გულრიფში — დაბა,
გულრიფშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი აფხაზეთში. მდებარეობს შავი ზღვის პირას, სამურზაყანოს დაბლობზე, სოხუმიდან 10 კმ-ის მანძილზე.
დაბის სტატუსი მიენიჭა 1975 წელს. გულრიფში საზღვაო კლიმატური კურორტია. აქ კლიმატი ნესტიანი სუბტროპიკულია, რბილი ზამთრით (იანვრის საშუალო ტემპერატურა 6 გრადუსი) და ძალიან თბილი ზაფხულით (ივლისის საშუალო ტემპერატურა 24 გრადუსი). ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენს 1460 მმ-ს. დაბაში არის ადმინისტრაციული, განათლების, კულტურის და ჯანდაცვის (სანატორიუმები, პანსიონატები) ობიექტები.
|