ოთხშაბათი, 2025-01-08, 8:55 AM მოგესალმები სტუმარი | RSS
"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!
მთავარი » საინტერესო ამბავი
ნორდკინი
ან კინარუდენი (ნორვ. Nordkyn, Kinnarodden) – ევროპის ყველაზე ჩრდილოეთი წერტილი. მდებარეობს ნორვეგიის ტერიტორიაზე. კონცხი წარმოადგენს კლდეს, რომელიც მთავრდება ნორდკინის ნახევარკუნძულით. მდებარეობს ბარენცის ზღვის დონიდან 240 მეტრ სიმათლეზე.
|
ნილოსი
(არაბ. النيل - ელ-ბაჰრ; ლათ. Nilus, ბერძნ.Neilos), მდინარე აფრიკაში. მიჩნეულია მსოფლიოს უგრძეს მდინარედ. წარმოიქმნება თეთრი ნილოსისა და ცისფერი ნილოსის შეერთებით. მდინარის სიგრძე კაგერას სათავიდან 6671 კილომეტრია. აუზის ფართობი - 2870 ათასი კმ2. ჩაედინება ხმელთაშია ზღვაში, შესართავთან წარმოქმნის საკმაოდ დიდ დელტას.
ნილოსის ჩრდილოეთი ნაწილი, სუდანიდან ეგვიპტეში გადასვლის შემდეგ, მთლიანად უდაბნოში მიედინება. სწორედ ნილოსზე იყო მთლიანად დამოკიდებული ძველი ეგვიპტის ცივილ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ანანასი
(Ananas), ტროპიკული ბალახოვან მცენარეთა გვარი ბრომელიისებრთა ოჯახისა. 80 სმ-მდე სიგრძის ხორცოვანი, ფართოხაზური, კიდეეკლებიანი ფოთოლი და ოქროსფერ-ყვითელი, გირჩისებრი მოზრდილი ნაყოფედი აქვს. ტროპიკულ ამერიკაში ანანასის 5-6 სახეობა ხარობს. განსაკუთრებით ფართოდ არის გავრცელებული ნამდვილი ანანასი (Ananas comosus ანუ Ananas sativus). ანანასის კულტურული ჯიშების მომჟავო-ტკბილი არომატული ნაყოფედი 2-იდან 15 კგ-მდე იწონის, უთესლოა, შეიცავს (%-ებით): 86,1 წყალს, 4,5 ინვერსირებულ შაქარს, 6,9 საქაროზას, 0,41 აზოტოვან ნივთიერე
...
კითხვის გაგრძელება »
|
მდინარე
— წყლის ნაკადი, რომელიც ბუნებრივ კალაპოტში მიედინება და თავისი აუზის ზედაპირული და მიწისქვეშა ჩამონადენით საზრდოობს. მდინარეებს მეცნიერულად შეისწავლის დედამიწის ჰიდროლოგიის ერთ-ერთი დარგი - მდინარეთა ჰიდროლოგია.
მდინარეს აქვს სათავე — ადგილი, საიდანაც იწყება, და შესართავი — ადგილი, სადაც ის ზღვას, ტბას ან სხვა მდინარეს უერთდება. მდინარე, რომელიც უშუალოდ ერთვის ზღვას, ტბას, ჭაობს ან ქვიშებში იკარგება — მთავარი მდინარეა. მდინარეს ერთვის შენაკადები.
მთავარი მდინარე თავის შენაკადებთან ერთად ქმნის მდინარეთა სისტემას. ხმელეთის ზედაპირი, საიდა
...
კითხვის გაგრძელება »
|
ირმის ქვები
- ძველი მონოლითური ტიპის ქვები ირმის გამოსახულებით. გავრცელებულია თანამედროვე მონღოლეთის ტერიტორიაზე. ითვლება, რომ ირმის ქვები შეიქმნენ ბრინჯაოს ხანაში. ნახატები ქვაზე ამოკვეთილია ან დახატულია. ქვები თარიღდება გვიანი ბრინჯაოს ხანით. გვხდება მონღოლეთში, ჩინეთში, ტივში, ალტაიში და სხვა ადგილებში. ზოგან ეს ქვები დაკავშირებულია საფლავებთან. შესაძლოა ისინი რაიმე კულტს, მსხვერპლშეწირვას უკავშირდებოდნენ. ა.პ.ოკლადნიკოვი სამ ძირითად ჯგუფს გამოყოფს ირმის ქვებში: მრგვალს (ცილინდრულს), მართკუთხას და უფრო ფართო, ზოგჯერ დამრეცად გადაჭრილ ქვებს. ნ. დიკოვი გამოსახულებებში, მათი სტილისტიკური თავისებუ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ყინული
— სახელი, რომელიც წყალს ქვია 15 ცნობილ კრისტალიზებულ მყარ ფაზაში. არასამეცნიერო კონტექსტში, ის როგორც წესი აღწერს ყინულ lh-ს, რომელიც ამ ფაზათაგან ყველაზე გავრცელებულია. ის შეიძლება გამჭვირვალე ან მოცისფრო-მოთეთრო ფერის იყოს, მისი სიწმინდის მიხედვით. ყინულ lh-ზე გადასვლა ხდება, როდესაც წყალი ცივდება 0 °C-ზე (273.15 K, 32 °F) სტანდარტული ატმოსფერული წნევისას. ის ასევე შეიძლება წარმოიქმნას ორთქლისგან გარდამავალი თხევადი ფაზის გავლის გარეშე. ყინული გლობალური კლიმატის მნიშვნელოვანი კომპონენტია, განსაკუთრებით წყლის ციკლში.
|
ქამელეონი
სებრთა ოჯახში გაერთიანებულია 4 გვარი და დაახლოებით 90–მდე სახეობა. ქამელეონების დიდი უმრავლესობა ბინადრობს მადაგასკარზე, აფრიკაში, და მეზობელ კუნძულებზე. ქამელეონების უმრავლესობა ხეზე ცხოვრების წესს ეწევა და მხოლოდ გამონაკლისის შემთხვევაში ჩამოდის მიწაზე. ყველაზე დიდი ქამელეონის სხეულის სიგრძე, რომელიც მადაგასკარზეა გავრცელებული 50 სმ–ს აღწევს.
|
ქორდიანები
(Chordata), მეორეულღრუიანი ცხოველების უმაღლესი ტიპი. მათ განეკუთვნებიან გარსიანები, უქალოები, ხერხემლიანები. ქორდიანებისთვის დამახასიათებელია ქორდა, ზურგის ნერვული მილი და ლაყუჩის ნაპრალები. ქორდიანების ერთ ნაწილს ქორდა მთელი სიცოცხლის განმავლობაში აქვს, ზოგს კი — განვითარების ადრეულ პერიოდში. ხერხემლიანების ზურგის ნერვული მილის წინა ნაწილი ქმნის თავის ტვინს, მოზრდილ ასციდიებში კი ნერვულ მილს ნერვული განგლიონი ცვლის. ლაყუჩის ნაპრალები ხმელეთის ქორდიანებს მხოლოდ ლარვის ან განვითარების ადრეულ საფეხურებზე გააჩნიათ, ხოლო წყლის ფორმებს — მთელი სიცოცხლის მანძილზე. ქორდიანებს ახასიათებთ მეტამერია, რაც კარგად აქვთ გამოხატული უქალოებსა და ხერხემლიანებს მათი ჩანასახოვანი განვითარების პერიოდში.
|
პომპეი
(ლათინურად: Pompeii) – ქალაქი ძველ რომში. განადგურდა ქალაქ ჰერკულანუმთან ერთად 79 წ
...
კითხვის გაგრძელება »
| « 1 2 ... 16 17 18 19 20 ... 42 43 » |
|
|
|