პარასკევი, 2024-12-27, 10:54 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 14 » ბრაჰმა
6:29 PM
ბრაჰმა

ბრაჰმა (სანსკრ. ब्रह्मा brahmā „შემოქმედი") — ადრეული ბრაჰმანიზმის უმაღლესი ღვთაება, ინდუისტური სამების ტრიმურტის შემოქმედი ღმერთი — მფარველ ვიშნუსა და გამანადგურებელ შივასთან ერთად.

ბრაჰმას კულტი უნდა წარმოშობილიყო გვიანდელ ვედურ პერიოდში ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარში კლასობრივი საზოგადოების გაჩენისა და ქურუმთა პრივილეგიური კასტის ბრაჰმანების გაბატონებასთან ერთად.

ჩვეულებრივ ბრაჰმას გამოხატავენ გედზე მჯდომს ოთხი სახითა და ოთხი ხელით.

ვინაიდან ბრაჰმამ მსოფლიოს შექმნა უხსოვარ დროში უკვე დაასრულა, ინდუიზმის მიმდევრებში მის მიმართ ინტერესი იმდენად დაიკარგა, რომ ტაძრებით მოფენილ ინდოსტანის ნახევარკუნძულზე ბრაჰმასთვის მიძღვნილი ორი უძველესი მოუვლელი ტაძარიღა არსებობს. ბრაჰმას კულტი საუკუნეების განმავლობაში შეცვალეს სხვა ღმერთებმა — კრიშნამ, რამამ, განეშამ და სხვა

კატეგორია: რელიგია | ნანახია: 816 | დაამატა: xuco | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz