პარასკევი, 2024-12-27, 10:27 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 1 » წიგნი თუ კომპიუტერი ?
0:12 AM
წიგნი თუ კომპიუტერი ?


დამეთანხმებით ამ თემაზე ხშირად საუბრობენ უფოსები და თან ამასაც ამატებენ:კომპიუტერი მოკლავს წიგნს…..გთავაზობთ უმბერტო ეკოს საჯარო გამოსვლას…

ერთი ძველისძველი გადმოცემის თანახმად ,დამწერლობა ეგვიპტელთა ღმერთს – ტოტს შეუქმნია და ფარაონისათვის უთქვამს:ამით კაცთა მოდგმას დავამახსოვრებ იმას ,რაც შეიძლება დაავიწყდეთო.ფარაონი შეშფოთებულა ;ჯერ ტოტის გამოგონებაზე მიუთითებია, შემდეგ -ადამიანზე და უთქვამს:ეს(დამწერლობა) მოკლავს ამას(მეხსიერებას).ცხადია,დღეს წერასა და კითხვას აღარავინ უფრთხის,რადგან ადამიანები დარწმუნდნენ ,რომ იგი მეხსიერებას კი არ კლავს არამედ აწრთობს,ძალას მატებს.

XV საუკუნეში ,როცა ვიქტორ ჰიუგოს ,,პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში” მოთხრობილი ამბები ხდებოდა,წიგნის ბეჭდვა ახალი გამოგონებული იყო.მაშინ ადამიანთა აღზრდისთვის ძირითადად ტაძრის ფრესკებსა და ქანდაკებებს იყენებდნენ,წიგნს კი უნდობლობით ეკიდებოდნენ -ადამიანი ღმერთს არ დააშოროს ,ფუჭი ცნობისმოყვარეობა არ გაუღვივოსო.ამიტომაც მიუთითა ჰიუგოს რომანის პერსონაჟმა-აბატმა კლოდ ფროლომ-ჯერ წიგნზე ,შემდეგ ტაძარზე და ბრძანა: ეს (წიგნი) მოკლავს ამას (რწმენას).

ამის შემდგომ კარგა ხანი გავიდა .ახლა ვითარება შეიცვალა და თვით წიგნსაც გამოუჩნდნენ კონკურენტები:ჯერ ფოტოგრაფიული გამოსახულება ამოძრავდა და კინოხელოვნება გაჩნდა ,შემდეგ კი ტელევიზორმა დაიპყრო ქვეყანა.ამიტომაც ახლა ადამიანთა შიში წიგნის მომავალს დაუკავშირდა.დღეს ჯერ კომპიუტერზე მიუთითებენ ,შემდეგ წიგნზე და კვლავ იმავე ფრაზას იმეორებენ : ეს (კომპიუტერი) მოკლავს ამას (წიგნს).ნუთუ მართლა ასე უნდა მოხდეს?აქ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ :არსებობს ორგვარი წიგნი:საკითხავი და საცნობარო.პირველს ჩვეულებისამებრ ,თავიდან ბოლომდე ვკითხულობთ;მეორეს(ცნობარებს ,ენციკლოპედიებს……) კი ხანგამოშვებით ვაკითხავთ,რათა საჭირო ცნობები ამოვიკითხოთ.კომპიუტერს შეუძლია მეორე სახის წიგნი შეცვალს ,მაგრამ პირველს ვერ შეცვლის !!!

როცა ადამიანი 10-12 საათის განმავლობაში უზის კომპიუტერს (რაც ჩვენში ასე ხშირია :D) და დაღლილობისგან ლამის თვალები გადმოსცვივდეს,ბუნებრივია ,სავარძელში მოხერხებულად მოკალათების და საყვარელი ლექსის ან მოთხრობის გადაკითხვის სურვილი გაუჩნდეს.კომპიუტერი წიგნიერების ახალი სახეა.კომპიუტერს შეუძლია ათასგვარი ინფორმაციის მოწოდება ,მაგრამ წიგნის შეცვლა არ შეუძლია!კომპიუტერის გამოგონებით დამიანმა დიდი ხნის ოცნება აისრულა:მას შეუძლია სურვილისამებრ ცვალოს და შეავსოს ტექსტები.მაგრამ მთავარი მანქანა ,რომელიც ურიცხვი ტექსტის შექმნის საშუალებას იძლევა ,ათასწლეულების წინ არის გამოგონებული და მას ანბანი ჰქვია!!!!!!!

და თქვენ რომელი გირჩევნიათ ?
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 878 | დაამატა: NuKKeR | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz