პარასკევი, 2024-12-27, 10:28 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 12 » მაიას ცივილიზაცია
1:36 PM
მაიას ცივილიზაცია

 



მაია - მესოამერიკული ცივილიზაცია, ცნობილი ამ ცივილიზაციათა შორის ყველაზე განვითარებული და დახვეწილი დამწერლობით, ასევე ხელოვნებით, არქიტექტურით, საოცრად დიდი მათემატიკური და ასტრონომიული ცოდნით. მიუხედავად იმისა, რომ ცივილიზაცია არსებობდა პრეკლასიკურ პერიოდში, განვითარების პიკს მიაღწია კლასიკურ პერიოდში (დაახ. ჩვ. წ. 250-900 წწ.) და განაგრძობდა არსებობას პოსტკლასიკურ პერიოდში, ესპანელთა მიერ იუკატანის ნ/კ-ს დაპყრობამდე. განვითარების აპოგეაში მაია წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ კულტურის მქონე, მჭიდროდ დასახლებულ საზოგადოებას.
რასაკვირველია, მაიას საზოგადოებასა და მესოამერიკის სხვა ცივილიზაციათა შორის არსებობდა გარკვეული კულტურული და რელიგიური მსგავსება. დამწერლობის, ეპიგრაფიის, კალენდრის შედგენა არ შეიძლება სრულად მაიას მივაწეროთ, მათ მაღალ დონეზე დაამუშავეს და საოცრად დახვეწეს ისინი. მაიას რეგიონი ფართობით ყველაზე დიდია მესოამერიკაში, სიერა მადრეს მთიანი მხარიდან მოყოლებული - ჩრდილო იუკატანის დაბლობებამდე, თუმცა ამ ცივილიზაციის გავლენის სფერო აღწევდა ცენტრალურ მექსიკამდე, ახლომდებარე არეალებში იგრძნობა მაიას ხელოვნებისა და არქიტექტურის გავლენა რაც გამოწვეული უნდა იყოს როგორც ვაჭრობით, ისევე გარე დაპყრობებით. მაიას ხალხი არასდროს არ ”გამქრალა” - არც კლასიკური პერიოდის ბოლოს, არც ესპანელთა მიერ იუკატანის დაპყრობისა და კოლონიზაციის პერიოდში. მექსიკასა და ბელიზის ტერიტორიაზე მცირე დასახლებებად დღესაც ცხოვრობს ხალხი, რომელთა ენა, რწმენა-წარმოდგენები, წეს-ჩვეულებები და გარეგნობაც კი 2000 წლის მანძილზე არ შეცვლილა. ენა განეკუთვნება მაია-კიჩეს ენათა ოჯახს. ნაწილმა იცის ესპანურიც. რელიგიით ფორმალურად კათოლიკეები არიან, ფაქტობრივად ინარჩუნებენ წინაქრისტიანულ რწმენათა გადმონაშთებს. თანამედროვე მაიას ძირითადი საქმიანობაა მიწათმოქმედება.



ხელოვნება და არქიტექტურა

მაიას ხალხების ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაწილს შეადგენდა მუსიკა და ცეკვები, რომელთა საშუალებითაც ისინი ღმერთებს მადლობას სწირავდნენ. მუსიკის ჰანგები და ქორეოგრაფიული სუართები თან ახლდა მაიას ყველა მასობრივ ღონისძიებას: მშვიდობიან თუ სამხედრო ლაშქრობებს, ნადირობასა თუ მნიდვრის სამუშაოებს, საკულტო ცერემონიებს. მოცეკვავეები და მუსიკოსები გამოსახულნი არიან სასახლეების კედლებზე, მოხატულ ვაზებზე, სკულპტურებში. სამწუხაროდ, ჩვენ დღეს არ შეგვიძლია მოვისმინოთ მუსიკა, როემლიც მაშინ ჟღერდა ან წარმოვიდგინოთ მოცეკვავეთა რიტმული მოძრაობები.
დასარტყამ მუსიკალურ ინსტრუმენტებსა ამზადებდნენ ხისგან, თიხის ან ოკეანის კუს ბაკანისგან. ხოლო ჩასაბერ ინსტრუმენტებს ამზადებდნენ გრძელი, გამომშრალი გოგრებისგან, რომლებიც ხის მილებზე იყო წამოცმული. სალამურებსსა და საყვირებს აკეთებდნენ ირმის ძვლების ან ხისგან.




არქეოლოგებმა, ჩატარებული გათხრების საფუძველზე დაასკვნეს, რომ მაიას პირამიდები, ისევე ოგორც ეგვიპტური, წარმოადგენდნენ დიდებულთა და წარჩინებულთა აკლდამებს. მხატვრების, ქვის მთლელების, მუშების უზარმაზარი არმია ხელს კიდებდა გასაოცრად რთულ საქმეს, რომ უკანასკნელი პატივი ეცათერთადერთი ადამიანისთვის. მაგალითად, პაკამას (მართავდა 615-683წ.წ.) – პალენკეს უზენაესი მმართველის აკლდამა გაოცებას იწვევდა თავისი მდიდრული სამარხით. პაკამამ ააგო სასახლეები, ტაძრები, აღმართა წარწერებიანი სტელები, რომლებიც მეტად საჭირო ინფორმაციას იძლევიან მაიას შესახებ.



დამწერლობა

როცა ესპანელები იუკატანზე მოვიდნენ, მაიას ხალხებს ათასობით ხელნაწერი წიგნი გააჩნდათ, რომელთა დიდი ნაწილიც დაიწვა. XIX საუკუნეში მეცნიერები იცნობდნენ მხოლოდ სამი წიგნს – კოდექსების შესახებ, რომლებსაც იმ ქალაქების სახელები მიეცათ, სადაც ისინი აღმოაჩინეს. 14 წლის განმავლობაში სწავლობდა დრეზდენში, სამეფო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი ერნესტ ფორსტემანი კოდექსს და მაიას კალენდრის მოქმედების პრინციპს, ხოლო იური კნოროზოვისა და ჰენრიხ ბერლინის გამოკვლევებმა ახალი ფურცელი გადაშალეს თანამედროვე მაიანისტიკაში. თვლიან, რომ სადღეისოდ ამოცნობილია მაიას იეროგლიფების 80%-ზე მეტი, ხოლო არქეოლოგებმა მაიას მატერიალური კულტურის უამრავი, შესანიშნავი ძეგლი აღმოაჩინეს.




გართობა

ჩვენამდე მოაღწია მაიას ერთ-ერთმა გასართობმა – ბურთით თამაშმა. სპეციალურ ქვის მოედნებზე შეჯიბრის მონაწილენი წარმოადგენდნენ მითოლოგიურ სიუჟეტს გმირი ტყუპი ძმების შესახებ, რომლებიც მიწისქვეშ, ღმერთებს ბურთშ ეთამაშებოდნენ. და ზუსტად ისევე, როგორც მითოლოგიურ თქმულებაში, სადაც საუბარი იყო სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის არჩევანის შესახებ, რეალურ შეჯიბრებაში დამარცხებულ მსხვრეპლად სწირავდნენ ან სასიკვდილოდ სცემდნენ მძიმე ბურთით, ან თავს კვეთდნენ. ზოგჯერ დამარცხებულს უბრალოდ შეკოჭავდნენ და აკეთებდნენ რა მისგან ერთგვარ ცოცხალ ბურთს, დააგორებდნენ ტაძრის კიბეებზე ან სიკვდილამდე არბენინებდნენ მოედანზე.

ნანახია: 834 | დაამატა: xuco | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz