პარასკევი, 2024-12-27, 10:24 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 12 » მსოფლიო მემკვიდრეობა
9:02 PM
მსოფლიო მემკვიდრეობა


მსოფლიო მემკვიდრეობა (ინგლ. World Heritage, ფრანგ. Patrimoine Mondial, ესპ. Patrimonio Mundial) — ბუნებრივი ან ადამიანის მიერ შექმნილი ობიექტები, რომელთა განსაკუთრებული ისტორიული ან ეკოლოგიური ფასეულობის გამო, პრიორიტეტულ ამოცანებად მათი შენახვა და პოპულარიზაცია ითვლება.სექციების სია 
1 კრიტერიუმები
1.1 კულტურული კრიტერიუმები
1.2 ბუნებრივი კრიტერიუმები
2 სტატისტიკა
3 მსოფლიო მემკვიდრეობის სია

 კრიტერიუმები  

მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ხვდებიან მხოლოდ ის ძეგლები, რომლებსაც კომისიის აზრით უნივერსალური მნიშვნელობა აქვთ ისტორიის, ხელოვნებისა და მეცნიერების თვალსაზრისით. არჩევის გადაწყვეტისას გათვალისწინებული იქნება ძეგლის ორიგინალურობა, აუთენტურობა (ისტორიული ნამდვილობა) და მისი ერთიანობა (მთლიანობა). გარდა ამისა ძეგლი უნდა აკმაყოფილებდეს იუნესკოს ერთ ან რამდენიმე კრიტერიუმს ათიდან. 2005 წლის დასაწყისამდე კულტურული და ბუნების ძეგლებისათვის კრიტერიუმები ცალ–ცალკე იყო, 2005 წლის შემდეგ კი ყოველი ძეგლისათვის საერთო კრიტერიუმები შემუშავდა. სწორედ ამის გამოა, რომ შერჩეულ ძეგლთა უმრავლესობა აკმაყოფილებს მხოლოდ ან პირველ ექვს კრიტერიუმს (i –vi) ან მხოლოდ ბოლო ოთხს (vii–x). თუმცა, 26 ძეგლი არის ისეთი (შერეული ტიპის), რომელიც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს ორივე ნაწილიდან.
 კულტურული კრიტერიუმები 
i - ობიექტი წარმოადგენს კაცობრიობის შემოქმედებითი გენიის შედევრს.
ii -
iii - ძეგლი წარმოადგენს არსებული ან გადაშენებული კულტურის ორიგინალურ ან მინიმუმ განსაკუთრებულ ნიმუშს.
iv - ძეგლი წარმოადგენს ნაგებობათა გარკვეული ტიპის, არქიტექტურული ან ტექნოლოგიური ანსამბლის ან ლანდშაფტის განუმეორებელ, საუკეთესო ნიმუშს, რომელიც კაცობრიობის ისტორიის ერთ ან რამდენიმე მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენას უკავშირდება
v - ძეგლი წარმოადგენს ადამიანის დასახლების გარკვეული ტიპის, მიწის ან ზღვის გამოყენების განსაკუთრებულ, საუკეთესო ნიმუშს, რომელიც ერთი ან რამდენიმე ცნობილი კულტურისათვის ტიპურია. ან ადამიანისა და გარემოს ურთიერთქმედებას, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში თუ შეუჩერებელი ცვლილების გამო ძეგლს გაქრობა ემუქრება.
vi - ძეგლი უშუალოდაა დაკავშირებული მოვლენებთან ან ტრადიციულ ცხოვრების წესთან, იდეებთან ან რელიგიურ რწმენებთან, ხელოვნებასა და ლიტერატურულ ნაწარმოებებთან, რომლებსაც განსაკუთრებული, უნივერსალური მნიშვნელობა აქვთ (კომიტეტი თანხმდება, რომ ეს კრიტერიუმი მოქმედებს მხოლოდ მაშინ, თუ ძეგლი სხვა რომელიმე კრიტერიუმსაც აკმაყოფილებს).
 ბუნებრივი კრიტერიუმები 
vii - ობიექტი წარმოადგენს ბუნების საოცრებას, ან ტერიტორიას, რომელსაც აქვს გამორჩეული სილამაზე და ესთეტიური მნიშვნელობა.
viii - ობიექტი წარმოადგენს დედამიწის ისტორიის მთავარი ეტაპის გამორჩეულ მაგალითს, მათ შორის წარსულის ძეგლები, რომლებიც წარმოადგენენ სიმბოლოს გეოლოგიური პროცესებისა და რელიეფის განვითარებისა ან გეომორფოლოგიურ და ფიზიოგეოგრაფიულ თავისებურებას.
ix - ობიექტი წარმოადგენს ხმელეთის, მტკნარი წყლის, ყურეებისა და ზღვების ეკოსისტემის, ასევე ფლორისა და ფაუნის განვითარებისა და ევოლუციის გამორჩეულ და მნიშვნელოვან მაგალითს გარკვეულ ეკოლოგიურ და ბიოლოგიურ პროცესებში.
x - ობიექტი წარმოადგენს დედამიწაზე არსებულ უმნიშვნელოვანეს ტიპურ საცხოვრებელ ტერიტორიას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც შეიცავენ გადაშენების პირას მყოფ სახეობებს, რომლებიც მეცნიერული საფუძვლების და მათი შენარჩუნების აუცილებლობის გამო ძვირფასნი არიან.

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 1027 | დაამატა: Capitan | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz