პარასკევი, 2024-12-27, 10:54 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 12 » გლობუსი
7:45 PM
გლობუსი




გლობუსი (ლათ. Globus — სფერო), დედამიწის დაუმახინჯებელი კარტოგრაფიული გამოსახულება სფეროზე; დედამიწის მოდელი, რომელსაც ყველა მიმართულებით სიგრძეებისა და ფართობების ერთი და იგივე მასშტაბი აქვს. პირველი გეოგრაფიული გლობუსი გააკეთა ნიურნბერგელმა მ. ბეჰაიმმა 1492 წელს. XVII-XVIII საუკუნეებში, საზღვაო რუკების შემოღებამდე, გლობუსებს იყენებდნენ ზღვაოსნობაში.

კარტოგრაფიული შინაარსის მიხედვით გლობუსი სხვადასხვაგვარია, უმეტესად გავრცელებულია ფიზიკური-გეოგრაფიული და პოლიტიკური გლობუსები. ასტრონომიულ გლობუსებზე გამოსახულია ვარსკვლავიერი ცა. სასწავლო გლობუსების მასშტაბებია 1:30 მლნ. - 1 : 80 მლნ. თეთრ გრადუსთა ბადიანი შავი გლობუსები იხმარება მათემატიკური-გეოგრაფიული სავარჯიშოების შესასრულებლად, საპროექციო გლობუსი, რომელიც ცენტრში ელექტრონათურა აქვს, — კარტოგრაფიული პროექციების შესასწავლად.

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 885 | დაამატა: xuco | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz