ხუთშაბათი, 2025-01-09, 5:48 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » საინტერესო ამბავი

ფიზიკაში ტალღა არის შეშფოთება, რომელიც ვრცელდება სივრცეში და დროში, როგორც წესი ენერგიის გადატანით. მექანიკური ტალღა არის ტალღა, რომელიც მის მიერ გამოწვეული დეფორმაცით გამოწვეული დამაბრუნებელი ძალის არსებობის გამო ვრცელდება გარემოში. მაგალითად, როდესაც ბგერითი ტალღა ვრცელდება ჰაერში, მოლეკულები გადაადგილდებიან და ეჯახებიან თავიანთ მეზობლებს. ეს უკანასკნელები ასევე გადაადგილდებიან და ეჯახებიან ახალ მოლეკულებს და ა. შ. მაგრამ ამ დაჯახებების შედეგად მოლეკულა იწყებს უკან მოძრაობას, რაც ქმნის აღმდგენ ძალას. შედეგად ტალღა ვრცე ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 845 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-16 | კომენტარი (0)



მინერალი (ფრანგ. mineral < გვიანდ. ლათ. minera - მადანი), ბუნებრივი წარმონაქმნია, რომელიც ყალიბდება დედამიწის (ან სხვა კოსმოსური სხეულის) ზედაპირზე ან მის წიაღში მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიურ პროცესების შედეგად და ქიმიური შედგენილობათა და ფიზიკური თვისებებით თითქმის ერთგვაროვანია. მინერალები უმთავრესად მყარი სხეულებია (კრისტალური, ზოგჯერ ამორფული). ერთადერთი თხევადი მინერალია თვითნაბადი ვერცხლისწყალი.

ერთნაირი შედგენილობის მარილების მოდიფიკაციები, რომელთაც სხვადასხვა სტრუქტურა აქვს (პოლიზორფოზმი), სხვადასხვა მინერალის სახეობას განეკუთვნება (მაგ., ალმასი და გრაფიტი), ხოლო მინერალის იზომორფული მწკრივების წევრებს (იზომორფოზი) მიაკუთვნებენ ერთ მინერალის სახეობას (მაგ., პლაგიოკლაზმები). მინერალის სახეობის ფარგლებში ხშირად გამოყოფენ სახესხვაობებს, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდება ქიმიური შედგენილო ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 768 | დაამატა: Capitan | თარიღი: 2011-11-16 | კომენტარი (0)

ჩანჩქერი - ეწოდება ადგილს, სადაც წყალი სწრაფად ეშვება მდინარეში. მსოფლიოში ყველაზე დიდი ჩანჩქერია ანხელი (979 მ), რომელიც მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში (ვენესუელა). შემდეგ მოდის 774 მეტრის მარდსალსფონები (ნორვეგია) და 739 მეტრის იოსემიტე (აშშ). ყველაზე წყალუხვია ჩანჩქერი ბოიომა მდინარე ზაირზე (17 000 კუბური მ3/წ.).

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 1181 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-16 | კომენტარი (0)

ლიმა (ესპ. Lima) — პერუს დედაქალაქი და ქვეყნის უმსხვილესი ქალაქი. გაშენებულია მდინარეების — ჩილონის, რიმაკის და ლურინის ველებზე, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, წყნარი ოკეანის უდაბნოს ტიპის სანაპიროზე. საზღვაო ნავსადგურ კალიაოსთან ერთად ქმნის ლიმის მეტროპოლიას. დაახლოებით 9 მილიონი მცხოვრებით, ლიმა ლათინური ამერიკის მეხუთე უდიდესი ქალაქია მეხიკოს, სან-პაულუს, ბუენოს-აირესისა და რიო-დე-ჟანეიროს შემდეგ. ქალაქში განლაგებულია ლათინური ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი საფინანსო კვანძები. გლობალიზაციისა და მსოფლიო ქალაქების კვლევის ქსელის (GaWC) მიერ იგი განისაზღვრება როგორც ბეტა რანგის ქალაქი.

ქალაქი 1535 ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 809 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-16 | კომენტარი (0)



ვიქტორ-მარი ჰიუგო (ფრანგ. Victor-Marie Hugo, IPA viktɔʁ maʁi yˈɡo; დ. 26 თებერვალი, 1802 ბეზანსონი – გ. 22 მაისი, 1885 პარიზი), ფრანგი რომანტიკოსი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, სახელმწიფო მოღვაწე და ადამიანის უფლებათა აქტივისტი.

საფრანგეტში ჰიუგოს სამწერლო რეპუტაცია პირველ რიგში ეყრდნობა მის პოეტურ და დრამატულ შემოქმედებას და მხოლოდ შემდეგ მის რომანებს. პოეზიის მრავალ ტომთა შორის "განჭვრეტა" და "საუკუნეთა ლეგენდა" განსაკუთრებით გამორჩეულია, რის გამოც ჰიუგოს ხშირად უდიდეს ფრანგ პოეტს უწოდებენ. საფრანგეთს გარეთ, მისი ყველაზე უკეთ ცნობილი ნამუშევრებია რომანები "საბრალონი" და "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი".

მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდობაში ჰიუგო ზედმიწევნით კონსერვატიული იყო, ათწლეულების შემდეგ ის პოლიტიკურ მემარცხენეთა პოზიციაზე ინაცვლებს; ის რესპუბლიკანიზმის მგზნებარე მხარდამჭერი ხდება და მისი ნამუშევრები თანამედროვე პოლიტიკი ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 848 | დაამატა: Capitan | თარიღი: 2011-11-16 | კომენტარი (0)

პური , საკვები პროდუქტი, რომელსაც ღებულობენ საფუარით ან ხაშით გაფუებული ცომის გამოცხობით. ცომს ამზადებენ ხორბლისა და ჭვავის (იშვიათად სიმინდისა და ქერის) ფქვილისაგან, რომელსაც ზელავენ მარილწყალში. ზოგჯერ უმატებენ შაქარს, ცხიმს, რძესა და სხვა.

პური ყუათიანი პროდუატია, აქვს კარგი საგემოვნო თვისებები, ორგანიზმი მას ადვილად ითვისებს. პური ცილების, ნახშირწყლების, მინერალური ნივთიერებების, ვიტამინების (უმთავრესად B ჯგუფის), ბალასტური ნივთიერებების (უჯრედისი) წყაროა.

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 777 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-16 | კომენტარი (0)

მწერები (Insecta), უხერხემლო ცხოველების კლასი ფეხსახსრიანთა ტიპისა. მწერების სხეული დაფარულია ქიტოვანი კუტიკულით, რომელიც ქმნის გარეთა ჩონჩხს და დაყოფილია 3 ნაწილად: თავი, მკერდი და მუცელი. თავზე 4 წყვილ კიდურია, რომელთაგან ერთი წყვილი ულვაში ანუ ანტენაა. არსებობს ჯაგრისებრი, ძაფისებრი გურზისებრი, ხერხისებრი, სავარცხლისებრი, ფირფიტისებრი და სხვა ულვაშები.

მწერებს აქვთ მღრღნელი (ახასიათებთ სწორფრთიანებს, ხეშეშფრთიანებს ანუ ხოჭოებს და სხვა) ან მწუწნავი (ახასიათებთ ქერცლფრტიანებს ანუ პეპლებს, ბუზებს) პირის აპარატი. არსებობს აგრეთვე მჩხვლეტ-საწუწნი (მაწუხელები) და სხვა პირის აპარატი. თავზე მოთავსებული აქვთ თვალები — რთული, ფასეტური და მარტივი. მწერების მკერდი შედგება 3 ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 855 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-16 | კომენტარი (0)



გეოგრაფიული არეალი

თავდაპირველად ამ ენაზე მეტყველებდა აპენინის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში, ლაციუმში (ახლანდელი იტალიის ოლქი ლაციო) მობინადრე ერთ–ერთი უძველესი იტალიკური ტომი, რომელსაც ლატინებს უწოდებდნენ. ლაციუმის მთავარი ქალაქი რომი, გადმოცემის თანახმად, დაარსებულა ძვ. წ. 753 წელს. ლათინურმა ენამ სახელწოდება მიიღო ლატინთა ტომისაგან, ხოლო ამ ენაზე მეტყველ ხალხს რომაელები ქალაქ რომის სახელის მიხედვით ეწოდა.

