პარასკევი, 2024-12-27, 10:37 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » რელიგია


ბიბლია (ბერძნ. Biblia, სიტყვასიტყვით წიგნები) — იუდაისტური და ქრისტიანული რელიგიების „საღვთო“ წიგნების კრებული. შედგება ძველი და ახალი აღთქმისაგან. ქრისტიანობა ცნობს ბიბლიის ორივე ნაწილს, იუდაიზმი კი მხოლოდ ძველ აღთქმას.

ძველი აღთქმის (39 წიგნი) დიდი ნაწილი დაწერილია ძველ ებრაულ ენაზე. მხოლოდ ზოგიერთ, შედარებით გვიანდელ წიგნში (ეზრასი და დანიელისა), გვხვდება მცირე ჩანართი არამეულ ენაზე. ძველი აღთქმა შედგენილობის მხრივ მეტად სხვადასხვაგვაროვანი კრებულია; შეიცავს ისტორიულ დოკუმენტებს, ხალხურ მითებისა და ლეგენდების ჩანაწერებს, სხვადასხვა ეპოქისა და სოციალურ ფენათა მსოფლმხედველობის ამსახველ იურიდიულ დოკუმენტებს, განსხვავებულ რელიგიურ კულტებთან დაკავშირებული რიტუალების ამსახველ ტექსტებს, რელიგიისა და ლირიკული პოეზიის ნიმუშებს. ამ ნაირგვარი მასალის შეკრება, რედაქცია და კანონიზაცია მჭიდროდ უკავშირ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: რელიგია | ნანახია: 793 | დაამატა: Capitan | თარიღი: 2011-11-14 | კომენტარი (0)

ბრაჰმა (სანსკრ. ब्रह्मा brahmā „შემოქმედი") — ადრეული ბრაჰმანიზმის უმაღლესი ღვთაება, ინდუისტური სამების ტრიმურტის შემოქმედი ღმერთი — მფარველ ვიშნუსა და გამანადგურებელ შივასთან ერთად.

ბრაჰმას კულტი უნდა წარმოშობილიყო გვიანდელ ვედურ პერიოდში ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარში კლასობრივი საზოგადოების გაჩენისა და ქურუმთა პრივილეგიური კასტის ბრაჰმანების გაბატონებასთან ერთად.

ჩვეულებრივ ბრაჰმას გამოხატავენ გედზე მჯდომს ოთხი სახითა და ოთხი ხელით.

ვინაიდან ბრაჰმამ მსოფლიოს შექმნა უხსოვარ დროში უკვე დაასრულა, ინდუიზმის მიმდევრებში მის მიმართ ინტერესი იმდენად დაიკარგა, რომ ტაძრებით მოფენი ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: რელიგია | ნანახია: 815 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-14 | კომენტარი (0)

ბუდა (სანსკრ. ბუდჰა, სიტყვასიტყვით „გასხივოსნებული"), ბუდისტურ რელიგიაში არსება, რომელმაც მიაღწია უმაღლეს სიწმინდეს, ნირვანას. ბუდისტურ პანთეონში მარავალი ბუდა არსებობს, მაგრამ ამ სახელით უმეტესად მოიხსენიებენ ჩრდილოეთ ინდოეთში, თანამედროვე ნეპალის სამხრეთ საზღვარზე მცხოვრები შაკიების ტომის ბელადის ძეს სიდჰართა გაუტამას, რომელსაც ბუდიზმის შექმნას მიაწერენ.

კატეგორია: რელიგია | ნანახია: 760 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-14 | კომენტარი (0)



მეცნიერება მეტ-ნაკლები დამაჯერებლობით ცდილობს ახსნას სამყაროში მომხდარი თუ არსებული პარადოქსები და სასწაულები. მეცნიერების სწრაფმა განვითარებამ XX ს. საშუალება მოგვცა ადამიანური წარმოსახვის დონეზე ჩავწვდომოდით ბიბლიურ მტკიცებულებებს. XX ს. კაცობრიობამ დაიწყო კოლოსალური მნიშვნელობის აღმოჩენათა სერია: მეცნიერებამ დაამტკიცდა სამყაროს წარმოშობის ბიბილური ვერსია "დიდი აფეთქების თეორიის” სახით; მოხდა ქრისტეს კვართის ე.წ. ტურინის სუდარის აუტენტიფიკაცია და ა.შ. მიუხედავათ ამისა, მეცნიერება ვერ ხსნიდა ქრისტესა და წმინდანების ერთ-ერთი სასწაულის – წყალზე სიარულის ფენომენს. რამოდენიმე ხნის წინ თანამედროვე მეცნიერება დაინტერესდა წყლით და დაიწყო მისი გამოკვლევა უახლესი ტექნოლოგიებით. ამ გამოკვლევებმა, რომლებიც პარალელურად რამოდენიმე ქვეყანაში ტარდება, საოცარი შედეგები გვიჩვენეს…

მიუ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: რელიგია | ნანახია: 902 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-12 | კომენტარი (0)



ბუდისტური რელიგია მისი დამაარსებლის ბუდას სახელიდან მომდინარეობს.მისი ნამდვილი სახელი და გვარია სიდჰართა გაუტამა.მამამისი ფუფუნებაში ზრდიდა,თექვსმეტი წლისა ცოლად მეფის ასული შერთეს რომელთანაც შვილი შეეძინა. 29 წლის სიდჰართამ თავისი სამფლობელოს დათვალიერება გადაწყვიტა.მამამისი შეეცადა, მისთვის სასახლის გარეთ არსებული სამყაროს მხოლოდ დადებითი მხარეები ეჩვენებინა.,აგრამ ამ მოგზაურობისას მან ნახა – მოხუცებულები, მძიმე ავადმყოფები და ნახა თუ როგორ წვავდნენ მდინარესთან ადამიანის გვამს.ყოველივე ეს მას მანამდე არ ენახა. მან მიატოვა სასახლე და ასტეკური ცხოვრება დაიწყო.ბევრ გურუს( მასწავლებელს) შეხვდა მაგრამ ჭეშმარიტება მაინც ვერსად იპოვა.ბოლოს ის ერთი ხის ძირას ჩამოჯდა ფიქრს მიეცა.მისი აზრები ერთგვარად დალაგდა.მან ნელნელა დაიწყო გამოღვიძება,გონება გაუნათდა.ოს მიხვტა მიზეზს,თუ რატომ იტანჯებოდნენ ადამიანები.

გთავაზობთ ბუდას რამდენიმე გამონათქვამს ცხო ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: რელიგია | ნანახია: 820 | დაამატა: Capitan | თარიღი: 2011-11-11 | კომენტარი (0)



მინდა გაგაცნოთ ერთ-ერთი ძალიან უცნაური და მკაცრი რელიგია, ჯაინიზმი.
ჯაინიზმის მიმდევრები უმეტესწილად ინდოეთში ცხოვრობენ და მოსახლეობის 3%-ს შეადგენენ. ამჟამად ითვლის დაახლოებით 6 მილიონ მიმდევარს, რომელთაგან 3,5 მილიონი ინდოეთში ცხოვრობს. ეს რელიგია ტექსტებს ეფუძნება.
ჯაინიზმი ინდუიზმისა და მისი კასტური სისტემის წინააღმდეგ ბრძოლის წიაღში წარმოიშვა. ეს რელიგია ბუდიზმის მსგავსად კიდევ ერთი მცდელობა იყო ინდუიზმის რეფორმირებისა. ჯაინიზმი უარყოფს კასტურ სისტემას, სქესობრივ დისკრიმინაციას, არ ცნობს ვედის ავტორიტეტს, გამოდის ღმერთების თაყვანისცემის წინააღმდეგ. ჯაინიზმი ძვ. წ. V საუკუნეში შექმნა მაჰავირამ, რომელსაც მეტსახელად “ჯინას” (გამარჯვებულს) ეძახდნენ.
ძვ. წ. დაახლოებით 540 წელს 28 წლის ასაკში მაჰავირამ თავისი ოჯახი მიატოვა და 12 წლის განმავლობაში ეწეოდა ასკეტურ ცხოვრებას, მოგზაურობდა, მოწყალები ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: რელიგია | ნანახია: 852 | დაამატა: Capitan | თარიღი: 2011-11-11 | კომენტარი (0)



ბიოგრაფია
გადმოცემის თანახმად წმინდა გიორგი დაიბადა კაბადოკიაში, III საუკუნის მეორე ნახევარში. იგი იყო დიდებული ოჯახის შვილი. მის მამას გერონტიოსი, დედას კი – პოლიხნორია ერქვა. დედამ წმინდა გიორგის შეასწავლა საღმრთო წიგნები და ჭეშმარიტი სარწმუნოება.

წმინდა მოწამე დიოკლეტიანე მეფის დროს ტრივონთა მეთაური იყო. დეოკლიტიანემ და მაგნენტიოსმა კერპთმსახურება ააღორძინეს და გასცეს ბრძანება ქრისტიანთა დევნილებისა და იმ მორწმუნეთა დაწინაურების შესახებ, რომელნიც უარყოფდნენ ახალ რელიგიას. ხოლო ვინც შეეწინააღმდეგებოდა მეფის განაჩენს, საზარელი სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა.

გადმოცემით ამ დროს გამობრწყინდა ყოვლად წმინდა სამების ახოვანი მხედარი, რომელიც მეფესთან შევიდა და მის წინაშე იქადაგა ქრისტიანობა, კერპთა ცბიერება და მისი მიმდევარი კი გაკიცხა. დეოკლიტიანემ ვერაფრით შეძლო წმინდა გიორგის გადაბირება, ამიტომაც პირმოთნეობა დაუტ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: რელიგია | ნანახია: 767 | დაამატა: NuKKeR | თარიღი: 2011-11-02 | კომენტარი (0)



კეთილი ზრახვების ძალა

წმიდაო მამაო, ძველ აღთქმაში მაკაბელთა მეოთხე წიგნში ნათქვამია: "ვნებებს იგი (გონება) არ სპობს, არამედ მხოლოდ გასაქანს არ აძლევს მათ". რას ნიშნავს ეს? შეხედე: ვნებები ღრმად არის ფესვგადგმული ჩვენში. მაგრამ კეთილი, ღვთის მოსაური ზრახვა გვეხმარება, რომ არ დავემონოთ მათ. როდესაც ადამიანი გამუდმებით ამუშავებს კეთილ ზრახვებს, თავის ამ კეთილ მდგომარეობაში მტკიცდება და სიმყარეს იძენს. მასში ვნებები აღარ მოქმედებენ და თითქოს აღარც არსებობენ ისინი. ანუ, კეთილი ზრახვები ვერ აღმოფხვრიან ვნებებს, მაგრამ ებრძვიან და მის განრიდებას ახერხებენ. მაკაბელთა წიგნში აღწერილია წამება, რომლის დათმენაც შვიდმა წმიდა ყრმამ შეძლო. მათ დედას – წმიდა სოლომონიდასა და მათ მასწავლებელს – წმიდა ელიაზარს ღვთისმოსაური ზრახვები ჰქონდათ.
ერთი კეთილი ზრახვაც თავისი ძალით მრავალსაათიან ღამისთევის ლოცვას უთანაბრდება! მას უდიდესი ძალა აქვს. დღეისათვის ა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: რელიგია | ნანახია: 770 | დაამატა: NuKKeR | თარიღი: 2011-11-02 | კომენტარი (0)



ქრისტიანობა - ქრისტეს მოძღვრება, სამთაგან ერთ-ერთი მსოფლიო რელიგია ბუდიზმთან და ისლამთან ერთად. მას სამი ძირითადი მიმართულება აქვს: კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და მართლმადიდებლობა. საერთო ნიშანი, რომელიც აერთიანებს ქრისტიანობის სხვადასხვა დენომინაციებს, არის რწმენა იესო ქრისტესადმი, როგორც ღმერთკაცის, მსოფლიოს მხსნელის, სამების მეორე პირის განმასახიერებლისადმი. ქრისტიანული სწავლების მთავარი წყაროა ქრისტიანებისთვის წმინდა წიგნი - ბიბლია, განსაკუთრებით მისი მეორე ნაწილი - ახალი აღთქმა. ქრისტიანობა ისლამთან და იუდაიზმთან ერთად მიეკუთვნება ე.წ. “აბრაამისეულ რელიგიებს”.

ქრისტიანობის წარმოშობა

ქრისტიანობა წარმოიშვა იუდაიზმის წიაღში ახ.წ. 1-ელ საუკუნეში რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში - პალესტინაში. ახალი მოძღვრება ბერძნული და ლათინური ენების წყალობით იოლად ვრცელდებოდა უზარმაზარ რომის იმპერიაში. გადმოცემის თანახმად,თომ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: რელიგია | ნანახია: 767 | დაამატა: NuKKeR | თარიღი: 2011-11-02 | კომენტარი (0)



* * *

ჩვენი შვილი ტატო ჰიდროცეფალიითაა დაავადებული. სამშობიაროდან გამოყვანის შემდეგ პატარა ტატო 3 თვის განმავლობაში გამუდმებით ტიროდა. ექიმები მუცელსა და ყურზე მკურნალობდნენ - მაშინ, როცა ორგანიზმში თავის ქალის გახსნის პროცესი მიმდინარეობდა (მშობიარობის დროს თურმე ექიმებს ხელიდან გავარდნოდათ). ტატოს პირველი ოპერაცია 4 თვისას გაუკეთეს. მას თავის ქალიდან ხერხემლამდე ხელოვნური ორგანიზმი ჩაუდგეს. მაგრამ აქაც არ გაუმართლა პატარას. მოხდა ქირურგიული შეცდომა და ხელოვნური ორგანიზმი, მარჯვენის ნაცვლად, მარცხენა მხარეს ჩაუდგეს. განმეორებითი ოპერაცია მესამე დღესვე გახდა საჭირო.

დღემდე ტატომ ხუთი ოპერაცია გადაიტანა. 4-ჯერ კი ხერხემლიდან სითხე აუღეს. ბავშვს არა თუ სიარული, ხოხვაც კი არ შეეძლო. მხოლოდ ეტლით დაგვყავდა. ტატოს თავში წარმოქმნილმა კისტამ კატასტროფული სისწრაფით იწყო ზრდა. დააწვა ტვინს და დიდი ადგილი დაიკავა. ამან განავით ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: რელიგია | ნანახია: 775 | დაამატა: NuKKeR | თარიღი: 2011-11-02 | კომენტარი (0)

« 1 2 3 »
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz