მთავარი » 2011 » ნოემბერი » 2 » რჩევები და საინტერესო ამბები მოსწავლეებს
9:53 PM რჩევები და საინტერესო ამბები მოსწავლეებს |
ფსიქოლოგის რჩევა – მათ, ვისაც უნდა სწავლა
რჩევა პირველი: მეცადინეობა, რა თქმა უნდა თუ გსურს, უმჯობესია დაიწყო დილიდან. თუ გაკვეთილები სკოლაში გეწყება დილა ადრიანად, სკოლის შემდეგ უნდა ისადილო, ოდნავ დაისვენო, გაისეირნო შემდეგ, სასურველია ერთ და იგივე დროს დაჯდე სამეცადინოთ.
რჩევა მეორე:
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განაწყო საშინაო დავალებების შესრულებაზე. უნდა დაარწმუნო საკუთარი თავი, რომ საშინაო დავალების შესრულება გესაჭიროება პირადად შენ და არა მასწავლებლებს ან მშობლებს.
რჩევა მესამე: დავალებების შესრულებაში დღეს ყველაფერი კარგად მიმდინარეობს, მაგრამ ერთ-ერთი ამოცანის შესრულებაში შეგექმნა გართულება: ან ვერ გებულობ ან უყურადღებობის გამო არ გამოგდის. ნუ გაიფუჭებ განწყობას. გადადევი ცოტა ხნით. მოახმარე დრო სხვა საკითხებს მერე კვლავ დაუბრუნდი რთულს.
რჩევა მეოთხე: არ დაგავიწყდეს დაუწერელი წესი: თუ ჩაუჯექი მეცადინეობს – არ გადაერთო სხვა საქმიანობაზე. წინასწარ მოაწესრიგე ყველაფერი მაგიდაზე, იმისთვის, რომ არაფერმა არ დაფანტოს შენი ყურადღება, შენ წინ დაიწყე ყველა საჭირო სახელმძღვანელო და რვეული. განათება მაგიდაზე უნდა ხვდებოდეს მარცხენა მხრიდან.
რჩევა მეხუთე: თუ მეცადინეობის დაწყების პირველ ეტაპზე შეატყობ, რომ ყველაფერი იოლად არ გამოგდის, გულს ნუ აიცრუებ. იცოდე, რომ უმეტეს ადამიანს შენსავით უჭირს დასაწყისში, ხოლო ნახევარი საათის შემდეგ ყველაფერი ნორმალურად იქნება.
რჩევა მეექვსე: ყოველ ერთ საათში გააკეთე ათ წუთიანი შესვენება.დაასვენე თავი. ამ შესვენების დროს შეგიძლია გააკეთო მარტივი ფიზიკური ვარჯიშები ან რომელიმე საოჯახო საქმე, ანუ დაისვენე და შემდგომ გააგრძელე მეცადინეობა. მოსწავლის მცნებები
შენი სკოლა ყველაზე უკეთესია, მხოლოდ იმიტომ, რომ ის შენია. თუ აქამდე ეს გიგრძნია – ცხოვრება და სწავლა სკოლაში, რომელიც არ გიყვარს – ნამდვილი ტანჯვაა, უნდა შეიყვარო შენი სკოლა.
გახსოვდეს, რომ ჩვენ ყველანი,განსხვავებულები ვართ, ეცადე მოიქცე ისე, რომ შენ გარშემო მყოფი ადამიანები კარგად გრძნობდნენ თავს. მოექეცი მათ ისე, როგორც გსურს, რომ გექცეოდნენ შენ.
სასკოლო ცხოვრება რთული და მრავალფეროვანია, მასში ბევრი რამ არის სასიხარულო, მაგრამ ზოგი რამ შეიძლება სამწუხაროც იყოს. ისწავლე უსიამოვნებებთან გამკლავება და მათი ატანა. პირადი წარუმატებლობის გამო ჯავრს ნუ იყრი თანაკლასელებზე. ამ შემთხვევაში ცუდი, რაც შენ შეგემთხვა სწრაფად ჩაივლის.
შენ მუდმივად იზრდები, ვითარდები და იცვლები. დაეხმარე საკუთარ თავს იმისათვის, რომ გახდე კარგი ადამიანი. გსურს შენ ეს თუ დიდად არცა გსურს, მაგრამ სწავლა საჭიროა, შენ ხომ არა გინდა, რომ დარჩე უვიცი. უსაქმურობითა და სიზარმაცით ნუ შეურაწყოფ საკუთარ თავს. დაგვიჯერე, რომ ცოდნა, რომელსაც ახლა იძენ მუდმივად დაგჭირდება მთელი ცხოვრების განმავლობაში,
თუ დაუშვი შეცდომა ან გადადგი მცდარი ნაბიჯი – ნუ გაჯიუტდები, საკუთარი თავის წინაშე მაინც აღიარე ეს, არ დაადგე სიცრუის გზას, არ ეცადო მრუდე ხერხებით ვითარებიდან გამოძრომა. პირმართალი იყავი პირველ რიგში საკუთარ თავთან და მეგობრებთან თუ არ გინდა მათი სამუდამოდ დაკარგვა.
გვერდით დაუდექი სუსტს, დაეხმარე მეგობარს, ნუ დაელოდები სანამ ის ამას გთხოვს. ეცადე იცხოვრო ისე, რომ სარგებლობა მოუტანო არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ შენ გარშემო მყოფ ადამიანებსაც.
გაუფრთხილდი სასკოლო მეგობრობას – ის ხომ მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა გამოგყვეს. არ დაივიწყო და ნუ უღალატებ სკოლის მეგობრებს. ისინი შენ ყოველთვის კეთილად უნდა გიხსენებდნენ, ამას კი მხოლოდ სიტყვით, საქმით, შენი ქცევითა და ცხოვრების წესით დაიმსახურებ.
მეტსახელი – სასკოლო ცხოვრების ტრადიცია, თუ …?
ვფიქრობთ, დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მოსწავლეებს უყვართ თანაკლასელებისთვის ზედმეტსახელების დარქმევა და ხშირად ეს სახელები თითქმის სალანძღავი ან შეურაცხმყოფელი ელფერისაა. მაგალითად, შესვენების დროს სკოლის დერეფანში შეიძლება გაიგონო: „ ყურშა, სად მიდიხარ?," ან „ცხვირა, მოდი აქ, ბიჭო" გარედან მოსმენილი, ეს რა თქმა უნდა, შეიძლება ვინმეს სასაცილოდ ან აბსოლუტურად მიუღებლადაც მიაჩნდეს, მაგრამ ხშირად მეტსახელს ისე ეჩვევიან და იმდენად ასოცირდება ის კონკრეტულ ადამიანთან, რომ, დროთა განმავლობაში, ამ ადამიანს უკვე არც მიმართავენ ნამდვილი სახელით. მეტსახელების საფთხე გამოიხატება იმაშიც, რომ მისი მეშვეობით ადამიანს თავს ახვევენ რომელიმე სტერეოტიპით ქცევას ან მისთვის არადამახასიათებელ თვისებებს. ამის გამო, სამწუხაროდ, ადამიანის გარშემო მყოფნი მისი ნებისა თუ სურვლის გაუთვალისწინებლად, მისგან ელიან მეტსახელის შესატყვის ცხოვრების წესსაც კი. მაგალითად, ბიჭს თუ შეარქვეს „ბლატნოი," ესე იგი ის მაინც და მაინც უნდა დაადგეს კრიმინალურ მრუდე გზას, მიუხედავად იმისა, რომ ამოძრავებდა მხოლოდ ერთი სურვილი – თავი მოაწონოს საყვარელ გოგონას, გახდეს მისი ერთად აერთი მეგობარი. მეტსახელი ხშირად იარლიყივით ეწებება ადამიანს და უამრავ უსიამოვნებასა თუ ცუდ განცდას უქმნის მას. ერთი წუთით წარმოიდგინე, რომ საყვარელი გოგონას მამის დასწრებით მოგმართონ შეურაცხმყოფელი მეტსახელით. რამდენად მოსაწონი იქნება ეს მისთვის და მით უფრო შენთვის? ჰა? პირადად მე არ ვისურვებდი ამგვარ ვითარებაში მოხვედრას! როგორ ფიქრობ იმ ადამიანს გაუჩნდება შენი გაცნობის და მითუმეტეს დაახლოვების სურვილი? მაშ რატომ არქმევენ სკოლაში ერთმანეთს დამცინავ ან შეურაცხმყოფელ მეტსაელებს? ვფიქრობ, რომ მიზეზი რამოდენიმე შეიძლება იყოს. ზოგისთვის ეს თვითდამკვიდრების შესაძლებლობადაც კი იქცა: ნახე ის რა უშნო და უჭკუოა და მე კი რა მოხდენილი და ჭკვიანი ვარ! დაკვირვებიდან და საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ ზედმეტსახელების დარქმევის ინტრიგებში აქტიური მონაწილეები უმეტეს წილად ხდებიან ისინი, ვისაც პანიკურად ეშინია თვითონ იქცენ დაცინვის ობიექტად. ანუ უმარტივესი ფორმულა ასეთია: უმჯობესია ყურადღება მივაქცევინო სხვის ნაკლზე, ვიდრე დაინახონ ჩემი ნაკლოვანებები. მაგალითად, ხომ სჯობს ყურადღება გადავატანინო იმაზე, რომ გიოს გრძელი (შესაზლოა არც თუ ისე უშნო და თავისებური შარმის შემქმნელიც) ცხვირი აქვს, რომ ყურადღება არ გამახვილდეს ჩემ დაბრეცილ კბილებზე. ან: სანდრო ჩემზე უკეთესად სწავლობს, გონიერია, მაგრამ სათვალეს ატარებს – ამიტომ დავარქვათ – „შუშაბანდა" ან „აჩკარიკა." სხვა მაგალითი: თეა ძალიან სიმპატიური გოგოა, მოხდენილად და იმავდროულად მოდურად იცმევს, ამიტომ მოდი დასამცირებლად შევარქვათ – „ფუფალა." ამ შემთხვევაში სახელის გამომგონლებს ესმით, რომ მათზე უკეთესი ხარ და ცდილობენ შენი უპირატესობების გაუფასურებას. ისინი ბრაზდებიან იმაზე, რომ შენ უფრო ლამაზი, მოხდენილი, ჭკვიანი ხარ და მეტსახელის შერქმევით ცდილობენ დაგამცირონ. ამ მასლის წაკითხვის შემდეგ, ბუნებრივია დაგებადება კითხვა: რა ვქნა, ან როგორ მოვიქცე, რომ დამამცირებელი თუ შეურაცხმყოფელი მეტსახელი ავიცილო და ის არ „მომეწებოს" სამუდამოდ? როგორ მოვიქცეთ იმისათვის, რომ დამამცირებელი და ზოგჯერ შეურაცხმყოფელი მეტსახელი არ აგეკიდოს დიდი ხნით ან სამუდამოდ? უპირველესყოვლისა ნუ აყვები ემოციებს. შენ თუ გაბრაზდები, დაიწყებ წივილ-კივილს, ან უარეს შემთხვევაში – ტირილს, უფრო მეტად წააქეზებ შენს მიმართ არაკეთილმოსურნე ინტრიგის წამომწყებს და თუ ის ამას მიაღწიევს დიდ ხანს არ მოგეშვება.ყველაზე უპრიანი იქნება რომ საერთოდ არ მიაქციო ყურადღება დამამცირებელ სიტყვებს, ვინადან თუ ინტრიგის ავტორი ვერ მიაღწევს დაგეგმილ შედეგს,მის გარშემო დროებით მყოფნი დაკარგავენ ინტერესს და მოგეშვებიან. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება, ვითარებაში, როდესაც დამცინავი მომათვა გესმის ერთი ან ორი დღის განმავლობაში ყველა მხრიდან, არ არის ადვილი, მაგრამ შედეგი დაგარწმუნებს, რომ სწორი გზა აირჩიე. თუ სრულიად მოულოდნელად რომელიმე თანაკლასელის ან თანასკოლელის მხრიდან შეამჩნიე დამცინავი ან შეურაცხმყოფელი მეტსახელის დარქმევის მცდელობა, აუღელვებლად,მშვიდი ხმით დაელაპარაკე გამომწვევი მიზეზის დასადგენად. შესაძლებელია, რომ ცოტა ხნის წინ უნებლივ – ქცევითა თუ სიტყვით, შენ მას მიაყენე შეურაცხყოფა, ისე რომ ამისთვის არც მიგიქცევია ყურადღება. უმჯობესია