აპენინის ნახევარკუნძულზე მოსახლეობდნენ სხვა იტალიკური ტომებიც. მათ შორის გამოირჩეოდნენ: ოსკები, უმბრები, საბინები... ლაციუმს ჩრდილო–დასავლეთით ესაზღვრებოდა ეტრუსკებით დასახლებული ეტრურია, უძველესი ცივილიზაციის მხარე, რომელმაც ღრმა კვალი დააჩნია რომაულ ხელოვნებას, რელიგიას, დამწერლობას. აპენინის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილსა და სიცილიაში, ე.წ. "დიდ საბერძნეთში" მოსახლეობდნენ ბერძნები, რომელთა ენამ და კუ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 883 | დაამატა: Capitan | თარიღი: 2011-11-16 | კომენტარი (0)

კენგურუები (Macropodinae) — ჩანთოსნების ქვეოჯახი. მათი სხეულის სიგრძე 30-160 სმ აღწევს, კუდისა — 30-110 სმ, მასა — 2-70 კგ. ცნობილია კენგურუების 40-მდე სახეობა. გავრცელებულნი არიან ავსტრალიაში, ახალ გვინეაში, ტასმანიაზე, ბისმარკის არქიპელაგზე. უმრავლესობა მიწაზე ცხოვრობს, ზოგი მეხეურია. იკვებებიან მცენარეულობით. ზოგი ჭიებსა და მწერებს ჭამს. მრავლდებიან წელიწადში ერთხელ. მაკეობა 30-40 დღე-ღამე გრძელდება. შობენ 1-2 უსუსურ ნაშიერს, რომელთაც დედა 6-8 თვის განმავლობაში ჩანთით ატარებს. პირველ ხანებში ნაშიერი მჭიდროდაა მიმაგრებული დედის ძუძუზე და რძე პერიოდულად ეშხეფება პირში. ტანად დიდი კენგურუები უკვე მოსპეს, პატარები ჯერ კიდევ მრავლად გვხვ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 820 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-16 | კომენტარი (0)

დინოზავრები (Dinosauria), მეზოზოური ნამარხი ქვეწარმავლების ზერიგი არქოზავრების ქვეკლასისა. იყოფა 2 რიგად: ხვლიკმენჯა დინოზავრებად და ფრინველმენჯა დინოზავრებად. უძველესი დინოზავრები ცნობილია შუა ტრიასული პერიოდიდან. უკანასკნელი წარმომადგენლები კი — ცარცული პერიოდის დამლევიდან. დინოზავრების წინაპრები იყვნენ პრიმიტიული ტრიასული არქოზავრები — თეკოდონტები. თავდაპირველად დინოზავრები ხმელეთზე ცხოვრობდნენ და მტაცებლები იყვნენ, მაგრამ ტრიასული პერიოდის დამლევს მათ გამოეყო პროზავროპოდები, რომლებიც როგორც ჩანს, ყველაფრის მჭამელნი იყვნენ. მათგან წარმოიშვნენ გიგანტური მცენარიჭამია ზავროპიდები, რომლებიც საცხოვრებლად გადავიდნენ დიდ კონტინენტურ წყალსატევებში ან ზღვის სანაპირო ზონაში. ტრიასულ პერიოდში გაჩნდნენ ჰეტეროდონტოზავრე ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 1582 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-16 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 19 20 21 22 23 ... 42 43 »
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2025
Free site builder - uCoz