პარასკევი, 2024-12-27, 11:18 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 2 » ევრიკა და ევრისტიკა
11:30 PM
ევრიკა და ევრისტიკა




„ევრიკა" ძველ ბერძნულ ენაზე ნიშნავს „ვიპოვე!" , რომელიც „აღმოვაჩინე"–ს მნიშვნელობით იხმარება. ეს არის არქიმედეს შეძახილი ჰიდროსტატიკური კანონის აღმოცენასთან დაკავშირებით. არქიმედეს შემდეგ ამ გამოთქმას ხმარობენ სიხარულის გამოსახატავად რთული ამოცანის ამოხსნის შემთხვევაში.

ევრისტიკა არის მეცნიერება, რომელიც სწავლობს შემოქმედებით მოღვაწეობას და იმ მეთოდებს, რომლებიც გამოიყენება ახალი კონცეფციების, იდეების და ობიექტებს შორის ურთიერთკავშირების აღმოსაჩენად, აგრეთვე სწავლების პროცესის მეთოდიკებს. ევრისტიკულ მეთოდებს შეუძლიათ ამოცანის ამოხსნის პროცესის დაჩქარება. სწავლების ევრისტიკული მეთოდი თავის დასაბამს იღებს სოკრატეს მაიევტიკის მეთოდისგან, რომელსაც მაიევტიკა ეწოდებოდა.

ძველ საბერძნეთში ევრისტიკაში იგულისხმებოდა სწავლების სოკრატისეული მეთოდი, როდესაც მასწეავლებელს მოსწავლე მიჰყავს რომელიმე ამოცანის ამოხსნისაკენ სათანადო შეკითხვების დასმის გზით. ხშირად ეს მეთოდი შეიძლება ემყარებოდეს ინტუიციასაც.

ევრისტიკა ეს არის სპეციალური მეთოდები, რომლებიც გამოიყენება სიახლის აღმოჩენის ძიებაში. და ის ემყარება მონათესავე ამოცანების ამოხსნის გამოცდილებას ვარიანტების დიდი არჩევანის პირობებში. ევრისტიკა სწავლობს შემოქმედებით მოღვაწეობას. როდესაც ლაპარაკობენ შემოქმედებით ადამიანზე, მხედველობაში აქვთ, რომ ის ქმნის რაღაცას სხვებისგან განსხვავებულს, თავის საკუთარს: თხზავს სიმფონიებს, წერს პოემებს, ხატავს სურათებს, იგონებს რაიმე სიახლეს, ანუ არის გამომგონებელი. შემოქმედების ცნება გარკვეულწილად პირობითია და ფარდობითია. შემოქმედებით ამოცანას წყვეტს ექიმიც., რომელიც ავადმყოფს უწერს წამალს. შემოქმედებით პიროვნებად გვევლინება გამომძიებელიც, რომელიც იძიებს დანაშაულს. ხარატი, რომელიც აუმჯობესებს ტავის დაზგას, საკითხს შემოქმედებიტად უდგება. ამიტომ შემოქმედებიტად შეიძლება ჩავთვალოთ ნებისმიერი საქმიანობა, როდესაც ადამიანი თავის შრომას ახლებურად უდგება. შემოქმედების საიდუმლოს და ბუნების ამოცნობას დიდი ხანია ცდილობენ ადამიანები, მაგრამ ამ საოცარი უნარის ცხადი სურათის მოცემა ვერავინ ვერ მოახერხა. ევრისტიკული მეთოდები და პროგრამები,რომლებიც გამოიყენება მატემატიკური და სატამაშო ამოცანებისათვის და კომპიუტერების მუშაობის სრულყოფისათვის.

ევრისტიკასთან დაკავშირებით ასხვავებენ ევრისტიკულ ალგორითმს, ევრისტიკულ სკანირებას, ინტერნეტ–ევრისტიკას და სხვა…

ასხვავებენ შემდეგ ევრისტიკულ მოდელებს : ა). ბრმა ძიების მოდელი, რომელიც ეყრდნობა მოსინჯვისა და შეცდომების მეთოდს. ბ). ლაბირინთული მეთოდი, რომელშიც გადასასაწყვეტი ამოცანა განიხილება როგორც ლაბირინთი, ხოლო პასუხის ძიების პროცესი – როგორც ლაბირინთში გზაააბნეული ხეტიალი. გ). სტრუქტურულ–სემანტიკური მეთოდი, რომელიც ამჟამად ითვლება ყველაზე ეფექტურად და შინაარსიანად.

ევრისტიკა დაკავშირებულია ფსიქოლოგიასთან, უმაღლესი ნერვული მოღვაწეობის ფიზიოლოგიასთან, კიბერნეტიკასთან და სხვა მეცნიერებებთან და დისციპლინებთან.
კატეგორია: მეცნიერება | ნანახია: 992 | დაამატა: NuKKeR | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz