ბუდა (სანსკრ. ბუდჰა, სიტყვასიტყვით „გასხივოსნებული"), ბუდისტურ რელიგიაში არსება, რომელმაც მიაღწია უმაღლეს სიწმინდეს, ნირვანას. ბუდისტურ პანთეონში მარავალი ბუდა არსებობს, მაგრამ ამ სახელით უმეტესად მოიხსენიებენ ჩრდილოეთ ინდოეთში, თანამედროვე ნეპალის სამხრეთ საზღვარზე მცხოვრები შაკიების ტომის ბელადის ძეს სიდჰართა გაუტამას, რომელსაც ბუდიზმის შექმნას მიაწერენ.
|