პარასკევი, 2024-12-27, 10:35 AM მოგესალმები სტუმარი | RSS
"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 1 » გენიუსი
|
გენიუსი (ლათ. genius) რომაელთა წარმოდგენით კეთილი სული, რომელიც მფარველობდა თითოეულ ადამიანს და აყალიბებდა მის ხასიათს. გენიუსი ითვლებოდა ადამაინის თანამგზავრად მთელი სიცოცხლის განმავლობაში. გენიუსი ეხმარებოდა მხოლოდ მამაკაცებს, ქალთა შემწედ კი იუნონა ითვლებოდა. ყოველი რომაელის დაბადება გენიუსის დღესასწაულად მიაჩნდათ და უსისხლო მსხვერპლს სწირავდნენ. საკუთარი გენიუსი ჰყავდა ყველა ქალაქს, ოჯახს, ხალხს, ტომს და ა.შ. რომში იდგა მისი ქანდაკება. მას თავზე გვირგვინი ედგა, სახეს გრძელი წვერი უმშვენებდა, მარჯვენა ხელში სიუხვის ქვა ეჭირა, ხოლო მარცხენაში – კვრთხი. ყოველი წლის 9 ოქტომბერს მას მსხვერპლს სწირავდნენ. იმპერიის პერიოდში გენიუსისათვის მხვერპლი იმპერატორსაც კი მიჰქონდა.ხალხი გენიუსს გველის სახითაც წამოიდგენდა. ხელოვნებაში გენიუსი ჩვეულებრივ ფრთოსან არსებად გამოისახებოდა.
|
კატეგორია: საინტერესო ამბავი |
ნანახია: 696 |
დაამატა: NuKKeR
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
|