ოთხშაბათი, 2025-06-25, 0:33 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » საინტერესო ამბავი



წრეწირი ჩაკეტილი ბრტყელი წირი, რომლის ყველა წერტილი ერთი და იმავე მანძილითაა დაშორებული მოცემული წერტილიდან (წრის ცენტრი), ამასთან ეს წერტილი მდებარეობა იმავე სიბრტყეში, რომელშიც მდებარეობს წირი. R მონაკვეთს, რომელიც აერთიანებს წრეწირის ცენტრს მის ნებისმიერ წერტილთან, ეწოდება წრეწირის რადიუსი. წრეწირის სიგრძის ფარდობა მის დიამეტრთან მუდმივი სიდიდე და აღინიშნება π ასოთი, π=3,14159..., მისი სიგრძე განისაზღვრება ფორმულით : .

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 1211 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-12 | კომენტარი (0)



ვარიაგები (ბერძნ. Βάραγγοι, Βαριάγοι, Várangoi, უკრ., რუს. Варяги ) სკანდინავიის მცხოვრებთა ძველი რუსული სახელწოდება, წარმოდგება ძველი სკანდინავიური სახელისაგან vaeringiar - ნორმანი მეომრები, რომლებიც ბიზანტიის ჯარში მსახურობდნენ. აქედან გავრცელდა არაბულში და ქართულში („ვარანგ“), სომხურში („ვრანგ“) და ა. შ. XVIII საუკუნემდე რუსები ბალტიის ზღვასაც ვარიაგთა ზღვას უწოდებდნენ. რუსული ისტორიულ წყაროებში პირველად იხსენიებენ „გარდასულ დროთა მოთხრობაში“, სადაც მემატიანე რუსული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას უკავშირებს ვარიაგთა მოწვევას ნოვგოროდში; ამ ლეგენდის საფუძველზე XVIII საუკუნეში შეიქმნა ანტიმეცნიერული ნორმანული თეორია რუსული სახელმწიფოს დაარსების შესახებ. IX-XI საუკუნეებში შინაფეოდალური ომების დროს რუსი მთავრები ხშირად იწვევდნენ ვარიაგთა რაზმებს დამხმარე ძალად. სკანდინაველ ვა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 2813 | დაამატა: Capitan | თარიღი: 2011-11-12 | კომენტარი (1)



განჯა  – ისტორიულად ირანის (სპარსეთის) მნიშვნელოვანი ქალაქი, ამჟამად აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქია.

ქალაქის სახელი 

მას ერქვა ელიზავეტპოლი რუსეთის იმპერიის პერიოდში. შემდეგდაიბრუნა ძველი სახელი და 1920–1935 წლებში განჯა ერქვა. მისი სახელი კიდევ შეიცვალა და დაერქვა კიროვაბადი, რომელიც 1935 დან 1991 წლამდე ერქვა. საბოლოოდ მისი სახელი საბჭოთა კავშირიდან გამოსვლისას შეიცვალა და 1991 წლიდან დღემდე განჯა ჰქვია. ქალაქის დაარსების თარიღად მიიჩნევენ ჩვ.წ.-ის V საუკუნეს. სახელის „განჯა" ეტიმ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 957 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-12 | კომენტარი (0)



XIX საუკუნის გერმანელმა მწერალმა და ლიტერატურათმცოდნემ გუსტავ ფრაიტაგმა არისტოტელისეული კლასიკური დრამის კვლევის საფუძველზე შეიმუშავა და 1863 წელს გამოაქვეყნა დრამის აგების თეორია, რომელიც დრამის თეორიაში ცნობილია როგორც დრამის პირამიდალური აგების პრინციპი („der pyramidale Bau des Dramas“). ამ პრინციპს სხვაგვარად დრამის ფრაიტაგისეულ აგებულებასაც უწოდებენ. 1863 წელს გამოცემულ ამ წიგნმა, რომლის სათაური იყო „დრამის ტექნიკა“, მრავალათეულ გამოცემას გაუძლო და დღემდე რჩება ერთ–ერთ მნიშვნელოვან სახელმძღვანელოდ დრამის არამარტო შემსწავლელთათვის, არამედ ლიტერატურისა და სასცენო ხელოვნების
ა) იგი მოიცავს მოქმედების, დროისა და ადგილის ერთობლიობას.

ბ) ყოველი სცენა ნაწილია 5 აქტად (ან მოქმედებად) დაყოფილი, დროში მჭიდროდ შემოსაზღვრული და ერთ ადგილთან დაკავშირებული სცენების (გამოსვლების) ერთობლიობისა.

გ) 5-ვე აქტი წარმოადგენს ინტრიგაში (ა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 903 | დაამატა: Capitan | თარიღი: 2011-11-12 | კომენტარი (0)



გომბორის ქედი, ცივ-გომბორის ქედი, კავკასიონის მთათა სისტემასთან დაკავშირებული ქედი; შახვეტილას მთასთან ებმის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ ტოტს — კახეთის ქედს. მიმართულია ჩრდილოეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. სიგრძე 107 კმ. უმაღლესი მწვერვალი ცივი (1991 მ). აგებულია ძირითადად ცარცული და მესამეული ასაკის დანალექი წყებებით. წარმოადგენს მდინარეების ალაზნისა და ივრის წყალგამყოფს. ჩრდილოეთ კალთაზე ჩაჭრილია მდინარეების ორვილის, ხოდაშნისხევის, თურდოს, კისისხევის, ვანთისხევის, ჭერემისხევის, ფაფრისხევის, ხოლო სამხრეთ კალთაზე — გომბორის, ლაფიანხევისა და სხვა ხეობები. დამახასიათებელია მეწყრები ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 1163 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-12 | კომენტარი (0)

გირვანქა სტერლინგი (ინგლ. pound sterling) — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ფულის ერთეული. 1 ფუნტი = 100 პენსს. სიმბოლო: £ (ლათ. Libra — ფუნტი). მიმოქცევაშია 5, 10, 20, 50 ფუნტის დენომინაციის ბანკნოტები, მონეტები 1/2 (თითქმის არ გვხვდება), 1, 2, 5, 10, 20, 50 პენსი, 1, 2, ფუნტი. ბრიტანეთის შემადგენელი ცალკეული ტერიტორიები (შოტლანდია, ოლსტერი, უელსი და ა. შ.) ბანკნოტებს საკუთარი დიზაინით ბეჭდავენ.

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 972 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-12 | კომენტარი (0)

გულრიფში — დაბა, გულრიფშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი აფხაზეთში. მდებარეობს შავი ზღვის პირას, სამურზაყანოს დაბლობზე, სოხუმიდან 10 კმ-ის მანძილზე.

დაბის სტატუსი მიენიჭა 1975 წელს. გულრიფში საზღვაო კლიმატური კურორტია. აქ კლიმატი ნესტიანი სუბტროპიკულია, რბილი ზამთრით (იანვრის საშუალო ტემპერატურა 6 გრადუსი) და ძალიან თბილი ზაფხულით (ივლისის საშუალო ტემპერატურა 24 გრადუსი). ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენს 1460 მმ-ს. დაბაში არის ადმინისტრაციული, განათლების, კულტურის და ჯანდაცვის (სანატორიუმები, პანსიონატები) ობიექტები.

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 848 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-12 | კომენტარი (0)

ჯარი იგივეა რაც არმია . ჯარი კრებითი სახელწოდება სახელმწიფოს შეიარაღებული ძალებისა, რომელიც აერთიანებს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სამხედრო ძალებს (ჯარებს). ჯარის უმთავრეს დანიშნულებას წარმოადგენს შეიარაღებული ბრძოლის წარმოება სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. ჯარი ემორჩილება უმაღლეს მთავარსარდალს, რომელსაც უმრავლეს შემთხვევაში წარმოადგენს ქვეყნის მეთაური. ჯარის მმართველობის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს გენერალური შტაბი, რომელიც უფლებამოსილია შეიმუშავოს ოპერაციის (ბრძოლის) გეგმა და უხელმძღვანელოს მის წარმოებას დაქვემდებარებული შტაბების საშუალებით.

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 1089 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-12 | კომენტარი (0)

    

ჯორჯ ლუკასის კომპანიამ LucasFilm რამოდენიმე ახალი დომენური სახელი დაარეგისტრირა. დასახელებიდან გამომდინარე მათ პირდაპირი კავშირი აქვთ ცნობილ საგასთან ვარსკვლავური ომები.

როგორც იუწყება რესურსი Eurogamer კომპანიის მფლობელობაშია ახალი მისამართები StarWarsIdentities.com, sw-id.com და StarWarsIdentites.com. რა დატვირთვის მატარებელია სიტყვა ‘Identities’ ჯერჯერობით გაუგებარია. კომპანია LucasArts-ის ქვეგანყოფილება, რომელიც პასუხისმგებელია ვიდეოთამაშების შექმნაზე აცხადებს, რომ პროექტს არ აქვს კავშირი თამაშების ინდუსტრიასთან. თავად LucasArts სტუდიაში ჯერჯერობით თავს იკავაბენ კომენტარებისგან. სავსებით შესაძლებელია, რომ საქმე ეხება ახალ ანიმაციურ პროექტს, თუმცა სრული სახელი უფრო მიუთითებს ერთგვარ სო ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 828 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-12 | კომენტარი (0)



1990 წელს წიგნის ავტორი, ჯოან როულინგი, თავის მეგობართან ერთად საცხოვრებლად გადადიოდა მანჩესტერში. მისივე თქმით, ახალი ბინის ერთკვირიანი ძიების შემდეგ იგი ბრუნდებოდა ლონდონში და სწორედ მატარებელში მოიგონა პოტერის ისტორია. იმავე საღამოს ჯოანმა დაიწყო ფილოსოფიური ქვის წერა და, მიუხედავად იმისა, რომ პირველ გვერდებს ჩამოყალიბებული ხასიათი არ ჰქონდა, შემდეგმა მოვლენებმა, კერძოდ კი როულინგის დედის გარდაცვალებამ თავისი გავლენა იქონია ჰარის ბედზეც. 1996 წლისათვის წიგნი დასრულებული იყო და გამოცემული იქნა 1997 წელს.
1981 წლის 1 ნოემბერი. პროფესორი ალბუს დამბლდორი და პროფესორი მინერვა მაკგონაგელი ერთმანეთს ხვდებიან ნომერ 4 სახლთან, ლიტლ უინგინგში, სურეის საგრაფოში. ისინი საუბრობენ ჯადოსნურ სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე. ვოლდემორტი, ყველა დროის ყველაზე ძლიერი და ბოროტი ჯადოქარი, დამარცხებულია. მაგრამ მან ასევე შეიწირა ლილი და ჯეიმზ პოტერები. მათი შვილი, ჰარი, გად ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 773 | დაამატა: Capitan | თარიღი: 2011-11-12 | კომენტარი (2)

« 1 2 ... 33 34 35 36 37 ... 42 43 »
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
არქივი
Block title
Copyright MyCorp © 2025
Free site builder - uCoz