პარასკევი, 2024-12-27, 11:20 AM მოგესალმები სტუმარი | RSS
"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!
მთავარი » რელიგია
ჰელოუინი (ინგლ. HALLOwEEN) არის დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 31 ოქტომბერს. აღნიშვნის დროს ტარდება სხვადასხვა ღონისძიება და მსვლელობა — თამაშები, ფეიერვერკები, კოსტიუმირებული წვეულებები, „მოჩვენებებიანი სახლების“ მონახულება, საზარელი ისტორიების თხრობა და საშინელებათა ფილმების რეტროსპექტივები. ჰელოუინთან არის დაკავშირებული გოგრებში თვალებისა და პირების ამოჭრის ტრადიცია.
დღესასწაულის ელემენტები “ჩრდილოეთი ამერიკა”ჩრდილოეთ ამერიკაში” ჩატანილი იქნა ირლანდიელი ემიგრანტების მიერ, XIX საუკუნეში. სხვა ქვეყნებში ეს დღესასწაული XX საუკუნეში გავრცელდა. ჰელოუინი აღინიშნება ბრიტანეთში აშშ-ში, კანადაში, “ირლანდია” ირლანდიაში, პუერტო რიკოში, იაპონიაში, ახალ ზელანდიაში და ავსტრალიის სხვადასხვა ნაწილებში. შვედეთში „ყველა წმინდანის“ დღესასწაული ტარდება ყოველი წლის ნოემბრის პირველ შაბათს.
წარმართული ჰელოუინის დღესასწაული ძველ კელტთა ყოფიდან ი
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
რელიგია
|
ნანახია:
733
|
დაამატა:
NuKKeR
|
თარიღი:
2011-11-01
|
|
ბიბლიის მიხედვით
ოთხი ქალაქი: სოდომი, გომორი, ადმა და ცებოიმი აღგავა მიწის პირიდან ციდან გადმოსულმა ცეცხლმა. უფლის რისხვა გამოიწვია ამ ქალაქების მცხოვრებთა უკეთურებამ და ყოვლად შემაზრზენმა ცოდვებმა. ღმერთმა გამოუცხადა აბრაამს, რომ სოდომი უნდა მოესპო. აბრაამი ლოცულობდა ამ ცოდვილი ქალაქისათვის და ღმერთიც დაჰპირდა, რომ არ მოსპობდა ქალაქს, თუ მასში 10 მართალი კაცი მაინც აღმოჩნდებოდა, მაგრამ არ აღმოჩნდა.
სოდომში ცხოვრობდა მართალი ლოტი თავის ცოლითა და ორი ქალიშვილითურთ. ამ ქალაქში ღმერთმა ორი ანგელოზი გამოგზავნა ადამიანის სახით შემოსილნი. საღამო იყო. სტუმართმოყვარე ლოტმა შინ მიიწვია ისინი. მან არ იცოდა, რომ ანგელოზები იყვნენ ისინი.
ჯერ კიდევ არ დაწოლილიყვნენ, რომ მოვიდნენ ქალაქის მცხოვრებნი, ჭაბუკიდან მოხუცამდე, და გარს შემოეხვივნენ სახლს. და დაუძახეს ლოტს და უთხრეს მას: ”სად არიან კაცები, რომლებიც შენთან მოვი
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
რელიგია
|
ნანახია:
758
|
დაამატა:
NuKKeR
|
თარიღი:
2011-11-01
|
|
მართლმადიდებლობა - (ძვ.ბრძნ ορθός, „მართალი, სწორხაზოვანი“ δόξα „თაყვანისცემა“ δοκείν „რწმენა“, ეწოდება ქრისტიანობის იმ მიმართულებას, რომელიც ინახავს ქრისტიანულ პრაქტიკას და მოძღვრებას, როგორც ის ჩამოყალიბდა მწვალებლებთან ბრძოლაში შვიდ მსოფლიო კრებაზე (325-787), სადაც მიიღეს ქრისტიანობის ძირითადი დოგმატები.
მართლმადიდებლობა, ქრისტეს მოძღვრების მართალი აღმსარებლობა, თვითშეფასებით, დასაბამს მოციქულთა ხანიდან იღებს და დღემდე შეურყვნელად და მრთელად ინახავს მას. ამიტომაც იგი თავის თავს მიიჩნევს იმავე ეკლესიად, რაზედაც მრწამსშია ნათქვამი: "ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქული ეკლესია". რაც შეეხება სხვა ეკლესიებს, რომლებთანაც მას არა აქვს ევქარისტიული კავშირი, ისინი გაიაზრებიან არა ერთი, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის განშტოებებად, (ერთი არასოდეს დაშლილა), არამედ მისგან ჩამოშორებულებად (განდგომილებად) ისტორიის განმავლობაში.
მიუხედავად
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
რელიგია
|
ნანახია:
826
|
დაამატა:
NuKKeR
|
თარიღი:
2011-10-31
|
|
რელიგია არის იდეათა და ქმედებათა სისტემა, რომელიც დაფუძნებულია რწმენაზე, რომ არსებობენ ზებუნებრივი ძალები, რომლებიც ზემოქმედებენ სამყაროზე და ადამიანის ცხოვრებაზე. ეტიმოლოგიურად რელიგიის ყველაზე ცნობილი განსაზღვრებაა “ხელახლა დაკავშირება”, თუმცა სხვები ვარაუდობენ, რომ იგი ნიშნავს “(სამყაროს) განმეორებით წაკითხვას”. ეს იდეა ღირებულია ქრისტიანობისათვის, მაგრამ არა რომაული წარმართობისათვის, რომლისგანაც მომდინარეობს ეს სიტყვა. მათთვის “რელიგია” არის ღმერთთან ვისიმე ხელახლა დაკავშირების იარაღი.
რელიგიამდელი ეპოქა
ეს არის პერიოდი ადამიანის გაჩენიდან პირველი რელიგიური წარმოდგენების შექმნამდე. ადამიანის გამოჩენას მეცნიერება ვარაუდობს 2,5 მლნ წლის წინ. პირველი მითოლოგიური და რელიგიური წარმოდგენები, პრიმიტიული სახით, სავარაუდოდ 35-40 ათასი წლის წარმოიშვა. ეს დამტკიცებულია არქეოლოგიური, ეთნო
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
რელიგია
|
ნანახია:
777
|
დაამატა:
NuKKeR
|
თარიღი:
2011-10-31
|
| |
|
|
|