ერთობლივად რეალურად გაერკვიოთ მომხდარში და, თუ მტყუანი ხარ, მოიხადო ბოდიშიც. ამით ინციდენტი ამოიწურება. სხვა ვითარებაში შესაძლებელია განსხვავებული მიდგომაც. მაგალითად, შენგან გამომდინარე ყოველგვარი მიზეზის გარეშე, რომელიმე თანატოლი საკუთარი ყალბი „ავტორიტეტის" შესაქმნელად ცდილობს დაგამციროს მის მიერ მოგონილი მეტსახელით, არ მივარდე ჩხუბითა და მუშტიკრივით, ხომ შესაძლოა, რომ შენი იუმორი უფრო ძლიერ კონტრ ილეთად გამოდგეს და იქვე უპასუხე იმნაირად, რომ მოწინააღმდეგე თვითონ გახდეს დასაწინი. გვერწმუნე, ამის შემდეგ მას, თუ სხვა მის მსგავს აღარ გაუჩდება მცდელობის განმეორების სურვილი, ვინაიდან ასეთ ადამიანებს თვითონ აშინებთ, რომ იქცნენ დაცინვის ობიექტად. აუცილებლად მივიჩნევთ გაგაფრთხილოთ, რომ სასკოლო ცხოვრებაში არსებობს ერთი მნიშვნელოვანი დაუცერელი წესი: არასოდეს არ გაუკეთო სხვას ისეთი რამ, რასაც არ უსურვებდი საკუთარ თავს. და, თუ ოდესმე შენ დასცინოდი სხვას, ეს არ დაგიცავს იმისგან რომ ხვალ შეიძლება თვითონაც გახდე დაცინვის ობიექტი. განსაკუთრებით შემზარავია კი დაცინვა ან დამცირება ადამიანისა, რომელსაც გააჩნია ფიზიკური ნაკლი. ის ხომ არ არის დამნაშავე იმაში, რომ ვერ გამოთქვამს რომელიმე ბგერას, კოჭლობს ან ელამია. სანამ დასცინებ მას ერთი წუთით წარმოიდგინე საკუთარი თავი მის ადგილას. ანუ, მოდი კვლავ დაუბრუნდეთ სულ ახლახანს, რამოდენიმე სტრიქონით ადრე გამოთქმულ დასკვნას: არასოდეს არ გაუკეთო სხვას ისეთი რამ, რასაც არ უსურვებდი საკუთარ თავს! მაშინ შენც შეგექმნება ნაკლები პრობლემა.
როგორ მივაღწიოთ რწმენას საკუთარ თავში
ნაბიჯი პირველი იყავი თვითკრიტიკული საკუთარი პიროვნების მიმართ იმისათვის რომ ”ზუსტად აიღო კოორდინატები დროში და სივრცეში”, მაგრამ ნუ შეაფასებ საკუთარ თავს და შესაძლებლობებს ძალიან დაბალ დონეზე. ხშირად გაიხსენე საკუთარი წარმატებები.
ნაბიჯი მეორე არასდროს არ ილაპარაკოთ საკუთარ თავზე ცუდად. განსაკუთრებით მოერიდეთ პიროვნული თვისებების უარყოფით შეფასებას, როგორიც არის ”უჭკუო”, ”უნიჭო”, ”უიღბლო”.
ნაბიჯი მესამე ზოგჯერ თავს მიეცი განტვირთვის უფლება, განმარტოვდი და ყური დაუგდეთ საკუთარ თავს,პირად აზრებს, დასაქმდი სასიამოვნო საქმიანობით და უკეთ გაუგებთ საკუთარ თავს.
ნაბიჯი მეოთხე შენი ქმედება შეიძლება იმსახურებდეს ნებისმიერ შეფასებას. თუ საქმე გექნება კონსტრუქტიულ კრიტიკასთან, გამოიყენე ის შენ სასარგებლოთ, მაგრამ ნუ მისცემ ყველას შენს მიმართ პიროვნული კრიტიკის უფლებას.
ნაბიჯი მეხუთე გახსოვდეს, რომ ზოგი მარცხი – წარმატებაზე არანაკლებ ღირებულია, ვინაიდან ის მოგცემს შესაძლებლობას მიუხვდე იმას, რომ შენ ისახავდი და მისდევდი ყალბ მიზნებს, რომლებიც არ იმსახურებენ ძალისხმევას და შესაძლოა გადაურჩი უფრო სერიოზულ უსიამოვნებას
|
კატეგორია: საინტერესო ამბავი |
ნანახია: 881 |
დაამატა: NuKKeR
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|