მთავარი » საინტერესო ამბავი
პეპსი (იგივე პეპსი-კოლა, ინგლ. Pepsi-Cola) — პოპულარული უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელი, რომელიც მთელს მსოფლიოში იყიდება. ბევრი წლის მანძილზე, „კოკა-კოლის" ძირითადი კონკურენტი, რომელთან ერთადაც გაყიდვების ხან 1-ლ, ხან მე-2 ადგილებს იზიარებს. „პეპსი-კოლას" სავაჭრო ნიშნის უფლებები ამერიკულ კომპანია PepsiCo-ს ეკუთვნის.
|
უპირველესი ნიმუში ლათინური დამწერლობისა არის წარწერა ოქროს ბალთაზე, რომელიც აღმოჩენილია რომის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ პრენესტეში 1871 წელს. იგი ძვ. წ. VII ს. დასასრულს მიეკუთვნება. წარწერა იუწყება, რომ ბალთა დაუმზადებია ვინმე მანიუსს ნუმერიუსისთვის. უძველესია აგრეთვე 1978 წელს სატრიკში (რომის მახლობლად მდებარე ძველი ქალაქი) აღმოჩენილი წარწერა, რომელიც ძვ. წ. VI საუკუნით თარიღდება. შემდეგი წარწერა საკრალური ხასიათის ტექსტის ნაწყვეტს წარმოადგენს, რომელიც შავი ქვის სტელის ნამსხვრევზე არის შესრულებული. იგი აღმოაჩინეს რომის ფორუმის გათხრების დროს 1899 წელს. დათარიღებულია ძვ. წ. V საუკუნით. შედარებით გვიანდელი პერიოდის არის 1880 წელს რომში აღმოჩენილი თიხის ჭურჭელზე შესრულებული წარწერა, რომელიც "დუენოსის" სახელითაა ცნობილი (რადგან წარწერაში იკითხება Bonus-ის უძველესი ფორმა duenos – "კეთილი"). ძვ. წ. III საუკუნიდან უფრო მრავლად მოიპოვება ლათინ
...
კითხვის გაგრძელება »
|
რატომ გადაშენდა ინკას იმპერია?!
ინკას იმპერია მოიცავდა დღევანდელ ბოლივიას, პერუს, ეკვადორს, არგენტინის ნაწილს და ჩილეს. ინკას იმპერიის ცენტრში მდებარეობდა, მისი დედეაქალაქი კუზკო- “წმინდა მზის ქალაქი”. ეს ქალაქი წარმოადგენდა იმპერიის, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ცენტრს.
ინკების ისტორია დაიწყო პატარა ტომიდან, რომელიც ცხოვრობდა პერუს ანდებში. 1300 წელს, მათმა ძლიერმა ლიდერმა მაიტა ქაფაკმა, დაიწყო მეზობელი ტერიტორიების დაპყრობა. 1400 წლისთვის ინკების უზარმაზარი იმპერია გახდა ყველაზე დიდი იმპერია ამერიკის კონტინენტზე. ამ იმპერიაში ცხოვრობდა მხოლოდ 40 000 ინკი, ისინი ბატონობდნენ 12 მილიონიან მოსახლეობაზე, რომელიც შედგებოდა 100 სხვადასხვა ხალხისგან. ინკები იყვნენ ჭკვიანი მმართველები, ისინი სხვა ხალხებს იძულებით არ ახვევდნენ თავს თავიანთ იდეებს და ჩვევებს. დაპყრობილი ხალხები აღიარებდნენ ინკას ღმერთებს, მაგრამ მათ ჰქონდათ ნებართვა რომ ეცხოვრათ თავ
...
კითხვის გაგრძელება »
|
1. New York City - შედგება 11 ასოსგან 2. Afghanistan - შედგება 11 ასოსგან 3. Ramsin Yuseb (ტერორისტი, რომელიც დაიმუქრა ტყუპი კოშკების განადგურებით 1993 წელს) - შედგება 11 ასოსგან 4. George W Bush - შედგება 11 ასოსგან
შეიძლება ეს ყველაფერი მართლაც დამთხვევაა, მაგრამ გააგრძელეთ კითხვა!
5. New York - არის მე-11 შტატი. 6. პირველი თვითმფრინავი, რომელიც ტყუპებს დაეჯახა, იყო 11 ნომერი. 7. მე-11 ნომერ თვითმფრინავში იჯდა 92 მგზავრი. 9 + 2 = 11 8. 77-ე ნომერ თვითმფრინავში, რომელიც ასევე დაეჯახა ტყუპებს, იჯდა 65 მგზავრი. 6 + 5 = 11 9. ეს ტრაგედია მოხდა 11 სექტემბერს, ანუ 9/11-ში. 9 + 1 +1 = 11 10. შეერთებული შტატების სასწრაფო დახმარების ნომერია 911. 9 + 1 +1 = 11.
ნელ-ნელა იკვეთება რაიმე აზრი? გააგრძელე!
11. გატაცებულ თვითმფრინავებში მგზავრების საერთო
...
კითხვის გაგრძელება »
|
მექსიკასა და ბელიზის ტერიტორიაზე მცირე დასახლებებად დღესაც ცხოვრობს ხალხი, რომელთა ენა, რწმენა-წარმოდგენები, წეს-ჩვეულებები და გარეგნობაც კი 2000 წლის მანძილზე არ შეცვლილა. ამ ხალხის წინაპრებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ მექსიკის. ჰონდურასისა და გვატემალას ტერიტორიაზე ამერიკის ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია შექმნეს. ცივილიზაცია, რომელიც თამამად დაუდგება გვერდით ძველბერძნულ, ჩინურ, ბაბილონისა თუ რომის ცივილიზაციებს, თუმცა ამ ხალხს თავიანთი ძველი დიდების ნაშთიც კი არასდროს უნახავს…მას მაიას უწოდებენ. უჩვეულო ცივილიზაცია წარსულის ყველა დიდი ცივილიზაციის წარმოშობა და განვითარება მდინარეს, წყალს უკავშირდება. ჩინელებმა ერთ დიდ სახელმწიფოდ გაერთიანება ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლელიდან ჩინეთის ორი უდიდესი მდინარის – ხუანხესა და იანძის გასწვრივ დაიწყეს, ინდოელებმა პირველი დასახლებები – ინდსა და განგზე მოაწყვეს, შუამდინარეთში შე
...
კითხვის გაგრძელება »
|
დამეთანხმებით ამ თემაზე ხშირად საუბრობენ უფოსები და თან ამასაც ამატებენ:კომპიუტერი მოკლავს წიგნს…..გთავაზობთ უმბერტო ეკოს საჯარო გამოსვლას…
ერთი ძველისძველი გადმოცემის თანახმად ,დამწერლობა ეგვიპტელთა ღმერთს – ტოტს შეუქმნია და ფარაონისათვის უთქვამს:ამით კაცთა მოდგმას დავამახსოვრებ იმას ,რაც შეიძლება დაავიწყდეთო.ფარაონი შეშფოთებულა ;ჯერ ტოტის გამოგონებაზე მიუთითებია, შემდეგ -ადამიანზე და უთქვამს:ეს(დამწერლობა) მოკლავს ამას(მეხსიერებას).ცხადია,დღეს წერასა და კითხვას აღარავინ უფრთხის,რადგან ადამიანები დარწმუნდნენ ,რომ იგი მეხსიერებას კი არ კლავს არამედ აწრთობს,ძალას მატებს.
XV საუკუნეში ,როცა ვიქტორ ჰიუგოს ,,პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში” მოთხრობილი ამბები ხდებოდა,წიგნის ბეჭდვა ახალი გამოგონებული იყო.მაშინ ადამიანთა აღზრდისთვის ძირითადად ტაძრის ფრესკებსა და ქანდაკებებს იყენებდნენ,წიგნს კი უნდობლობით ეკიდებოდნენ -ადამიანი ღმერ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ფრანგი მწერალი. თანამედროვე სამეცნიერო- ფანტასტიკური ლიტერეტურის ფუძემდებელი. მისი რომანებია: " კაპიტან გრანტის შვილები"," საიდუმლო კუნძული", "ოთხმოცი დღე დედამიწის გარშემო", " 20000 ლიე წყალში", "15 წლის კაპიტანი", " კაპიტან ჰატერასის თავგადასავალი" და სხვა , სათავგადასავლო ფანტასტიკური ჟანრის კლასიკაა. საინტერესოა , რომ მან თავის ნაწარმოებში იწინასწარმეტყველა 200 ზე მეტი სამეცნიერო-ტექნიკური ხასიათის გამოგონება,( მათ შორის ტელევიზორი, ელექტრონი, წყალქვეშა ნავი, რომელთა უდიდესი უმრავლესობა ( 200-მდე) აღარ წარმოადგენს ფანტასტიკის სფეროს.. მათზე გადაღებულია უამრავი მხატვრული და ანიმაციური ფილმი, ჟიულ ვერნი იმ მწერალთაგანია, რომლის ნაწარმოების წაკითხვა აუცილებელია ყოველი მოზარდითვის.
|
საინტერესო ფაქტები ძილზე:
1. უსინათლოები “ხედავენ” სიზმრებს ადამიანებს, რომლებმაც მხედველობა დაბადების შემდეგ დაკარგეს, შეუძლიათ სიზმრების ნახვა სურათების სახით. დაბადებიდან უსინათლოები ვერ ხედავენ სურათებს, თუმცა, მათი სიზმრები სავსეა სუნებით, ხმებით და სხვა შეგრძნებებით.
2. ჩვენ გვავიწყდება სიზმრების 90% გაღვიძებიდან 5 წუთის შემდეგ ჩვენ უკვე ჩვენი სიზმრების ნახევარიც კი არ გვახსოვს, 10 წუთის შემდეგ კი მათ 10%–საც ძლივსღა თუ გავიხსენებთ. ცნობილია შემთხვევები, როდესაც პოეტები, მწერლები და მეცნიერები ხედავდნენ სიზმრებს, სადაც შესაბამისად წერდნენ ლექსს, პროზას ან იგონებდნენ ახალ მეცნიერულ თეორიას. მათ ნამდვილად გაუმართლა, ვისაც ლოგინთან ახლოს პასტა და ფურცელი აღმოაჩნდა. სწორედ სიზმრების დამსახურებაა სემუელ კოლდრიჯის “კაბულა ხანი”, მერი შელის ფრანკენშტეინი და ასევე მენდელეევის ცნობილი ქიმიურ ელემენტთა პერიოდულ
...
კითხვის გაგრძელება »
|
აკრძალულია ქოლგის ქუჩაში გახსნა რადგან შეიძლება ცხენები დაფრთხნენ. კანონით ისჯება თვითმფრინავიდან ლოსის დანახვა. აკრძალულია მფრინავი თვითმფრინავიდან ლოსის გადმოგდება აკრძალულია მანქანის სახურავზე ძაღლის დაბმა კაცს შეუძლია თვეში ერთხელ სცემოს ცოლი. კანონით ისჯება იმ ძაღლის პატრონი რომელიც საღამოს 6 საათის შემდეგ დაიყეფებს. მტვერსასრუტის მეზობლისთვის თხოვება აკრძალულია. აკრძალულია უკუღმა სირბილი აკრძალულია შიშველ მდომარეობაში შხაპის მიღება. აკრძალულია ჟირაფის კისერზე ჯდომა და ისე თევზაობა. ოქტომბრიდან მარტამდე აკრძალულია… ბანაობა ! ! ! აკრძალულია ღორისთვის ნაპოლეონის დარქმევა. აკრძალულია კვირაობით სარეცხის გაშრობა. იანვრიდან აპრილამდე უფლება არ გაქვს სპეციალური ნებართვის გარეშე სურათი გადაუღო კურდღელს. აკრძალულია ვინმეს თვალის გაყიდვა.
|
"ისეთი წვრილმანი ცოდვა, როგორიც თამბაქოა, - წერდა მთავარეპისკოპოსი იოანე (შახოვსკოი), - ისე გადაეზარდა ადამიანთა საზოგადოებას ჩვევაში, რომ საზოგადოება მას ყოველგვარ პირობებს უქმნის. სად აღარ შეიძლება სიგარეტის პოვნა! ყვალგან შეხვდებით საფერფლეს, ყველგან არსებობს მოწევისათვის განკუთვნილი სპეციალური ოთახები, ვაგონები, კუპეები "მწეველთათვის". გაზვიადებული არ იქნება თუკი ვიტყვით, რომ მთელი მსოფლიო წარმოადგენს ერთ ოთახს, უფრო სწორად კი ერთ უზარმაზარ ვაგონს "მწეველთათვის" ვარსკვალავთაშორის სივრცეში. ეწევიან, - მშვიდად სჩადიან წვრილმან ცოდვას ყველანი: მოხუცებიცა და ახალგაზრდებიც, ავადმყოფებიც და ჯანმრთელნიც, სწავლულნიც და უსწავლელნიც, დამნაშავეს დასჯის წინ ნებას რთავენ მოწიოს სიგარეტი. თითქოსდა ჰაერი ცოტაა ატმოსფეროში, ანდა ზედმეტად უფერულია იგი. თითქოს უნდა შევქმნათ ჩვენთვის რაღაცნაირი გაკვამლული, მოწამლული ჰაერი და ვისუნთქოთ და ვისუნთქოთ ეს საწამლავ
...
კითხვის გაგრძელება »
| |
|
|