პარასკევი, 2024-12-27, 9:53 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 26


ბავშვობაში ძალიან უცნაური აზრები და იდეები მომდიოდა და სულ მათ ამოხსნაში ვიყავი biggrin ისე გარეგნულად (სხვა პირებთან) არასდროს ვიმჩნევდი...

ერთხელ, როცა მესამე განზომილებებზე მოვისმინე რაღაცეები კედლისკენ გავექანე და შევასკდი პარალელურ სამყაროში გადასვლის მიზნით

ღამე დაძინებისას არ მეშინოდა ხოლმე, მარა რაღაც თუ გაიფხაკუნებდა და შემეშინდებოდა (მეგონა რომ ეშმაკები ან სულები იყვნენ) დავუწყებდი ლაპარაკს- კაი რა ამ შუა ღამე რას დაბოდიალობ, წადი დაისვენე და ეგეთები

ერთხელ წიგნი თავზე დავიდე და მეგობარს ვუმტკიცებდი ეხლა რაც აქ წერია ჩემ თავში ჩადის მეთქი...

....ერთხეხლ ვცდილობდი ავმხტარიყავი და ჰაერში გავჩერებულიყავი

ცხოველები მეგონა რომ ესმოდათ ყველაფერი და ჩუმად მოვიხელთებდი ლეკვს ან კატას და ვუმტ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სასაცილო | ნანახია: 839 | დაამატა: Capitan | თარიღი: 2011-12-26 | კომენტარი (1)



გულის დარტყმის ფაქტები!

1)კაცი რომელიც გარდაიცვალა გულის შეტევით ბრიტანული კომედიის “the goodies”-ის ყურების დროს

1975 წლის 24 მარტს ალექს მიტჩელი,50 წლის კალატოზი ქალაქ კინგს ლინიდან(ინგლისი),გარდაიცვალა სიცილით “the goodies”-ის ერთ-ერთი ეპიზოდის ყურების დროს.როგორც მისი ცოლი იხსენებს,მიტჩელს არ შეეძლო შეეწყვიტა სიცილი ეპიზოდი “Kung Fu Kapers”ის ყურებისას,სადაც ტიმ ბრუკტეილორი,რომელიც შოტლანდიელივითაა გამოწყობილი,ცდილობს თავი დაიცვას შოტლანდიური სტვირით შავკანიანი ბილ ოდისგან.25 წუთიანი შეუჩერებელი სიცილის შედეგად მიტჩელი მძიმედ დაეშვა სავარძელზე და გულის შეტევით გარდაიცვალა.მისმა ქვრივმა წერილი გაუგზავნა”the goodies”ის გუნდს,სადაც მადლობას უხდიდა მათ რომ მიტჩელის ბოლო წუთები ასეთი სასიამოვნო გახადეს.

2)ბრმა ქალი,რომელსაც თვალი აეხილა გულის შეტევის შემდეგ

ჯოის ურჩის,რომელიც უსინ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 799 | დაამატა: Capitan | თარიღი: 2011-12-26 | კომენტარი (0)



წმინდა ბარბარე

წმიდა დიდმოწამე ბარბარე III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. მამამისი დიდგვაროვანი წარმართი იყო, რომელსაც სახელად დიოსკორე ერქვა. იგი მალე დაქვრივდა. მამამ ერთ ულამაზეს ბაღში შვილისათვის საგანგებოდ ააშენა მაღალი კოშკი, სადაც წმიდა ბარბარე უცხო ხალხისაგან მოშორებით იზრდებოდა. ღვთის განგებით, მან გაიცნო ქრისტიანი თანატოლები და მათგან ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ შეიტყო. წმიდა ბარბარემ აღიარა იესო ქრისტე და მამისაგან ფარულად მოინათლა. როდესაც დიოსკორემ შვილის გაქრისტიანება გაიგო, ისე განრისხდა, რომ მამობრივი სიყვარული სულ გადაავიწყდა და შვილი მოსაკლავად გაიმეტა. წმიდა ქალწული თავისი ხელით მიჰგვარა ქალაქის მმართველს, რომელიც არ დასჯერდა წმიდა ბარბარეს წამებას და ბრძანა, ქალიშვილი შიშველი გამოეყვანათ ქალაქში. მაგრამ ამ დროს სასწაული მოხდა - წმიდა ქალწულის სხეული ზეციურმა ნათელმა შემოსა. ამის დანახვაზე ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: რელიგია | ნანახია: 809 | დაამატა: Capitan | თარიღი: 2011-12-26 | კომენტარი (0)



ცისფერი, ლურჯი, ნაცრისფერი თვალები- ბუნება თქვენგან მხოლოდ ენერგიის მუდმივ გადაცემას მოითხოვს. მან ხომ მიზნისკენ მსწრაფი, სამყაროს გარდამქმნელი ენერგიით დაგაჯილდოვათ. თქვენთვის ნებადართულია ყველაფერი, რისი გაკეთებაც კი გინდათ. თქვენ მიმზიდველობით, გამჭრიახობით, მგრძნობელობითა და ტემპერამენტით ხართ დაჯილდოებული. ადვილად გიყვარდებათ, მაგრამ სწრაფადვე "ქრებით". ძალზე ფიცხი ხართ, მაგრამ წყენას იოლად ივიწყებთ. თქვენი ნაკლი კი თქვენი ხშირი კაპრიზებია.

თაფლისფერი, შავი თვალები- მოემზადეთ ადამიანებისთვის თავის მოსაწონებლად. სიბრძნეს მოუხმეთ და ბრძოლაში შეუნიღბავად არასოდეს ჩაერთოთ. მიმზიდველობა, ჭირვეულობა და მარჯვე შემთხვევის მოლოდინი თქვენი მთავარი 3 კოზირია. ისწავლეთ ამ კოზირების სწორად გამოყენება და გარშემომყოფები ყველაფერს თავისი ნებით მოგართმევენ. იყავით მუდამ მოწესრიგებული, მია ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: მეცნიერება | ნანახია: 860 | დაამატა: Capitan | თარიღი: 2011-12-26 | კომენტარი (3)



წმინდა ნიკოლოზი

წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში ქრისტეს შობიდან 257 წელს დაიბადა. მაშინ ეს მხარე რომის იმპერიის კუთვნილება იყო. მძიმე დევნას განიცდიდა ქრისტეს მებრძოლი, ახლადდაარსებული ეკლესია. რომის იმპერატორმა ვალერიანმა, წარმართული ღმერთების ერთგულმა თაყვანისმცემელმა, მთელს იმპერიაში გასცა განკარგულება, რომ ედევნათ ქრისტიანები. დევნას განიცდიდნენ არა მარტო ღვთისმსახურნი, ერის ხალხიც. მათ თავიანთ მწყემსმთავრებთან ერთად აწამებდნენ და სიკვდილით სჯიდნენ. სწორედ ამ დროს დაიბადა წმინდა ნიკოლოზი.

მის მშობლებს თეოფანეს და ნონას დიდხანს არ ჰყავდათ შვილი. ისინი ძალიან მდიდრები იყვნენ და თავიანთი ქონებიდან გაჭირვებულთათვის უამრავ მოწყალებას გასცემდნენ. ამის გამო ადამიანთა სიყვარულითა და პატივისცემით იყვნენ გარემოსილნი. ამ სათნოებისათვის და ღვთისმოშიში ცხოვრებისათვის, აგრეთვე გულმხურვალე ლოცვისა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: რელიგია | ნანახია: 882 | დაამატა: Capitan | თარიღი: 2011-12-26 | კომენტარი (0)



ეს ჯადოსნური ამბავი, რომელიც ახლა უნდა გიამბოთ, ერთ უძველეს სამეფოში მოხდა, შობის წინა ღამეს. სამეფოს უდარდელა ერქვა. აბა, რა დაადარდიანებდათ მის მაცხოვრებლებს, როცა ყველაფერი ჰქონდათ, სულო და გულო - რას ინატრებდი. ჰოდა, მუდმივად ზეიმობდნენ და მხიარულობდნენ, არაფერი სწყინდათ და არც სხვას აწყენინებდნენ რამეს, დღენიადაგ მღეროდნენ და ცეკვავდნენ, მაგრამ იმ ღამეს უდარდელელების სიმშვიდესა და ბედნიერებას საფრთხე დაემუქრა. საფრთხე უბრალო ამბავი არ გეგონოთ. შობა-ახალი წლის დადგომისას უდარდელაში ასეთი ტრადიცია იყო - ყველა ოჯახი აკეთებდა გოზინაყს და შემდეგ ერთმანეთს აჭმევდნენ, თან ეუბნებოდნენ: „ასე ტკბილად დამიბერდი“, მაგრამ ეს უფრო ტრადიცია იყო, რადგან ამ ჯადოსნური გოზინაყის წყალობით - არც ბერდებოდნენ უდარდელელები.. ახლა კი, თუ გოზინაყს ვერ გააკეთებდნენ - დიდი ხნის სიცოცხლე აღარ ეწერათ. მთავარი გასაჭი ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 817 | დაამატა: Capitan | თარიღი: 2011-12-26 | კომენტარი (0)

საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz