პარასკევი, 2025-01-10, 6:22 PM მოგესალმები სტუმარი | RSS
"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!
მთავარი » საინტერესო ამბავი
ლუვრის მუზეუმი (ფრანგ. Musée du Louvre) - უდიდესი და ყველაზე განთქმული მუზეუმია მსოფლიოში, რომელსაც 8.5 მილიონი დამთვალიერებელი ჰყავდა 2008 წელს. მდებარეობს პარიზში, საფრანგეთი. შენობა, ყოფილი სამეფო სასახლე, პარიზის ცენტრში მდებარეობს, მდ. სენასა და რუ-დე-რივოლის შორის. მისი მთავარი მოედანი, რომელზეც ამჟამად ლუვრის პირამიდაა აღმართული, ერთ ხაზზეა შანზ-ელიზეს გასწვრივ და ამგვარად ქმნის ისტორიულ მონაკვეთს (Axe historique), რომელზეც პარიზის მრავალი ისტორიული მონუმენტია განლაგებული. ლუვრის სამეფო სასახლის ნაწილი საზოგადოებისთვის პირველად გაიხსნა 1793 წლის 8 ნოემბერს, საფრანგეთის რევოლუციის დროს. ისტორია
ლუვრი საუკუნის დასაწყისში (1200 წ.) აიგო მეფე ფილიპე ავგუსტის მითითებით, როგორც ციხესიმაგრე. XIV საუკუნის ბოლოს რ. დეტამლევ გადააკეთა და აქედან მოყოლებული, ლუვრი მეფეთა რეზიდენციად იქცა. 1546 წელს იგი დაინგრა დ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ოლიმპიური თამაშები, იყო უძველესი და ყველაზე პოპულარული დღესასწაული და შეჯიბრება ძველ საბერძნეთში. პირველი ოლიმპიური თამაშები მოეწყო ძვ. წ. 776 წელს ქალაქ ოლიმპიაში. თამაშებს შორის ინტერვალი შეადგენდა 1417 დღეს. ოლიმპიური თამაშები ასევე ითვლება თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო კომპლექსურ სპორტულ შეჯიბრებად, რომელიც ხელს უწყობს მსოფლიოს ახალაზრდობის მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცებას, მშვიდობასა და პროგრესს.
1894 წელს პარიზში საერთაშორისო კონგრესზე იქნა მიღებული და დამტკიცებული ოლიმპიური თამაშების ძირითადი წესები და დებულებები (ოლიმპიური ქარტია). ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ერთიანი ხელმძღვანელი ორგანოს შექმნის თაობაზე, რომელსაც ეწოდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (სოკ).
ოლიმპიური თამაშები ტარდება 4 წელიწადში ერთხელ და ყოველ თამაშებს ენიჭება ნუმერაცია, ი
...
კითხვის გაგრძელება »
|
ხელოვნური თანამგზავრი — უპილოტო კოსმოსური აპარატი, რომელიც მოძრაობს დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე. დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე მოძრაობისათვის აპარატმა უნდა განავითაროს პირველი კოსმოსური სიჩქარე ან მასზე მეტი (მაგრამ არა უმეტეს 1,4-ჯერ მეტი). როგორც წესი, თანამგზავრებს კოსმოსში უშვებენ მრავალსაფეხურიანი რაკეტა-მატარებლით დედამიწის ზედაპირიდან არანაკლებ 150 კილომეტრის სიმაღლიდან რათა თავიდან აიცილონ თანამგზავრის ატმოსფეროში ნაადრევად შესვლა და მისი ფუნქციონირების შეწყვეტა.
პირველი თანამგზავრი („სპუტნიკ–1“) გაშვებულ იქნა 1957 წლის 4 ოქტომბერს საბჭოთა კავშირში არსებული კოსმოდრომ ტიურა–ტამიდან (მას მოგვიანებით ეწოდა „ბაიკონური“). მას შემდეგ სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ გაშვებულ იქნა რამდენიმე ათასი სხვადასხვა დანიშნულების თანამგზავრი.
თანამგზავრები არსებობს მრავალი დანიშნულების როგორიცა: სანავიგაციო, სა
...
კითხვის გაგრძელება »
|
ჭადრაკი არის ინტელექტუალური თამაში, რომელშიც ორგანულადაა შერწყმული ხელოვნების, მეცნიერებისა და სპორტის ელემენტები. ჭადრაკი ხელს უწყობს აზროვნების ლოგიკის, ყურადღების კონცენტრაციის, თვითკრიტიკის განვითარებას, გამარჯვებისაკენ სწრაფვას და სხვა. ჭადრაკის თამაშში მკაფიოდ ვლინდება პიროვნების ხასიათის ინდივიდუალური თავისებურებანი. ჭადრაკის პარტიას თამაშობს ორი პარტნიორი („თეთრი“ და „შავი“ ფიგურებით) კვადრატული, მუქი და ღია ფერის 64-უჯრედიან დაფაზე (ქვემო ნათელი უჯრედი მოთამაშის მარჯვენა მხარეს უნდა იყოს). ყოველ პარტნიორს აქვს 8 ფიგურა (მეფე, ლაზიერი, 2 ეტლი, 2 მხედარი, 2 კუ და 8 პაიკი). ყოველი ფიგურა „დადის“ გარკვეული წესების შესაბამისად და (მეფის გარდა) მისი აყვანა შეიძლება მოწინააღმდეგის ფიგურით. ფიგურის აყვანა სავალდებული არ არის გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვა სვლით შეუძლებელია შეტევისაგან მეფის
...
კითხვის გაგრძელება »
|
გრიგორიანული კალენდარი, გრიგოლის კალენდარი, ახალი სტილი, წელთაღრიცხვის სისტემა, რომელიც შემოიღეს 1582 წელს რომის პაპის გრიგოლ XIII-ის დროს (აქედანაა სახელწოდება). პირველად იგი შემოიღეს XVI საუკუნის 80-იან წლებში იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში. პოლონეთში, საფრანგეთში, უნგრეთსა და ევროპის ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში, უფრო გვიან — გერმანიაში (XVII-XVIII სს.), ინგლისში (XVIII ს.), იაპონიაში (XIX ს.).
რევოლუციის წინადროინდელ რუსეთში ახალი სტილი არ იყო შემოღებული. იგი შემოიღეს ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ 1918 წლის 24 იანვრის დეკრეტით. ამ დროისათვის იულიუსის კალენდარი 13 დღე-ღამე „ჩამორჩებოდა“, ამიტომ 1 თებერვალი 14 თებერვლად გამოცხადდა. კვირის დღეები ორივე კალენდარში ერთი-მეორეს ემთხვევა. ამჟამად მსოფლიოს ყველა განვითარებულ სახელმწიფოში გრიგორიანულ კალენდარს იყენებენ.
|
კუები
(Testudines), ქვეწარმავალთა რიგი. სხეული მოქცეული აქვთ ძვლოვანი ჯავშანში, რომელიც შედგება ამობურცული ზურგის ბაკანისა ანუ კარაპაქსისაგან და უფრო ბრტყელი მუ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ტესტუდო
(ლათ. testudo კუ) - რომის არმიაში ჯარისკაცებს ასწავლიდნენ ერთობლივ ბრძოლას, ბრძოლაში ისინი მჭიდროდ ჩამწკრივებულნი მიდიოდნენ.თუ მეტერი ისრებს დაუშენდა ჯერისკაცები ზევით ასწევდნენ და ერთიმეორეს
...
კითხვის გაგრძელება »
|
სპარტა(ბერძ.Σπάρτη), ქალაქი საბერძნეთის სამხრეთ ნაწილში, ლაკონიის რეგიონში. გაშენებულია მდინარე ევროტის გასწვრის. ტერიტორია ყურადღებას იპყრობს თავის არქეოლოგიური ძედლებით: ეკლესიით ფეხზე მდგარი არტემი, რომის იმპერიის პერიოდის თეატრით. რომის იმპერიის პერიოდის თეატრის ნანგრევები
ეს ქალაქი თავიდან ჩამოყალიბდა 1834 წ. მეფე ოთონას გადაწყვეტილებით.
ძველ საბერძნეთში სპარტა, იგივე ლაკედემონი (ძვ.ბერძ.Λακεδαίμων,) იყო სახელმწიფო და მოიცავდა დღევანდელი პელოპონესის ტერიტორიას.ეს ქალაქ–სახელმწიფო მრავალჯერაა ნახსენები ბერძნულ მითოლოგიაში სპარტელებს სპარსულ ომებში კერძოდ მარათონას ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ მხედველობაში მისაღებია სპარსელთა და სპარტელთა თერმოპილებში შეტაკება ძვ. წ. 480, სადაც სპარტას იცავდა 300 სპარტელი მეფე ლეონიდეს მეთაურობით. სამასივე სპარტელი სპარტანული ციტატის (ან ფარით, ან ფარზე) მიხედვი
...
კითხვის გაგრძელება »
| « 1 2 ... 27 28 29 30 31 ... 42 43 » |
|
|
|