითაც წელიწადი შეიცავს 30 და 29 დღე ღამიან 12 თვეს რომელიც 354 დღისგან შედგება. მის ათვლის წერტილად გრეგორიანული კალენდრით 622წლის 24 სექტემბერია მიჩნეული. თარიღი როცა მუჰამედ წინასწარმეტყველი თავის მიმდევრებთან ერთად ქალაქ მექიდან მედინაში გადასახლდა.
მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კალენდარი კი ჩვ.წ 1 საუკუნეს მიეკუთვნება. როცა იულიუს კეისარმა ეგვიპტელი ასტრონომის სოსიგენეს რჩევით 45 წლის 1 იანვრიდან შემოიღო წელთაღრიცხვის სისტემა რომლის მიხედვითაც ყოველი შემდგომი 3 წლის ხანგრძლივობა მიღებულ იქნა 365 დრე-ღამედ . წელიწადის 12 თვედ დაყოფისას ყოველ თვეში გარკვეული კანონზომიერებით 30 ან 31 დღე-ღამე მოაქციეს.თებერვალში 28 ან 29 (ნაკიანი წელიწადი)ნაკიან წელიწადად ითვლება ის წელიწადი რომლის ნომერი უნაშთოდ იყოფა 4-ზე
პირველი მოწყობილობა კი რომლითაც ადამიანმა დროის შედარებით მცირე მონაკვეთი საათი გაზომა. მზის საათი გახლდათ. მას ჯერ კიდევ ძვ.წ მესამე ათასწლეულში ძველ ეგვიპტესა და საბერძნეთში იყენებდნენ. ამ მოწყობილობას ჰქონდა ვერტიკალური და ჰორიზონტალური დანაყოფები წრე ციფერბლატი რომელსაც დღის განმავლობაში მზის ჩრდილი ეცემოდა ციფერბლატს და წრეზე მოძრაობდა. მოგვიანებით იყენებდნენ წყლის და ქვიშის საათებს.
თუმცა ეს ყველაფერი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის რომ ადამიანს დროის შესახებ საკუთარი ცნობისმოყვარეობა დაეკმაყოფილებინა. სხვადასხვა რელიგიები, სხვადასხვა ფილოსოფოსები სხვადასხვა მეცნიერები. მის რაობას განსხვავებულად ხსნიან.
უძველეს რელიგიებში ვხვდებით დროის ბორბლის მცნებას. საუბარია ციკლურ დროზე რომელსაც: კრეაცია ,დესტრუქცია და ხელახალი დაბადება ახასიათებს. დრო როგორც ილუზია მიღებული ცნებაა ბუდისტურ აზროვნებაში. უნივერსალური მოდელი იმის ასახსნელად თუ რა არის დრო არ არსებობს. მას ყველა თავისებურ ახსნას უძებნის. დრო მატერიის არსებობის ერთ ერთი ძირითადი ფორმაა. აისახება მოვლენათა კანონზომიერ მონაცვლეობაში. ნებისმიერი მოვლენა იკავებს დროის რაღაც შუალედს. მას ვყოფთ სამ ნაწილად. წარსული,აწმყო,მომავალი.
სექსტუს ემპირიკუსი დროის ამ სამ პერიოდს ამგვარად ხსნიდა.: ”წარსული უკვე აღარ არსებობს, მომავალი ჯერ არ არსებობს, ხოლო აწმყო მოუხელთებელი საზღვარია ამ ორ არარსებულს შორის.
ჰერაკლიტე კი დროის ამ ბუნებას შემდეგნაირად ხსნიდა”შეუძლებელია ერთი და იგივე მდინარეში ორჯერ შეხვიდე” ანუ არ არსებობს ორი აბსოლიტურად იდენტური წამიც კი დრო მარადცვალებადი ცნებაა.
იუდაურ კულტურაში დროის განსასაზღვრად ორი სიტყვა გამოიყენება დრო და ჟამი.
დრო-ის გარემო განზომილება რომელშიც მოვლენები ხდებიან.
ჟამი-დროის შუალედი,რომელსაც ესა თუ ის მოვლენა იკავებს. სწორედ ეს ორი სიტყვაა გამოყენებული ძველი აღქმის წიგნში,ეკლესიასტეში რომელიც მეფე სოლომონის(1011-932 ჩვ.წ მდე)მიერ არის დაწერილი
ყოველივეს თავისი დრო აქვს და ყოველივეს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში.
ჟამი შობისა და ჟამი სიკვდილისა, ჟამი დანერგვისა და ჟამი დანერგულის აღმოფხვრისა
ჟამი მოკვდინებისა და ჟამი განკურნებისა, ჟამი ნგრევისა და ჟამი შენებისა.
ჟამი ტირილისა და ჟამი სიცილისა ჟამი გლოვისა და ჟამი ლხინისა.
ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და ჟამი მათი შეგროვებისა . ჟამი მიჯნურთა პაემანისა და ჟამი მათი გაყრისა
ჟამი პოვნისა და ჟამი დაკარგვისა, ჟამი შენახვისა და ჟამი გაფლლანგვისა
ჟამი დარღვევისა და ჟამი შეკერვისა
ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა
ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიძულვილისა ჟამი ომისა და ჟამი მშვიდობისა.
ნეტარი ავგუსტინე კი დროის შესახებ ასე წერს. ”თუ არ მკითხავენ ,ვიცი ; თუ მკითხავენ არ ვიცი… მისი აზრით დრო არაა უსასრულო. იგი დაიწყო სამყაროს შექმნასთან ერთად. ერთადერთი უსასრულო რაობა ღმერთია. დრო სასრულია.სხვადასხვა მეცნიერები დროს ამგვარად ხსნიდნენ:
დრო სამყაროს ფუნდამენტური სტრუქტურის ნაწილია; მისი ერთ ერთი განზომილებაა. რომელშიც მოვლენები თანმიმდევრულად ხდებიან. (ნიუტონი)
დრო არაა თავისებური კონტეინერი, სადაც საგნები და მოვლენები მოძრაობენ. არც ისეთი რაობაა რომელიც მიედინება. დრო ინტელექტუალური ცნებაა როგორც სივრცე და რიცხვი. რომელიც ღმერთის მიერ მოვლენათა შედარებისთვის და განცალკევებისთვისაა მოგონილი. დრო არც მოვლენაა და არც საგანი (ლაიბნიც კანტი)
დრო სივრცესთან ერთად a priori ინტუიციაა , იგი გვეხმარება მგრძნობელობით შეგრძნებებში გარკვევაში. არც დრო არც სივრცე არაა სუბსტანციური- ეს მენტალური ჩარჩოა რომლის ფარგლებშიც ვახდენთ გარკვეული გამოცდილების სტრუქტუირებას. (ემანუელ კანტი)
ალბერტ აინშტაინმა ფარდობითობის ცნებით სცადა დროისთვის მეცნიერული ახსნა მოეძებნა. მან სინათლის სიჩქარის სასრულობა და მუდმუვობა აიღო ძირითად პოსტულატად აღმოაჩინა რომ მოძრავ ათვლით სისტემებში დრო უფრო ნელა მიედინება ვიდრე უძრავში. ასევე ის რომ დრო და სივრცე ერთიანი რეალობის სივრცე-დროის (spice-time ) ნაწილებია. ის იწვევს სხვა სიდიდეების მასის ,ენერგიის ,იმპულსის ძალის ფარდობითობას.
ანუ დავუშვათ რომ ადამიანი რომელიც კოსმიურ მოგზაურობაში წავა. მისთვის დრო გაცილებით ნელა გავა ვიდრე ეს ჩვენთვის დედამიწაზე მყოფი ადამიანებისათვის და იგი აღმოაჩენს რომ იმ 1 წლის მანძილზე რომელიც მან ამ მოგზაურობაში გაატარა დედამიწაზე 30 წელი გავიდა.
მსგავსი იდეა ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნის ერთ იაპონურ თქმულებაში გაჟღერდა ახალგაზრდა მეთევზე ურაშიმატა ტაროს( 478-825 ) შესახებ. იგი ჩადის ზღვის ფსკერზე არსებულ სასახლეში და იქ დღის განმავლობაში რჩება. უკანდაბრუნებული კი აღმოაჩენს რომ სამასი წელის წინაა მომავალში. სოფელში იგი უკვე აღარავის ახსოვს. მისი სახლი დანგრეულია ხოლო მისი ოჯახიდან აღარავინაა ცოცხალი.
ასევე დროში მოგზაურობის თემა გვიანი პერიოდის ლიტერატურისთვისაა უცხო. ამ მხრივ კი ჰერბერთ უელსის 1895 წელს გამოსული წიგნი ”დროის მანქანა ”.ამ წიგნის მიხედვით რამდენიმე ფილმია გადაღებული რომლებიც ”სამყაროთა ომთან” ერთად მეცნიერული ფანტასტიკის კლასიკადაა მიჩნეული.
თანამედროვე მეცნიერები დროში მოგზაურობის შეუძლებლობას იმ არგუმენტით ხსნიან რომ დღეს ჩვენს სამყაროში ვერ ვხვდებით დროით ტურისტებს. ადამიანებს მომავლიდან . რომელთაც დროში მოგზაურობისას ჩვენი დრო აირჩიეს. შეიძლება მან იცის დროში მოგზაურობის რეცეპტი მაგრამ არ იყენებს მას. უფრთხის სამყაროში მძიმე მიზეზ შედეგობრივი ცვლილების გამოწვევას. თუმცა არც ისაა გამორიცხული რომ ისინი ჩვენს შორისაც იყვნენ უბრალოდ ფრთხილად იქცეოდნენ და არ ავლენდნენ თავის ნამდვილ არსს. ან სულაც ეკრძალებოდეთ იმის გამოვლინება რომ მომავლიდან არიან ჩვენს დროში გადმოსულები.
განსხვავებით დროში მოგზაურობისგან ჩვენ წარსულის შენახვა ვისწავლეთ . რომელიც თავის დროზე ისეთივე წარმოუდგენლად ფანტასტიური ფიქრი და ოცნება იყო როგორც დღეს ”დროის მანქანის” არსებობის იდეა ითვლება.
მე19 საუკუნეში კერძოდ კი 1839 წელს Louis Daguerre მიერ შექმნილი ფოტოაპარატის ხოლო მოგვიანებით ვიდეო კამერის გამოყენებით. შეგვიძლია შევინახოთ ის დრო და ჟამი რომლის აქტუალობასაც მომავლისთვის იმ წუთას ვგრძნობთ. ვინ იცის რას გვიმზადებს მომავალი?????
|
კატეგორია: მისტიკა |
ნანახია: 1013 |
დაამატა: giorgi07
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|