შაბათი, 2025-01-11, 1:08 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » საინტერესო ამბავი

რუალ ამუნდსენი (16 ივლისი 1872 - 18 ივნისი 1928) ნორვეგიელი მოგზაური, პოლარეთის მკვლევარი.

დაიბადა ვერვენის გემთსაშენის მფლობელი კაპიტნის ოჯახში. 1890-1892 წლებში სწავლობდა ქალაქ კრისტიანის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. პირველმა გაიარა (1903-1906 წწ) ხომალდით "იოა" ამერიკის ჩრდილოეთ სანაპირო გრენლანდიიდან ალასკამდე (ჩრდილო-დასავლეთ გასასვლელით) და გამოიკვლია კანადის არქტიკული არქიპელაგის რამდენიმე კუნძული . ჩაატარა ანტარქტიკული ექსპედიცია (ხომალდით "ფრამი"), პირველმა მიაღწია სამხრეთ პოლუსს 1911 წლის 14 დეკე ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 926 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-12 | კომენტარი (0)

ნორმანები — სკანდინავიისა და იუტლანდიის ნახევარკუნძულებზე ცხოვრობდნენ. „ნორმანი" სკანდინავიურ ენაზე ჩრდილოეთის ადამიანს ნიშნავს. დასავლეთ ევროპაშიც სკანდინავიელებს ნორმანებს ეძახდნენ, აღმოსავლეთ სლავები კი ნორმანებს „ვარიაგებს" უწოდებდნენ. თვით სკანდინავიაში ნორმანების ლაშქრობების მონაწილეებს ვიკინგებს უწოდებდნენ.

ნორმანები საუკეთესოდ იყვნენ შეიარაღებულნი და მოქნილი სამხედრო სტრატეგიაც ჰქონდათ. შვედური ფოლადით ისინი ამზადებდნენ მაღალხარისხიან ცულებს და მსწრაფმავალ ხომალდებს, რომლებიც 20 - 40 ადამიანისთვის იყო განკუთვნილი და 20 მეტრს აღწევდა. გარდა იალქ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 934 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-12 | კომენტარი (0)

ვიკინგები - სკანდინავიელი, ნორმანი მეზღვაური მეომრების დასახელება, რომლებიც VIII - XI საუკუნეებში თავს ესხმოდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს და აარსებდნენ კოლონიებს.

ვიკინგები იყვნენ ოჯახში მეორე და მესამე ვაჟები, რომლებსაც მამის ქონება არ ეკუთვნოდათ მემკვიდრეობით და იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ სკანდინავიის ნაპირები და ზღვაში ეძებნათ ბედნიერება. ვიკინგები იყვნენ ისლანდიის და გრენლანდიის პირველი მოსახლეები, ზოგი ცნობებით ისინი ასევე იყვნენ კანადის და ნიუფაუნდლენდის პირველი ევროპელი მოსახლეები.

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 1010 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-12 | კომენტარი (0)

ბზიფის ქედი — კავკასიონის სამხრეთი გვერდითი ქედი, გამოეყოფა მთავარ წყალგამყოფ ქედს მდინარეების ბზიფისა და ჩხალთის სათავეებთან. მიმართულია ზოგადად დასავლეთისაკენ და ბოლოვდება ბზიფის მარცხენა სანაპიროზე მდინარე გეგის შესართავსა და სოფელ კალდახვარს შორის, უმაღლესი მწვერვალი კაპიშისტრა ანუ ხიმსა (3156 მ).

ბზიფის ქედი იყოფა სამ ნაწილად. აღმოსავლეთი ნაწილი უმაღლესია, აგებულია ბაიოსის პორფირიტული წყებით, დაფარულია ტანამედროვე მცირე მყინვარებით, ძველი გამყინვარების მკაფიო წარმონაქმნებით, შემოსილია ალპური მდელოებით. შუა ნაწილი უდაბლესია, აგებულია იურილი წყებებით, დაფარულია ტყეებით. აქ მდებარეობს უღელტეხილი დოუ და აჭავჭარი. დასავლეთი ნაწი ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 985 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-12 | კომენტარი (0)

მღვიმე — ვრცელი სიღრუე დედამიწის ქერქის ზედა ფენაში, მიწის ზედაპირზე გამოდის ხვრელებით. წარმოიქმნება წყალში ხსნადი ნაპრალოვანი ქანების (კირქვა, დოლომიტი, თაბაშირი და სხვ.) გამოტუტვითა და გადარეცხვით, აგრეთვე სუფოზიური, აბრაზიული, ეოლური და სხვა პროცესების შედეგად.

ყველაზე დიდი ზომის მღვიმეებია კარსტული მღვიმეები. ისინი წარმოქმნიან მრავალკილომეტრიან და მრავალსართულიან რთულ მღვიმურ სისტემებს, რომლებშიც მიწისქვეშა მდინარეები გადის, ზოგჯერ გვხვდება ტბები, ჩანჩქერები, სტალაქტიტები, სტალაგმიტები და სხვა კარსტული ფორმები.

მსოფლიოს უგრძესი მღვიმური სისტემებია: მამონტ-ფლინტ-რიჯი — (გამოკვლეული ნაწილის სიღრმე - 587 კმ) (აშშ), ჰელოხი — 194 კმ (შვეიცარია), ოპტიმისტური — ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 847 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-12 | კომენტარი (0)

დაიბადა ელექტროტექნიკის ხელსაწყოთა მაღაზიის მფლობელის ოჯახში, ულმში, ბადენ-ვურტემბერგში (შტუტგარტიდან დაახ. 100 კმ-ში), გერმანიაში. მისი მშობლები არა-დენომინაციური ებრაელები იყვნენ. პატარა ალბერტი კათოლიკურ დაწყებით სკოლაში მიაბარეს და ამასთან, დედის დაჟინებით, ვიოლინოს კლასებზეც ატარებდნენ. ამ პერიოდში ის, როგორც მიიჩნევენ, საგნებს ძნელად ითვისებდა, შესაძლოა დისლექსიისა და საერთო სიმორცხვის გამო, ან კიდევ მისი ტვინის არაორდინალური, იშვიათი სტრუქტურის გამო (რაც მისი სიკვდილის შემდეგ დადგინდა). ზოგიერთ მკვლევარის მტკიცებით, მას ასევე შესაძლოა მსუბუქი ფორმის აუტიზმიც ჰქონოდა, თუმცა მეცნიერის სიკვდილის შემდგომ ამ ვარაუდის დადგენა შეუძლებელია.

... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 880 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-12 | კომენტარი (0)



ლეგენდა რუკის თავისებური ენაა, რომლის დახმარებით რუკის შინაარსის წაკითხვაა შესაძლებელი. რუკაზე ან გეგმაზე სხვადასხვა ობიექტი ან მოვლენა პირობითი აღნიშვნებით გამოისახება, რომელთა მნიშვნელობა რუკის რომელიმე კუთხეში ლეგენდის სახითაა განმარტებული.

სხვადასხვა ტიპის რუკაზე განსხვავებულ პირობით აღნიშვნებს გამოიყენებენ. ისინი შეიძლება იყოს ფართობლივი, ხაზობრივი და მასშტაბგარეშე.

ფართობლივი ნიშნებით დიდი განფენილობის ობიექტების (მაგალითად: კონტინენტები, ზღვები, სახელმწიფოები და სხვ.) კონტურები გამოისახება. ამასთან, იყენებენ როგორც შეფერადების, ისე დაშტრიხვის ხერხს.

ხაზობრივი ნიშნებით ისეთი ობიექტებს ან მოვლენებს გამოსახავენ, რომლებიც ხაზობრივი გავრცელებით ხასიათდებიან. მაგალითად, მდინარეებს, ზღვებს, გზებს, მილსადენებს, საზღვრებს და სხვა. ხაზობრივ ნიშნების ცალკე ჯგუფს იზოხაზები ქმნიან.

იზოხაზები თანაბარი რიცხვირი მაჩვენე ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 860 | დაამატა: Capitan | თარიღი: 2011-11-12 | კომენტარი (0)




გლობუსი (ლათ. Globus — სფერო), დედამიწის დაუმახინჯებელი კარტოგრაფიული გამოსახულება სფეროზე; დედამიწის მოდელი, რომელსაც ყველა მიმართულებით სიგრძეებისა და ფართობების ერთი და იგივე მასშტაბი აქვს. პირველი ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 885 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-12 | კომენტარი (0)




 monaლიზა (აგრეთვე ცნობილი როგორც ჯოკონდა) — ლეონარდო და ვინჩის პორტრეტი, რომელიც შექმნილია დაახლოებით 1503 წელს. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატია ხელოვნების დარგში. მიეკუთვნება აღორძინების პერიოდს. გამოფენილია ლუვრში (პარიზი, საფრანგეთი). 
ლეონარდო და ვინჩის არც ერთ ნახატში არ არის ასეთი სივრცის სიღრმე, როგორც „მონა ლიზაში"."მონა ლიზამ" მოიპოვა მსოფლიო აღიარება არა მარტო ლეონარდოს ხარისხიანი შესრულების გამო, რაც აოცებს მხატვრობის არაპროფესიონალ მოყვარულებსა და პროფესიონალებს. ნახატი წლების განმავლობაში შეისწავლებოდა ისტორიკოსების მიერ და უამრავ ასლს აკეთებდნენ მხატვრები, მაგრამ იგი დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ხელოვანთა რიგებში იქნებოდა ცნობილი რომ არა მისი გამორჩეული ისტორია.1911 წელს ნახატი მოპარულ იქნა და მისი პოვნა მხოლოდ 3 წლის შემდეგ მოხერხდა. იგი დაუბრუნდა მუზეუმს. ამ 3 წლ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 906 | დაამატა: Capitan | თარიღი: 2011-11-12 | კომენტარი (0)




იხვები, ბატისნაირთა რიგის ფრინველთა რამდენიმე გვარი. გაერთიანებული არიან იხვისებრთა ოჯახში. ფართოდ არიან გავრცელებული ყველა კონტინენტზე, გარდა ანტარქტიდისა. იხვები იყოფა 3 ჯგუფად: ნამდვილი იხვები, ყვინთიები და ბატასინები. საშუალო და დიდი ზომის ფრინველებია. კარგად ცურავენ და ფრენ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 882 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-12 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 31 32 33 34 35 ... 42 43 »
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2025
Free site builder - uCoz