პარასკევი, 2024-12-27, 9:10 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 01


ჰელოუინი (ინგლ. HALLOwEEN) არის დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 31 ოქტომბერს. აღნიშვნის დროს ტარდება სხვადასხვა ღონისძიება და მსვლელობა — თამაშები, ფეიერვერკები, კოსტიუმირებული წვეულებები, „მოჩვენებებიანი სახლების“ მონახულება, საზარელი ისტორიების თხრობა და საშინელებათა ფილმების რეტროსპექტივები. ჰელოუინთან არის დაკავშირებული გოგრებში თვალებისა და პირების ამოჭრის ტრადიცია.

დღესასწაულის ელემენტები “ჩრდილოეთი ამერიკა”ჩრდილოეთ ამერიკაში” ჩატანილი იქნა ირლანდიელი ემიგრანტების მიერ, XIX საუკუნეში.
სხვა ქვეყნებში ეს დღესასწაული XX საუკუნეში გავრცელდა. ჰელოუინი აღინიშნება ბრიტანეთში აშშ-ში, კანადაში, “ირლანდია” ირლანდიაში, პუერტო რიკოში, იაპონიაში, ახალ ზელანდიაში და ავსტრალიის სხვადასხვა ნაწილებში. შვედეთში „ყველა წმინდანის“ დღესასწაული ტარდება ყოველი წლის ნოემბრის პირველ შაბათს.

წარმართული ჰელოუინის დღესასწაული ძველ კელტთა ყოფიდან ი ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: რელიგია | ნანახია: 732 | დაამატა: NuKKeR | თარიღი: 2011-11-01 | კომენტარი (0)



ორენბურგის ოლქის ბელიაევსკის რაიონში მონადირეები იძულებულნი გახდნენ მოეკლათ აგრესიული ცხოველი, რომელიც მოულოდნელად გამოხტა ტყიდან, ორ თათზე დადგა და მონადირეებს დაესხა თავს. მოგვიანებით გამოცხადდა, რომ მოკლული ცხოველი ჩუპაკაბრაა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის რამდენიმე რაიონში მითიური ცხოველის გამოჩენის შესახებ ინფორმაცია პერიოდულად ვრცელდებოდა. ორენბურგის, ნიჟნი ნოვგოროდისა და კალინინგრადის რაიონებთან ერთად ჩუპაკაბრას ადგილსამყოფელად მოსკოვის ოლქიც სახელდებოდა. ამასთან დაკავშირებით სტატია „დრონი.ჯი“-მაც გამოაქვეყნა - „მოსკოვთან ახლოს ჩუპაკაბრა გამოჩნდა?“.

იმაზე, რომ რუსეთის რამდენიმე ქალაქში ჩუპაკაბრა ბინადრობდა, ცნობები ჯერ კიდევ 2005 წელს გაჩნდა. ექვსი წლის მანძილზე პერიოდულად ვრცელდებოდა ინფორმაცია უცნაურ ვითარებაში მოკლული შინაური ცხოველებისა და ფრინველების შესახებ.

ფრაგმენტი „დრონი.ჯი“-ს სტატიიდან „მოსკოვთან ახ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მისტიკა | ნანახია: 747 | დაამატა: NuKKeR | თარიღი: 2011-11-01 | კომენტარი (0)



სამხრეთკორეელმა მეცნიერებმა გამოიგონეს 3D ფორმატის წიგნი, რომლის გმირები ფურცლებიდან ამოხტებიან – იტყობინება სააგენტო ”როიტერი”.

პროგრამის ხელმძღვანელის, კიმ სანგის განცხადებით, წიგნისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას სამი წელი დასჭირდა”.

მისივე თქმით, ეს ტექნოლოგია ხელმისაწვდომი გარკვეული ხნის მერე გახდება”.

3D წიგნის სავარაუდო ფასის შესახებ ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ იგი ხელმისაწვდომი იქნება ფართო მასებისთვის.

”როიტერი” აქვე შეახსენებს მკითხველს, რომ ბელგიაში პირველი 3D ფორმატის გაზეთი გამოიცა.
კატეგორია: გამოგონება | ნანახია: 787 | დაამატა: NuKKeR | თარიღი: 2011-11-01 | კომენტარი (0)



ნანომედიცინა მიზნად ისახავს ადამიანის სხეულში, უმთავრესად – სისხლში, ინექციის მეშვეობით შეიყვანოს სპეციალური მოწყობილობა – მიკროსკოპული რობოტი, რომელიც დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის გამოიყენება.

რა არის ნანორობოტი? ტიპური სამედიცინო ნანომოწყობილობა წარმოადგენს მიკრონული ზომის რობოტს, რომელიც ნანონაწილებისგან არის აწყობილი. ნანორობოტის ნაწილების ზომები 1-დან 100 ნმ-მდე ვარირებს. მეტი სიცხადისთვის გეტყვით, რომ 1 ნმ უდრის 10-9 მ-ს, თავად რობოტის ზომა კი იქნება 0,5-3 მკმ (1 მკმ უდრის 10-6 მ-ს). სამედიცინო ნანორობოტების ძირითადი მასალა ალმასის ან ალმასის მსგავსი ფორმის მტკიცე ნახშირბადია. ნანომეტრიულ რედუქტორებსა და სხვა კომპონენტებში სპეციალური მიზნებისთვის გამოიყენება წყალბადი, გოგირდი, ჟანგბ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: გამოგონება | ნანახია: 828 | დაამატა: NuKKeR | თარიღი: 2011-11-01 | კომენტარი (0)



ამ კომპოზიტორის სახელი… უფრო სწორად, გვარი ყველასათვის ცნობილია. მისი ცხოვრების ნამდვილი ფაქტები ისეთი გამაოგნებელია, რომ მის შესახებ ალბათ ნებისმიერი მითის დაჯერება შეიძლება, და ბევრს სჯერა კიდეც. აქ ლაპარაკია მის უდროო გარდაცვალებასთან დაკავშირებულ მითებზე, რომლებსაც ბევრი ჭეშმარიტებადაც მიიჩნევს. მაგრამ როგორ იყო სინამდვილეში?

მოცარტის მკვლელობა: შეიძლება ნანახი გქონდეთ ფილმი “ამადეუსი”, რომელშიც ნაჩვენებია იმპერატორის კარის კაპელმეისტერის – ანტონიო სალიერის სიძულვილი მოცარტის მიმართ, რის გამოც იგი მოცარტს ყოველთვის ხელს უშლის და საბოლოოდ მისი სიკვდილის დაჩქარებას უწყობს ხელს. ან შეიძლება წაკითხული გქონდეთ პუშკინის “მოცარტი და სალიერი”, რომლის მიხედვითაც, სალიერი წამლავს გენიოსს. მართლაც, არსებობდა გავრცელებული ეჭვი იმის თაობაზე, რომ კომპოზიტორს სიცოცხლე მოუსწრაფეს, და რომ ეს მისმა კოლეგამ – ანტონიო სალიერიმ გააკეთა.

საიდან გაჩნდ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 851 | დაამატა: NuKKeR | თარიღი: 2011-11-01 | კომენტარი (0)



ტელევიზია (ბერძნ. τήλε — შორს და ლათ. video — ვხედავ) — კავშირგაბლულობის საშუალება, მოძრავი შავ-თეთრი ან ფერადი ხმოვანი გამოსახულებების შორ მანძილზე ტრანსლირებისთვის.

სატელევიზიო მაუწყებლობები სათავეს იღებს გვიანი 1920-იანი წლებიდან. ტელევიზია გხდა აქტუალური ყველა სფეროში, თუმცა ძირითადად სანახაობრივი და საინფორმაციო ფუნქცია მიიღო. ბოლო წლებში ინტერნეტის განვითარებასთან აქტუალური გახდა ინტერნეტ ტელევიზია.
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 738 | დაამატა: NuKKeR | თარიღი: 2011-11-01 | კომენტარი (0)



გენიუსი (ლათ. genius) რომაელთა წარმოდგენით კეთილი სული, რომელიც მფარველობდა თითოეულ ადამიანს და აყალიბებდა მის ხასიათს. გენიუსი ითვლებოდა ადამაინის თანამგზავრად მთელი სიცოცხლის განმავლობაში. გენიუსი ეხმარებოდა მხოლოდ მამაკაცებს, ქალთა შემწედ კი იუნონა ითვლებოდა. ყოველი რომაელის დაბადება გენიუსის დღესასწაულად მიაჩნდათ და უსისხლო მსხვერპლს სწირავდნენ. საკუთარი გენიუსი ჰყავდა ყველა ქალაქს, ოჯახს, ხალხს, ტომს და ა.შ. რომში იდგა მისი ქანდაკება. მას თავზე გვირგვინი ედგა, სახეს გრძელი წვერი უმშვენებდა, მარჯვენა ხელში სიუხვის ქვა ეჭირა, ხოლო მარცხენაში – კვრთხი. ყოველი წლის 9 ოქტომბერს მას მსხვერპლს სწირავდნენ. იმპერიის პერიოდში გენიუსისათვის მხვერპლი იმპერატორსაც კი მიჰქონდა.ხალხი გენიუსს გველის სახითაც წამოიდგენდა. ხელოვნებაში გენიუსი ჩვეულებრივ ფრთოსან არსებად გამოისახებოდა.
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 695 | დაამატა: NuKKeR | თარიღი: 2011-11-01 | კომენტარი (0)



დინოზავრები (Dinosauria), მეზოზოური ნამარხი ქვეწარმავლების ზერიგი არქოზავრების ქვეკლასისა. იყოფა 2 რიგად: ხვლიკმენჯა დინოზავრებად და ფრინველმენჯა დინოზავრებად. უძველესი დინოზავრები ცნობილია შუა ტრიასული პერიოდიდან. უკანასკნელი წარმომადგენლები კი — ცარცული პერიოდის დამლევიდან. დინოზავრების წინაპრები იყვნენ პრიმიტიული ტრიასული არქოზავრები — თეკოდონტები. თავდაპირველად დინოზავრები ხმელეთზე ცხოვრობდნენ და მტაცებლები იყვნენ, მაგრამ ტრიასული პერიოდის დამლევს მათ გამოეყო პროზავროპოდები, რომლებიც როგორც ჩანს, ყველაფრის მჭამელნი იყვნენ. მათგან წარმოიშვნენ გიგანტური მცენარიჭამია ზავროპიდები, რომლებიც საცხოვრებლად გადავიდნენ დიდ კონტინენტურ წყალსატევებში ან ზღვის სანაპირო ზონაში. ტრიასულ პერიოდში გაჩნდნენ ჰეტეროდონტოზავრები, რომლებმაც შესაძლოა დასაბამი მისცეს ფრინველმენჯა დინოზავრებს. ზოგიერთ დინოზავრებს განუვითარდა სხვადასხვა წარმონაქმნი: ქაცები, ძვლოვანი ჯავშანი, რქები. დინოზავრები კვ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მეცნიერება | ნანახია: 864 | დაამატა: NuKKeR | თარიღი: 2011-11-01 | კომენტარი (0)



ტყე — გეოგრაფიული ლანდშაფტის ნაწილი, იმ ხეების, ბუჩქებისა და ბალახების, აგრეთვე - ცხოველებისა და მიკროორგანიზმების ერთობლიობა, რომლებიც თავიანთი განვითარების პროცესში ურთიერთდაკავშირებულნი არიან ბიოლოგიურად და ახდენენ ზეგავლენას როგორც ერთმანეთზე, ასევე გარემოზეც.

ტყე დედამიწის ეკოლოგიურ სისტემათა მთლიანი კომპლექსისთვის გლობალური და სასიცოცხლო ფაქტორია. ის დედამიწაზე ცოცხალი ნივთიერების ერთ-ერთი აკუმულატორია, რომელიც აკავებს ბიოსფეროში მთელ რიგ ქიმიურ ელემენტებსა და წყალს, აქტიურად ურთიერთქმედებს ტროპოსფეროსთან და განსაზღვრავს ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ბალანსის დონეს.

ბიოსფეროში ჟანგბადის 60%-ზე მეტს გამოყოფს ხმელეთის მცენარეულობა და მისი მთავარი კომპონენტი - ტყე. 1 ჰექტარი შერეული ტყე წელიწადში 13-17 ტ. ნახშირორჟანგს შთანთქავს და 10-15 ტ. ჟანგბადს გამოყოფს. ის მრავალრიცხოვანი რესურსის (მერქანის, ქერქის, ტოტების, ფოთოლის, ნაყოფის, თესლის, სო ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 787 | დაამატა: NuKKeR | თარიღი: 2011-11-01 | კომენტარი (0)



კომპასი ორიენტაციის გაგნებისათვის განკუთვნილი ხელსაწყო. კომპასი პირველად ჩინეთში გამოიგონეს 2 ათასი წლის წინ, მოგვიანებით, XII საუკუნეში კი მისი გამოყენება ევროპაშიც დაიწყეს.

კომპასი მეტალისაგან დამზადებული მრგვალი კოლოფია. მის ცენტრში დამაგრებულია დამაგნიტებული ისარი. მისი ერთი ბოლო ლურჯად ან შავად არის შეღებილი, მეორე კი წითლად. კოლოფზე დამაგრებულია ჩამკეტი, რომელიც ისარ აჩერებს. მისი აშვების შემდეგ ისრის ლურჯი მხარე ჩრდილოეთს გვიჩვენებს.
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 763 | დაამატა: NuKKeR | თარიღი: 2011-11-01 | კომენტარი (0)



McDonald's - სწრაფი კვების რესტორების უმსხვილესი ქსელი მსოფლიოში . მაკდონალნსის შტაბ-ბინა მდებარეობს აშშ-ში, ქალაქ ჩიკაგოში.
ისტორია

კომპანია 1940 წელს დაარსეს ძმებმა დიკ და მაკ მაკდონალდებმა. პირველი რესტორანი გაიხსნა სან-ბერნარდინოში(კალიფორნია).

1954 წელს, რეი კროკმა ძმები მაკდონალდებისაგან შეიძინა ფრანჩაიზინგის ექსკლუზიური აგენტის უფლება. 1955 წელს კროკმა გახსნა McDonald’s - ის პირველი რესტორანი ქალაქ დეს-პლეინზში, ილინოისის შტატში. დღეს ეს რესტორანი კორპორაციის მუზეუმია. 1955 წელს კროკმა დაარეგისტრირა კომპანია McDonald’s System, Inc, ხოლო 1960 წელს მას ეწოდა McDonald’s Corporation McDonald’s Corporation. 1961 წელს კროკმა შეიძინა კომპანიის მართვის ყველა უფლება.
დღეს
2008 წლისათვის კორპორაციის ქსელში დასაქმებულთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 400 000 ადამიანი, ხოლო მოგებამ შეადგინა $23,5 მილიადრი.

2009 წელს კორ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 700 | დაამატა: NuKKeR | თარიღი: 2011-11-01 | კომენტარი (0)




პეპსი (იგივე პეპსი-კოლა, ინგლ. Pepsi-Cola) — პოპულარული უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელი, რომელიც მთელს მსოფლიოში იყიდება. ბევრი წლის მანძილზე, „კოკა-კოლის" ძირითადი კონკურენტი, რომელთან ერთადაც გაყიდვების ხან 1-ლ, ხან მე-2 ადგილებს იზიარებს. „პეპსი-კოლას" სავაჭრო ნიშნის უფლებები ამერიკულ კომპანია PepsiCo-ს ეკუთვნის.
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 693 | დაამატა: NuKKeR | თარიღი: 2011-11-01 | კომენტარი (0)



ბორბალი უტილიტარული საგანია, რომელიც თავის თავში აერთიანებს წრისა და მოძრაობის სიმბოლოს („მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა არის ჩემო თერგო ქვეყნის სიცოცხლისა და ძალის მიმცემი"). ასოცირებულია ციური სხულების მოძრაობასთან. ამავე დროს ბორბალიც, როგორც ბორჯღალი, თავისი ცენტრის გარშემო დატრიალებული ჯვარია. ბრუნვისას წრეში ჩახატული ჯვრის მკლავები მანებად გადაისახება და მოძრავ საგნად იქცევა. ამრიგად, ჯვრიანი ბორბალი ცის კაბადონზე მოძრავი მზის სიმბოლოა. აქედან მოდის წარმოდგენა მზის ეტლზე, რაც ძალიან გავრცელებული იყო ძველ მითოლოგიაში, განსაკუთრებით ელინურში. აქ ცნობილია ჰელიოსის ეტლი, რომელსაც ფაეტონი მართავს.

ბორბალი მთელი კოსმოსის, მისი წრიული მიძრაობის სიმბოლოც არის.
კატეგორია: გამოგონება | ნანახია: 686 | დაამატა: NuKKeR | თარიღი: 2011-11-01 | კომენტარი (0)



ბიბლიის მიხედვით

ოთხი ქალაქი: სოდომი, გომორი, ადმა და ცებოიმი აღგავა მიწის პირიდან ციდან
გადმოსულმა ცეცხლმა. უფლის რისხვა გამოიწვია ამ ქალაქების მცხოვრებთა
უკეთურებამ და ყოვლად შემაზრზენმა ცოდვებმა. ღმერთმა გამოუცხადა აბრაამს,
რომ სოდომი უნდა მოესპო. აბრაამი ლოცულობდა ამ ცოდვილი ქალაქისათვის და
ღმერთიც დაჰპირდა, რომ არ მოსპობდა ქალაქს, თუ მასში 10 მართალი კაცი მაინც
აღმოჩნდებოდა, მაგრამ არ აღმოჩნდა.

სოდომში ცხოვრობდა მართალი ლოტი თავის ცოლითა და ორი ქალიშვილითურთ. ამ ქალაქში ღმერთმა ორი ანგელოზი
გამოგზავნა ადამიანის სახით შემოსილნი. საღამო იყო. სტუმართმოყვარე ლოტმა
შინ მიიწვია ისინი. მან არ იცოდა, რომ ანგელოზები იყვნენ ისინი.

ჯერ კიდევ არ დაწოლილიყვნენ, რომ მოვიდნენ ქალაქის მცხოვრებნი,
ჭაბუკიდან მოხუცამდე, და გარს შემოეხვივნენ სახლს. და დაუძახეს ლოტს და
უთხრეს მას: ”სად არიან კაცები, რომლებიც შენთან მოვი ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: რელიგია | ნანახია: 757 | დაამატა: NuKKeR | თარიღი: 2011-11-01 | კომენტარი (0)



უპირველესი ნიმუში ლათინური დამწერლობისა არის წარწერა ოქროს ბალთაზე, რომელიც აღმოჩენილია რომის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ პრენესტეში 1871 წელს. იგი ძვ. წ. VII ს. დასასრულს მიეკუთვნება. წარწერა იუწყება, რომ ბალთა დაუმზადებია ვინმე მანიუსს ნუმერიუსისთვის. უძველესია აგრეთვე 1978 წელს სატრიკში (რომის მახლობლად მდებარე ძველი ქალაქი) აღმოჩენილი წარწერა, რომელიც ძვ. წ. VI საუკუნით თარიღდება. შემდეგი წარწერა საკრალური ხასიათის ტექსტის ნაწყვეტს წარმოადგენს, რომელიც შავი ქვის სტელის ნამსხვრევზე არის შესრულებული. იგი აღმოაჩინეს რომის ფორუმის გათხრების დროს 1899 წელს. დათარიღებულია ძვ. წ. V საუკუნით. შედარებით გვიანდელი პერიოდის არის 1880 წელს რომში აღმოჩენილი თიხის ჭურჭელზე შესრულებული წარწერა, რომელიც "დუენოსის" სახელითაა ცნობილი (რადგან წარწერაში იკითხება Bonus-ის უძველესი ფორმა duenos – "კეთილი"). ძვ. წ. III საუკუნიდან უფრო მრავლად მოიპოვება ლათინ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 932 | დაამატა: NuKKeR | თარიღი: 2011-11-01 | კომენტარი (0)



რატომ გადაშენდა ინკას იმპერია?!

ინკას იმპერია მოიცავდა დღევანდელ ბოლივიას, პერუს, ეკვადორს, არგენტინის ნაწილს და ჩილეს. ინკას იმპერიის ცენტრში მდებარეობდა, მისი დედეაქალაქი კუზკო- “წმინდა მზის ქალაქი”. ეს ქალაქი წარმოადგენდა იმპერიის, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ცენტრს.

ინკების ისტორია დაიწყო პატარა ტომიდან, რომელიც ცხოვრობდა პერუს ანდებში. 1300 წელს, მათმა ძლიერმა ლიდერმა მაიტა ქაფაკმა, დაიწყო მეზობელი ტერიტორიების დაპყრობა. 1400 წლისთვის ინკების უზარმაზარი იმპერია გახდა ყველაზე დიდი იმპერია ამერიკის კონტინენტზე. ამ იმპერიაში ცხოვრობდა მხოლოდ 40 000 ინკი, ისინი ბატონობდნენ 12 მილიონიან მოსახლეობაზე, რომელიც შედგებოდა 100 სხვადასხვა ხალხისგან. ინკები იყვნენ ჭკვიანი მმართველები, ისინი სხვა ხალხებს იძულებით არ ახვევდნენ თავს თავიანთ იდეებს და ჩვევებს. დაპყრობილი ხალხები აღიარებდნენ ინკას ღმერთებს, მაგრამ მათ ჰქონდათ ნებართვა რომ ეცხოვრათ თავ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 985 | დაამატა: NuKKeR | თარიღი: 2011-11-01 | კომენტარი (0)



მცირე ხნის წინ აღმოჩენილი ასტეროიდმა, ხუთშაბათს გაიარა მის ყველაზე ახლო არსებული წერტილი დედამიწასთან, მაგრამ უკვე ადრედაც ცნობილი იყო, რომ ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახება ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა. ასტეროიდმა დედამიწას მთვარის დაშორების დონეზე ჩაუარა.

ასტეროიდი რომელიც ატარებს სახელს 2010 GA6, წარმოადგენს მყარ ქვას, რომლის დიამეტრი 22 მეტრია დაახლოებით. პირველად ის იქნა აღმოჩენილი არიზონის შტატის ასტრონომის მიერ. დედამიწის მაქსიმალურ სიახლოვე ასტეროიდმა გაიარა 8 აპრილს, გრინვიჩის თანახმად კი 9 აპრილს 2:06 სთ-ზე.

კომეტან დედამიწას ჩაუფრინა 360 000 კილომეტრის დაშორებით, რაც დაახლოებით 90%-ია დაშორების მთვარისა და დედამიწის შორის. ამ გზას ასტეროიდები ყოველ თვე გადიან, ამ დღეებში გახშირებულია თავის ტკივილი და არის დიდი რადიაციული ფონი.

ამ წლის იანვარს ზუსტად 130 000 კმ-ის დაშორებით ჩაუფრინა დედამიწას ა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მეცნიერება | ნანახია: 822 | დაამატა: NuKKeR | თარიღი: 2011-11-01 | კომენტარი (0)



1. New York City - შედგება 11 ასოსგან
2. Afghanistan - შედგება 11 ასოსგან
3. Ramsin Yuseb (ტერორისტი, რომელიც დაიმუქრა ტყუპი კოშკების განადგურებით 1993 წელს) - შედგება 11 ასოსგან
4. George W Bush - შედგება 11 ასოსგან

შეიძლება ეს ყველაფერი მართლაც დამთხვევაა, მაგრამ გააგრძელეთ კითხვა!

5. New York - არის მე-11 შტატი.
6. პირველი თვითმფრინავი, რომელიც ტყუპებს დაეჯახა, იყო 11 ნომერი.
7. მე-11 ნომერ თვითმფრინავში იჯდა 92 მგზავრი. 9 + 2 = 11
8. 77-ე ნომერ თვითმფრინავში, რომელიც ასევე დაეჯახა ტყუპებს, იჯდა 65 მგზავრი. 6 + 5 = 11
9. ეს ტრაგედია მოხდა 11 სექტემბერს, ანუ 9/11-ში. 9 + 1 +1 = 11
10. შეერთებული შტატების სასწრაფო დახმარების ნომერია 911. 9 + 1 +1 = 11.

ნელ-ნელა იკვეთება რაიმე აზრი? გააგრძელე!

11. გატაცებულ თვითმფრინავებში მგზავრების საერთო ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 838 | დაამატა: NuKKeR | თარიღი: 2011-11-01 | კომენტარი (0)



მექსიკასა და ბელიზის ტერიტორიაზე მცირე დასახლებებად დღესაც ცხოვრობს ხალხი, რომელთა ენა, რწმენა-წარმოდგენები, წეს-ჩვეულებები და გარეგნობაც კი 2000 წლის მანძილზე არ შეცვლილა. ამ ხალხის წინაპრებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ მექსიკის. ჰონდურასისა და გვატემალას ტერიტორიაზე ამერიკის ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია შექმნეს. ცივილიზაცია, რომელიც თამამად დაუდგება გვერდით ძველბერძნულ, ჩინურ, ბაბილონისა თუ რომის ცივილიზაციებს, თუმცა ამ ხალხს თავიანთი ძველი დიდების ნაშთიც კი არასდროს უნახავს…მას მაიას უწოდებენ. უჩვეულო ცივილიზაცია წარსულის ყველა დიდი ცივილიზაციის წარმოშობა და განვითარება მდინარეს, წყალს უკავშირდება. ჩინელებმა ერთ დიდ სახელმწიფოდ გაერთიანება ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლელიდან ჩინეთის ორი უდიდესი მდინარის – ხუანხესა და იანძის გასწვრივ დაიწყეს, ინდოელებმა პირველი დასახლებები – ინდსა და განგზე მოაწყვეს, შუამდინარეთში შე ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 1182 | დაამატა: NuKKeR | თარიღი: 2011-11-01 | კომენტარი (0)



დამეთანხმებით ამ თემაზე ხშირად საუბრობენ უფოსები და თან ამასაც ამატებენ:კომპიუტერი მოკლავს წიგნს…..გთავაზობთ უმბერტო ეკოს საჯარო გამოსვლას…

ერთი ძველისძველი გადმოცემის თანახმად ,დამწერლობა ეგვიპტელთა ღმერთს – ტოტს შეუქმნია და ფარაონისათვის უთქვამს:ამით კაცთა მოდგმას დავამახსოვრებ იმას ,რაც შეიძლება დაავიწყდეთო.ფარაონი შეშფოთებულა ;ჯერ ტოტის გამოგონებაზე მიუთითებია, შემდეგ -ადამიანზე და უთქვამს:ეს(დამწერლობა) მოკლავს ამას(მეხსიერებას).ცხადია,დღეს წერასა და კითხვას აღარავინ უფრთხის,რადგან ადამიანები დარწმუნდნენ ,რომ იგი მეხსიერებას კი არ კლავს არამედ აწრთობს,ძალას მატებს.

XV საუკუნეში ,როცა ვიქტორ ჰიუგოს ,,პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში” მოთხრობილი ამბები ხდებოდა,წიგნის ბეჭდვა ახალი გამოგონებული იყო.მაშინ ადამიანთა აღზრდისთვის ძირითადად ტაძრის ფრესკებსა და ქანდაკებებს იყენებდნენ,წიგნს კი უნდობლობით ეკიდებოდნენ -ადამიანი ღმერ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 877 | დაამატა: NuKKeR | თარიღი: 2011-11-01 | კომენტარი (0)


ფრანგი მწერალი. თანამედროვე სამეცნიერო- ფანტასტიკური ლიტერეტურის ფუძემდებელი. მისი რომანებია: " კაპიტან გრანტის შვილები"," საიდუმლო კუნძული", "ოთხმოცი დღე დედამიწის გარშემო", " 20000 ლიე წყალში", "15 წლის კაპიტანი", " კაპიტან ჰატერასის თავგადასავალი" და სხვა , სათავგადასავლო ფანტასტიკური ჟანრის კლასიკაა. საინტერესოა , რომ მან თავის ნაწარმოებში იწინასწარმეტყველა 200 ზე მეტი სამეცნიერო-ტექნიკური ხასიათის გამოგონება,( მათ შორის ტელევიზორი, ელექტრონი, წყალქვეშა ნავი, რომელთა უდიდესი უმრავლესობა ( 200-მდე) აღარ წარმოადგენს ფანტასტიკის სფეროს.. მათზე გადაღებულია უამრავი მხატვრული და ანიმაციური ფილმი, ჟიულ ვერნი იმ მწერალთაგანია, რომლის ნაწარმოების წაკითხვა აუცილებელია ყოველი მოზარდითვის.
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 914 | დაამატა: NuKKeR | თარიღი: 2011-11-01 | კომენტარი (0)

კატეგორია: ილუზია | ნანახია: 871 | დაამატა: NuKKeR | თარიღი: 2011-11-01 | კომენტარი (0)

საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz