ბზიფის ქედი
— კავკასიონის სამხრეთი გვერდითი ქედი, გამოეყოფა მთავარ წყალგამყოფ ქედს მდინარეების ბზიფისა და ჩხალთის სათავეებთან. მიმართულია ზოგადად დასავლეთისაკენ და ბოლოვდება ბზიფის მარცხენა სანაპიროზე მდინარე გეგის შესართავსა და სოფელ კალდახვარს შორის, უმაღლესი მწვერვალი კაპიშისტრა ანუ ხიმსა (3156 მ).
ბზიფის ქედი იყოფა სამ ნაწილად. აღმოსავლეთი ნაწილი უმაღლესია, აგებულია ბაიოსის პორფირიტული წყებით, დაფარულია ტანამედროვე მცირე მყინვარებით, ძველი გამყინვარების მკაფიო წარმონაქმნებით, შემოსილია ალპური მდელოებით. შუა ნაწილი უდაბლესია, აგებულია იურილი წყებებით, დაფარულია ტყეებით. აქ მდებარეობს უღელტეხილი დოუ და აჭავჭარი. დასავლეთი ნაწილი შუალედური სიმაღლისაა (მთა ჯიშრა), აგებულია ქვედაცარცულ-ზედაიურული კირქვებით. ემჩნევა ძველი გამყინვარების ნიშნები. ინტენსიურადაა დაკარსტული, მოკლებულია ზედაპირულ ჰიდროგრაფიის ქსელს. მის ძირში გამოდის მდინარე მჭიშთა. კალთები შემოსილია ტყით. თხემზე ალპური მდელოებია. მთა ჯიშრასთან მდებარეობს ღრმა კარსტული უფსკრული - "თოვლიანი" (სიღრმე 770 მ).
|