პარასკევი, 2024-12-27, 11:19 AM მოგესალმები სტუმარი | RSS
"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 12 » მონა ლიზა
|
monaლიზა (აგრეთვე ცნობილი როგორც ჯოკონდა) — ლეონარდო და ვინჩის პორტრეტი, რომელიც შექმნილია დაახლოებით 1503 წელს. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატია ხელოვნების დარგში. მიეკუთვნება აღორძინების პერიოდს. გამოფენილია ლუვრში (პარიზი, საფრანგეთი). ლეონარდო და ვინჩის არც ერთ ნახატში არ არის ასეთი სივრცის სიღრმე, როგორც „მონა ლიზაში"."მონა ლიზამ" მოიპოვა მსოფლიო აღიარება არა მარტო ლეონარდოს ხარისხიანი შესრულების გამო, რაც აოცებს მხატვრობის არაპროფესიონალ მოყვარულებსა და პროფესიონალებს. ნახატი წლების განმავლობაში შეისწავლებოდა ისტორიკოსების მიერ და უამრავ ასლს აკეთებდნენ მხატვრები, მაგრამ იგი დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ხელოვანთა რიგებში იქნებოდა ცნობილი რომ არა მისი გამორჩეული ისტორია.1911 წელს ნახატი მოპარულ იქნა და მისი პოვნა მხოლოდ 3 წლის შემდეგ მოხერხდა. იგი დაუბრუნდა მუზეუმს. ამ 3 წლის განმავლობაში კი „მონა ლიზა" არ ჩამოსულა მსოფლიოს ცნობილ ჟურნალ-გაზეთთა ყდებიდან. არც არის გასაკვირი, რომ „მონა ლიზას" ყველაზე მეტჯერ უკეთებდნენ ასლს, ვიდრე სხვა რომელიმე ნახატს. მას ეთაყვანებოდნენ, როგორც მსოფლიო კლასიკის შედევრს. ძნელია ნახატზე გამოსახული პიროვნების იდენთიფიცირება . დღემდე არსებობდა რამდენიმე სადვაო და ხშირად აბსურდული მოსაზრება ამ პიროვნების ვინაობის შესახებ: ფლორენციელი ვაჭრის დელ ჯოკონდოს ცოლი; ეკატერინე სფორცა; იზაბელა დ’ესტე; უბრალოდ იდეალური ქალი; ახალგაზრდა ყმაწვილი ქალის სამოსში; ლეონარდოს ავტოპორტრეტი. [საჭიროებს წყაროს მითითებას]
საიდუმლო, რომელსაც უცნობი ქალის პორტრეტი მოიცავს, ყოველდღიურად მუზეუმში მილიონობით მნახველს იზიდავს.
1517 წელს, კარდინალმა-ლუი არაგონმა მოინახულა ლეონარდო თავის სახელოსნოში, საფრანგეთში. ამ შეხვედრის დეტალების აღწერა მოხდა კარდინალის მდივნის, ანტონიო დე ბეატისოს მიერ: „1517 წლის 10 ოქტომბერს, მე და ჩემმა ბატონმა, ამბუაზის ყველაზე დაშორებულ ნაწილში მოვინახულეთ მესიე ლეონარდო და ვინჩი, ფლორენციელი, თეთრწვერა მოხუცი, რომელიც 70 წელზე მეტისაა, — ჩვენი დროის ყველაზე შესანიშნავი მხატვარი. მან თქვენ აღმატებულებას აჩვენა სამი ნახატი: ერთი ფლორენციელი ქალბატონის გამოსახულებით, ნატურით დახატული ჯულიანო მედიჩის ძმის, ლორენცო მშვენიერის თხოვნით. მეორე — იოანე ნათლისმცემლის ახალგაზრდობის პორტრეტი და მესამე — წმინდა ანა მარიასთან და ჩვილ ქრისტესთან ერთად. ყოველი მათგანი შესანიშნავია. თავად შემოქმედისგან უკვე შეუძლებელი იყო რაიმე ახალი შემოქმედების ლოდინი, რადგან მას მარჯვენა ხელი პარალიზებული ჰქონდა."
მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ „ფლორენციელი ქალბატონში" იგულისხმებოდა „მონა ლიზა". თუმცაღა, შესაძლებელია, რომ ეს სულ სხვა პორტრეტი იყო, რომლის შესახებ არანაირი ცნობა თუ ასლი არ შემორჩა, რის გამოც ჯულიანო მედიჩის არ შეიძლებოდა რაიმე კავშირი ჰქონოდა „მონა ლიზასთან".
ჯორჯიო ვაზარის (1511—1574 წწ.), ცნობილი იტალიელი მხატვრების ბიოგრაფიების ავტორის თანახმად, მონა ლიზა (შემოკლებული მადონნა ლიზასგან) იყო ფლორენციელი ვაჭრის, სახელად ფრანჩესკო დელ ჯოკონდოს (Francesco del Giocondo) ცოლი, რომლის პორტრეტზეც ლეონარდომ 4 წელი დახარჯა და მაინც დაუსრულებელი დატოვა.
ვაზარი აქებს ნახატის ხარისხს: „ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სურს ნახოს თუ რაოდენ კარგად შეუძლია ხელოვნებას შექმნას ბუნების იმიტაცია, თავისუფლად დარწმუნდება თავის მაგალითზე, რადგანაც ლეონარდომ აქ ყველა დეტალი შექმნა… თვალები სავსეა ბრწყინვალებითა და სისველით, როგორც ცოცხალ ადამიანებს… ნაზი ვარდისფერი ცხვირი ნამდვილი გგონია… პირის წითელი ტონი ჰარმონიულად ემთხვევა სახის ფერს… ვისაც არ უნდა შეეხედა, დაკვირვებით, მისი ყელისთვის, ყველას ეგონა, რომ პულსი ფეთქავდა…"
ვაზარი ასევე ხსნის მსუბუქ ღიმილს მის სახეზე: „თითქოსდა ლეონარდომ მოიწვია მუსიკოსები და მასხარები, რათა გაერთო დიდი ხნის პოზიორობისგან მოწყენილი ქალბატონი…" შესაძლებელია ეს ისტორია სიმართლეს შეესაბამება, მაგრამ დასაშვებია, რომ ვაზარიმ იგი მხატვრის ბიოგრაფიას მკითხველების გართობის მიზნით შემატა. ვაზარი ასევე სიზუსტით აღწერს წარბებს, რომელიც ნახატზე არაა. ეს არაზუსტობა შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო თუ ავტორმა აღწერა ნახატი მეხსიერული მახსოვრობით ან სხვისი მონათხრობით. ნახატი კარგად იყო ცნობილი ხელოვნების მოყვარულთა შორის, თუმცა ლეონარდო გაემგზავრა იტალიიდან საფრანგეთში 1516 წელს და ნახატიც თან წაიღო. იტალიური წყაროების თანახმად, მას შემდეგ ნახატი საფრანგეთის მეფის ფრანცისკ I-ის კოლექციაში იყო, თუმცა გაურკვეველი რჩება როდის და როგორ იქნა ნახატი შეძენილი და რატომ არ დაუბრუნა ლეონარდომ იგი დამკვეთს.
ვაზარის, დაბადებულს 1511 წელს, არ შეეძლო ენახა ნახატი საკუთარი თვალით, იგი იძულებული იყო დაყრდნობოდა ლეონარდო და ვინჩის ბიოგრაფიის უცნობი ავტორის ცნობებს. ზუსტად იგი წერს ნაკლებად ცნობილი ვაჭრის, ფრანჩესკო ჯოკონდოს შესახებ, რომელმაც შეუკვეთა თავისი მესამე ცოლის, ლიზას პორტრეტი. მიუხედავად ლეონარდოს ანონიმი თანამედროვის სიტყვისა, ბევრი მკვლევარი ეჭვობს, რომ ნახატი დაწერილი ყოფილიყო ფლორენციაში (1500—1505 წწ.). დახვეწილი ტექნიკა მიუთითებს ნახატის უფრო გვიან შექმნაზე. გარდა ამისა, იმ პერიოდში ლეონარდო ისეთი დაკავებული იყო „ანგიარის ბრძოლის" შექმნით რომ უარი უთხრა თავადის ქალ იზაბელა დ’ესტეს მიეღო მისი შეკვეთა. შეეძლო კი მაგ დროს უბრალო ვაჭარს დაეთანხმებინა ლეონარდო შეექმნა მისი ცოლის პორტრეტი?
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ვაზარი თავის აღწერაში აღფრთოვანებულია არა ნახატისა და მოდელის მსგავსებით, არამედ ლეონარდოს მიერ ფიზიკური ფენომენის გადმოცემის ტალანტით. როგორც ჩანს, შედევრის ზუსტად ამ „ფიზიკურმა" განსაკუთრებულობამ დატოვა ღრმა შთაბეჭდილება მხატვრის სალონში მოსულ მნახველებზე და მიაღწია ვაზარიმდე 50 წლის შემდეგ. კომპოზიცია კომპოზიციის დაკვირვებულ ანალიზს მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ ლეონარდო არ ცდილობდა შეექმნა ინდივიდუალური პორტრეტი."მონა ლიზა" გახდა მხატვრის იდეების ხორცშესხმა, რომელთაც იგი თავისივე „მხატვრობის ტრაქტატში" წერდა. საკუთარი ნამუშევრებისადმი მიდგომას ყოველთვის ჰქონდა მეცნიერული ხასიათი. ამიტომაც „მონა ლიზა", რომლის შექმნაზედაც მან უამრავი წელი დახარჯა, იქცა ლამაზ, მაგრამ ამავე დროს მიუღწეველ და უემოციო სახებად. მიუხედავად იმისა, რომ ჯოკონდას მზერა ჩვენსკენაა მომართული, არსებობს ბარიერი მასსა და ჩვენს შორის — სკამის სახელური, წარმოსახული, როგორც ღობე. ასეთი კონცეფცია გამორიცხავს ინტიმური დიალოგის შესაძლებლობას, როგორც, მაგალითად, ბალტაზარ კასტილონეს პორტრეტში, შექმნილი რაფაელის მიერ 10 წლით მოგვიანებით.
ჯოკონდას სახის გამომეტყველების საიდუმლო ნახატის მრავალ ფენაშია. როდესაც სინათლე ურტყამს საღებავის უფერულ ფენას ბორცვამდე ის ტილოს ყურების კუთხიდან და მზის მოძრაობის გამო სინათლის დარტყმის კუთხიდან გამომდინარე აირეკლება და იფანტება სრულად სხვადასხვაგვარად. ამიტომაც მისი სახის გამომეტყველება შეუჩერებლივ იცვლება, ის მართლაც თითქოსდა ცოცხლობს. მაგრამ ეს მხოლოდ ეფექტის დასაწყისია. თვალთახედვის ოდნავი შეცვლის შედეგადაც კი სახე იღებს თავის ქალის გამოკვეთილ გამოხატულებას, თვალები იწყებენ ჩაცვენას… ჩვენს წინაშე უკვე არაა მომღიმარი ქალი, არამედ სიკვდილის დამცინავი გამოსახულება. ეს ძალიან კარგად ჩანს ორიგინალის თვალიერებისას, მაგრამ სრულად არ გადაიცემა რეპროდუქციებსა და ასლებში. იქმნება ძლიერი ფსიქოლოგიური ეფექტი, კონტრასტის ეფექტი, როდესაც ერთ სახეშია შერწყმული ორი სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო საწყისი. და რაც უფრო ძლიერია კონტრასტი, მით უფრო ძლიერია ზემოქმედება, თუმცა სიცოცხლესა და სიკვდილზე უფრო ძლიერი კონტრასტის მოფიქრება შეუძლებელია… აქ არის გადმოცემული ადამიანის არსებობის სრული შეუცნობელობა, ამაშია ლეონარდოს გენიალურობა. საიდუმლო იმაშია, თუ როგორ მოახერხა მან ლამაზი ქალის სახეში გამოეხატა ასე ნათლად თავის ქალა, სიკვდილი. ეს ხომ თითქმის შეუძლებელი ამოცანაა. მაგრამ ეს უდიდესლი მხატვრისა და ფილოსოფოსის სულისა და ფიქრების უმაღლესი საფეხურია.
|
კატეგორია: საინტერესო ამბავი |
ნანახია: 907 |
დაამატა: Capitan
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|