
ლაიმი
(Citrus aurantifolia), მცენარე ციტრუსოვანთა გვარის ნარინჯოვანთა ქვეოჯახისა. ლიმონის მონათესავეა. ნაყოფის კანი თხელია, ღია ყვითელი, რბილობიც ღია ფერისაა, მჟავე. მწიფდება დეკემბერში, ლიმონთან შედარებით ნაკლებყინვაგამძლეა, ამიტომ საქართველოს პირობებში მცირედ პერსპექტიულია.
|