პარასკევი, 2024-12-27, 10:54 AM მოგესალმები სტუმარი | RSS
"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 1 » ვ. ა. მოცარტი – მითი და სინამდვილე
6:28 PM ვ. ა. მოცარტი – მითი და სინამდვილე |
ამ კომპოზიტორის სახელი… უფრო სწორად, გვარი ყველასათვის ცნობილია. მისი ცხოვრების ნამდვილი ფაქტები ისეთი გამაოგნებელია, რომ მის შესახებ ალბათ ნებისმიერი მითის დაჯერება შეიძლება, და ბევრს სჯერა კიდეც. აქ ლაპარაკია მის უდროო გარდაცვალებასთან დაკავშირებულ მითებზე, რომლებსაც ბევრი ჭეშმარიტებადაც მიიჩნევს. მაგრამ როგორ იყო სინამდვილეში?
მოცარტის მკვლელობა: შეიძლება ნანახი გქონდეთ ფილმი “ამადეუსი”, რომელშიც ნაჩვენებია იმპერატორის კარის კაპელმეისტერის – ანტონიო სალიერის სიძულვილი მოცარტის მიმართ, რის გამოც იგი მოცარტს ყოველთვის ხელს უშლის და საბოლოოდ მისი სიკვდილის დაჩქარებას უწყობს ხელს. ან შეიძლება წაკითხული გქონდეთ პუშკინის “მოცარტი და სალიერი”, რომლის მიხედვითაც, სალიერი წამლავს გენიოსს. მართლაც, არსებობდა გავრცელებული ეჭვი იმის თაობაზე, რომ კომპოზიტორს სიცოცხლე მოუსწრაფეს, და რომ ეს მისმა კოლეგამ – ანტონიო სალიერიმ გააკეთა.
საიდან გაჩნდა ეს ვერსია?
ვერსია მისი მოწამვლის შესახებ, მისი სიკვდილისთანავე გავრცელდა, მის სხეულზე არსებული უცნაური ლაქების გამო, ხოლო მისი მეუღლე – კონსტანცა ვებერი – ხელს უწყობდა ამ ხმების გავრცელებას და იმასაც ამბობდა, თითქოს თავად მოცარტი ირწმუნებოდა, რომ მას ვიღაც წამლავდა. სალიერიზე ეჭვი თავიდანვე მიიტანეს და დროთა განმავლობაში კომპოზიტორს იმდენი დანაშაული აჰკიდეს, დამამტკიცებელი საბუთებიც რომ ჰქონოდათ, მისი საქმე ცუდად დამთავრდებოდა – საკუთარი მეუღლის მოწამვლა, ინტრიგები მოცარტისა და ბეთჰოვენის წინააღმდეგ, გლიუკის ნაწარმოებების მითვისება და ა.შ.
მაგრამ ამასთან ერთად, ცნობილი ფაქტი იყო, რომ სალიერი მოცარტის შემოქმედების თაყვანისმცემელი იყო. გენიოსი კომპოზიტორის ნაწარმოებები მისგან ყოველთვის აღტაცებულ აპლოდისმენტებს იმსახურებდა, და სალიერი თავადაც სიამოვნებით დირიჟორობდა მათ. რაც მთავარია, ისტორიულად ცნობილია, რომ კონსტანცა ვებერმა თავისი ვაჟი სამუსიკო განათლების მისაღებად, არც მეტი არც ნაკლები, ანტონიო სალიერისთან მიიყვანა. რაც ცოტა უცნაური იქნებოდა,თუ კონსტანცას ოდნავი ეჭვიც კი ჰქონდა, რომ კაპელმეისტერს მისი მეუღლის გარდაცვალებაში მიუძღვოდა წვლილი.
მოცარტის დაკრძალვა: გავრცელებული ვერსია, თითქოს მოცარტი ყველამ მიივიწყა და მისი ცხედრისთვის პატივი არავის მიუგია, ასევე არასწორია. პირიქით, ცნობილია, რომ როგორც კი მისი გარდაცვალების ამბავი გავრცელდა, უამრავი ხალხი შეიკრიბა მის სახლთან, კონსტანცა ვებერის დის მოგონებებიდან ირკვევა, რომ უამრავი თაყვანისმცემელი იყო თავმოყრილი სახლთან, სადაც კომპოზიტორი ესვენა. ხოლო სასაფლაოზე არ-შეყოლა მოხდა ერთადერთი მიზეზის გამო: ეპიდემიის გავრცელება, რომლის გამოც დაკრძალვა მკაცრი სანიტარული წესებით მიმდინარეობდა. ხალხს მიცვალებულის ნახვა შეეძლო ეკლესიაში, ხოლო სასაფლაოზე არავის უშვებდნენ.
ღარიბთა საერთო საფლავი: სინამდვილეში ეს იყო საშუალო შეძლების მოქალაქეთა სასაფლაო, ხოლო მოცარტის ცხედარი სულაც არ იყო ორმოში ჩაგდებული ათეულ სხვა ცხედართან ერთად. იგი დაიკრძალა ე.წ. მესამე თანრიგით, რაც ნიშნავდა დაკრძალვას სხვა ორ მოქალაქესთან ერთად – რაც სრულიად ნორმალურად ითვლებოდა საშუალო შეძლების მოქალაქისთვის.
დაკარგული საფლავი: მითს იმის შესახებ, რომ კომპოზიტორი ღარიბთათვის განკუთვნილ ორმოში დამარხეს, მოჰყვა სხვა მითიც იმის შესახებ, რომ მესაფლავე, რომელიც იყო ერთადერთი პიროვნება, ვისაც შეეძლო მითითება იმ ადგილზე, სადაც კომპოზიტორი განისვენებდა, მეტისმეტად მოხუცი იყო და მოცარტის დაკრძალვიდან ცოტა ხანში თავადაც გარდაიცვალა, რის გამოც სასაფლაოზე მისულ კონსტანცა ვებერს ვეღარავინ უთხრა, თუ სად იყო მისი ქმარი დაკრძალული. ნამდვილად, საფლავი ახლა ნამდვილად დაკარგულია, მაგრამ როდიდან, და რის გამო?
სინამდვილეში, ბეთჰოვენის ერთ-ერთი მასწავლებელის – ე. ალბრეხტსბერგერის ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ იგი მეუღლესთან ერთად რამდენიმეჯერ იყო მოცარტის საფლავის მოსანახულებლად წმ. მარკოზის სასაფლაოზე, რასაკვირველია, მას შემდეგ, რაც ყვავილის ეპიდემია ჩაწყნარდა და სასაფლაოზე შესვლის აკრძალვა მოიხსნა. მაგრამ, თუ თანამედროვეებისათვის ცნობილი იყო კომპოზიტორის საფლავის ადგილმდებარეობა, რატომ ვერ შეძლო კონსტანცამ ქმრის საფლავის, ან იმ მესაფლავის პოვნა, რომელმაც იგი სამარეს მიაბარა? პასუხი მარტივია, და ამ პასუხს 1808 წლის პრესიდან, კერძოდ, ბიოგრაფ გ. გიზინგერისგან ვიღებთ: იგი საფლავის სანახავად პირველად ქმრის გარდაცვალებიდან თექვსმეტი წლის შემდეგ მივიდა…
|
კატეგორია: საინტერესო ამბავი |
ნანახია: 852 |
დაამატა: NuKKeR
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|