პარასკევი, 2024-12-27, 9:50 AM მოგესალმები სტუმარი | RSS
"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 12
ვეფხისტყაოსანი — XII საუკუნის ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი პოემა. შედგება პროლოგის, ძირითადი ნაწილისა და ეპილოგისაგან. შინაარსის მხრივ, ვეფხისტყაოსანი რთული ნაწარმოებია; აქ ორი პარალელური ამბავია მოთხრობილი — არაბეთისა და ინდოეთისა, თუმცა ორივე მათგანი ერთმანეთთან სიუჟეტურად დაკავშირებულია. პოემა მდიდარია პერსონაჟებით. დაწერილია შაირის სტილში, თექვსმეტმარცვლიანი საზომით.
დღემდე მოღწეული არაა ტექსტის პირვანდელი ვარიანტი; უძველესი ხელნაწერი, რომელიც დღეისათვისაა ცნობილი, XVI საუკუნით თარიღდება. საუკუნეების განმავლობაში პოემის ტექსტი იცვლებოდა, ინტერპოლატორების (ყალბისმქნელების) მიერ ხშირად ემატებოდა ახალი სტროფები, ზოგჯერ კი მთელი თავებიც; დღეს პოემის ეს დამატებული თავები „ვეფხისტყაოსნის გაგრძელებების“ სახელითაა ცნობილი.
დღემდე მოღწეულია ვეფხისტყაოსნის 160-ზე მეტი ხელნაწერი
...
კითხვის გაგრძელება »
|
„სიბრძნენი ფილოსოფოსთანი“ („სწავლანი და სიბრძნენი ფილოსოფოსთანი“) — ზოგადი სახელწოდება ძველი ქართული აპოფთეგმური კრებულებისა, რომლებშიც თავმოყრილია სხვადასხვა ეპოქისა და ეროვნების ბრძენთა შეგონებები (სენტენცია აფორიზმები, გნომები, ბრძნული გამონათქვამები, ანეკდოტები). ქართულ მწერლობაში ცნობილია რამდენიმე ასეთი კრებული: „სიტყვანი და სწავლანი სამეცნიერონი“, „სიბრძნისაგან მრავალთა ფილოსოფოსთაჲსა“, „სიბრძნისაგან პლატონ ფილოსოფოსისა“ (XI—XII სს), „სწავლანი მრავალთა ფილოსოფოსთანი შვენიერნი“ (XVI—XVII სს), „სიტყვისგება სოგრატისი და სხვათა ფილოსოფოსთა“ (XVIII ს) და სხვა. ზოგი მათგანი შექმნილია ქართული მასალის საფუძველზე, ზოგიც ნათარგმნია ბერძნული ან რუსული ენიდან. ტექსტები გამოკვლევითა და კომენტარებითურთ გამოსცეს ი. ლოლაშვილმა (1969) და ლ. ძოწენიძემ (1978).
|
სელჩუკები, იგივე თურქ-სელჩუკები, ოღუზთა თურქული ტომის ერთ-ერთი შტო იყო, რომლებიც თავდაპირველად ცხოვრობდნენ მდინარე სირდარიის აუზში, შუა აზიაში. XI საუკუნის 30-იან წლებში ღაზნევიდების სახელმწიფოსაგან ვასალური პირობებით მიიღეს მიწები ხორასანში (თანამედროვე ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთი). სელჩუკები აჯანყდნენ ღაზნევიდების წინააღმდეგ და 1040 წელს დაამარცხეს ისინი დანდენაკანთან გამართულ ბრძოლაში. 1038 წელს თოღრულ-ბეგმა მიიღო სულთნის ტიტული და საფუძველი ჩაუყარა სელჩუკთა სახელმწიფოს. მისი მეთაურობით სელჩუკებმა 1040-50 წლებში დაიპყრეს ხორეზმი, ირანი, 1050-იან წლებში - აზერბაიჯანი, ქურთისტანი, ერაყი. ალფ-არსლანის მმართველობის წლებში დაიპყრეს სომხეთი (1064), მანაზკერტთან ბრძოლაში დაამარცხეს ბიზანტია (1071), დაიმორჩილეს მცირე აზია და სხვა ტერიტორიები. სულთან მალიქ-შაჰის დროს სელჩუკთა სახელმწიფომ განსა
...
კითხვის გაგრძელება »
|
მსოფლიო მემკვიდრეობა (ინგლ. World Heritage, ფრანგ. Patrimoine Mondial, ესპ. Patrimonio Mundial) — ბუნებრივი ან ადამიანის მიერ შექმნილი ობიექტები, რომელთა განსაკუთრებული ისტორიული ან ეკოლოგიური ფასეულობის გამო, პრიორიტეტულ ამოცანებად მათი შენახვა და პოპულარიზაცია ითვლება.სექციების სია 1 კრიტერიუმები 1.1 კულტურული კრიტერიუმები 1.2 ბუნებრივი კრიტერიუმები 2 სტატისტიკა 3 მსოფლიო მემკვიდრეობის სია
კრიტერიუმები
მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ხვდებიან მხოლოდ ის ძეგლები, რომლებსაც კომისიის აზრით უნივერსალური მნიშვნელობა აქვთ ისტორიის, ხელოვნებისა და მეცნიერების თვალსაზრისით. არჩევის გადაწყვეტისას გათვალისწინებული იქნება ძეგლის ორიგინალურობა, აუთენტურობა (ისტორიული ნამდვილობა) და მისი ერთიანობა (მთლიანობა). გარდა ამისა ძეგლი უნდა აკმაყოფილებდეს იუნესკოს ერთ ან რამდენიმე კრიტერიუმს ათიდან. 2005 წლის დასა
...
კითხვის გაგრძელება »
|
ჩრდილოეთ ატლანტიკის ხელშეკრულების ორგანიზაცია,
ნატო
, სამხედრო კავშირი შეიქმნა 1949 წლის 4 აპრილს ვაშინგტონში, რომლის დამფუძნებლებად ითვლებიან აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, კანადა, იტალია, პორტუგალია, ნორვეგია, დანია, ისლანდია. ალიანსის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა სსრ კავშირიდან მომავალი სამხედრო საფრთხის მოგერიება ერთიანი ძალებით. მოგვიანებით, ალიანსში 1952 წელს მიიღეს საბერძნეთი და თურქეთი.
1955 მათ შეუერთდა გერმანიის ფედერაციული რესპუ
...
კითხვის გაგრძელება »
|
რუალ ამუნდსენი
(16 ივლისი 1872 - 18 ივნისი 1928) ნორვეგიელი მოგზაური, პოლარეთის მკვლევარი.
დაიბადა ვერვენის გემთსაშენის მფლობელი კაპიტნის ოჯახში. 1890-1892 წლებში სწავლობდა ქალაქ კრისტიანის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. პირველმა გაიარა (1903-1906 წწ) ხომალდით "იოა" ამერიკის ჩრდილოეთ სანაპირო გრენლანდიიდან ალასკამდე (ჩრდილო-დასავლეთ გასასვლელით) და გამოიკვლია კანადის არქტიკული არქიპელაგის რამდენიმე კუნძული . ჩაატარა ანტარქტიკული ექსპედიცია (ხომალდით "ფრამი"), პირველმა მიაღწია სამხრეთ პოლუსს 1911 წლის 14 დეკე
...
კითხვის გაგრძელება »
|
ნორმანები
— სკანდინავიისა და იუტლანდიის ნახევარკუნძულებზე ცხოვრობდნენ. „ნორმანი" სკანდინავიურ ენაზე ჩრდილოეთის ადამიანს ნიშნავს. დასავლეთ ევროპაშიც სკანდინავიელებს ნორმანებს ეძახდნენ, აღმოსავლეთ სლავები კი ნორმანებს „ვარიაგებს" უწოდებდნენ. თვით სკანდინავიაში ნორმანების ლაშქრობების მონაწილეებს ვიკინგებს უწოდებდნენ.
ნორმანები საუკეთესოდ იყვნენ შეიარაღებულნი და მოქნილი სამხედრო სტრატეგიაც ჰქონდათ. შვედური ფოლადით ისინი ამზადებდნენ მაღალხარისხიან ცულებს და მსწრაფმავალ ხომალდებს, რომლებიც 20 - 40 ადამიანისთვის იყო განკუთვნილი და 20 მეტრს აღწევდა. გარდა იალქ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ვიკინგები
- სკანდინავიელი, ნორმანი მეზღვაური მეომრების დასახელება, რომლებიც VIII - XI საუკუნეებში თავს ესხმოდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს და აარსებდნენ კოლონიებს.
ვიკინგები იყვნენ ოჯახში მეორე და მესამე ვაჟები, რომლებსაც მამის ქონება არ ეკუთვნოდათ მემკვიდრეობით და იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ სკანდინავიის ნაპირები და ზღვაში ეძებნათ ბედნიერება. ვიკინგები იყვნენ ისლანდიის და გრენლანდიის პირველი მოსახლეები, ზოგი ცნობებით ისინი ასევე იყვნენ კანადის და ნიუფაუნდლენდის პირველი ევროპელი მოსახლეები.
|
ბზიფის ქედი
— კავკასიონის სამხრეთი გვერდითი ქედი, გამოეყოფა მთავარ წყალგამყოფ ქედს მდინარეების ბზიფისა და ჩხალთის სათავეებთან. მიმართულია ზოგადად დასავლეთისაკენ და ბოლოვდება ბზიფის მარცხენა სანაპიროზე მდინარე გეგის შესართავსა და სოფელ კალდახვარს შორის, უმაღლესი მწვერვალი კაპიშისტრა ანუ ხიმსა (3156 მ).
ბზიფის ქედი იყოფა სამ ნაწილად. აღმოსავლეთი ნაწილი უმაღლესია, აგებულია ბაიოსის პორფირიტული წყებით, დაფარულია ტანამედროვე მცირე მყინვარებით, ძველი გამყინვარების მკაფიო წარმონაქმნებით, შემოსილია ალპური მდელოებით. შუა ნაწილი უდაბლესია, აგებულია იურილი წყებებით, დაფარულია ტყეებით. აქ მდებარეობს უღელტეხილი დოუ და აჭავჭარი. დასავლეთი ნაწი
...
კითხვის გაგრძელება »
|
მღვიმე
— ვრცელი სიღრუე დედამიწის ქერქის ზედა ფენაში, მიწის ზედაპირზე გამოდის ხვრელებით. წარმოიქმნება წყალში ხსნადი ნაპრალოვანი ქანების (კირქვა, დოლომიტი, თაბაშირი და სხვ.) გამოტუტვითა და გადარეცხვით, აგრეთვე სუფოზიური, აბრაზიული, ეოლური და სხვა პროცესების შედეგად.
ყველაზე დიდი ზომის მღვიმეებია კარსტული მღვიმეები. ისინი წარმოქმნიან მრავალკილომეტრიან და მრავალსართულიან რთულ მღვიმურ სისტემებს, რომლებშიც მიწისქვეშა მდინარეები გადის, ზოგჯერ გვხვდება ტბები, ჩანჩქერები, სტალაქტიტები, სტალაგმიტები და სხვა კარსტული ფორმები.
მსოფლიოს უგრძესი მღვიმური სისტემებია: მამონტ-ფლინტ-რიჯი — (გამოკვლეული ნაწილის სიღრმე - 587 კმ) (აშშ), ჰელოხი — 194 კმ (შვეიცარია), ოპტიმისტური —
...
კითხვის გაგრძელება »
|
მიკროპროცესორი
(ბერძ. mikros და ნიშნავს „პატარას") მინიატურული ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანაა, რეალიზებული ერთი ზედიდი ინტეგრალური სქემით. ზესუფთა სილიციუმის ერთ კრისტალზე რთული, მრავალსაფეხურიანი და ზუსტი ტექნოლოგიით დატანილია რამდენიმე მილიონი ტრანზისტორი და სხვა სქემური ელემენტები. აგრეთვე დამაკავშირებელი გამტარები და გარე მოწყობილობების შემაერთებელი წერტილები. მათი ერთობლიობა ქმნის ლოგიკურ ბლოკს: არითმეტიკულ მოწყობილობას, მართვის მოწყობილობას, რეგისტრებს და სხვა. მსოფლიოში სხვადასხვა ფირმების მიერ გამოიშვება სხვადასხვა დანიშნულების ცენტრალური მიკროპროცესორების ტიპები.
აგებულება
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
739
|
დაამატა:
xuco
|
თარიღი:
2011-11-12
|
|
დაიბადა ელექტროტექნიკის ხელსაწყოთა მაღაზიის მფლობელის ოჯახში, ულმში, ბადენ-ვურტემბერგში (შტუტგარტიდან დაახ. 100 კმ-ში), გერმანიაში. მისი მშობლები არა-დენომინაციური ებრაელები იყვნენ. პატარა ალბერტი კათოლიკურ დაწყებით სკოლაში მიაბარეს და ამასთან, დედის დაჟინებით, ვიოლინოს კლასებზეც ატარებდნენ. ამ პერიოდში ის, როგორც მიიჩნევენ, საგნებს ძნელად ითვისებდა, შესაძლოა დისლექსიისა და საერთო სიმორცხვის გამო, ან კიდევ მისი ტვინის არაორდინალური, იშვიათი სტრუქტურის გამო (რაც მისი სიკვდილის შემდეგ დადგინდა). ზოგიერთ მკვლევარის მტკიცებით, მას ასევე შესაძლოა მსუბუქი ფორმის აუტიზმიც ჰქონოდა, თუმცა მეცნიერის სიკვდილის შემდგომ ამ ვარაუდის დადგენა შეუძლებელია.
...
კითხვის გაგრძელება »
|
ლეგენდა რუკის თავისებური ენაა, რომლის დახმარებით რუკის შინაარსის წაკითხვაა შესაძლებელი. რუკაზე ან გეგმაზე სხვადასხვა ობიექტი ან მოვლენა პირობითი აღნიშვნებით გამოისახება, რომელთა მნიშვნელობა რუკის რომელიმე კუთხეში ლეგენდის სახითაა განმარტებული.
სხვადასხვა ტიპის რუკაზე განსხვავებულ პირობით აღნიშვნებს გამოიყენებენ. ისინი შეიძლება იყოს ფართობლივი, ხაზობრივი და მასშტაბგარეშე.
ფართობლივი ნიშნებით დიდი განფენილობის ობიექტების (მაგალითად: კონტინენტები, ზღვები, სახელმწიფოები და სხვ.) კონტურები გამოისახება. ამასთან, იყენებენ როგორც შეფერადების, ისე დაშტრიხვის ხერხს.
ხაზობრივი ნიშნებით ისეთი ობიექტებს ან მოვლენებს გამოსახავენ, რომლებიც ხაზობრივი გავრცელებით ხასიათდებიან. მაგალითად, მდინარეებს, ზღვებს, გზებს, მილსადენებს, საზღვრებს და სხვა. ხაზობრივ ნიშნების ცალკე ჯგუფს იზოხაზები ქმნიან.
იზოხაზები თანაბარი რიცხვირი მაჩვენე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გლობუსი
(ლათ. Globus — სფერო), დედამიწის დაუმახინჯებელი კარტოგრაფიული გამოსახულება სფეროზე; დედამიწის მოდელი, რომელსაც ყველა მიმართულებით სიგრძეებისა და ფართობების ერთი და იგივე მასშტაბი აქვს. პირველი
...
კითხვის გაგრძელება »
|
monaლიზა (აგრეთვე ცნობილი როგორც ჯოკონდა) — ლეონარდო და ვინჩის პორტრეტი, რომელიც შექმნილია დაახლოებით 1503 წელს. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატია ხელოვნების დარგში. მიეკუთვნება აღორძინების პერიოდს. გამოფენილია ლუვრში (პარიზი, საფრანგეთი). ლეონარდო და ვინჩის არც ერთ ნახატში არ არის ასეთი სივრცის სიღრმე, როგორც „მონა ლიზაში"."მონა ლიზამ" მოიპოვა მსოფლიო აღიარება არა მარტო ლეონარდოს ხარისხიანი შესრულების გამო, რაც აოცებს მხატვრობის არაპროფესიონალ მოყვარულებსა და პროფესიონალებს. ნახატი წლების განმავლობაში შეისწავლებოდა ისტორიკოსების მიერ და უამრავ ასლს აკეთებდნენ მხატვრები, მაგრამ იგი დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ხელოვანთა რიგებში იქნებოდა ცნობილი რომ არა მისი გამორჩეული ისტორია.1911 წელს ნახატი მოპარულ იქნა და მისი პოვნა მხოლოდ 3 წლის შემდეგ მოხერხდა. იგი დაუბრუნდა მუზეუმს. ამ 3 წლ
...
კითხვის გაგრძელება »
|
იხვები, ბატისნაირთა რიგის ფრინველთა რამდენიმე გვარი. გაერთიანებული არიან იხვისებრთა ოჯახში. ფართოდ არიან გავრცელებული ყველა კონტინენტზე, გარდა ანტარქტიდისა. იხვები იყოფა 3 ჯგუფად: ნამდვილი იხვები, ყვინთიები და ბატასინები. საშუალო და დიდი ზომის ფრინველებია. კარგად ცურავენ და ფრენ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გედები
(Cygnus), ფრინველები იხვისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 180 სმ აღწევს, წონა 13 კგ. აქვთ გრძელი კისერი. კარგად ფრენენ და ცურავენ, ცუდად დადიან და ვერ ყვინთავენ. გედების 6 სახეობა გაერთიანებულია 2 გვარში: Cygnus და Chenopsis პირველი მოიცავს 5 სახეობას, რომლებიც გავრცელე
...
კითხვის გაგრძელება »
|
დანაშაულის ცნება განსაზღვრულია საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი „სისხლის სამართლის კოდექსი“. აღნიშნული კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ე. ი. „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული მარლთსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
ქმედება რომლისთვისაც პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, აუცილებლად სისხლის სამართლის კოდექსში უნდა იყოს ასახული. ამასთანავე, პირის დამნაშავედ ცნობა მხოლოდ, სასამართლოს პრეროგატივაა.
თვით ქმედება მოიცავს, როგორც მოქმედებას (მაგ: მკვლელობა), აგრეთვე უმოქმედობას (მაგ: დაუხმარებლობა, მკვლელობა უმოქმედობით) ქმედება მარლთსაწინააღმდეგოა, თუ ის ეწინააღმდეგება კანონს და აგრეთვე, საზოგადოებაში დამკვიდრებულ კულტურულ ნორმებს. ბრალი მოსამართლის მიერ პირის ინდივიდუალური გაკიცხვაა, მის მიერ ჩადენილი მარლთსაწინააღმდეგო ქმედებისთვის. იმისათვის, რათა სახეზე იყოს
...
კითხვის გაგრძელება »
|
გველგესლები
(Viperinae), შხამიანი გველების ქვეოჯახი გველგესლასებრნთა ოჯახისა. აქვთ მოკლე, მოძრავად შესახსრებული ზედა ყბის ძვალი და მის წინა კიდეზე ერთი ან ორი დიდი კბილი, რომელთა მილები შხამიან ჯირკვლებს უკავშირდება. უმრავლესობის თვალის გუგა ვერტიკალურია. სუნთქვის ორგანოა ე. წ. ტრაქეული ფილტვი. ცნობილია გველგესლასებრთ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ავსტრია: Polizei აზერბაიჯანი: Polis ალბანეთი: Polici არაბული ქვექნები:شُرْطة [ʃurṭa]/[შურტ.ა] სომხეთი: Ոստիկանություն [vostikanutʰjún]/[ვოსტიკანუტʰჲუნ] ბელარუსი: Мiлiцыя ბულგარეთი: Полиция ბრაზილია: Polícia გაერთიანებული სამეფო: Police უნგრეთი: Rendőrség [რენდიოːრშეːგ] ვიეტნამი: Công an გალისია: Policía გერმანია: Polizei საბერძნეთი: Αστυνομία [ასტინომია] საქართველო: პოლიცია დანია: Politi ისრაელი: משטרת ישראל [miʃtéret Jisraél]/[მიშტერეტ ჲისრაელ] ინდოეთი: पुलिस [Pulisa] ინდონეზია: Polisi ირანი: پلیس [pʰolîs] ირლანდია: An Garda Síochána ისლანდია: Lögregla ესპანეთი: Policía იტალია: Polizia ყაზახეთი: Полиция ჩინეთი: 警察 [ძინჩა] კორეა: 경찰 [კიონჩჰალ] ლატვია: Policija
...
კითხვის გაგრძელება »
|
არაგვი — მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, ყაზბეგის, დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში. სიგრძე 112 კმ, აუზის ფართობი 2724 კმ2. არაგვის სისტემას ქმნის მდინარეები - მთიულეთის (თეთრი) არაგვი, გუდამაყრის (შავი) არაგვი, ხევსურეთის არაგვი და ფშავის არაგვი. მთავარია არაგვი, რომელიც იწყება ყელის ვულკანური მთიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. არაგვი ზემო და შუა დინებაში მთის მდინარეა, ქვემო დინებით მუხრან-საგურამოს ვაკეზე იშლება. შესართავთან კვეთს სხალტბისა და საგურამოს ქედებს. ქ. მცხეთასთან ერთვის მტკვარს მარცხენა მხრიდან.
არაგვი საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის, აგრეთვე მყივნარებისა და მარადიული თოვლის წყლით. მიწისქვეშა წყალი მდინარის სხვადასხვა ნაწილში წლიური ჩამონადენის 40-70% შეადგენს, წვიმისა და თოვლის წყალი კი - ცალ-ცალკე 16-იდან 30%-მდე აღწევს. წყალდიდობა იწყება გაზაფხულზე და შუა აგვისტო
...
კითხვის გაგრძელება »
|
ზღვისგველისებრნი
(Hydrophiidae) შხამიანი გველების ოჯახი, შეიცავს 16 გვარს 50-მდე სახეობით. მათი სხეულის სიგრძე 2,7 მ. აღწევს. გავრცელებულნი არიან ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების ტროპიკულ წყლებში. კარგად ეგუებიან წყლის გარემოს. აქვთ გვერდებზე შებრტყელებული კუდი, სარქველებიანი ნესტოები. პირის ღრუს ლორწოვანი გარსი მდიდარია სისხლძარღვებით და დამატებითი სუნთქვის
...
კითხვის გაგრძელება »
|
აკაკი წერეთელი (დ. 21 ივნისი, 1840, სოფ. სხვიტორი, ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი - გ. 8 თებერვალი, 1915, იქვე), დიდი ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.
დაიბადა ზემო იმერეთის შეძლებული თავადის როსტომ წერეთლის ოჯახში. დედა - ეკატერინე აბაშიძე - იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შვილიშვილის შვილი იყო. წერეთელმა ბავშვობის წლები სოფ. სავანეში, გლეხის ოჯახში, ძიძასთან გაატარა.
ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, 1859 წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860 წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა ― "საიდუმლო ბარათი", რომელიც იმთავითვე სიმღერადაც გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს ფართო პოპულარობა მოუტანა.
მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, აკაკი წერეთე
...
კითხვის გაგრძელება »
|
ზღვის გოჭი
(Cavia porcellus), გვინეური ზღვის გოჭი, ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. მისი უკუდო სხეული 35 სმ აღწევს. უკანა თათზე 3 თითი აქვს, წინაზე - 4, ზურგი - მოყავისფრო-რუხია. ცხოვრობს პერუს მთისწინების ღია ადგილებში. ბინადრობს სოროებში პატარ-პატარა ჯგუფებად. წელიწადში 2-ჯერ შობს 1-4 ნაშიერს. ზღვის გოჭი (ან მისი ახლობელი სახეობა) სახორცედ მოაშინაურეს ინკებმა. ევროპაში შემოყვანილია XVI
...
კითხვის გაგრძელება »
|
მწერები (Insecta), უხერხემლო ცხოველების კლასი ფეხსახსრიანთა ტიპისა. მწერების სხეული დაფარულია ქიტოვანი კუტიკულით, რომელიც ქმნის გარეთა ჩონჩხს და დაყოფილია 3 ნაწილად: თავი, მკერდი და მუცელი. თავზე 4 წყვილ კიდურია, რომელთაგან ერთი წყვილი ულვაში ანუ ანტენაა. არსებობს ჯაგრისებრი, ძაფისებრი გურზისებრი, ხერხისებრი, სავარცხლისებრი, ფირფიტისებრი და სხვა ულვაშები.
მწერებს აქვთ მღრღნელი (ახასიათებთ სწორფრთიანებს, ხეშეშფრთიანებს ანუ ხოჭოებს და სხვა) ან მწუწნავი (ახასიათებთ ქერცლფრტიანებს ანუ პეპლებს, ბუზებს) პირის აპარატი. არსებობს აგრეთვე მჩხვლეტ-საწუწნი (მაწუხელები) და სხვა პირის აპარატი. თავზე მოთავსებული აქვთ თვალები — რთული, ფასეტური და მარტივი. მწერების მკერდი შედგება 3 სეგმენრისაგან (წინა, შუა და უკანა). მკერდიდან გამოდის მუცლის მხარეზე 3 წყვილი ფეხი, ზურგის მხარეზე — 2 წყვილი ფრთა. ფეხები შეიძლება იყო
...
კითხვის გაგრძელება »
|
ფაუნა
(ლათ. fauna - ტყეებისა და ველების ქალღმერთი; ცხოველთა ჯოგების მფარველი) — ცხოველთა სახეობების ისტორიულად ჩამოყალიბებული ერთობლიობა ამა თუ იმ ტერიტორიაზე. წარმოშობის მხრივ, ფაუნა ერთიან და ერთგვაროვან სისტემას არ წარმოადგენს.
ისტროიული განვითარების პროცესში იგი ყალიბდება სხვადასხვა წარმოშობის ცხოველთა ჯგუფებისაგან - ფაუნისტური კომპლექსებისაგან. თითოეულ ფაუნაში არჩევენ ე.წ. აბორიგენბს ანუ ცხოველებს, რომლებიც განვითარდნენ ადგილზე, და იმიგრანტებს, რომლებიც მოცემულ ტერიტორიაზე სხვა ადგილებიდან გადმოსახლდნენ.
ფაუნისტური კომპლექსების წარმოშობის დადგენა რთული ამოცანაა,
...
კითხვის გაგრძელება »
|
ფარნავაზი — იბერიის პირველი მეფე. ძვ. წ. III საუკუნეში. მას ტრადიციისამებრ უკავშირებენ ქართული დამწერლობის შექმნას. საქართველოს პირველი გამაერთიანებელი; ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელი.
ფარნავაზიანთა დინასტიის ფუძემდებელი. იყო ”მცხეთის მამასახლისთა” შთამომავალი. ძვ. წ. 329 წელს აუჯანყდა იბერიის სპარსელ სატრაპ მითრანეს[საჭიროებს წყაროს მითითებას] და იბერიას დამოუკიდებლობა მოუპოვა. 328 წელს იგი ესტუმრა შუა აზიაში მყოფ ალექსანდრე მაკედონელს და თავისი მეფობის ლეგიტიმაცია მოახერხა.[საჭიროებს წყაროს მითითებას] დაახლ. ძვ. წ. 320 წლისთვის ფარნავაზმა დაიმორჩილა კოლხეთის სამეფო და პირველად ისტორიაში გააერთიანა საქართველო. ფარნავაზს მიეწერება რიგი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებებისა, კერძოდ: მან დაყო საქართველო სამთავროებად (ეგრისის, არგვეთის, ოძრხის, კლარჯეთის, წუნდის, სამშვილდის, ხუნანის,
...
კითხვის გაგრძელება »
|
წრეწირი
ჩაკეტილი ბრტყელი წირი, რომლის ყველა წერტილი ერთი და იმავე მანძილითაა დაშორებული მოცემული წერტილიდან (წრის ცენტრი), ამასთან ეს წერტილი მდებარეობა იმავე სიბრტყეში, რომელშიც მდებარეობს წირი. R მონაკვეთს, რომელიც აერთიანებს წრეწირის ცენტრს მის ნებისმიერ წერტილთან, ეწოდება წრეწირის რადიუსი. წრეწირის სიგრძის ფარდობა მის დიამეტრთან მუდმივი სიდიდე და აღინიშნება π ასოთი, π=3,14159..., მისი სიგრძე განისაზღვრება ფორმულით : .
|
ვარიაგები (ბერძნ. Βάραγγοι, Βαριάγοι, Várangoi, უკრ., რუს. Варяги ) სკანდინავიის მცხოვრებთა ძველი რუსული სახელწოდება, წარმოდგება ძველი სკანდინავიური სახელისაგან vaeringiar - ნორმანი მეომრები, რომლებიც ბიზანტიის ჯარში მსახურობდნენ. აქედან გავრცელდა არაბულში და ქართულში („ვარანგ“), სომხურში („ვრანგ“) და ა. შ. XVIII საუკუნემდე რუსები ბალტიის ზღვასაც ვარიაგთა ზღვას უწოდებდნენ. რუსული ისტორიულ წყაროებში პირველად იხსენიებენ „გარდასულ დროთა მოთხრობაში“, სადაც მემატიანე რუსული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას უკავშირებს ვარიაგთა მოწვევას ნოვგოროდში; ამ ლეგენდის საფუძველზე XVIII საუკუნეში შეიქმნა ანტიმეცნიერული ნორმანული თეორია რუსული სახელმწიფოს დაარსების შესახებ. IX-XI საუკუნეებში შინაფეოდალური ომების დროს რუსი მთავრები ხშირად იწვევდნენ ვარიაგთა რაზმებს დამხმარე ძალად. სკანდინაველ ვა
...
კითხვის გაგრძელება »
|
განჯა
– ისტორიულად ირანის (სპარსეთის) მნიშვნელოვანი ქალაქი, ამჟამად აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქია.
ქალაქის სახელი
მას ერქვა ელიზავეტპოლი რუსეთის იმპერიის პერიოდში. შემდეგდაიბრუნა ძველი სახელი და 1920–1935 წლებში განჯა ერქვა. მისი სახელი კიდევ შეიცვალა და დაერქვა კიროვაბადი, რომელიც 1935 დან 1991 წლამდე ერქვა. საბოლოოდ მისი სახელი საბჭოთა კავშირიდან გამოსვლისას შეიცვალა და 1991 წლიდან დღემდე განჯა ჰქვია. ქალაქის დაარსების თარიღად მიიჩნევენ ჩვ.წ.-ის V საუკუნეს. სახელის „განჯა" ეტიმ
...
კითხვის გაგრძელება »
|
XIX საუკუნის გერმანელმა მწერალმა და ლიტერატურათმცოდნემ გუსტავ ფრაიტაგმა არისტოტელისეული კლასიკური დრამის კვლევის საფუძველზე შეიმუშავა და 1863 წელს გამოაქვეყნა დრამის აგების თეორია, რომელიც დრამის თეორიაში ცნობილია როგორც დრამის პირამიდალური აგების პრინციპი („der pyramidale Bau des Dramas“). ამ პრინციპს სხვაგვარად დრამის ფრაიტაგისეულ აგებულებასაც უწოდებენ. 1863 წელს გამოცემულ ამ წიგნმა, რომლის სათაური იყო „დრამის ტექნიკა“, მრავალათეულ გამოცემას გაუძლო და დღემდე რჩება ერთ–ერთ მნიშვნელოვან სახელმძღვანელოდ დრამის არამარტო შემსწავლელთათვის, არამედ ლიტერატურისა და სასცენო ხელოვნების ა) იგი მოიცავს მოქმედების, დროისა და ადგილის ერთობლიობას.
ბ) ყოველი სცენა ნაწილია 5 აქტად (ან მოქმედებად) დაყოფილი, დროში მჭიდროდ შემოსაზღვრული და ერთ ადგილთან დაკავშირებული სცენების (გამოსვლების) ერთობლიობისა.
გ) 5-ვე აქტი წარმოადგენს ინტრიგაში (ა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გომბორის ქედი, ცივ-გომბორის ქედი, კავკასიონის მთათა სისტემასთან დაკავშირებული ქედი; შახვეტილას მთასთან ებმის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ ტოტს — კახეთის ქედს. მიმართულია ჩრდილოეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. სიგრძე 107 კმ. უმაღლესი მწვერვალი ცივი (1991 მ). აგებულია ძირითადად ცარცული და მესამეული ასაკის დანალექი წყებებით. წარმოადგენს მდინარეების ალაზნისა და ივრის წყალგამყოფს. ჩრდილოეთ კალთაზე ჩაჭრილია მდინარეების ორვილის, ხოდაშნისხევის, თურდოს, კისისხევის, ვანთისხევის, ჭერემისხევის, ფაფრისხევის, ხოლო სამხრეთ კალთაზე — გომბორის, ლაფიანხევისა და სხვა ხეობები. დამახასიათებელია მეწყრები
...
კითხვის გაგრძელება »
|
გირვანქა სტერლინგი
(ინგლ. pound sterling) — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ფულის ერთეული. 1 ფუნტი = 100 პენსს. სიმბოლო: £ (ლათ. Libra — ფუნტი). მიმოქცევაშია 5, 10, 20, 50 ფუნტის დენომინაციის ბანკნოტები, მონეტები 1/2 (თითქმის არ გვხვდება), 1, 2, 5, 10, 20, 50 პენსი, 1, 2, ფუნტი. ბრიტანეთის შემადგენელი ცალკეული ტერიტორიები (შოტლანდია, ოლსტერი, უელსი და ა. შ.) ბანკნოტებს საკუთარი დიზაინით ბეჭდავენ.
|
გულრიფში — დაბა,
გულრიფშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი აფხაზეთში. მდებარეობს შავი ზღვის პირას, სამურზაყანოს დაბლობზე, სოხუმიდან 10 კმ-ის მანძილზე.
დაბის სტატუსი მიენიჭა 1975 წელს. გულრიფში საზღვაო კლიმატური კურორტია. აქ კლიმატი ნესტიანი სუბტროპიკულია, რბილი ზამთრით (იანვრის საშუალო ტემპერატურა 6 გრადუსი) და ძალიან თბილი ზაფხულით (ივლისის საშუალო ტემპერატურა 24 გრადუსი). ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენს 1460 მმ-ს. დაბაში არის ადმინისტრაციული, განათლების, კულტურის და ჯანდაცვის (სანატორიუმები, პანსიონატები) ობიექტები.
|
ჯარი იგივეა რაც
არმია
. ჯარი კრებითი სახელწოდება სახელმწიფოს შეიარაღებული ძალებისა, რომელიც აერთიანებს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სამხედრო ძალებს (ჯარებს). ჯარის უმთავრეს დანიშნულებას წარმოადგენს შეიარაღებული ბრძოლის წარმოება სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. ჯარი ემორჩილება უმაღლეს მთავარსარდალს, რომელსაც უმრავლეს შემთხვევაში წარმოადგენს ქვეყნის მეთაური. ჯარის მმართველობის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს გენერალური შტაბი, რომელიც უფლებამოსილია შეიმუშავოს ოპერაციის (ბრძოლის) გეგმა და უხელმძღვანელოს მის წარმოებას დაქვემდებარებული შტაბების საშუალებით.
|
ჯორჯ ლუკასის კომპანიამ LucasFilm რამოდენიმე ახალი დომენური სახელი დაარეგისტრირა. დასახელებიდან გამომდინარე მათ პირდაპირი კავშირი აქვთ ცნობილ საგასთან ვარსკვლავური ომები.
როგორც იუწყება რესურსი Eurogamer კომპანიის მფლობელობაშია ახალი მისამართები StarWarsIdentities.com, sw-id.com და StarWarsIdentites.com. რა დატვირთვის მატარებელია სიტყვა ‘Identities’ ჯერჯერობით გაუგებარია. კომპანია LucasArts-ის ქვეგანყოფილება, რომელიც პასუხისმგებელია ვიდეოთამაშების შექმნაზე აცხადებს, რომ პროექტს არ აქვს კავშირი თამაშების ინდუსტრიასთან. თავად LucasArts სტუდიაში ჯერჯერობით თავს იკავაბენ კომენტარებისგან. სავსებით შესაძლებელია, რომ საქმე ეხება ახალ ანიმაციურ პროექტს, თუმცა სრული სახელი უფრო მიუთითებს ერთგვარ სო
...
კითხვის გაგრძელება »
|
მეცნიერება მეტ-ნაკლები დამაჯერებლობით ცდილობს ახსნას სამყაროში მომხდარი თუ არსებული პარადოქსები და სასწაულები. მეცნიერების სწრაფმა განვითარებამ XX ს. საშუალება მოგვცა ადამიანური წარმოსახვის დონეზე ჩავწვდომოდით ბიბლიურ მტკიცებულებებს. XX ს. კაცობრიობამ დაიწყო კოლოსალური მნიშვნელობის აღმოჩენათა სერია: მეცნიერებამ დაამტკიცდა სამყაროს წარმოშობის ბიბილური ვერსია "დიდი აფეთქების თეორიის” სახით; მოხდა ქრისტეს კვართის ე.წ. ტურინის სუდარის აუტენტიფიკაცია და ა.შ. მიუხედავათ ამისა, მეცნიერება ვერ ხსნიდა ქრისტესა და წმინდანების ერთ-ერთი სასწაულის – წყალზე სიარულის ფენომენს. რამოდენიმე ხნის წინ თანამედროვე მეცნიერება დაინტერესდა წყლით და დაიწყო მისი გამოკვლევა უახლესი ტექნოლოგიებით. ამ გამოკვლევებმა, რომლებიც პარალელურად რამოდენიმე ქვეყანაში ტარდება, საოცარი შედეგები გვიჩვენეს…
მიუ
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
რელიგია
|
ნანახია:
902
|
დაამატა:
xuco
|
თარიღი:
2011-11-12
|
|
10 წამია რაც გაგიცანი 9 წამი არის რაც გავიხარე 8 არის წამი ვიგრძენი ტანი 7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე 6 გავიდა -წამება ექვსი 5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი 4 უაზრო უშენო წამი 3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი 2 წამში ხდება შეტევა გულის 1 წამში სკდება გულის ფიცარი 10 წამია რაც გაგიცანი საუკუნეა რაც შეგიყვარე
კატეგორია:
პოეზია
|
ნანახია:
803
|
დაამატა:
xuco
|
თარიღი:
2011-11-12
|
|
კვლავ ცივი დეკემბერია, კვლავ გაიხადა ტყემ, კვლავ ირგვლივ ნაცრისფერია, მაგრამ… იმატა დღემ.
ისევ მაკივლებს შაკიკი, ისევ წამერთვა ხმა, ისევ არა მაქვს კაპიკი, მაგრამ… არ მცვივა თმა.
თუმცა მებმევა ენა, თუმცა მაკლია თვალს, თუმცა არა მაქვს სმენა… მაინც მოვწონვარ ქალს.
თუმცა მარტო ვარ მუდამ და თუმცა დავუთმე მტერს, თუმცა ცრემლები მგუდავდა, ლექსი ხო მაინც მწერს.
კატეგორია:
პოეზია
|
ნანახია:
829
|
დაამატა:
xuco
|
თარიღი:
2011-11-12
|
|
როგორ აკოცა უფალს ლოყაზე
?! - ცოტათი მაინც მორიდებოდა . . . მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი , მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.
არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . . იცის მოკლავენ , განა შტერია. ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის ?! - თავის სიმცირეს ვერ მოერია . . .
ისტორიაში დარჩა იუდა ! -დღესაც აქ არის არ გაიგუდა . . .
კატეგორია:
პოეზია
|
ნანახია:
752
|
დაამატა:
xuco
|
თარიღი:
2011-11-12
|
|
მე შენში მიყვარს ღმერთი ! შენ , რა იპოვე ჩემში ?! შენ – წმინდა სანთლის ღვენთი. მე – გაფანტული ხრეში.
მე შენში მიყვარს ღმერთი ! შენში ის თავს გრძნობს კარგად. ჩემში კი სველი დენთი - აღარ ღირს დროის კარგვად.
მე შენში მიყვარს ღმერთი ! ტერფებთან გინთებ სანთლებს . . . და თუ ასეა – წვეთი , ნამუსი მაინც მმართებს . .
კატეგორია:
პოეზია
|
ნანახია:
781
|
დაამატა:
xuco
|
თარიღი:
2011-11-12
|
|
მაია - მესოამერიკული ცივილიზაცია, ცნობილი ამ ცივილიზაციათა შორის ყველაზე განვითარებული და დახვეწილი დამწერლობით, ასევე ხელოვნებით, არქიტექტურით, საოცრად დიდი მათემატიკური და ასტრონომიული ცოდნით. მიუხედავად იმისა, რომ ცივილიზაცია არსებობდა პრეკლასიკურ პერიოდში, განვითარების პიკს მიაღწია კლასიკურ პერიოდში (დაახ. ჩვ. წ. 250-900 წწ.) და განაგრძობდა არსებობას პოსტკლასიკურ პერიოდში, ესპანელთა მიერ იუკატანის ნ/კ-ს დაპყრობამდე. განვითარების აპოგეაში მაია წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ კულტურის მქონე, მჭიდროდ დასახლებულ საზოგადოებას. რასაკვირველია, მაიას საზოგადოებასა და მესოამერიკის სხვა ცივილიზაციათა შორის არსებობდა გარკვეული კულტურული და რელიგიური მსგავსება. დამწერლობის, ეპიგრაფიის, კალენდრის
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
833
|
დაამატა:
xuco
|
თარიღი:
2011-11-12
|
|
სურათების გამოფენაზე
ჭიჭიკია მივა სურათების გამოფენაზე და ბიჭიკიას ეუბნება ეუბნება:
-ახალგაზრდავ ეს რა სურათია? -ძროხა ძოვს ბალახს! -ბალახი სად არის? -ძროხამ შეჭამა! -ძროხა სად არის?
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
სასაცილო
|
ნანახია:
802
|
დაამატა:
xuco
|
თარიღი:
2011-11-12
|
|
კატეგორია:
სასაცილო
|
ნანახია:
718
|
დაამატა:
xuco
|
თარიღი:
2011-11-12
|
|
კატეგორია:
სასაცილო
|
ნანახია:
625
|
დაამატა:
xuco
|
თარიღი:
2011-11-12
|
|
კატეგორია:
სასაცილო
|
ნანახია:
745
|
დაამატა:
xuco
|
თარიღი:
2011-11-12
|
|
კატეგორია:
სასაცილო
|
ნანახია:
695
|
დაამატა:
xuco
|
თარიღი:
2011-11-12
|
|
პოპულარულმა ბრიტანულმა გაზეთმა The Sun-მა გამოაქვეყნა დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის კვლევები. მკვლევარებმა გამოკითხეს მდედრობითი და მამრობითი სქესის წარმომადგენლები და გაირკვა, რომ მამაკაცების სიზმრების 19%, ხოლო ქალების 30% კოშმარია. შემდეგ ამ ადამიანებმა ფსიქოლოგებთან ერთად ახსნეს, თუ რატომ ხედავენ ქალები უფრო მეტ კოშმარს, ვიდრე მამაკაცები.
ქალებს უფრო მეტად ველური სიზმრები ესიზმრებათ, რაც შესაძლებელია მათი ჰორმონების ბრალი იყოს, რადგან ყოველთვიურად სხეულის ტემპერატურის მატება და განვითარების ციკლის პერიოდული ზრდა იწვევს უფრო ნათელ, ექსტრავაგანტულ ოცნებებსა და სიზმრებს – აცხადებს დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის რექტორი.
კოშმარმა თქვენ შეიძლება საგონებელში ჩაგადაგდოთ და უკვე გამოფხიზლებულებმა იკით
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
მეცნიერება
|
ნანახია:
703
|
დაამატა:
xuco
|
თარიღი:
2011-11-12
|
|
1990 წელს წიგნის ავტორი, ჯოან როულინგი, თავის მეგობართან ერთად საცხოვრებლად გადადიოდა მანჩესტერში. მისივე თქმით, ახალი ბინის ერთკვირიანი ძიების შემდეგ იგი ბრუნდებოდა ლონდონში და სწორედ მატარებელში მოიგონა პოტერის ისტორია. იმავე საღამოს ჯოანმა დაიწყო ფილოსოფიური ქვის წერა და, მიუხედავად იმისა, რომ პირველ გვერდებს ჩამოყალიბებული ხასიათი არ ჰქონდა, შემდეგმა მოვლენებმა, კერძოდ კი როულინგის დედის გარდაცვალებამ თავისი გავლენა იქონია ჰარის ბედზეც. 1996 წლისათვის წიგნი დასრულებული იყო და გამოცემული იქნა 1997 წელს. 1981 წლის 1 ნოემბერი. პროფესორი ალბუს დამბლდორი და პროფესორი მინერვა მაკგონაგელი ერთმანეთს ხვდებიან ნომერ 4 სახლთან, ლიტლ უინგინგში, სურეის საგრაფოში. ისინი საუბრობენ ჯადოსნურ სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე. ვოლდემორტი, ყველა დროის ყველაზე ძლიერი და ბოროტი ჯადოქარი, დამარცხებულია. მაგრამ მან ასევე შეიწირა ლილი და ჯეიმზ პოტერები. მათი შვილი, ჰარი, გად
...
კითხვის გაგრძელება »
| |
|
|
|