ზღვისგველისებრნი
(Hydrophiidae) შხამიანი გველების ოჯახი, შეიცავს 16 გვარს 50-მდე სახეობით. მათი სხეულის სიგრძე 2,7 მ. აღწევს. გავრცელებულნი არიან ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების ტროპიკულ წყლებში. კარგად ეგუებიან წყლის გარემოს. აქვთ გვერდებზე შებრტყელებული კუდი, სარქველებიანი ნესტოები. პირის ღრუს ლორწოვანი გარსი მდიდარია სისხლძარღვებით და დამატებითი სუნთქვის ორგანოს წარმოადგენს. აქვთ ღარიანი შხამიანი კბილები. შხამი ძლიერ ტოქსიკურია. შობენ ცოცხალ ნაშიერს. იკვებებიან ძირითადად თევზებით.
ამჟამად მეცნიერები ზღვის გველებს ასპიტისებრთა ოჯახში აერთიანებენ.
|