პარასკევი, 2025-01-10, 2:40 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » საინტერესო ამბავი

კატა (Felis), მტაცებელი ძუძუმწოვრების გვარი კატისებრთა ოჯახისა. ტანად პატარა (ტყის, ველის კატა) ან საშუალო და მოზრდილი (ფოცხვერი, პუმა) ცხოველებია. აქვთ ვერტიკალური გუგა, ჩამალული ბრჭყალები. გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში, ავსტრალიისა და მადაგასკარის გარდა. კატა აერთიანებს 29 სახეობას, რომელთაგან საქართველოში გვხვდება 4. იკვებებიან წვრილი ხერხემლიანებით, ზოგჯერ თავს ესხმიან ირემსაც. ერთგვარ ზიანს აყენებენ სანადირო მეურნეობას და მესაქონლეობას. სარეწაო მნიშვნელობა მცირეა.

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 931 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-13 | კომენტარი (0)



1. შეხედო დროს მობილურზე და იმწუთას ისევ ამოიღო ჯიბიდან, რადგან დრო არ დაგამახსოვრდა



2. ამოძრაო მაუსი ეკრანზე სანამ რაიმე იტვირთება, ფიქრობდე რომ ასე უფრო სწრაფად ჩამოიტვირთება



3. დაახვიო ჭიქის სახელურზე ჩაის ძაფი, და შემდეგ უფრო მეტი დრო ეწვალო მოსახსნელად



4. ჩაიცვა სახლიდან გასასვლელად, მიხვიდე კომპიუტერთან დახედო და შემდეგ წახვიდე



5. ჩაწერო დისკებზე ფილმები, და შემდეგ გადაყარო ისე რომ 10% არ უყურო



6. დაარქვა ახალ პაპკებს 1111, 2222 , და შემდეგ ადგილის არ ქონის გამო წაშალო. რადგან გაუგებარია რა არის შიგნით



7. კომპიუტერის გათიშვისას მოასწრო დინამიკების გათიშვა, გათიშვის მელოდიაზე ადრე



8. აქეთ_იქით ს ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 818 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-13 | კომენტარი (0)

დუშეთი , ქალაქი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს დუშეთის ქვაბულში, მდინარე დუშეთისხევის ორივე ნაპირზე. რკინიგზის სადგურ მცხეთიდან 33 კმ მანძილზე, ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს, პირველად იხსენიება 1215 წელს. XVII ს-ში აქ არაგვის ერისთავთა რეზიდენცია იყო. საერისთავოს გაუქმების შემდეგ დუშეთი მნიშვნელოვნად დაკნინდა. 1756 წელს მან ფეოდალური ქალაქის სტატუსი მიიღო, 1802 წელს კი ახლადშექმნილი დუშეთის მაზრის ცენტრი გახდა. მოსახლეობა 4,6 ათასი (2002 წ.).

ქალაქში არის საკონსერვო, რძის ქარხნები, კვების მრეწველობის საწარმოები, განათლებისა და კულტურის და ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 807 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-13 | კომენტარი (0)

ტორე-ანუნციატა (იტალ. Torre Annunziata) — ქალაქი და კომუნა იტალიაში, კამპანიის რეგიონის ნეაპოლის პროვინციაში. მდებარეობს ნეაპოლის ყურის სანაპიორზე, ვეზუვის მთის ძირში.

ქალაქი ვულკან ვეზუვის ამოფრქვევამ ორჯერ გაანადგურა, პირველად 79 წლის 24 აქვისტოს და მეორედ 1631 წელს. ტორე-ანუნციატა ერთ დროს მნიშვნელოვანი მეტალურგიული ცენტრი იყო, და ამავე დროს განვითარებული იყო კვების მრეწველობა, განსაკუთრებით მაკარონის წარმოება. დღეისათვის მრეწველობის მთავარ დარგებად საზღვაო, შეიარაღების და ფარმაცევტული წარმოება რჩება.

... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 888 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-13 | კომენტარი (0)

ტოროსი — ყინულის ნატეხების გროვა ზღვის, მდინარისა და ტბის ყინულსაფარზე. წარმოიქმნება ყინულის ველების ერთმანეთთან ან მეჩეჩებსა და ნაპირებზე მიწოლის დროს კიდეების ჩამოტეხვის შედეგად.

ტოროსები ყველაზე მეტად გავრცელებულია აღმოსავლეთ ციმბირისა და ჩუკოტკის ზღვებში და ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანის ღია ნაწილში, სადაც მათი სიმაღლე ზოგჯერ 8-9 მ-ს აღემატება (ნაპირთან 15-20 მ).

განარჩევენ ტოროსების შემდეგ ფორმებს: სერებს (მოდრეიფე მთლიან ყინულზე), ბარიერებს (ტოროსის სერები ნაპირის ყინულზე, ალაგ-ალაგ გრუნტზე), „როპაკებს" (ვერტიკალურად მდგრადი ან დახრილი ყინუ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 873 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-13 | კომენტარი (0)

პარმა — ქალაქი იტალიაში, ემილია-რომანიას რეგიონში. ცნობილია თავისი ყველით, არქიტექტურით და მის გარშემო მდებარე ლამაზი სოფლებით. სახელი პარმა მოდის მრგვალი ფარის სახელიდან, რომელსაც ძველად პარმას ეძახდნენ. ქალაქში იგივე სახელობის მდინარე მიედინება. პარმას უნივერსიტეტი არის ერთ–ერთი უძველესი მსოფლიოში. იგი XI საუკუნეშია დაარსებული.

იტალიელი მწერალი არტილიო ბერტოლუჩი (დაბადებული სოფელ ჰამლეტში) სწერდა: „როგორც დედაქალაქს მას აქვს მდინარე. როგორც პატარა ქალაქს კი მას აქვს ნაკადული რომელიც ხშირად შრება."
სპორტი 

პარმას საფეხბურთო კლუბი დაარსებულია 1913 წელს. საფეხბურთო კლუბი ამჟა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 779 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-13 | კომენტარი (0)

ციკლოპები , (Cyclopes, ბერძნ. kyklopes - მრავალთვალიანები), ძველ ბერძნულ მითოლოგიაში (ცალთვალა) ბუმბერაზები. ჰესიოდეს მიხედვით, ციკლოპები ჭექა-ქუხილის დემონები, ურანოსისა და გეას შვილები არიან, იგი ასახელებს 3 ციკლოპს ბრონტეს, სტეროპეს და არგეს. ურანოსს ციკლოპები ქვესკნელში ჰყოლია გამომწყვდეული, კრონოსს აუხსნია, უმსახურია, მერე კი ტარტაროსში ჩაუყრია. ზევსს გაუთავისუფლებია და მათ გამოჭედილი მეხით ღვთაებათა ძვ. თაობა დაუმხია. ბოლოს ზევსზე გულმოსულ აპოლონს დაუხოცია. ჰომეროსის მიხედვით ციკლოპები გოლიათთა ველური, უხეში მესაქონლე ტომია, რომელიც უკიდურეს დასავლეთში ცხოვრობს. ერთ-ერთი მათგანია კაციჭამია პოლიფემე. მითების გვიანდელი ვერსიებით , ციკლოპები ჰეფესტოსის (ვულკანის) თანაშემწენი არიან, ეტნის სიღრმეში ცხოვრობენ და მეხს უჭედავენ ღმერთებსა და გმირ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 851 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-13 | კომენტარი (0)

ტორანადო (ხშირად მოიხსენიება როგორც ციკლონი) არის ძლიერი, საშიში, მბრუნავი ჰაერის სვეტი, რომელიც დედამიწის ზედაპირს ეხება და ღრუბლების შეჯახების დროს წარმოიქმნება. ტორნადო სხვადასხვა ფორმისა და ზომისაა, მაგრამ, ძირიათადად, შესქელებული საკვამურის ფორმა აქვს, რომლის ვიწრო მხარეც დედამიწიდან ყველაფერს ისრუტავს და ხშირად მტვრის ღრუბლებს ტოვებს. ტორნადოების უმეტესობას, აქვს ქარის სიჩქარე 110 მილი საათში(177 კმ) და სიგრძით დაახლოებით 80 მეტრია. სანამ გაქრება, იგი რამდენიმე კილომეტრს გაივლის. ყველაზე საშიში ტორნადოების ქარის სიჩქარე 300 მილს აღწევს საათში (480კმ) და სიგრძით 3 კმ-ია. გაქრობამდე გაივლის 10000 კმ–ს.

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 844 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-13 | კომენტარი (0)

შპაიერის კათედრალი (გერმ. Dom zu Unserer lieben Frau in Speyer) — საიმპერატორო კათედრალი გერმანიის ქალაქ შპაიერში, რომანულ-კათოლიკური ეკლესიის შპაიერის საეპისკოპოსოს ცენტრი. აგებულია ღვთისმშობლისა და წმინდა სტეფანეს სახელზე. 1925 წელს, რომის პაპმა პიუს XI-მ, ტაძარი კათოლიკური ეკლესიის მცირე ბაზილიკის რანგში აიყვანა.

კათედრალი აშენდა 1030-1061 წლებში, საღვთო რომის იმპერიის დროს. მშენებლობის ინიციატორი იყო კაიზერი კონრად II, მისი გარდაცვალების შემდეგ, საქმე მისმა ვაჟმა, ჰენრიხ III-მ გააგრძელა, დასრულებით კი მისი შვილიშვილის, ჰერიხ IV-ის დროს დამთავრდა. იმ დროსიათვის, შპაიერში 500-მდე ადამიანი ცხოვრობდა, კათედრალი კი მაშინდელი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ნაგებობა იყო. ამ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 1044 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-13 | კომენტარი (0)

დროშა , ალამი, ბაირაღი, ერთი ან სხვადასხვა ფერის გარკვეული ზომის ქსოვილი, რომლის ერთი მხარე ხის ტარზეა დამაგრებული. ჩვეულებრივ დროშაზე გამოსახულია რაიმე ემბლემა. ვექსილოლოგიის მეცნიერების შესწავლის ობიექტი.

სახელმწიფო დროშა წარმოადგენს სახელმწიფოებრივი სიმბოლიკის ერთერთ მთავარ შემადგენელ ნაწილს. გარდა სახელმწიფოებრივი დროშისა, სახელმწიფოებს ასევე გააჩნიათ სამხედრო-საზღვაო და სავაჭრო-კომერციული დროშები (გამოიყენება გემებზე). ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად აშშ-ში, სამივე მიზნით გამოიყენება ერთი მთავარი დროშა.

საკუთარი დროშები გააჩნია არა მარტო სახელმწიფოებს, არამედ ოლქებს და რეგიონებს; ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს (მაგ. გაერო), კომერციულ კომპანიებს, საზოგადოებრ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 846 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-13 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 25 26 27 28 29 ... 42 43 »
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2025
Free site builder - uCoz