ოთხშაბათი, 2025-01-08, 8:22 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » საინტერესო ამბავი

ზვავი - მთის ფერდობზე მოძრავი თოვლის მასა.

ზვავი სტიქიური, ხშირად კატასტროფული მოვლენაა. იგი უპირველეს ყოვლისა, მთებთანაა დაკავშირებული. ზვავის ჩამოსვლისათვის ყველაზე ხელსაყრელი პირობა იქმნება თუ: თოვლის საფარი აღემატება 20 სმ-ს, მთის ფერდობის დახრილობა მერყეობს 15-დან 50 გრადუსამდე და ტერიტორიაზე არ არის ტყე. ყველაზე ხელსაყრელი ვითარება ზვავის ჩამოწოლისათვის იქმნება 300-400-ით დახრილ ფერდობებზე და მაშინ, როცა ერთ დღის განმავლობაში 10 სმ-ზე მეტი თოვლი მოდის. ზვავი გარკვეული სისქის თოვლის საფარის ჩამოყალიბებასთანაცაა დაკავშირებული, ამიტომ მათი მოქმედება ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 820 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-17 | კომენტარი (0)

ლავა (იტალ. lava < ლათ. labes - ზვავი, ჩამოზვავება) — ცეცხლოვანი სილიკატური მდნარი, რომელიც ამოინთხევა დედამიწის ზედაპირზე ვულკანური ამოფრქვევების დროს. მაგმისაგან განსხვავებით, ლავა არ შეიცავს აირებს, ისინი ამონთხევისას ქროლდებიან.

შედგენილობის მიხედვით განარჩევენ მჟავე, საშუალო და ფუძე ლავას. კაჟმიწით მდიდარი მჟავე ლიპარიტული ლავა ბლანტია და შედარებით ცივი. წარმოქმნის გუმბათებს, იშვიათად ლავურ ნაკადს; აფეთქების შედეგად კრატერიდან ამოტყორცნილი დაქუცმაცებული ლავის ნამსხვრევები წარმოშობს სხვადასხვა ტიპის ტუფებს.

საშუალო, ანდეზიტური ლავა და ფუძე, ბაზალტური ლავა უფრო მოძრავია; ამონთხ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 743 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-17 | კომენტარი (0)

ელვა — გიგანტური ელექტრული განმუხტვა ატმოსფეროში, რომელსაც თან სდევს ქუხილი. ელვას წინ უსწრებს ღრუბლის დაელექტროება, სხვადასხვა ნიშნით დამუხტული ნაწილაკების განცალება და მნიშვნელოვანი მოცულობის მუხტების წარმოქმნა.

უარყოფითი მუხტი უპირატესად ღრუბლის ფუძის არეში გროვდება, დადებითი კი - ზემოთ, დედამიწის ზედაპირი ინდუქციით დადებითად იმუხტება. განარჩევენ წრფივ, ბრტყელსა და ბურთისებრ ელვებს.

ყველაზე უკეთ შესწავლილია წრფივი ელვა (განსაკუთრებით ღრუბელსა და დედამიწას შორის). ზონაში, სადაც ელექტრული ველის დაძაბულობა მიაღწევს კრიზისულ მნიშვნელობას, ჰაერის თავისუფალი ელექტრონები დიდი სიჩქარით მიისწრაფვის დედამიწისაკენ და ჰაერის ატომე ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 822 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-17 | კომენტარი (0)

გეორგინა , დალია (Dahlia), მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აქვს გორგლისებრ გამსხვილებული ფესვები 35-200 სმ სიმაღლის ღრუ ღერო, მოპოროსპირედ განლაგებული ფრთისებრი ან სამმაგ ფრთისებრი ფოთლები, კალათა ყვავილედი, რომელიც სხვადსხვა შეფერილობის მრავალი მილისებრი და ენისებრი ან მხოლოდ ენისებრი ყვავილისაგან შედგება. გეორგინის დაახლოებით 15 სახეობა ველურად იზრდება მექსიკასა და გვატემალაში. ჰიბრიდიზაციით მიღებულია მისი 8 ატასზე მეტი ჯიში. ყვავილედის ტიპების მიხედვით ბაღის გეორგინები სამ ჯგუფად იყოფა: არაბუთხუზა, ნახევრად ბუთხუზა და ბუთხუზა. დეკორატიულ მებაღეობაში გეორგინას იყენებენ მარტოული ან მასობრივი რგვისათვის, ყვავილწნულებში და სხვა; ამრავლებენ კ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 1721 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-17 | კომენტარი (0)

რავალწლოვანი მცენარეები , ბალახოვანი მცენარეები ან ბუჩქბალახები, რომლებიც ცოცხლობენ 2 წელზე მეტს, ზოგიერთი რამდენიმე წელს, ზოგი 20-30 და 100 წელსაც კი. მრავალწლოვანი მცენარეებთა უმეტესობა ყვავილობს და ნაყოფმსხმოიარობს ყოველ წელს (პოლიკარპული მცენარეები), ნაწილი ფოთლებს მთელი წლის მანძილზე ინარჩუნებს (მარადმწვანე მცენარეები), უმეტესობას მიწისზედა ორგანოები კი არახელსაყრელ პირობებში კვდება და სიცოცხლისუნარიანობას მხოლოდ მიწისქვეშა ნაწილები (ფესურა, გორგლი, ბოლქვი, ფესვი) ინარჩუნებს. მიწისზედა ორგანოები შესაძლოა ნაწილობრივ გადარჩეს განახლების კვირტებით (როზეტი, მხოხავი ყლორტი და სხვა). ზოგ შემთხვევაში მცენარეთა დაყოფა ერთ-, ორ- და მარავალწლოვნებად პირობითია. მაგ., ტროპიკული მრ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 1152 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-17 | კომენტარი (0)


1. 14 საუკუნეში, მექანიკური საათის გამოგონებამდე ყველაზე სრულყოფილი მოწყობილობა იყო ორღანი ვინჩესტერის ტაძარში, ინგლისში. იმისათვის, რათა მას 26 ხმა გამოეცა, 70
ადამიანი იყო საჭირო.

2. დაახლოებით 1000 წელს ბრიტანეთში ერთ გალაშქრებაზე ვიკინგები 100 კაცით დატვირთულ 80 გემს უშვებდნენ.

3. პირველი ლონდონის ხიდი ჩაანგრიეს 1014 წელს, როდესაც მას დანიელები აკონტროლებდნენ. მათი მტრები, საქსები აუყვნენ ზემოთ მდინარე ტემზას, მოაბეს ბოძებს თოკები და ჩააგრიეს.



4. უილიამ დამყრობელი არ აღიარებდა რომ ის უცხოელი დამპყრობელი იყო. ის იძახდა, რომ იყო სამეფო ოჯახს ახლო ნათესავი, და მეფე ედვარდ განმანათლებელი დაპირდა მას გვირგვინს.



5. ამბობენ, რომ უილიამ დამპყრობელს შეეძლო სრულიად აღჭურვილი შ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 1025 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-17 | კომენტარი (0)



2012 წელთან დაკავშირებით იმდენი მითქმა მოთქმა ატყდა რომ გადავწყვიტე ნიღაბი ჩამოვგლიჯო მაიას ტომელებს მოკლედ

-…მაიას ცივილიზაციის წარმოშობა და გაქრობა ბურუსით არის მოცული.
-…ნიკოლაი გრუბეს(1962 წელს დაბადებული ამერიკანისტი, რომელიც მაიას იეროგლიფური
დამწერლობის შესწავლიტ არის დაკავებული.) დამსახურებაა, რომ დღესდღეობით დაახლოებით 400
იეროგლიფის წაკითხვა ხერხდება.
-…მაიას ცივილიზაცია თვლის სისტემაში ფიგურირებდა ნოლი, მაშინ
როდესაც არაბებმა მსგავსი სისტემა 814 წელს, ხოლო ევროპელებმა
მეთორმეტე საუკუნეში გამოიყენეს.
- …მათ არ იცოდნენ რა იყო ბორბალი, ხოლო რკინის დამუშავება სხვა
ცივილიზაციებზე ბევრად გვიან წამოიწყეს.
- …მაიას ქრონოლოგია ჩვ. წ. აღ. – მდე 3114 წელს იწყება. ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 1899 | დაამატა: giorgi07 | თარიღი: 2011-11-16 | კომენტარი (1)



აქ არის მაიას ტომზე თითქმის ყველაფერი smile
მექსიკასა და ბელიზის ტერიტორიაზე მცირე დასახლებებად დღესაც ცხოვრობს ხალხი, რომელთა ენა, რწმენა-წარმოდგენები, წეს-ჩვეულებები და გარეგნობაც კი 2000 წლის მანძილზე არ შეცვლილა. ამ ხალხის წინაპრებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ მექსიკის. ჰონდურასისა და გვატემალას ტერიტორიაზე ამერიკის ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია შექმნეს. ცივილიზაცია, რომელიც თამამად დაუდგება გვერდით ძველბერძნულ, ჩინურ, ბაბილონისა თუ რომის ცივილიზაციებს, თუმცა ამ ხალხს თავიანთი ძველი დიდების ნაშთიც კი არასდროს უნახავს…მას მაიას უწოდებენ.

უჩვეულო ცივილიზაცია

წარსულის ყველა დიდი ცივილიზაციის წარმოშობა და განვითარება მდინარეს, წყალს უკავშირდება. ჩინელებმა ერთ დიდ სახელმწიფოდ გაერთიანება ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლელიდან ჩინეთის ორი უდიდ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 1062 | დაამატა: giorgi07 | თარიღი: 2011-11-16 | კომენტარი (0)



24 იანვარი არის გრიგორიანული კალენდრის 24-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 341 დღე (ნაკიან წელში – 342).

დღის მოვლენები

41 : რომის იმპერატორი კალიგულა, ცნობილი საკუთარი ექსცენტრიულობითა და დესპოტიზმით, მოკლულ იქნა მისი განაწყენებული პრეტორიელი მცველების მიერ. რის შემდეგაც ტახტი დაიკავა მისმა ძმისშვილმა კლავდიუსმა.
1679 : მეფე ჩარლზ II (ინგლისი) შლის პარლამენტს.
1742 : ჩარლზ VII ალბერტი ხდება წმინდა რომის იმპერატორი.
1848 : კალიფორნიის ოქროს ცხელება – ჯეიმს მარშალი საკრამენტოში სატერის სახერხ საამქროსთან პოულობს ოქროს.
1888 : ჯეიკობ უორტმანი აპატენტებს საბეჭდი მანქანის ლენტას.
1918 : სახალხო კომისართა საბჭოს ბრძანებულებით რუსეთში 1 თებერვლიდან გრეგორიანული კალენდარი შემოიღეს.
... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 749 | დაამატა: giorgi07 | თარიღი: 2011-11-16 | კომენტარი (0)

დოლი — ქართული დასარტყამი საკრავი. დოლი გავრცელებულია საქართველოს ბარის კუთხეებში. დოლი წარმოადგენს ხის პატარა ცილინდრულ კორპუსს, რომლის ორივე მხარეზე გადაკრულია ტყავი. ტყავი დამაგრებულია თასმებით და მასში გაყრილია რკინის რგოლები, რომლებითაც იჭიმება ტყავი. დოლის სიმაღლე ისე შეეფარდება ჟღერადი ზედაპირის დიამეტრს, როგორც 3:1. დოლზე (უფრო მეტად) უკრავენ ხელებით ან ჯოხებით. ზოგჯერ ჯოხს გაგანიერებული ბოლო აქვს. დოლი უჭირავთ მარცხენა იღლიის ქვეშ ან ჩამოკიდებული აქვთ. უკრავენ მჯდომარე მდგომარეობაში. ზოგჯერ მედოლე თვითონა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 1490 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-16 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 15 16 17 18 19 ... 42 43 »
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2025
Free site builder - uCoz