განჯა
– ისტორიულად ირანის (სპარსეთის) მნიშვნელოვანი ქალაქი, ამჟამად აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქია.
ქალაქის სახელი
მას ერქვა ელიზავეტპოლი რუსეთის იმპერიის პერიოდში. შემდეგდაიბრუნა ძველი სახელი და 1920–1935 წლებში განჯა ერქვა. მისი სახელი კიდევ შეიცვალა და დაერქვა კიროვაბადი, რომელიც 1935 დან 1991 წლამდე ერქვა. საბოლოოდ მისი სახელი საბჭოთა კავშირიდან გამოსვლისას შეიცვალა და 1991 წლიდან დღემდე განჯა ჰქვია. ქალაქის დაარსების თარიღად მიიჩნევენ ჩვ.წ.-ის V საუკუნეს. სახელის „განჯა" ეტიმოლოგიად მიიჩნევენ სპარსულ სიტყვას განჯ (گنج: „განძი"), ან თურქულ სიტყვას genç („ახალგაზრდა"). პირველი თეორია უფრო სიმართლესთან მიახლოებულად ითვლება, ვინაიდან ის რამდენიმე ძველ წყაროშია ამგვარად მოხსენიებული. ასევე ამ თეორიის მხარდამჭერთა მტკიცებით ქალაქი ამ ადგილას გაცილებით ადრე არსებობდა რეგიონში ისლამის შემოსვლამდე.
1139 წლის მიწისძვრისა და 1231 წლის მონღოლთა შემოსევის შემდეგ განჯის ხალხი ეკონომიკურ და კულტურულ დაქვეითებას განიცდის. ქალაქი ხელახლა აყვავდა სეფიანთა დინასტიის გამეფების პერიოდში. მცირე ხნის განმავლობაში განჯას აბასაბადი ერქვა შაჰ აბას I-ის პატივსაცემად. 1747 წელს განჯა დამოუკიდებელი განჯის სახანოს დედაქალაქი ხდება. 1813 წლის გულისტანის ხელშეკრულებით ქალაქი რუსების ხელში გადავიდა სპარსეთ-რუსეთის ომში სპარსების დამარცხების გამო. ამ პერიოდში მას ელიზავეტპოლი დაერქვა რუსეთის მეფე ალექსანდრე I-ის მეუღლის პატივსაცემად, საბჭოთა ეპოქაში კი ერქვა კიროვაბადი.
განჯაში დაიბადა პოეტი ნიზამი განჯელი.
|