პარასკევი, 2025-01-03, 0:29 AM მოგესალმები სტუმარი | RSS
"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!
მთავარი » საინტერესო ამბავი
"GBU-57A/B მასივ ორდენს პენეტრატორი” (ასაფეთქებლების მასიური შემღწევი) – ასე ეწოდება სრულიად ახალ ჭურვს, რომელსაც პრაქტიკულად ნებისმიერ სიღრმეში არსებული, ბეტონის სქელი კედლებით გამაგრებული ბუნკერების განადგურების უნრი შესწევს.
ბომბი 13 620 კილოგრამს იწონის და მას ბეტონით აშენებული, 61 მეტრის სიღრმეზე არსებული ბუნკერის განადგურება შეუძლია.
გარდა ამ მახასიათებლებისა, ამ სუპერ ბომბის თვისება ისიცაა, რომ მას შედარებით მარტივი აგებულება აქვს და აბსოლუტური სიზუსტით ხვდება სამიზნეს – GPS-სანავიგაციო სისტემის დახმარებით, ის ცდომილების გარეშე, დიდი სიმაღლიდან აღწევს მიზნამდე. ჭურვის სიგრძე 6 მეტრია და მანევრირებაში მას უკან დამაგრებული ფრთები ეხმარება, რომლებიც თვითმფრინავიდან ჩამოგდების შემდეგ იხსნება.
გასაკვირი არაა, რომ ბომბის ერთადერთი დანიშნულება, მოწინააღმდეგის დიდ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ხაჭო ცილოვანი რძემჟავა პროდუქტია. ის მიიღება რძისაგან ფერმენტებითა და რძემჟავა ბაქტერიებით შედედების პროცესში. ტრადიციული მეთოდით მიღებული ხაჭოს კლასიფიცირება მასში ცხიმის შემცველობას ეფუძნება. ამის კვალობაზე, განასხვავებენ ცხიმიან (18%), ნახევრადცხიმიან (9%) და უცხიმო (არა უმეტეს 3%-ისა) ხაჭოს. ნახევრადცხიმიან სახეობას მიაკუთვნებენ აგრეთვე რბილ დიეტურ ხაჭოსაც. ხაჭო სრულყოფილ, დიეტურ, შედარებით რბილ პროდუქტად არის მიჩნეული. გარდა შესანიშნავი გემოსი, ის სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა. ხაჭო დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს, ფოსფორს, კალიუმს, ნატრიუმს, რკინას, მაგნიუმს, თუთიას, სპილენძს, ფთორსა და სხვა მინერალებს. მის შემადგენლობაში შედის აგრეთვე B2, B6, B12, PP, E ვიტამინები, A პროვიტამინი და ფოლიუმის მჟავა.
მიკროელემენტების, ვიტამინებისა და ამინომჟავების განსაკუთრებული კომბ
...
კითხვის გაგრძელება »
|
აცივება და ჰაერის ტემპერატურის დაცემა მხოლოდ დისკომფორტს კი არა, გაციებასაც იწვევს.
სწორედ ამ პერიოდში ხშირდება ვირუსული დაავადებები, განსაკუთრებით კი გრიპი, მაღალი სიცხით, სახსრებისა და თავის ტკივილით, ხველებით ვლინდება. გრიპის ვირუსი სასუნთქ სისტემაში მოხვედრისთანავე იწყებს მოქმედებას, ამიტომ აუცილებელია, მკურნალობა სიმპტომების შემჩნევიდან პირველი 24 საათის განმავლობაში დავიწყოთ.
რისკ-ჯგუფში შედიან ბავშვები, ორსულები და ხანდაზმულები, აგრეთვე ისინიც, ვისაც გულ-სისხლძარღვთა პრობლემები აწუხებს.
სტერილური ნიღაბი ხელმისწვდომია, მაგრამ გამოკვლევამ აჩვენა, რომ ვირუსი მასშიც აღწევს, ამიტომ სჯობს, ნაჩვრეტებიანი რესპირატორი იხმაროთ. ნიღაბი, პირველ რიგში, დაავადებულმა უნდა ატაროს, ვირუსი რომ არ გაავრცელოს. რაც შეეხება წამლებს, სიცხის დამწევის ნაცვლად, სჯობს, ვირუსის საწინ
...
კითხვის გაგრძელება »
|
წითელი კუნელი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნივთიერებების წყაროა. ნაყოფი და ახალგამოწურული წვენი (რომელსაც ორგანიზმი ადვილად ითვისებს) განსაკუთრებით სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემით დაავადებულთათვის (მოციმციმე არითმიის, სტენოკარდიის, მიოკარდიის, ათეროსკლეროზის, კარდიონევროზისა და ჰიპერტონიის დროს).
წითელი კუნელი მსუბუქად და ეფექტიანად ამცირებს სისხლის არტერიულ წნევას, აფართოებს სისხლძარღვებს, ამცირებს სისხლში "ცუდი” ქოლესტერინის დონეს და ხელს უშლის ათეროსკლეროზული ბალთების წარმოქნას. კუნელით დამზადებული წამლები აუმჯობესებს სისხლძარღვების კედლების ელასტიკურობას, რითაც ხელს უშლის მათ ადვილად გასკდომას და სისხლჩაქცევებს.
კუნელს აქვს ერთი განსაკუთრებული თვისება – მკაცრად არეგულირებს გულის კუნთის შეკუმშვის სიხშირეს (მიოკარდი), კერძოდ, არითმიისა და გულის უკმარისობის დროს. გარდა ამისა, მისი ნახარში და ნაყენი ა
...
კითხვის გაგრძელება »
|
მადრიდის "რეალი" 1902 წელს ჩამოყალიბდა. თავდაპირველად კლუბის სახელწოდება Madrid Football Club გახლდათ. პირველი მატჩი "ბლანკოსმა" 1902 წლის 19 მაისს გამართა ალფონსო XIII-ის ტურნირზე. "რეალი" არის კლუბი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა "ლა ლიგის" ჩამოყალიბებაში 1929 წელს. ასევე, "ბარსელონასთან" და ბილბაოს "ატლეტიკოთან" ერთად სამეფო კლუბს არასდროს დაუტოვებია "პრიმერა" დივიზიონი. კლუბს, როგორც ესპანეთში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით აქვს უამრავი რეკორდი დამყარებული. მოდი დაწვრილებით გავეცნოთ ყველა მათგანს...
"რეალი" ესპანეთში ყველაზე ტიტულოვანი კლუბია, რომლის ანგარიშზე 59 მოგებული ტიტულია(საუბარია მხოლოდ ოფიციალურზე). აქედან 31 "ლა ლიგის" გახლავთ, რაც სარეკორდო მაჩვენებლია. "ბლანკოსი" ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის - ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენიც გახლავთ. "მერენგებმა" აღნიშნული ტურნირის თასი 9-ჯერ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ახალი წელი მოდის! უხარიათ ბავშვებსაც და დიდებსაც. აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით 2012 დრაკონის წელია. ამ ნიშნის წელიწადს წარმატებულს უწოდებენ. განსაკუთრებით იღბლიანია ქორწინებისთვის, ბავშვის გაჩენისთვის, უკვე მოქმედი ბიზნესისა და ახალი საქმიანი წამოწყებისთვის. ეს დიდი ენთუზიაზმისა და ენერგიის, ოპტიმიზმისა და რწმენის პერიოდია. წლის განმავლობაში მოსალოდნელია მოვლენათა ფანტასტიკური განვითარება, რაც განსაკუთრებულად გაახარებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს. დრაკონისთვის მიუღებელია გაუბედაობა. ის მიჩვეულია წინსვლას. ასეთ წლებში შედარებით უფრო ადვილადაა შესაძლებელი ფულის შოვნა, მაგრამ მათი ხარჯვაც უფრო მასშტაბურია. ახალ წამოწყებას დრაკონი წარმატებას ჰპირდება. ზედმეტ რისკს მოერიდეთ. დრაკონის წელს უარყოფითი მხარეებიც აქვს. შეიძლება გაგიჭირდეთ იმის შენარჩუნება, რასაც ასე იოლად მიაღწიეთ. ბედმა თუ გაგიღიმათ, თავი არ მოიტყუოთ. ცხოვრებას ფილოსოფიურად შეხედეთ. გამო
...
კითხვის გაგრძელება »
|
ბურთი
, დრეკადი (ტყავი, რეზინი) ან მკვრივი მასალისაგან დამზადებული მრგვალი საგანი. იყენებენ სპორტულ თამაშებში. ძირითად ჯგუფს შეადგენს, ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის, წყალბურთის, ხელბურთისა და რაგბის ბურთები, რომლებსაც აქვთ ტყავის საფარი და გასაბერი რეზინის კამერები. აგრეთვე არსებობს დატენილი ბურთები, რომლებიც ამოვსებულია შალის ან ბამბის ანაძენძით. ბურთები ერთმანეთოსაგან განსხვავდება, წონით, საფრის სისქით, დიამეტრით და ასევე ფორმითაც. ჰოკეის ბურთი მზადდება დაწნეხილი კორპის გულისაგან, მაგიდის ჩოგბურთის ბურთი — თეთრი და თხელი ცელულოიდისაგან, ჩოგბურთის — რეზინისა და მაუდისაგან.ცავს.
...
კითხვის გაგრძელება »
|
ქვანახშირი
— მცენარეული წარმოშობის მყარი საწვავი სასარგებლო წიაღისეული; წიაღისეული ნახშირის ერთ-ერთი სახეობა შავი პრიალა, ნახევრად მქრქალი ან მქრქალი ქანია. წვის კუთრი სითბო 30-36 მეგჯ/კგ (7200-8600 კკალ/კგ). ქვანახშირი მურანახშირზე უფრო მკვრივია და ნახშირბადსაც უფრო მეტი რაოდენობით (75-97% და მეტი) შეიცავს.
|
ლაიმი
(Citrus aurantifolia), მცენარე ციტრუსოვანთა გვარის ნარინჯოვანთა ქვეოჯახისა. ლიმონის მონათესავეა. ნაყოფის კანი თხელია, ღია ყვითელი, რბილობიც ღია ფერისაა, მჟავე. მწიფდება დეკემბერში, ლიმონთან შედარებით ნაკლებყინვაგამძლეა, ამიტომ საქართველოს პირობებში მცირედ პერსპექტიულია.
|
კიპუ
(კეჩ. khipu) – ინკების ორიგინალური "კვანძოვანი დამწერლობა". გავრცელებული იყო სამხრეთ ამერიკაში მდებარე პარაკასის, უარისა და ინკების კულტურაში.
იგი წარმოადგენდა გრძელ ბაწარს, რომელზეც ჩამოკიდებული იყო სხვადასხვა ფერისა და ზომის ძაფები. ფერების შეხამება და კვანძების კომბინაცია, ბაწარზე ან თოკზე გამოიყენებოდა გადასახადების გასაანგარიშებლად, სხვადასხვა ისტორიული მოვლენის დასაფიქსირებლად, საკუთარი სახელიებისა და სხვადასხვა ფონეტიკური ელემენტების გადმოსაცემად. პერუს ერთ-ერთ ტაძარში აღმოაჩინეს უნიკალური კიპუ, რომელიც 6 კგ-ს იწონიდა. ინკების ისტორიის მცოდნე
...
კითხვის გაგრძელება »
| « 1 2 ... 9 10 11 12 13 ... 42 43 » |
|
|
|