პარასკევი, 2024-12-27, 11:17 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 12 » არაგვი
7:36 PM
არაგვი


არაგვი — მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, ყაზბეგის, დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში. სიგრძე 112 კმ, აუზის ფართობი 2724 კმ2. არაგვის სისტემას ქმნის მდინარეები - მთიულეთის (თეთრი) არაგვი, გუდამაყრის (შავი) არაგვი, ხევსურეთის არაგვი და ფშავის არაგვი. მთავარია არაგვი, რომელიც იწყება ყელის ვულკანური მთიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. არაგვი ზემო და შუა დინებაში მთის მდინარეა, ქვემო დინებით მუხრან-საგურამოს ვაკეზე იშლება. შესართავთან კვეთს სხალტბისა და საგურამოს ქედებს. ქ. მცხეთასთან ერთვის მტკვარს მარცხენა მხრიდან.

არაგვი საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის, აგრეთვე მყივნარებისა და მარადიული თოვლის წყლით. მიწისქვეშა წყალი მდინარის სხვადასხვა ნაწილში წლიური ჩამონადენის 40-70% შეადგენს, წვიმისა და თოვლის წყალი კი - ცალ-ცალკე 16-იდან 30%-მდე აღწევს. წყალდიდობა იწყება გაზაფხულზე და შუა აგვისტომდე გრძელდება. შემოდგომაზე ხშირია წყალმოვარდნა. ზამთარში წყალმცირეა. არაგვის ნადენის 39,3% შეადგენს, ზაფხულში - 30,8%, შემოდგომაზე - 19,5%, ზამთარში - 10,4%. არ იყინება.

არაგვს მტკვარში წლიურად 1,5 მლრდ.მ3 წყალი შეაქვს. იყენებენ მუხრან-საგურამოს ვაკის სარწყავად. არაგვის ქვემო დინების ფარგლებში გამოედინება ბულაჩაურის, ნატახტრისა და საგურამოს წყაროები, რომლებიც ქ. თბილისს სასმელი წყლით ამარაგებს. არაგვის ხეობაში გადის საქართველოს სამხედრო გზა.

მდინარე არაგვის სავარაუდო უცხოური სახელწოდებაა პელორი: მომდინარეობს ბერძნული ზმნისგან - pelo - ვმოძრაობ, მივისწრაფი. მოიხსენიებს II-III საუკუნეების ბერძენი ისტორიკოსი დიონ კასიუსი ძვ. წ. 65 იბერიაში რომაელთა ლაშქრობასთან დაკავშირებით (იხილეთ პომპეუსის ლაშქრობა საქართველოში).
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 806 | დაამატა: Capitan | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz