პარასკევი, 2024-12-27, 10:50 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 2 » ტიტანიკი
8:54 PM
ტიტანიკი


ტიტანიკი_ ოლიმპიკის კლასის ინგლისური ლაინერი. XX საუკუნის დასაწყისისთვის უდიდესი სამგზავრო გემი. ფლობდა კომპანია White Star Line, აშენდა გემთსაშენში Harland and Wolff, ბელფასტი, ჩრდილოეთ ირლანდია.
ტიტანიკის პირველი გასვლიდან ოთხი დღის შემდეგ, 1912 წლის 14 აპრილს, შუაღამემდე, ტიტანიკი აისბერგს შეეჯახა. 1912 წლის 15 აპრილის დილით გემი ჩაიძირა, შეჯახებიდან 2 საათისა და 40 წუთის შემდეგ. ჩაძირვამ 1,517 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია (სულ 2,223 მგზავრი), რაც ტიტანიკის კატასტროფას ერთ-ერთ უდიდესს ხდის საზღვაო ისტორიაში. დიდი მსხვერპლი ნაწილობრივ იმით იყო განპირობებული, რომ გემზე საკმარისი რაოდენობის ნავი არ იყო. ნავების რაოდენობა სულ 1.178 ადამიანზე იყო გათვლილი.
ტიტანიკის აგების იდეა 1907 წლის ერთ ზაფხულის საღამოს დაიბადა. კომპანია White Star Line-ის აღმასრულებელი დირექტორი ბრიუს ისმეი ფირმა Harland & Wolff-ის წარმომადგენელ ლორდ ჯეიმს პირის ლონდონის რეზიდენციაში ვახშმობდა. იმ დროს ქალაქში ყველას პირზე ლაინერი ლიზიტანია ეკერა, რომელიც კონკურენტ კომპანია Cunard Line-ს ეკუთვნოდა. როგორც ამბობდნენ, ლიზიტანიის პირველი რეისი ატლანტიკის გადაცურვაში რეკორდს დაამყარებდა სისწრაფეში და ამით Cunard Line სუპერლაინერთა კონკურსის ლიდერად გამოცხადდებოდა. ლორდ პარიმ და ისმეიმ პირველობის გეგმა შეიმუშავეს. უფრო სწრაფი ლაინერების აგების ნაცვლად მათ გადაწყვიტეს აეგოთ ორი ჭეშმარიტად მცურავი სასახლე. ეს ისტორიული ვახშამი იყო. სამუშაოები უკვე ერთი კვირის შემდეგ დაიწყო… 1908 წლის დეკემბერში ნომერ 400 გემის (შემდგომში ”ოლიმპიკის” სახელით ცნობილის) ასაგებად პირველი სამუშაოები ჩატარდა. ნომერ 401-ე, შემდგომში ”ტიტანიკად” წოდებულის აგება კი 1909 წლის 31 მარტს დაიწყეს.14 აპრილი, კვირა. წყლის სარკესავით ზედაპირი, მშვენიერი, მზიანი და წყნარი სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი შესანიშნავ განწყობას უქმნიდა ყველას. მგზავრების უმეტესობა გემბანზე დასეირნობდა
თუმცა ტრაგედია კვლავ საიდუმლოებებითაა მოცული, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებდნენ, რათა ჭეშმარიტებისთვის მიეგნოთ. სწორედ მათი წყალობით ჩვენ ხელთ გვაქვს რამდენიმე ახსნა იმისა, თუ რა მოხდა ყველაზე საბედისწერო 37 წამში. სწორედ ეს დრო გავიდა აისბერგის შემჩნევის მომენტიდან მის ტიტანიკთან შეჯახებამდე. 37 წამი!
ტიტანიკის ეპოქის ლაინერებს გაშლილ ზღვაში კრეისერების სიჩქარით უშვებდნენ საექსპლუატაციოდ. ჩვეულებრივ, ეს ნიშნავდა, რომ ძრავები, რომლებსაც ხომალდი მოძრაობაში მოჰყავდა მუშაობდნენ პოზიციაში ”წინ სრული სვლით”, ასევე მუშაობდა ტურბინაც. სიჩქარის შეცვლის ან რამე მანევრის გაკეთების პროცედურა ითვალისწინებდა ტურბინიდან ორთქლის გადაცემის შეცვლის რამდენიმე ეტაპს. აგრეთვე საჭირო იყო გარკვეული დრო, რათა შეცვლილიყო უკანდასახევი და შემოსაბრუნებელი მექანიზმების მუშაობის პირობები.
ჩვეულებრივ გარემოებაში მოტორებს მანევრების გასაკეთებლად სამი წუთი სჭირდებოდა. სულ თხუთმეტი წუთი იყო საჭირო, ვიდრე კაპიტნის გემბანი ძრავებს ნეიტრალურ მდგომარეობაში გადაიყვანდა. როგორც კი აისბერგი შენიშნეს, კაპიტნის გემბანმა ინსტიქტურად მოახდინა რეაგირება. მემანქანეებს დრო აღარ რჩებოდათ იმისათვის, რომ ხომალდი ისეთი მკვეთრი მანევრისთვის მოემზადებინათ, რომელიც მას დაჭირდებოდა აისბერგისთვის გვერდის ასავლელად. ის ხომ 37 წამის სავალზე იყო! საერთოდაც, ვინ მოელოდა განკარგულებაში რამე ცვლილების შეტანას ღამით, შუაგილ ატლანტიკის ოკეანეში. კრეისერის სიჩქარიდან მანევრირებაზე გადასვლას ხომ რამოდენიმე წუთი სჭირდებოდა, რომელიც მემანქანეებს არ ჰქონდათ. ნაკლებ სარწმუნოა, რომ ხომალდს იმ მცირე დროში შეენელებინა სვლა, სანამ აისბერგს შეეჯახებოდა.ბრიტანული კომისიის მიერ ჩატარებული ტესტების მიხედვით, როდესაც აისბერგი შენიშნეს გემი 445 მეტრზე შორს არ შეიძლებოდა ყოფილიყო.
ტიტანიკს კი, თავის სიგრძეზე ორჯერ მეტი მანძილი მაინც უნდა გაევლო, სანამ თავის საჭის მოძრაობაზე მოახდენდა რეაგირებას. ყველაფრის მიუხედავად, დღემდე ჩატარებული ყველა გამოძიება მხოლოდ ერთს ამტკიცებს - 1912 წლის 15 აპრილის შუაღამეს ტრაგედია გარდაუვალი იყო და ბუნების ძალებს წინ ვეღარავინ აღუდგებოდა.
თვით ტიტანიკი მისი ჩაძირვიდან მალევე დაივიწყა მსოფლიომ. ორმა მსოფლიო ომმა და ნგრევამ, მძიმე საზოგადოებრივმა დეპრესიამ და გაჭირვებამ უკან გადასწია სუპერლაინერის ლეგენდა. მაგრამ 1997 წელს ჯეიმს კემერონმა გადაიღო გახმაურებული ბლოკბასტერი ტიტანიკის ისტორიაზე. 73 წლის განმავლობაში დედამიწაზე მცხოვრებთაგან არავის დაურღვევა ტიტანიკის წყალქვეშა მყუდროება. ისინი ვერც ახერხებდნენ ამას, რადგან რატომღაც ისე გამოდიოდა, რომ ყველა ექსპედიცია დასაწყისშივე იშლებოდა. 1996 წელს რობერტ ბალარდმა პირველმა და ერთადერთმა სცადა 10 ტონა სიმძიმის ტიტანიკის კორპუსის ნაშთი წყლიდან ამოეღო, მაგრამ მცდელობები უშედეგოდ დასრულდა.
ტიტანიკის დაღუპვით ყველა მიხვდა, რომ ბედისწერა ცხოვრების მუდმივ თანამგზავრად იქცა. ვინც დაიღუპა, მათთვის კლასობრივი სხვაობა არ არსებობდა, ბედისწერას ისინი არ გაურჩევია.
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 957 | დაამატა: NuKKeR | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz