პარასკევი, 2024-12-27, 10:22 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 12 » ნორმანები
8:06 PM
ნორმანები

ნორმანები — სკანდინავიისა და იუტლანდიის ნახევარკუნძულებზე ცხოვრობდნენ. „ნორმანი" სკანდინავიურ ენაზე ჩრდილოეთის ადამიანს ნიშნავს. დასავლეთ ევროპაშიც სკანდინავიელებს ნორმანებს ეძახდნენ, აღმოსავლეთ სლავები კი ნორმანებს „ვარიაგებს" უწოდებდნენ. თვით სკანდინავიაში ნორმანების ლაშქრობების მონაწილეებს ვიკინგებს უწოდებდნენ.

ნორმანები საუკეთესოდ იყვნენ შეიარაღებულნი და მოქნილი სამხედრო სტრატეგიაც ჰქონდათ. შვედური ფოლადით ისინი ამზადებდნენ მაღალხარისხიან ცულებს და მსწრაფმავალ ხომალდებს, რომლებიც 20 - 40 ადამიანისთვის იყო განკუთვნილი და 20 მეტრს აღწევდა. გარდა იალქნიანი ანძისა, ხომალდს ჰქონდა ნიჩბებიც. ამ ხომალდით ნორმანებმა მიაღწიეს კუნძულ ისლანდიას და გრენლანდიის სამხრეთ ნაწილს. 1003 წელს კი ჩრდილოეთ ამერიკას. მაგრამ ცივ კლიმატს მიჩვეულმა ნორმანებმა აქ ფეხი ვერ მოიკიდეს და XIII საუკუნეში ეს გენიალური აღმოჩენა მიივიწყეს.

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 933 | დაამატა: xuco | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz