შაბათი, 2024-12-28, 2:02 AM მოგესალმები სტუმარი | RSS
"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 26 » საშობაო ზღაპარი
|
ეს ჯადოსნური ამბავი, რომელიც ახლა უნდა გიამბოთ, ერთ უძველეს სამეფოში მოხდა, შობის წინა ღამეს. სამეფოს უდარდელა ერქვა. აბა, რა დაადარდიანებდათ მის მაცხოვრებლებს, როცა ყველაფერი ჰქონდათ, სულო და გულო - რას ინატრებდი. ჰოდა, მუდმივად ზეიმობდნენ და მხიარულობდნენ, არაფერი სწყინდათ და არც სხვას აწყენინებდნენ რამეს, დღენიადაგ მღეროდნენ და ცეკვავდნენ, მაგრამ იმ ღამეს უდარდელელების სიმშვიდესა და ბედნიერებას საფრთხე დაემუქრა. საფრთხე უბრალო ამბავი არ გეგონოთ. შობა-ახალი წლის დადგომისას უდარდელაში ასეთი ტრადიცია იყო - ყველა ოჯახი აკეთებდა გოზინაყს და შემდეგ ერთმანეთს აჭმევდნენ, თან ეუბნებოდნენ: „ასე ტკბილად დამიბერდი“, მაგრამ ეს უფრო ტრადიცია იყო, რადგან ამ ჯადოსნური გოზინაყის წყალობით - არც ბერდებოდნენ უდარდელელები.. ახლა კი, თუ გოზინაყს ვერ გააკეთებდნენ - დიდი ხნის სიცოცხლე აღარ ეწერათ. მთავარი გასაჭირი კი იმაში მდგომარეობდა, რომ სამეფოში დაბრუნებას აგვიანებდა ყვავილების მტვრის შესაგროვებლად წასული 3 ფუტკარი - ბი, ლა და ინი. უდარდელას სამეფო დროშაზეც ხომ სწორედ ეს სამი ფუტკარი ქმნიდა ფიჭის გვირგვინს. თუ ფუტკრები დროულად ვერ დაბრუნდებოდნენ და ვერ გააბამდნენ ფიჭურ კავშირს - უდარდელელები თაფლის და შესაბამისად გოზინაყის გარეშე დარჩებოდნენ. ასეთ გასაჭირში იყვნენ სამეფოს კეთილი და სიმშვიდის მოყვარული მაცხოვრებლები, როცა მათგან რამდენიმე მთის დაშორებით ბი და ლა უიმედოდ დაეძებდნენ ინს. ინი დაიკარგა. სად აღარ ეძებეს, ტყეში, მდინარეებთან, ფუღუროებში, ბალახებში - ინი არსად ჩანდა. წუხდნენ ბი და ლა, არ იცოდნენ რა ექნათ. ისინი ახლა მოჯადოებულ ტყეში იმყოფებოდნენ და თუ შებინდებამდე ვერ იპოვიდნენ ინს, მაშინ ტყის ავსულებთან მოუწევდათ გამკლავება. ბზუოდნენ ბი და ლა, მაგრამ რას გააწყობდნენ. არსაიდან არ მოისმოდა ინის ბზუილი. მხოლოდ მომაჯადოვებელი სიჩუმე. მზე კი უკანასკნელ სხივებს ანათებდა დედამიწას და ის ის იყო სულ მიინავლა, რომ მოულოდნელად ტყეში ხმა გაისმა, არა ფუტკრის, არა ადამიანის, არამედ რაღაც არარეალური, ზებუნებრივი შიშინი. და თქვა ხმამ: მე ვიცი სადაა ინი. მზის უკანასკნელ სხივს გაჰყევით.. იფრინეთ, იფრინეთ და ზუსტად 96 ხისა და 7 ბუჩქის შემდეგ ჯადოსნურ ქოხმახს ნახავთ. თუ არ დაიდარდებთ - შეძლებთ დაიხსნათ ინი. იცოდეთ რთული დაბრკოლება გელით და თუ ერთი თქვეგანი მაინც დადარდიანდება - ინი სამუდამოდ დარჩება იმ ქოხმახში. აბა მიდით, მზე აღარ იცდის..
|
კატეგორია: საინტერესო ამბავი |
ნანახია: 818 |
დაამატა: Capitan
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|