კვირა, 2025-06-15, 6:01 AM მოგესალმები სტუმარი | RSS
"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 02
„ევრიკა" ძველ ბერძნულ ენაზე ნიშნავს „ვიპოვე!" , რომელიც „აღმოვაჩინე"–ს მნიშვნელობით იხმარება. ეს არის არქიმედეს შეძახილი ჰიდროსტატიკური კანონის აღმოცენასთან დაკავშირებით. არქიმედეს შემდეგ ამ გამოთქმას ხმარობენ სიხარულის გამოსახატავად რთული ამოცანის ამოხსნის შემთხვევაში.
ევრისტიკა არის მეცნიერება, რომელიც სწავლობს შემოქმედებით მოღვაწეობას და იმ მეთოდებს, რომლებიც გამოიყენება ახალი კონცეფციების, იდეების და ობიექტებს შორის ურთიერთკავშირების აღმოსაჩენად, აგრეთვე სწავლების პროცესის მეთოდიკებს. ევრისტიკულ მეთოდებს შეუძლიათ ამოცანის ამოხსნის პროცესის დაჩქარება. სწავლების ევრისტიკული მეთოდი თავის დასაბამს იღებს სოკრატეს მაიევტიკის მეთოდისგან, რომელსაც მაიევტიკა ეწოდებოდა.
ძველ საბერძნეთში ევრისტიკაში იგულისხმებოდა სწავლების სოკრატისეული მეთოდი, როდესაც მასწეავლებელს მოსწავლე მიჰყავს რომელიმე ამო
...
კითხვის გაგრძელება »
|
პუნიკური ომები
პუნიკური ომები (ძვ. წ. 264 - ძვ. წ. 146), ომები რომსა და კართაგენს შორის. რომაელები კათაგენელებს პუნებს უწოდებდნენ, აქედან მოდის სიტყვა „პუნიკური".
პირველი პუნიკური ომის (ძვ. წ. 264 - ძვ. წ. 242) დაწყების მიზეზი იყო დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთზე ჰეგემონობა. მოცემულ დროს რომაელებმა უკვე მთლიანად დაასრულეს იტალიაში ექსპანსია და სურთად ზღვაზე ბატონობის მოპოვება, მაგრამ მათ არც გამოცდილება ჰქონდათ არც ფლოტი, ხოლო კართაგენი უკვე აკონტროლებდა დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის დიდ ნაწილს, მას დაპყრობილი ჰქონდა სიცილია, სარდინია, კორსიკა და სამხრეთ ესპანეთი. მიუხედავად ამისა რომაელებმა მოიპოვეს ამ ომში გამარჯვება რის შედეგადაც დაიპყეს სიცილია, თვითონ კართაგენში კი ამ დ
...
კითხვის გაგრძელება »
|
მეორე ლაქა დეტექტივი, მოთხრობა
აღარ მეგონა, თუ ჩემი მეგობრის - შერლოკ ჰოლმსის სახელოვან საგმირო საქმეებზე წერა მომიხდებოდა. მასალა კი არ შემომკლებია. პირიქით, აუარებელი ჩანაწერი ისეთ საქმეებზე, რომლებიც არასოდეს მიხსენებია, ჯერ კიდევ შემონახული მაქვს. არც იმისი თქმა შეიძლება, რომ მკითხველებს ამ შესანიშნავი ადამიანის თავისებური კვლევა-ძიების უჩვეულო ხერხებისადმი ინტერესი განელებოდეთ. ჩემი დუმილის მიზეზი ის გახლდათ, რომ თვითონ შერლოკ ჰოლმსს აღარ სურდა პრესაში გამომზეურებულიყო მოთხრობები მის თავგადასავალზე. ვიდრე ძიების საქმეებს ჩამოცილდებოდა, ამ დარგში მოპოვებულ წარმატებებზე დაწერილი მოთხრობების გამოქვეყნება მისთვის გარკვეულ პრაქტიკულ ინტერესს შეიცავდა, მაგრამ როცა ლონდონი მიატოვა და სასექსის გორაკებზე ფუტკრის მოშენებას მიჰყო ხელი, სახელი და დიდება შესძაგდა და დაჟინებით მოითხოვდა, მომეშვით და მომასვენეთო. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩემი დაპირ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ტუტანხამონის DNM, რა აღმოაჩინეს ფარაონის გენში? თავსატეხი ამოხსნილია…
ტუტანხამონი ძნელია გაიხსენო ძველი ეგვიპტის უფრო ცნობილი ფარაონი! მას შემდეგ რაც 1922 წელს მაფეების სამარხში არქეოლოგმა ჰოვარდ კარტერმა აღმოაჩინა მისი საფლავი, მუმია და ჯერარნახული განძი, რომელიც იქ ხელუხლებელად ინახებოდა, ანუ უკვე 70 წელზე მეტია, ეგვიპტოლოგები დაობენ ამ ახალგაზრდა მეფეზე, რომელიც 33 საუკუნის წინ სამეფო ტახტზე 9 წლისა ავიდა და 19 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვინ იყვნენ მისი მშობლები? მართლა დახოცეს თუ არა ისინი, როგორც ამას მეცნიერები ვარაუდობენ? სულ ცოტა ხნის წინ ამის შესახებ მეტი გახდა ცნობილი. საერთაშორისო ჯგუფმა მეფის DNM-ი შეადარა სხვა თხუთმეტი მუმიის DNM-ს, რომელთაგან 10 იდენტიფიცირებული იყო, დანარჩენი 5 კი – უსახელო. გენეტიკური ტესტების პასუხები დადასტურებულია: ახალგაზრდა მამაკაცის მამა ეხ
...
კითხვის გაგრძელება »
|
რატომ ხდება რომ კეთილი იმარჯვებს? პასუხი ამ კითხვაზე და კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია იხილეთ გაგრძელებაში
ვესტერნებში, დუელის დროს ყოველთვის ბოროტები კვდებიან – მაშინ როდესაც იარაღს პირველი ისინი იშიშვლებენ ხოლმე. ხომ უცნაურია? ეს ფაქტი ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის მფლობელ ნილს ბორსაც კი აფიქრებდა! ბირმინგემელ (ინგლისი) მკვლევერებს ასეთი პასუხი აქვთ: ბოროტი რომელსაც მკვლელობა აქვს განზრახული, ფიქრობს, რომ პირველმა უნდა იშიშვლოს იარაღი, მიზანში ამოიღოს მსხვერპლი და შემდეგ მოკლას. კეთილი არ ფიქრობს უბრალოდ მოქმედებს. მკვლევარებმა აჩვენეს, რომ “რეფლექსის ფორმას” მოქმედებების 10% სისრულეში უფრო სწრაფად მოჰყავს, ვიდრე ფიქრის დროს. ეს საკმარისი იქნება კეტილისათვის, რათა შეყოვნდეს ბოროტზე მეტად, რომელმაც პირველმა იშიშვლა იარაღი?.. უკეთესი იქნება, ჩვენი გმირები საიდუმლოს ნაწილს თუ შეინახავენ!
|
ოზონის შრე
ოზონი, O3, ჟანგბადის ალოტროპული სახეცვლილებაა, ლურჯი ფერის მკვეთრი სუნის მქონე ფეთქებადი აირი. დუღილის ტემპერატურა +112�ჩ. ოზონი წარმოიქმნება ჟანგბადის ორატომიანი მოლეკულის გახლეჩვის შედეგად. დედამიწის ატმოსფეროში ოზონის შემცველობა 0,01%-ია, მაგრამ მიუხედავად ასეთი მოკრძალებული რაოდენობისა, ოზონის შრე უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობასა და შენარჩუნებაში. ხმელეთზე სიცოცხლის გაჩენა 800 მილიონი წლის წინათ, პალეოზოუმში შესაძლებელი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოზონის შრემ გარკვეულ სისქეს მიაღწია. ოზონის შრე წარმოადგენს ბუნებრივ ეკრანს და იცავს დედამიწას და მასზე არსებულ სიცოცხლეს მზის მავნე ულტრაიისფერი გამოსხივების (UV) ზემოქმედებისაგან. რადიაციის შთანთქმის გამო ოზონის ფენის ტემპერატურა მატულობს, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ატმოსფეროს სითბურ რეჟიმზე.
• ოზონის შრის გამოფ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ბიოგრაფია გადმოცემის თანახმად წმინდა გიორგი დაიბადა კაბადოკიაში, III საუკუნის მეორე ნახევარში. იგი იყო დიდებული ოჯახის შვილი. მის მამას გერონტიოსი, დედას კი – პოლიხნორია ერქვა. დედამ წმინდა გიორგის შეასწავლა საღმრთო წიგნები და ჭეშმარიტი სარწმუნოება.
წმინდა მოწამე დიოკლეტიანე მეფის დროს ტრივონთა მეთაური იყო. დეოკლიტიანემ და მაგნენტიოსმა კერპთმსახურება ააღორძინეს და გასცეს ბრძანება ქრისტიანთა დევნილებისა და იმ მორწმუნეთა დაწინაურების შესახებ, რომელნიც უარყოფდნენ ახალ რელიგიას. ხოლო ვინც შეეწინააღმდეგებოდა მეფის განაჩენს, საზარელი სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა.
გადმოცემით ამ დროს გამობრწყინდა ყოვლად წმინდა სამების ახოვანი მხედარი, რომელიც მეფესთან შევიდა და მის წინაშე იქადაგა ქრისტიანობა, კერპთა ცბიერება და მისი მიმდევარი კი გაკიცხა. დეოკლიტიანემ ვერაფრით შეძლო წმინდა გიორგის გადაბირება, ამიტომაც პირმოთნეობა დაუტ
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
რელიგია
|
ნანახია:
774
|
დაამატა:
NuKKeR
|
თარიღი:
2011-11-02
|
|
დედამიწა მზის სისტემის მზიდან მესამე პლანეტაა. იგი უდიდესია დედამიწის ტიპის პლანეტებს შორის და სამყაროში ცნობილი ერთადერთი ადგილია, რომელიც დასახლებულია ცოცხალი არსებებით. იგი დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა და მალევე შეიძინა თავისი ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი მთვარე. დედამიწაზე ცხოვრობს გონიერი არსება — ადამიანი. 2009 წლის 12 დეკემბრის მონაცემებით დედამიწაზე 6 803 000 000 ადამიანი ცხოვრობს.
დედამიწის ზომები
ეკვატორული რადიუსი: 6 378,1 კმ პოლარული რადიუსი: 6 356.8 კმ საშუალო რადიუსი: 6 371 კმ ეკვატორის სიგრძე: 40 075,02 კმ მერიდიანის სიგრძე: 40 007,86 კმ დედამიწის ზედაპირი: 510,072 მლნ კმsup>2 მსოფლიო ოკეანის ზედაპირი: 361,132 მლნ კმsup>2 (70,8 ხმელეთის ზედაპირ
...
კითხვის გაგრძელება »
|
1."არის ისეთი რამეები, თუ არ დაინახე, ვერ ირწმუნებ და არის ისეთებიც - თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ"
2."ადამიანი არც ანგელოზია და არც ცხოველი, და მისი უბედურება იმაშია რომ რაც უფრო ესწრაფვის ანგელოზობას. მით უფრო მეტად ხდება ცხოველი" ბლეზ პასკალი
3."რწმენის აზრი იმაში კი არ მდგომარეობს რომ ცაში დასახლდე, არამედ იმაში რო ცა დაასახლო შენში"
4."ადამიანები დასცინიან იმას,რაც არ ესმით" - გოეთე
5."ცხოვრება ტრაგედიაა,კომედიური წუთშესვენებით"- ვოლტერი
6.' ზოგჯერ ცხოვრება საოცრად ძუნწია...მთელი დღეების, კვირების, თვეების, წლების განმავლობაში ადამიანი ახალ შეგრძნებებს მოკლებულია, მერე კარს გამოაღებს და მოულოდნელად მთელი ზვავი დაატყდება თავს. . . '
7."ჭკვიანი ის, ვინც დროზე მოვა, უფრო ჭკვიანი კი ის არის, ვინც დროზე წავა."
8."ნუ შეგეშინდებათ
...
კითხვის გაგრძელება »
|
1927 წლის 20 მაისს 7:52 წუთზე ამერიკელი პილოტის ჩარლ ლინდბერგის ერთძრავიანმა მონოპლანმა,სახელად “სენტ ლუისის სული” სტარტი აიღო და შეასრულა პირველი ტრანსატლანტიკური რეისი ნიუ იორკი–პარიზი.ეს იყო სრულიად ახალი სიტყვა ავიაციაში და ისეთივე გამოხმაურება მოჰყვა,როგორც შემდგომ პერიოდში გაგარინის კოსმოსში გაფრენასა და “აპოლონ 11″_ის მთვარეზე ვოიაჟს. ამის შემდეგ იყო ჩარლზის აღიარება “ამერიკის სიამაყედ” და 50მდე სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდოს მიღება,საყოველთაო აღიარება და სიყვარული.გავა მცირე ხანი ჩარლზი მიიღებს აშშ_ს არმიის პოლკოვნიკის წოდებას,გახდება აშშ_ს თავდაცვის მინისტრის მთავარი მრჩეველი ავიატექნიკის დარგში,იკავებს საკმაოდ საპატიო და შემოსავლიან ვიცე–პრეზიდენტის პოსტს ავიაკომპანია “პან ამერიკან”_ში.მისი ცხოვრება ბედნიერების “კალაპოტში მიედინებოდა”… მაგრამ ამ დროს “არ ეძინა სატანას” და დიდი ტრაგედიას უმზადებდა საგმირო საქმეების ავტორ პილოტს.
1929 წელს ჩარლზ
...
კითხვის გაგრძელება »
|
“ლინდბერგის საქმის” პირველ ნაწილში განვიხილე მოვლენები 1932 წლის 1 მარტიდან(ჩარლზ ლინდბერგ უმცროსის გატაცების თარიღი) 12 მაისამდე(როცა სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა უილიამ ალენმა ტყის სიახლოვეს გამავალ გზაზე,სატელეფონო ბოძთან აღმოაჩინა ბავშვის გვამი).ამ მცირე პერიოდში ლინდბერგების ოჯახმა მრავალი ღამე თეთრად გაათენა,იყო იმედები და იმედგაცრუებები,ხანმოკლე სიხარული და ისევ იმედგაცრუება.12 მაისის მოვლენებმა კი საბოლოოდ ბოლო იმედის ნაპერწკალიც ჩააქრო და წყვდიადმა დაისადგურა.ვნახოთ თუ როგორ ვითარდება მოვლენები ბავშვის(ჯერ კიდევ დასადგენია ეკუთვნოდა, თუ არა გვამი პატარა ჩარლზს) გვამის აღმოჩენის შემდეგ.
აღელვებულმა ალენმა მალევე პოლიციას დაუკავშირდა.სატელეფონო ზარიდან რამდენიმე წუთის შემდეგ შემთხვევის ადგილას რამდენიმე პოლიციელი გამოჩნდა და გვამი ქალაქ ტრენტონის(ნიუ ჯერსის შტატი) პროზექტურაში გადაასვენეს.საჭირო იყო გვამის გაკვეთა. გაკვეთამდე პროზექტურაში გამ
...
კითხვის გაგრძელება »
|
I ნაწილი – შემთხვევა ჰოუპველში და 20 თვის ჩარლზ ლინდბერგ უმცროსის გაუჩინარება,სამართალდამცველთა გულგრილობა და ნაპოვნი კონვერტი ბავშვის ოთახში,შუამავლის გამოჩენა და კავშირი “ჯონისთან”,ორი შეხვედრა სასაფლაოზე და კონვერტების გაცვლა,სიცრუე,უიმედობა და გზის პირას აღმოჩენილი გვამი. II ნაწილი – გვამის ამოცნობა და გაკვეთა,საეჭვო დასკვნა და ოპერატიული კრემაცია,შემთხვევა ბენზინგასამართ სადგურზე,ოქროს სერთიფიკატები და კვალზე გასული პოლიცია,დაკავებული ეჭვმიტანილი და გაყალბებული რეალობა,”შერლოკ ჰოლმსი” და სამი ადვოკატი,სასამართლოს “სტარტი” და გაკვირვებული სახეები…
1935 წლის 24 იანვარს სასამრთლოს წინაშე უშუალოდ ბრუნო ჰაუმპტმანი წარსდგა და პოლიციის მიერ “დათესილი” მითების მსხვრევაც დაიწყო,პროკურატუ
...
კითხვის გაგრძელება »
|
დედა, იცი, აქ ისვრიან.. დედა, იცი, აქ ისვრიან.. სულ ისვრიან.. მართლა ისვრიან.. ეს ტყვიებიც მართლა კლავს.. ბიჭები, ღიმილიანი ბიჭებიც მართლა კვდებიან.. დედა… დედა, იცი, ხუთი დღის წინ პირველად მოვკალი კაცი… მეც ვისვრი, დედა.. დედა ეს ჯოჯოხეთია, სადაც უნდა გადარჩე.. სადაც უნდა დაასწრო დედა, თორემ დაგასწრებენ… უკვე ბევრს დაასწრეს და ბევრი გაცივდა.. დედა ჩამქვრალი თვალები დამჩემდა.. ღამით წითელი ტყვიების ქროლვა მესიზმრება და ბიჭების ხმა მესმის.. დედა მე ვტირი.. ოღონდ ვეღარ განვიცდი.. დედა ვხედავ და აღარ მტკივა.. სისხლი მდის და ვხელდები.. იცი ხუთი დღის წინ ირაკლი მოკლეს.. ხომ გახსოვს იკა, ერთად ვსწავლობდით.. მხიარული ბიჭი.. შენ ხომ გახსოვს დედა, როგორ ვმეგობრობდით.. უნდა გახსოვდეს, თორემ მე თუ გადავრჩი, ვიცი ბევრი აღარაფერი მემახსოვრება, თავიდან უნდა მომიყვე ჩემი ცხოვრება.. მე მხოლოდ გასროლიდან გასროლამ
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
მისტიკა
|
ნანახია:
904
|
დაამატა:
NuKKeR
|
თარიღი:
2011-11-02
|
|
1. ტიბეტურ ენაზე ლამა ყველაზე მაღალს ნიშნავს. 2.მოცარტს აქვს ცხოვრებისეული ოპერა-კომედია სახელწოდებით-,,ისინი ყველანი ისე იქცევიან, როგორც ქალები”. 3.ოსკარ უაილდმა ქალაქგარეთ გასეირნებისთვის აუცილებელი ტანისამოსი გამოიგონა, რომელსაც დღეს შორტებს ეძახიან. 4.აფთიაქს ადრე ,,ალქაჯების სამზარეულოს” ეძახდნენ. 5.მაჰათმა სანსკრიტზე ,,ღვთაებრივ ზეადამიანს” ნიშნავს. 6.20 წლის დანიელა ნელსონს 52 კილოგრამიანი როტველიერი დაესხა თავს, ქალიშვილი არ დაიბნა და ძაღლს… კბილებით ჩააფრინდა, გაოცებულმა როტველიერმა თავი დაანება მსხვერპლს და წკმუტუნით გაიქცა. ძაღლის პატრონი ამბობს, რომ ცხოველმა სერიოზული შოკი მიიღო. 7. ა.შ.შ-ში, სადაც კერძო საკუთრება ლამის ხელშეუხებელ სიწმინდედ მიიჩნევა დაკეთილი სახლის კარზე შესაძლოა თვალი მოჰკრა წარწერას: ,,არ შეხვიდეთ, გესვრიან! ცოცხლად გადარჩენილებს გაასამართლ
...
კითხვის გაგრძელება »
|
კლიენტებს საშუალებას მიეცემათ კოსმოსში 80 წუთში ავიდნენ და 15 მზის ამოსვლა და ჩასვლა ნახონ 1 დღეში. რათქმაუნდა უფრო ძვირი ეღირება ოთახები ჩვენი პლანეტის ხედით. ეს სიამოვნება სულ რაღაც $4.4 მილიონი (აშშ) ეღირება და ამ ფასად კოსმოსში 3 დღე-ღამეს გაატარებენ. სანამ კლიენტები კოსმოსში ავლენ ისინი გაივლიან 8-კვირიან ვარჯიშს. სასტუმროში მომსახურე პერსონალი არ იქნება. იქ მხოლოდ ავსტრონავტი პილოტები იქნებიან. კომპანიამ ამ პროექტში $3 მილიარდი დოლარი ჩადო და უკვე 43 კლიენტი ჰყავს. ისინი თვლიან, რომ მალე კოსმოსური ტურიზმი პოპულალური გახდება და ჩადებულ თანხასაც მალევე ამოიღებენ.
|
შასტას მთა, რომელიც კალიფორნიის შტატში მდებარეობს, დიდი ხანია ლეგენდებისა და თქმულებების წყარო გახდა. ბევრი ამტკიცებს, რომ ამ ადგილას ერთ დროს განვითარებული ცივილიზაცია ცხოვრობდა, ზოგიერთის აზრით კი ისინი დღესაც იქ არიან.
ეს ადგილი მისტიკისა და თავგადასავლების ბევრ მოყვარულს იზიდავს, განსაკუთრებით NEW AGE-ის მოძრაობის წევრებს. ამ უკანასკნელთა აქტიურობას ხელი შეუწყო 1894 წელს გამოქვეყნებულმა ფრედერიკ სპენსერ ოლივერის წიგნმა “ორი პლანეტის ბინადარი”, სადაც ის ამტკიცებდა, რომ ჩაძირული კონტინენტის, ლემურიის მკვიდრი მოსახლეობა გადარჩა და შასტას მთას შეაფარეს თავი. მათ მთაში გვირაბების კომპლექსი გააკეთეს და ამგვარად, საცხოვრებელი ტერიტორია მოიწყვეს, რომელსაც ტელოსი უწოდეს. გარეთ იშვიათად გამოდიან და მათი შემჩნევა ძნელია, რადგან თეთრი (თოვლისფერი) მანტიები აცვიათ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ოლივერმა წიგნის წერა რომ დაიწყო, 17
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
მისტიკა
|
ნანახია:
770
|
დაამატა:
NuKKeR
|
თარიღი:
2011-11-02
|
|
ზონდ Cassini — იდან მიღებული ინფორმაციის ანალიზმა დაადასტურა მეცნიერების ეჭვი რომ პლანეტა Titan -ზე არსებობს სიცოცხლე მიკროორგანიზმების სახით.
ტიტანის ზედაპირზე ტემპერატურა დაახლოებით მინუს 170—180 °C — ია, რაც გამორიცხავს იქ წყლის თხევად მდგომარეობაში აღმოჩენას. მიუხედავად ამისა მეცნიერების ნაწილი სულაც არ თვლის მიკროორგანიზმების სიცოცხლისთვის აუცილებელ წინაპირობად თხევად წყალს და ამისათვის ისინი შეიმუშავებენ კონცეფციას მიკროორგანიზმების განვითარებაზე ტბა მეთანსა და ეთანში. 2005 წელს Chris McKay — მა Ames Research Center — დან და Heather Smith — მა International Space university — დან ჟურნალ Icarus — ში გამოაქვეყნეს გათვლები , საიდანაც გამომდინარეობდა, რომ მიკრობებს შეუძლიათ არსებობის შენარჩუნება, აცეტილენით და წყალბადით.
ამ ჰიპოთეზის დამადასტურებელი კიდევ ერთი ნამუშევარი გამოქვეყნდება ისევ ჟურნალ Icarus — ში . მისი ავტ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ჯადოსნური არსებების კლასიფიკაცია ძირითადი ნაწილის კლასიფიკაცია. 1X ის ცხოველები რომელთაც ვერც თავიანთი აღნაგობით ვერც ქმედებით ვერ შეუძლიათ რაიმეს ვნება. 2X არსება რომელსაც შეუძლია ოდნავი ზიანი მიაყენოს ადამიანს და მისი მორევა ადვილია. 3X არსება რომელსაც ადამიანისთვის ზიანი მოაქვს და შეიძლება ამას ადამიანიც შეეწიროს. 4X არსება რომელასც დიდი ჯადოსნური ძალა აქვს რომლითაც დიდ ზიანს აყენებს გარემოს და შეუძლია დიდი ძალის გამოვლენა. 5X ეს არსებები უმაღლესი დონის მაგიური არსებები არიან და აქვთ ძალიან დიდი მაგიური ძალა! ერთიქსიანი 1X 1) ხორციჭამია ლოორები- ბოსტანის მტერი 2) ცალრქიანი ცხენი - თეთრი ნარნარა თითმის უწყინარი მაგრამ ძლაინ სწრაფი ცხოველი მისი ვერცხლისფერი სისხლი მკვდარს აცოცხლებს მაგრამ ძალიან დიდი წყევლის ფასად. 3) ბაღის გნომები - პატარა მოლაპარაკე კარტოფილისოდენა კაცუნები. ორიქსიანი 2X 1) ტყისკაცუნა - ჯოხებს გვანან და
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
მისტიკა
|
ნანახია:
853
|
დაამატა:
NuKKeR
|
თარიღი:
2011-11-02
|
|
ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ ადგილად დედამიწაზე შეიძლება მივიჩნიოთ “თოჯინების კუნძული”, რომელიც მეხიკოსთან მდებარეობს. იქ გამგზავრება მხოლოდ იმ პირობით შეგიძლიათ, თუ თქვენ ნამდვილად გაქვთ რკინის ნერვები, იმიტომ, რომ რთული წარმოსადგენია ამ ადგილზე უფრო საშიში და ამაზრზენი ადგილი. იმ ადგილას სადაც ორი არხი ერთმანეთს კვეთს მდებარეობს ეს იდუმალებით მოცული ადგილი,სადაც, ხეებზე კიდია დამახინჯებული თოჯინები, რომლებითაც ოდესღაც თამაშობდნენ ჩვეულებრივი ბავშვები არსებობს ორი ლეგენდა, იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა ეს თოჯინები კუნძულზე. ერთერთის მიხედვით, კუნძულის ერთადერთი მცხოვრები ხულიო სანტანა ბარერამ, დაიწყო ჩამოკიდება თოჯინების წინა საუკუნის 50იან წლებში, იმის იმედით, რომ ეს თოჯინები დააფრთხობდა ავ სულებს და დაიცავდა მას. მეორე ლეგენდა გვიამბობს,რომ კუნძულთან შორი ახლოს დაიხრჩო პატარა გოგონა, ხულიომ დაიწყო თოჯინების ჩამო
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
მისტიკა
|
ნანახია:
1250
|
დაამატა:
NuKKeR
|
თარიღი:
2011-11-02
|
|
ფსიქოლოგის რჩევა – მათ, ვისაც უნდა სწავლა
რჩევა პირველი: მეცადინეობა, რა თქმა უნდა თუ გსურს, უმჯობესია დაიწყო დილიდან. თუ გაკვეთილები სკოლაში გეწყება დილა ადრიანად, სკოლის შემდეგ უნდა ისადილო, ოდნავ დაისვენო, გაისეირნო შემდეგ, სასურველია ერთ და იგივე დროს დაჯდე სამეცადინოთ.
რჩევა მეორე:
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განაწყო საშინაო დავალებების შესრულებაზე. უნდა დაარწმუნო საკუთარი თავი, რომ საშინაო დავალების შესრულება გესაჭიროება პირადად შენ და არა მასწავლებლებს ან მშობლებს.
რჩევა მესამე: დავალებების შესრულებაში დღეს ყველაფერი კარგად მიმდინარეობს, მაგრამ ერთ-ერთი ამოცანის შესრულებაში შეგექმნა გართულება: ან ვერ გებულობ ან უყურადღებობის გამო არ გამოგდის. ნუ გაიფუჭებ განწყობას. გადადევი ცოტა ხნით. მოახმარე დრო სხვა საკითხებს მერე კვლავ დაუბრუნდი რთულს.
რჩევა მეოთხე: არ დაგავიწყდეს დაუწერელი წესი: თუ ჩაუჯექი მეცადინე
...
კითხვის გაგრძელება »
|
1. როდესაც არტურ უისლის ჰარი და მისი მეგობრები მაგიის სამინისტროში მიჰყავს მან ტელეფონის კაბინაში უნდა აკრიფოს სპეციალური კოდი. იგი კრეფს ციფრებს - 62442. მობილურებზე ამ ციფრების შესაბამისი ასოებით მიიღება სიტყვა magic
2. ნატალი მაკდონალდსი, რომელიც წიგნში "ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი" 163 გვერდზე მოხსენიებულია რეალური პიროვნება იყო. იგი 9 წლის კანადელი გოგონა იყო, რომელიც ლეიკემიით კვდებოდა. მან წერილი მისწერა ჯ. როულინგს და სთხოვა მოთხრო მისთვის რა მოხდებოდა შემდეგ წიგნში , რადგან მის წაკითხვას ვერ შეძლებდა, ამ დროისთვის ცოცხალი აღარ იქნებოდა. როულინგმა უპასუხაა ელექტრონული ფოსტით მაგრამ გოგონა უკვე გარდაცვლილი იყო.
3.ჰერმიონის პატრონუსი არის
...
კითხვის გაგრძელება »
|
ინტერაქტიული სისტემა TS8000, რომელიც კომპანია TAG systems–მა შექმნა, წარმოადგენს 8×8×5 მეტრიან სივრცეს. მის ცენტრალურ ნაწილში მოთავსებულია პლატფორმა, სადაც დამაგრებულია ავტომობილი ისე, რომ მის საბურავებს შეეძლოს ბრუნვა. სპეციალური ოთახის კედლებზე განლაგებულია 4 მეტრის სიგანის ეკრანები,რომლებიც მძღოლს 200–გრადუსიანი ხედვის საშუალებას აძლევს. სურათი არ განსხვავდება იმისგან, რასაც ჩვენ შევეჩვიეთ კომპიუტერული სიმულატორებისგან: ქალაქის ქუჩები და სპორტული სტრადები დღისა და ღამის პერიოდში სხვადასხვა ამინდის პირობებში. მძღოლი ასრულებს იგივე მოქედებასა და მანევრებს, რომლებსაც ის ნამდვილ გზაზე შეასრულებდა, თუმცა გასაგებია, მანქანა დგას ადგილზე. მის მოქმედებას აფიქსირებს სენსორები და ამის შესაბამისად იცვლება გამოსახულება ეკრანებზე: საჭის მოხვევის შესაბამისად ტრიალებს პლატფორმა (თუმცა, ჯერჯერობით ისე სწრაფად არა, როგორ მწარმოებლებს სურთ). გათვა
...
კითხვის გაგრძელება »
|
ჩვეულებრივი კალკულატორის კლავიატურას ან თქვენი კომპიუტერის კლავიატურაზე მდებარე მარჯვენა ციფრულ ღილაკებს თუ დააკვირდებით აღმოაჩენთ რამდენიმე კანონზომიერებას:
1. ჰორიზონტალურად განლაგებული ციფრების (ზევიდან) 1 რიგის შესაბამის რიცხვს [7][8][9] თუკი გამოვაკლებთ მე-2 რიგის შესაბამისს [4][5][6] მივიღებთ 333-ს, ასევე იქნება თუ მე-2 რიგისას გამოვაკლებთ მე-3 რიგისას!
2. თუ იგივეს ვერტიკალურადაც (მარცხნიდან-მარჯვნივ) გაიმეორებთ მიიღებთ 111-ს!
3. მაგ: [9][6][3]-[8][5][2]
4. რომელიღაცა ორნიშნა რიცხვების სხვაობა ყოველთვის 27, 198 ან 594-ის ტოლია.
5. ზოგიერთი ჯამი ყოველთვის იყოფა 11-ზე!
6. თუკი [5]-იანის გარშემო ერთმანეთის მოპირდაპირედ ან დიაგონალზე მდებარე ციფრებს შეკრიბავთ ყოველთვის მიიღებთ 10-ს! მაგ: [7]+[3]=10 ან [8]+[2]=10
7. თუკი თუკი იგივეს [5]-თან ერთად გაიმეორე
...
კითხვის გაგრძელება »
|
1) YouTube -ს 3ივე დამფუძნებელი (Steve Chen, Chad Hurley, Jawed Karim) ჯერ კიდევ Paypal-ში მუშაობდნენ, როცა დაიწყეს თავიანთი პროექტის განხორციელება.
2) დომენი- YouTube- დარეგისტრირებულ იქნა წმ.ვალენტინის დღეს ( 14 თებერვალს. 2005 )
3) YouTube-ის დარეგისტრირებული მოხმარებლების 70%-ს, 20წლამდე ხალხი შეადგენდა.
4) YouTube- ჰოლივუდის კინოკომპანია, რომ ყოფილიყო, მას საკმარისი მასალა ექნებოდა, იმისათვის, რომ 60 000 ახალი ფილმი გამოეშვა კვირაში
5) იმ ვიდეოების რაოდენობისთვის რომელიც YouTube-ზეა ატვირთული უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში, NBC, ABC, CBS -მაუწყებლობას 1948 წლიდან შეუსვენებლად უნდა ემუშავა.
6) YoutTube -ს საერთო ტრაფიკის მოხმარება იმდენია, რამდენიც 2000 წელს გამოიყენებოდა მთელს ინტერნეტ სივრცეში.
7) 1000 წელი მაინცაა საჭირო, რომ YoutTube -ზე ატვირთული ყველა ვიდეო იხილოთ
...
კითხვის გაგრძელება »
|
სამედიცინო პრაქტიკაში ერთჯერადი ხელთათმანების, ინსტრუმენტებისა და მასალების გამოყენების პრაქტიკა უკვე აღარავის ანცვიფრებს, მაგრამ ერთჯერადი მინიატურული კამერა-ზონდის გამოჩენამ მედიცინა ახალ დონეზე შეიძლება აიყვანოს.
მიკროსკოპული კამერა ბერლინში მდებარე ფრაუნჰოფერის ინსტიტუტის მკვლევარებისა და კომპანიის Awaiba GmbH ერთობლივი მუშაობის შედეგია იენში არსებული გამოყენებითი ოპტიკისა და ზუსტი მექანიკის ინსტიტუტის მხარდაჭერით.
ციფრული კამერა ორი კომპონენტისგან შედგება: ობიექტივი და მრიცხველი, რომელიც გამოსახულებას ელექტრულ სიგნალებად გარდაქმნის.
გამოსახულების მრიცხველის ფენის ფართობი სულ რაღაც 1 მილიმეტრია. ამ ფენის ზემოთ დაყენებულია ობიექტივი, ხოლო კამერის საერთო ზომა 1 კუბ.მმ-ია. ეს ყველაზე მინიატურული კამერაა მათ შორის, რომლებიც აქამდე იყო გამოგონებული, და მისი ზომა მარილის მარცვალს არ აღე
...
კითხვის გაგრძელება »
|
კეთილი ზრახვების ძალა
წმიდაო მამაო, ძველ აღთქმაში მაკაბელთა მეოთხე წიგნში ნათქვამია: "ვნებებს იგი (გონება) არ სპობს, არამედ მხოლოდ გასაქანს არ აძლევს მათ". რას ნიშნავს ეს? შეხედე: ვნებები ღრმად არის ფესვგადგმული ჩვენში. მაგრამ კეთილი, ღვთის მოსაური ზრახვა გვეხმარება, რომ არ დავემონოთ მათ. როდესაც ადამიანი გამუდმებით ამუშავებს კეთილ ზრახვებს, თავის ამ კეთილ მდგომარეობაში მტკიცდება და სიმყარეს იძენს. მასში ვნებები აღარ მოქმედებენ და თითქოს აღარც არსებობენ ისინი. ანუ, კეთილი ზრახვები ვერ აღმოფხვრიან ვნებებს, მაგრამ ებრძვიან და მის განრიდებას ახერხებენ. მაკაბელთა წიგნში აღწერილია წამება, რომლის დათმენაც შვიდმა წმიდა ყრმამ შეძლო. მათ დედას – წმიდა სოლომონიდასა და მათ მასწავლებელს – წმიდა ელიაზარს ღვთისმოსაური ზრახვები ჰქონდათ. ერთი კეთილი ზრახვაც თავისი ძალით მრავალსაათიან ღამისთევის ლოცვას უთანაბრდება! მას უდიდესი ძალა აქვს. დღეისათვის ა
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
რელიგია
|
ნანახია:
774
|
დაამატა:
NuKKeR
|
თარიღი:
2011-11-02
|
|
რა განსხვავებაა თქვენსა და მრავალ სხვა პიროვნებას შორის, რომლებიც იმავე სიტუაციაში ხვდებიან, როგორშიც თქვენ?
ფსიქოლოგიაში გამოყოფენ პიროვნების ორ ტიპს ექსტროვერტს და ინტროვერტს. ეს ტერმინები განმარტავენ თუ როგორ ურთიერთობს ადამიანი გარემოსთან და საკუთარ თავთან. ჩვენ განვიხილავთ ორივე ტიპის დამახასიათებელ თვისებებს. ტიპიური ექსტროვერტი: წარმოადგენს ადამიანს, რომლის ყურადღება კონცენტრირებულია გარემოზე. იგი ადვილად ამყარებს ურთიერთობებს და ასევე ადვილად წყვეტს მას. ის ორიენტირებულია წარმატებაზე, ლიდერობაზე და მატერიალურ ფასეულობებზე. მისი სტიქიაა გარე სამყარო, იგი მასთან ურთიერთობით იღებს ენერგიას. ექსტროვერტი შორსაა თვითჩაღმავებისგან. ის ვერ იტანს სიმარტოვეს. ექსტროვერტი იზიარებს და ექვემდებარება უმრავლესობის აზრს. იგი აქტიური და მიზანდასახული, ხშირ შემთხვევაში აგრესიულიც კი. მას კარგად ეხერხება ჯგუფში მუშაობა
...
კითხვის გაგრძელება »
|
1. ნოე გააკეთებდა ივენთს, სადაც ყველას მოიწვევდა თავის კიდობანში.
2. ჰიტლერი ატვირთავდა სურათს: “ვინ ვარ მე შენთვის” და დატაგავდა ებრაელებს.
3. ეჭვიანი ოტელო დეზდემონას “fb”-ს პროფილს გაუუქმებდა.
4. მეფე გიორგი თრიაქის ქვეშ მყოფი შეუერთდებოდა GROUP-ს “მე მოვითხოვ მარიხუანას რეალიზაციას”.
5. ცოტნე დადიანის მეგობრები ატვირთავდნენ სურათს წელს ზემოთ შიშველ და თაფლწასმულ მდგომარეობაში, რაზეც ცოტნე დადიანი დაუკომენტარებდა: “აუ როგორ მინდა თქვენთან ერთად”.
6. დავით აღმაშენებელი, აქილევსი, ალექსანდრე მაკედონელი და ლეონიდასი დაიტაგებოდნენ “ყველაზე მამაკაცურებში”.
7. უბრალო გლეხის შვილი ატვირთავდა სურათს “odnoklassniki”-ის ლოგოთი, რის შემდეგაც აბუჩად აიგდებდნენ თავად-აზნაურების შვილები.
8. თინათინი და ავთანდილი ქორწილის შემდეგ შექმნიდნენ ერთიან პროფილს სახელი
...
კითხვის გაგრძელება »
|
1. ქვეყნიერების დასასრული ახლოვდება, თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ ერთი სახეობის ცხოველის გადარჩენა. რომელს აირჩევდით?
ა) კურდღელი
ბ) ცხვარი
გ) ირემი დ)ცხენი
2. თუ თქვენ ვალდებული ხართ იქცეთ ცხოველად, ჩამოთვლილთაგან რომელს აირჩევდით?
ა) ძაღლი
ბ) კატა
გ) ცხენი დ)გველი
3. ერთი სახეობის ცხოველის გაქრობის უნარი რომ გქონდეთ, რომელს გააქრობდით ?
ა) ლომი
ბ) გველი
გ) ნიანგი დ)ზვიგენი
4. რომელიმე სახეობის ცხოველს ლაპარაკი რომ შეეძლოს, რომელს აირჩევდით?
ა) ცხვარი
ბ) ცხენი
გ) კურდღელი დ)ჩიტი
5. დაუსახლებელ კუნძულზე თქვენ მხოლოდ ერთი პარტნიორის ყოფნის უფლება გაქვთ. ჩამოთვლილთაგან რომელს აირ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ქრისტიანობა - ქრისტეს მოძღვრება, სამთაგან ერთ-ერთი მსოფლიო რელიგია ბუდიზმთან და ისლამთან ერთად. მას სამი ძირითადი მიმართულება აქვს: კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და მართლმადიდებლობა. საერთო ნიშანი, რომელიც აერთიანებს ქრისტიანობის სხვადასხვა დენომინაციებს, არის რწმენა იესო ქრისტესადმი, როგორც ღმერთკაცის, მსოფლიოს მხსნელის, სამების მეორე პირის განმასახიერებლისადმი. ქრისტიანული სწავლების მთავარი წყაროა ქრისტიანებისთვის წმინდა წიგნი - ბიბლია, განსაკუთრებით მისი მეორე ნაწილი - ახალი აღთქმა. ქრისტიანობა ისლამთან და იუდაიზმთან ერთად მიეკუთვნება ე.წ. “აბრაამისეულ რელიგიებს”.
ქრისტიანობის წარმოშობა
ქრისტიანობა წარმოიშვა იუდაიზმის წიაღში ახ.წ. 1-ელ საუკუნეში რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში - პალესტინაში. ახალი მოძღვრება ბერძნული და ლათინური ენების წყალობით იოლად ვრცელდებოდა უზარმაზარ რომის იმპერიაში. გადმოცემის თანახმად,თომ
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
რელიგია
|
ნანახია:
777
|
დაამატა:
NuKKeR
|
თარიღი:
2011-11-02
|
|
ისტორიული წყაროები მოწმობენ სუდარის არსებობას. ჯერ კიდევ მე-7 ს-ში ეპისკოპოსი ბროლიონის ტექსტიდან ვხვდებით, რომ მის ეპოქაში იცოდნენ სუდარის შესახებ, რომელსაც ინახავდა ეკლესია. მე-12 საუკუნეში იმპერატორი ემანუელ კომნენი უჩვენებდა სუდარას იერუსალიმის მეფე ამოსს. რობერტ დე კლარი, მე-4 ჯვაროსნული ლაშქრობის მემატიანე, მოგვითხრობს, რომ ვლაქერნის ღვისმშობლის ტაძარში სუდარას გამოასვენებდნენ პარასკევობით. მასზე „ნათლად ჩანდა უფლის სახე„. ბიზანტიური წყაროები მოწმობენ ნათებაზე სუდარისა. 1204 წ. ჯვაროსნებმა დაარბიეს ბიზანტია. სუდარა საუკუნენახევრის მანძილზე დაკარგულად ითვლებოდა.
1355 წ. სუდარა გახდა საკუთრება გრაფ გოტფრიდ დერმანი I-სა. 1452 წ. 22 მარტს გაურკვეველი მიზეზების გამო გოტფრიდ I-ის შვილიშვილმა სუდარა გადასცა ლუდოვიკო სავოელის მეუღლეს. ამადეი მეცხრემ, ლუდოვიკოს ძემ ბრძანა შამბერისეულ ციხე-კოშკში ეკვდერის აგება სუდარის შესანახად. 1532 წ-ის 4 დე
...
კითხვის გაგრძელება »
|
ბუნების შემეცნებას თან სდევს (ან მის პარალელურად მიმდინარეობს) სოციალური პროცესი, რომელიც გულისხმობს ბუნების კანონების გამოყენებას საზოგადოების ან ადამიანთა ჯგუფის ცხოვრების გასაუმჯობესებლად.
მე-18 საუკუნეში ამ პროცესს მოჰყვა ინდუსტრიული რევოლუცია, რომლის შემდეგად ადამიანთა ნაწილის ცხოვრება გახდა უფრო კომფორტული, რიგი ქვეყნების გავლენა მსოფლიოში გაიზარდა. მე-19 საუკუნეში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთი ნივთიერება ასხივებს ენერგიას. მე-20 საუკუნეში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნივთიერების ბირთვიდან შეიძლება გამოიყოს ენერგია. ბირთვული ენერგიების შესწავლამ ხელი შეუწყო ამ ენერგიის როგორც მშვიდობიანი, ისე სამხედრო მიზნებით გამოყენებას. ბირთვული ენერგია, მისი კონტროლისა და სწორად გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება აღმოჩნდეს სასარგებლო, სხვა შემთხვევაში ბირთვულმა ენერგიამ შეიძლება მოიტანოს დიდი ზიანი.
ფრანგმა მეცნიერმა
...
კითხვის გაგრძელება »
|
ქალაქ კანბერაში ავსტრალიის ნაციონალური ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ზომიერი დალევა ამაღლებს ჩვენს გონებრივ შესაძლებლობებს, ხოლო უამისობას ან ძლიერ დიდ დოზას ბრიყვად შეუძლია გაქციოთ. გამოკვლევაში 20-60 წლის ასაკის 7 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. დადგინდა, რომ იმ ადამიანებს, ვინც საშუალო რაოდენობის ალკოჰოლს მოიხმარს, უფრო განვითარებული ვერბალური ჩვევები, მეხსიერება და აზროვნების სიჩქარე გააჩნიათ მათთან შედარებით, ვინც ალკოჰოლური სპექტრის პოლუსებზე იმყოფებიან. ალკოჰოლის გამოყენების უსაფრთხო დონეა – 14-28 სტანდარტული “დრინქი” კვირაში მამაკაცებისათვის და 7-14 – ქალებისათვის. გამოკვლევებში იყენებდნენ როგორც საკითხებს სიტყვიერი მსჯელობის საჭიროებით, ასევე ტესტებს ხანმოკლე მახსოვრობაზე. რაც უნდა საოცარი იყოს, სიფხიზლის მოყვარულებმა დაბალი შედეგები აჩვენეს. ბრაიან როჯერსი ავსტრალიის ნაციონალური გონებრივი ჯანმრთელობ
...
კითხვის გაგრძელება »
|
სიგარეტი
სასიკვდილო დოზა – 94 სიგარეტი ერთ ჯერზე. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ძლიერ, 75 კგ. წონის მამაკაცს 75 მგ. ნიკოტინი უეჭველი მოკლავს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოველი სიგარეტი შეიცავს 0.8 მგ. ნიკოტინს, სასიკვდილო დოზა 94 სიგარეტია.
ალკოჰოლი
სასიკვდილო დოზა – 3 ბოთლი ერთ ჯერზე. 1 პრომილე (პრომილე – რაიმე რიცხვის მეათასედი ნაწილი (პროცენტის მეათედი), აღინიშნება 0/00-ით) ალკოჰოლი სისხლში, ნიშნავს, რომ ადამიანის ყოველი ერთი ლიტრი სისხლი შეიცავს 1 მლ. სუფთა ალკოჰოლს. 0.5 ლ. არაყი – დაახლოებით 200 მლ. სუფთა ალკოჰოლია. ჯანმრთელი 75 კგ-იანი მამაკაცის მიერ დალეული ეს ნახევარი ლიტრა გარდაიქმნება დაახლოებით 2.5 პრომილედ, რაც იწვევს სერიოზულ დათრობას. ალკოჰოლის სასიკვდილო კონცენტრაციად სისხლში ითვლება 5-6 პრომილე, რაც არის 400-450 მლ. მიღებული სუფთა ალკოჰოლი. 1-1.25 ლიტრიანი არაყის (იმ პირობით თუ მს
...
კითხვის გაგრძელება »
|
1954 წელს, სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, ალბერტ აინშტაინი კალიფორნიის ერთ-ერთ საზღვაო ბაზაზე მეცნიერთა მცირე ჯგუფთან ერთად საიდუმლო ექსპერიმენტზე მუშაობდა. ექსპერიმენტი ტრაგიკულად დასრულდა. როდესაც სპეციალური დანადგარი ჩაირთო, იქვე, რეიდზე მდგომი მცირე სამხედრო ხომალდი თავის ეკიპაჟთან ერთად მოულოდნელად გაქრა. ექსპერიმენტი სასწრაფოდ შეწყვიტეს და გემზე ძებნა გამოაცხადეს. გემი მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ აღმოაჩინეს, იგი მშვიდად მიაპობდა იაპონიის ზღვის ტალღებს (რომელიც კალიფორნიიდან 6000 კილომეტრითაა დაშორებული), ეკიპაჟის ყველა წევრი მკვდარი იყო… ექსპერიმენტი აღარ გაუმეორებიათ, აინშტაინი კი შეიძლება ვერც მიხვდა, რომ მისდა უნებურად, პირველად კაცობრიობის ისტორიაში ხელოვნური ტელეპორტაცია განახორციელა. ბუნებრივი ტელეპორტაცია კი უხსოვარი დროიდან აკვირვებდა ადამიანებს: კენიაში, რუდოლფის ტბაზე, არის კუნძული ენვაიტენტი, რაც ადგილობრივი ტომის
...
კითხვის გაგრძელება »
|
ტიტანიკი_ ოლიმპიკის კლასის ინგლისური ლაინერი. XX საუკუნის დასაწყისისთვის უდიდესი სამგზავრო გემი. ფლობდა კომპანია White Star Line, აშენდა გემთსაშენში Harland and Wolff, ბელფასტი, ჩრდილოეთ ირლანდია. ტიტანიკის პირველი გასვლიდან ოთხი დღის შემდეგ, 1912 წლის 14 აპრილს, შუაღამემდე, ტიტანიკი აისბერგს შეეჯახა. 1912 წლის 15 აპრილის დილით გემი ჩაიძირა, შეჯახებიდან 2 საათისა და 40 წუთის შემდეგ. ჩაძირვამ 1,517 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია (სულ 2,223 მგზავრი), რაც ტიტანიკის კატასტროფას ერთ-ერთ უდიდესს ხდის საზღვაო ისტორიაში. დიდი მსხვერპლი ნაწილობრივ იმით იყო განპირობებული, რომ გემზე საკმარისი რაოდენობის ნავი არ იყო. ნავების რაოდენობა სულ 1.178 ადამიანზე იყო გათვლილი. ტიტანიკის აგების იდეა 1907 წლის ერთ ზაფხულის საღამოს დაიბადა. კომპანია White Star Line-ის აღმასრულებელი დირექტორი ბრიუს ისმეი ფირმა Harland & Wolff-ის წარმომადგენელ ლორდ ჯეიმს პირის ლონდონი
...
კითხვის გაგრძელება »
|
ამერიკელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათ მოახერხეს, ამოეხსნათ მუმიფიცირების ძველეგვიპტური მეთოდის უმთავრესი საიდუმლო. ამ საიდუმლოს ამოხსნამ თანამედროვე მუმიფიცირება, შესაძლოა, სრულიად სხვა სიმაღლეებზე აიყვანოს. ძველეგვიპტური მუმიფიცირების ხელოვნების გამოკვლევის შესახებ უამრავი შრომა, უამრავი მოსაზრება არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით მაინც გაურკვეველია, თუ როგორ ახერხებდნენ ძველეგვიპტელი ქურუმები უნიკალური შედეგების მიღწევას.
ამერიკელი მეცნიერების განცხადებით კი, მთავარ საიდუმლოს სახვევები წარმოადგენს, რომლებიც, არც მეტი, არც ნაკლები, ნავთობის ფისით იყო გაჟღენთილი. ამ ბუნებრივ პროდუქტს უნიკალური თვისებები აღმოაჩნდა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ასეთი უნიკალური თვისებები ახლო აღმოსავლეთში არსებული ნავთობის ფისს აქვს. ხუმრობით იმასაც კი ამბობენ, რომ ამერიკელებმა იმიტომაც დაიწყეს ომი ერაყში, რომ შემდგომ საკუთარი გვამები გაუხრწ
...
კითხვის გაგრძელება »
|
"ბერმუდის სამკუთხედი" - ეს არის ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე ამოუცნობი ფენომენი, საიდუმლო. ნუ, შეიძლება არანაირი საიდუმლო, როგორც ასეთი, მასში არ იყოს ჩადებული, მაგრამ ფაქტია, რომ გასული საუკუნის შუიდან ამ მოვლენაზე არა ერთი სტატია თუ ნაშრომი გამოქვეყნებულა, მასზე გადაღებულია როგორც უამრავი დოკუმენტური, ისე მხატვრული კინოფილმი. XX საუკუნის 50-იანი წლებიდან იდგა ე.წ. "ბერმუდის სამკუთხედის ბუმი". ალბათ ცოტა თუ მოიპოვება ისეთი ადამიანი, ვინც დაახლოებითაც მაინც არ იცის ამ მოვლენის შესახებ, ზოგადად.
ამის მიუხედავად, მაინც ჩამოვაყალიბებ ამ ფენომენის არსს. ბერმუდის სამკუთხედი - ეს არის დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი და საიდუმლო რაიონი ატლანტიკის ოკეანეში, რომელშიც თითქოს-და ხდება საზღვაო და საჰაერო გემების იდუმალი გაუჩინარება. რაიონი შემოსაზღვრულია ფლორიდიდან ბერმუდის კუნძულამდე, შემდგომ პურტო-რიკომდე და უკან ფლორიდამდე
...
კითხვის გაგრძელება »
|
ძალიან ხშირად მრავალსართულიანი სახლების მცხოვრებლები ამბობენ,რომ ჭერიდან ხმები ესმით.ბევრი წუწუნებს,რომ დაიღალნენ მეზობლებისგან,რომლებიც ყოველ ღამე გადააადგილებენ ავეჯს,ხმაურობენ და ა.შ. როგორც წესი,შემოწმებისას,აღმოჩნდება რომ მეზობლები არაფერ შუაში არ არიან.ამის გარდა,ხმები მაშინაც ისმის,როდესაც ზევით არავინ არ ცხოვრობს.ამ ფენომენს აქვს ძალიან საინტერესო ახსნები.
ძალიან საინტერესო ისტორიას ამაზე ყვება ვალერი,ტექნიკური მეცნიერებების კანდიდატი,ანომალიური შემთხვევების მკვლევარი.
ყველაფერი მაშინ დაიწყო,როდესაც ვალერის ოჯახი ახალ ბინაში გადავიდა.თითქმის ყოველ საღამოს,ერთი და იგივე დროს,ზევიდან ხმაური მოდიოდა,ვიღაც სკამს გადააადგილებდა.გარკვეული დროის განმავლობაში ეს ვალერის ოჯახს არ უკვირდათ,მაგრამ შემდეგ გაიგეს,რომ ზევით უკვე დიდიხანია არავინ არ ცხოვრობს.
ვალერის ამ უნიკალურმა ფენომენმა დააინტერესა და მიიღო გადა
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
მისტიკა
|
ნანახია:
813
|
დაამატა:
NuKKeR
|
თარიღი:
2011-11-02
|
|
* * *
ჩვენი შვილი ტატო ჰიდროცეფალიითაა დაავადებული. სამშობიაროდან გამოყვანის შემდეგ პატარა ტატო 3 თვის განმავლობაში გამუდმებით ტიროდა. ექიმები მუცელსა და ყურზე მკურნალობდნენ - მაშინ, როცა ორგანიზმში თავის ქალის გახსნის პროცესი მიმდინარეობდა (მშობიარობის დროს თურმე ექიმებს ხელიდან გავარდნოდათ). ტატოს პირველი ოპერაცია 4 თვისას გაუკეთეს. მას თავის ქალიდან ხერხემლამდე ხელოვნური ორგანიზმი ჩაუდგეს. მაგრამ აქაც არ გაუმართლა პატარას. მოხდა ქირურგიული შეცდომა და ხელოვნური ორგანიზმი, მარჯვენის ნაცვლად, მარცხენა მხარეს ჩაუდგეს. განმეორებითი ოპერაცია მესამე დღესვე გახდა საჭირო.
დღემდე ტატომ ხუთი ოპერაცია გადაიტანა. 4-ჯერ კი ხერხემლიდან სითხე აუღეს. ბავშვს არა თუ სიარული, ხოხვაც კი არ შეეძლო. მხოლოდ ეტლით დაგვყავდა. ტატოს თავში წარმოქმნილმა კისტამ კატასტროფული სისწრაფით იწყო ზრდა. დააწვა ტვინს და დიდი ადგილი დაიკავა. ამან განავით
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
რელიგია
|
ნანახია:
780
|
დაამატა:
NuKKeR
|
თარიღი:
2011-11-02
|
|
1.ახალზელანდიელმა დამნაშავეებმა - 20 წლის რეან პეტიმ და 21 წლის ტირანარა უაიტმა, განაჩენის გამოტანის შემდეგ, სასამართლოდან გაქცევა გადაწყვიტეს. ისინი ერთმანეთზე ხელბორკილებით იყვნენ გადაბმულები. ბიჭები სასამართლოს შენობიდან გაიქცნენ, განათების ბოძს გვერდი აუარეს და ერთმანეთს შეასკდნენ...
2.ციხიდან გაქცევის მიზნით, 21 წლის ბრიტანელმა 21 კგ დაიკლო, მოხერხებულად გადაძვრა მაღალ ჯებირზე და ეკლიან ჯაჭვებს შორისაც გაძვრა.
3.ქურდობაში ეჭვმიტანილ 28 წლის მაიკლ ჰილს პოლიციელებმა ხელბორკილები არ დადეს, რადგან ვერ წარმოედგინათ, თუ პროტეზიანი ფეხით (მას ერთი ფეხი ამპუტირებული ჰქონდა) გაქცევას მოახერხებდა და ძალიანაც შეცდნენ მაიკლი მათ ხელიდან დაუსხლტა.
4. მორწმუნე იტალიელმა პატიმარმა რომის პაპთან შეხვედრა ითხოვა. ვინაიდან, ის კარგი ქცევებით გამოირჩეოდა, სურვილის ასრულებას შეჰპირდნენ. პატიმარი მცველებს გზიდ
...
კითხვის გაგრძელება »
|
- 1, 7, 13, 19, 24 რიცხვში დაბადებული ადამიანები უზრუნველყოფილები არიან და სიმდიდრეში ცხოვრობენ. ეს ადამიანები წარმატებას იოლად აღწევენ და სხვებისგან პატივისცემასაც იმსახურებენ.
- 2, 8, 14, 20, 25, 26 რიცხვში დაბადებული ადამიანები ძალიან ჯიუტები არიან. ცხოვრებაში დიდ წინააღმდეგობებს აწყდებიან. საერთოდ, რთული პიროვნებები არიან.
- 3, 9, 15, 21, 27 რიცხვში დაბადებულები ბედნიერი ადამიანები არიან. ისინი კარიერაში ადვილად აღწევენ წარმატებებს. აქვთ რბილი, დამთმობი ხასიათი და წარმატება მთელი ცხოვრება თან სდევთ.
- 4, 10, 16, 22, 28 რიცხვში დაბადებულები სიბრძნით გამოირჩევიან. აქვთ ლტოლვა, დაიპყრონ მწვერვალები და სიმაღლეები. არიან, უყაირათოები.
- , 11, 17, 23, 29 რიცხვში დაბადებული ადამიანები ცდილობენ, ცხოვრება მოიწყონ. არიან შრომისმოყვარენი. უყვართ ოჯახური იდილია და ახლობლებთან ურთიერთობა.
- 6
...
კითხვის გაგრძელება »
|
DOWNLOAD/გადმოწერე ფილმი გადაღებლია საქართველოს საპატრიარქოს კურთხევით, იგი მოგვითხრობს მეორედ მოსვლის შესახებ. ფილმი სავალდებულოა რომ ნახოს ყველა ქრისტიანმა.
|
მსოფლიოს ქალაქები:
ატლანტა - (აშშ) - ფენიქს-ქალაქი
ბერლინი - (გერმანია) - ქალაქი, რომელსაც არასდროს სძინავს
ბრიუსელი - (ბელგია) - ევროპის დედაქალაქი
ბუენოს-აირესი - (არგენტინა) - ლა-პლატის დედოფალი (ლა-პლატა მდინარეა)
დეტროიტი (აშშ) - ავტოქალაქი (ძრავების ქალაქი)
ისპაჰანი - (ირანი) ნახევარი მსოფლიო (სპარსულად: “ესფაჰან - ნესფე ჯაჰან”)
იერუსალიმი - (ისრაელი) - წმინდა ქალაქი
კრაკოვი - (პოლონეთი) - მეტყველი ქვების ქალაქი
ლოს-ანჯელესი - (აშშ) - ანგელოზების ქალაქი
მაინის ფრანკფურტი - (გერმანია) - ბანკების ქალაქი (გერმანულად Frankfurt-am-Main, ირონიულად: Bankfurt-am-Mainhattan)
მოსკოვი - (რუსეთი) - მესამე რომი
ნიუ-იორკი - (აშშ) - დიდი ვაშლი
ოსლო - (ნორვეგია) - ვეფხ
...
კითხვის გაგრძელება »
| |
|
|
|